ევროკავშირისა და ემერიკის ელჩები 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა იმ წერილს უპასუხეს, რომელიც მათ 19-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულებმა გაუგზავნეს. საუბარია პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ.     ელჩების პასუხს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „19 აპრილის შეთანხმება მიღწეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო გადაშლის ფურცელს ფუნქციონირებადი პარლამენტის აღდგენისკენ, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებისა და კონსოლიდაციისკენ მიმართული შორს მიმავალი რეფორმების გატარების ერთგული იქნება. 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა გამოწვევებით…

მეტი...

მმართველი გუნდი, ხვალ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პარტიულ აქტივს შეხვდება

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. „პარტიის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის იმისთვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დღეს გვქონდა შეხვედრა აჭარის აქტივთან. ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებზე, ასევე, მათთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 23 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.

მეტი...

20 ივნისს დაშავებულები ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს მიმართავენ

20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ, აქციაზე დაშავებული და დაპატიმრებულები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს  წერილით მიმართავენ. ისინი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტმა ის არ უნდა დაამტკიცოს. „მედიაცენტრი მთავარი“ გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.   „პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის…

მეტი...

„იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე“ – ღარიბაშვილი მელიაზე

„მესმის პირადად მისიც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგა დ გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო“ – ეს განცადება ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკანორ მელიას ქმედებების საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გააკეთა, იყო ტყუილი ბაქიბუქი. „ახლა ამბობს, ბაქიბუქობდა ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით შიგნიდან, რომ მას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანია, მანაც და  ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებმაც. მეტი…

მეტი...

„ძალიან წვალობენ, მელიას და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მოსახლეობა დაიღალა „ნაცმოძრაობის“ მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, საქმე უნდა გავაკეთოთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.  მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არასოდეს ყოფილან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ნიკა მელიას და სხვებს კი ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ.  “დიდი ილუზიები არავის არ გვაქვს, ძალიან კარგად გვესმის, რომ ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლების და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ხელი…

მეტი...

„მინდა გავიგო, რას აპირებს გახარია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ გაუგებარია, რას აპირებს. „მინდა, რომ საერთოდ გავიგო, რას აპირებს გახარია. მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა და მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“ –  განაცხადა ღარიბაშვილმა აჭარაში ჟურნალისტებთან.

მეტი...

„დაიბარეს მელია, სააკაშვილმა ძალიან მკაცრი ლექციები წაუკითხა და გამოუშვეს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია “ქართულ ოცნება”; ყველას გვაქვს აბსოლუტურად ნათლად განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” შესაძლო დაპირისპირებას ეხებოდა.  მან ხაზი გაუსვა,  რომ დღეს “ქართული ოცნება” ისეთი შეკრული გუნდია, როგორც არასდროს არ ყოფილა.  “ნაციონალურ მოძრაობის შიგნით არის აბსოლუტური ქაოსი. ახლა ნახეთ რაც მოხდა ხომ, დაიბარეს მელია, სააკაშვილმა ძალიან მკაცრი ლექციები წაუკითხა და გამოუშვეს. დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია “ქართულ ოცნება”. ყველა ლიდერს, ჩვენ ყველას გვაქვს აბსოლუტურად ნათლად განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და…

მეტი...

„ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი გუნდი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივ არჩევნებზე, ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვება მათი იქნება. „რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე. ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, გუნდის მთავარი საზრუნავი საკუთარი მოსახლეობაა. „მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს. ამ პრობლემის გადაჭრაზე უნდა ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდში საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუნდში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. მისი თქმით, პარტიას არც ყრილობა დაუგეგმავს.   „თვითმმართველობის არჩევნებამდე საკადრო ცვლილება არ არის დაგეგმილი. პირველ რიგში, კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე. სამომავლოდ, ყრილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის წევრები მიიღებენ.  არც მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ყრილობა  დაგეგმილი არ არის“ – განაცხადა კობახიძემ მედიასთან. მისივე თქმით, მმართველ გუნდში სიმშვიდეა და მსგავსი ერთიანობა არასდროს ყოფილა.

მეტი...

„ძალიან შეკრული გუნდი ვართ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდის ერთიანობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ გუნდი ძალიან შეკრულია. „ყველა ლიდერს აბსოლუტურად ნათლად გვაქვს განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება. ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ისე, როგორც არასდროს ვყოფილვართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ტყუილების ფრქვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ძალიან მძიმედ მოიტყუა. „გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი, სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება. ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 42, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

ერთ დღეში, ვირუსით 1 071 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  336  840-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 680 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 317 069-მდე.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს იწყებენ

მმართველი გუნდი, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს გამართავენ. 22-23 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან. სხვადასხვა თემებთან ერთად, შეხვედრებზე განიხილება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. 22 მაისს შეხვედრა გაიმართება ქალაქ ბათუმში, ხოლო 23 მაისს – ქალაქ ზუგდიდში.

მეტი...