რიონის ხეობის მცველებმა თბილისში კარვები გაშალეს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ალისფერი კარვები გაშალა. რიონის ხეობის მცველები ღამეს კარვებში გაათენებენ, დილით კი ხელისუფლების პასუხს დაელოდებიან – სრულდება მათი მოთხოვნები თუ ბრძოლა გრძელდება. „სამართლიანი და არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას” – ასეთია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადება.   „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ დატოვოს ხეობა; შეწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება;  გამოცხადდეს აღნიშნულ სექტორში მორატორიუმი; გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

მეტი...

რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაიშლება

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც თბილისში აქ პროტესტი აქციას მართავენ, რესპუბლიკის მოედანზე კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს ღამეს კარვებში გაათენებენ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ხვალ, დღის 12:00 საათამდე დაელოდებიან. „ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი ეს მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას. მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, რა არის ჩვენი მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ პასუხისმგებლობას სწორედ ის იღებს ამ…

მეტი...

„თუ ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ – ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის  მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას ვადას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ. თუ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებით და სისტემის შერყევით იმუქრებიან.     როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეიდან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უპრეცედენტო გაერთიანება იწყება. „ხვალ, 12:00 საათამდე, თუ  ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული  არ იქნება, მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ. ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს, ვიდრე დღეს აქ ვდგავართ“ – განაცხადა გოლეთიანმა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ხელშეკრულება; გადადგეს…

მეტი...

„პარტიაში სრული ჰარმონიაა“ – ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს ხვდებიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების  პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. “რამდენიმე თვეში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, მთლიანად იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ  სათანადო შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით  დღეს პარტიაში სრული ჰარმონიაა. “ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, ფაქტობრივად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან,…

მეტი...

„მაქსიმალური მობილიზება,  რათა ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მთავარი დავალება, რაც მივეცით პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ამომრჩევლების, რათა ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.  მისივე შეფასებით, პარტიაში მზაობა და მობილიზება მაღალია. “მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დავიწყეთ ჩვენი პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, ჩვენს აქტივთან შეხვედრები. გუშინ ვიყავით აჭარაში, დღეს უკვე სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. მთავარი დავალება, რაც ჩვენ მივეცით ადგილზე პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების, აქტივის იმისთვის, რომ ყველა…

მეტი...

„ნორმალურია ის, რაც ხდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე  

„ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება.  “ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ, რესპუბლიკის მოედანზე, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა უერთდება.

მეტი...

რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება

ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იმართება. არიან რეგიონებიდან ჩამოსულები, რომელიც აცხადებენ, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და ქართული ეროვნული სიმდიდრე უცხოელების ხელში არ უნდა გადავიდეს. აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, მათ შორისაა, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომა. აქციის მონაწილეები ითხოვენ: შეწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის;  კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;  გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს…

მეტი...

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ადგილზე გააცნო. შეხვედრას იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარში, რომელიც „საღორიის ტყის” სახელით არის ცნობილი, ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა „იმერული მუხა” გვხვდება. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა  მსგავსმა უარყოფითმა ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე  ათწლეულების პრობლემაა, ტყის მასივი მნიშვნელოვნად დააზიანა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოიშალა არსებული…

მეტი...

“ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს აფხაზეთობაა. პრემიერ-მინისტრის ამ დღეს ყველას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს  ალტერნატივა არ გააჩნია. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა, მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი – ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს კი ალტერნატივა არ გააჩნია. „აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია. მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი,…

მეტი...

კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 54, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 18, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

ვირუსით ინფიცირების 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  337 573-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.

მეტი...

„ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის პიკი გადავლილი არ არის, თუმცა, ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, დღეში 1000 ინფიცირების შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია. „სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი, 20-30-ს შორის მერყეობა,  კიდევ დარჩება ალბათ ერთი-ორი კვირის განმავლობაში.​ ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი-სამი კვირის წინ, მაგრამ ყოველდღიურად 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. მით უმეტეს, ის ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა“ – განმარტავს გამყრელიძე. მისივე შეფასებით, ვაქცინაცია და თავყრილობებისგან თავის არიდება ისევ მთავარი გამოწვევაა. „ისევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად. დამშვიდებისკენ…

მეტი...

ერთ დღეში, კორონავირუსს მსოფლიოში 12,4 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსი ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მზარდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღე-ღამეში, მსოფლიოში ვირუსით 607 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 24 საათში ვირუსით 12,4 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია,  მეორე  – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, მესამეზე – ევროპა.

მეტი...