17 წლის ბიჭს ფეხბურთის თამაშისას გული გაუჩერდა

კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა. 17 წლის მოზარდს, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა, გულის შეტევა დაემართა და მოედანზევე გარდაიცვალა.   შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, სტადიონზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუცა, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როცა არასრულწლოვანი საავადმყოფოში შეიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.  

მეტი...

ქართული ტაძარი დაარბიეს, სიწმინდეებს ღვინო შეასხეს და ძირს დაანარცხეს

იტალიაში, კერძოდ კი რომში მდებარე ქართული ტაძარი მძარცველებმა დაარბიეს. მამა იოანეს, რომელიც დილით ტაძარში წირვაზე მივიდა, საშინელი სურათი დახვდა –  სიწმინდეები დარბეული და გარკვეული ნივთები მოპარული.   რომის ქართული ტაძრიდან მოპარულია წირვისთვის განკუთვნილი ნივთები. რაც მძარცველებს არ მოეწონათ, ადგილზე დაარბიეს. თავდამსხმელები ეკლესიაში ძვირფასეულობას ეძებდნენ. სიწმინდეები დარბევის შემდეგ კი ხატებს ღვინო შეასხეს. „დარბეულია ტაძარი, კედლებს და ხატებს შესხმული აქვს ღვინო, დარბეულია საკურთხევლები, ტრაპეზი, სიწმინდეები. სავარაუდოდ, ეძებდნენ ძვირფასეულობას. სიწმინდეები არ წაუღიათ“ – აცხადებს  მამა იოანე. მთელი დღეა, რომის ქართულ ტაძარში სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მეტი...

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თემქაზე, ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი, ამ წუთებში, ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე 14 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. “იწვოდა ხის საამქრო, ადგილზე უმოკლეს დროში მობილიზებული იყო 14 სახანძრო. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით მდგომ საცხოვრებელ სახლებში. მეხანძრე – მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა მალევე ხანძრის ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია”, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

მეტი...

„კოვიდის პირველი აცრის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით“ – მაია ბუწაშვილი

„ადამიანები პირველივე აცრის შემდეგ მცდარად მშვიდდებიან, რომ რისკი შეუმცირდათ“ – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და აღნიშნავს, რომ პირველი ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ინფიცირდება. „ცალკეულ შემთხვევებზე დაყრდნობით სტატისტიკაზე ლაპარაკი არასწორია და არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთეული შემთხვევების ერთობლიობა (ჩემამდე მოსული) მაფიქრებინებს, რომ კოვიდის პირველი აცრის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით. ამის მიზეზი არ ვიცი რა არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ან  ადამიანები პირველივე აცრის შემდეგ მცდარად მშვიდდებიან, რომ რისკი შეუმცირდათ და სათანადოდ აღარ იცავენ სიფრთხილის წესებს, ან აცრის დროს და აცრის შემდგომ მოსაცდელ სივრცეებში ინფექციის კონტროლი კარგად არ ხდება და…

მეტი...

თემქაზე ხანძარია  

თბილსიში, თემქაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ვეჯის საწარმოს უკიდია, რომელიც ერთმანეთის მიყოლებითაა განთავსებული. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მატრასების საწარმოში ბუნებრივი აირი აფეთქდა. ადგილზე თხუთმეტამდე  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება. ირგვლივ ველაფერი შავ კვამლშია გახვეული. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოც. პოლიციას მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს. დაახლოებით ხანძარმა 200 კვადრატული ფართი მოიცვა. ამ ეტაპისთვის ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

მეტი...

„ჰესი არ აშენდება“ – რატომ ესტუმრა თურქეთის ელჩი ლევან ვასაძეს და რა გააგებინა ბიზნესმენმა მას?!

თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახლშ იმყოფებოდა. როგორც ვასაძე განმარტავს, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მათ ისაუბრეს, ნამოხვანჰესის მშენებლობა იყო. ლევან ვასაძის თქმით, ელჩმა ყველაფერი კარგად გაიგო და გაგებით მოეკიდა.    „ჩემთან სახლში სტუმრად ბრძანდებოდა თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი  ფატმა სერენ იაზგანი. რამდენიმე საათიანი, ვრცელი, საინტერესო საუბარი გვქონდა. მე გავაცანი ქალბატონ ელჩს ჩემი პოზიცია, რომელიც მხოლოდ ნამოხვანჰესს არ ეხებოდა და საუბარი იყო გეოპოლიტიკაზე. მე მომეცა საშუალება, რომ ქალბატონი ელჩისთვის მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი ხედვა ამ ჩიხიდან გამოსავლისა. მინდა გითხრათ, რომ მომეჩვენა, ქალბატონი ელჩი გაგებით მოეკიდა ჩემს ამ ოპოზიციას და მე…

მეტი...

„ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს, ჰესი ამ ფორმით არ აშენდება“ – ლევან ვასაძე

საზოგადოებივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე რიონის ხეობის მცველებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მათ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება.    როგორც ლევან ვასაძე ამბობს, იყო მცდელობა რომ ის ხეობის მცველებთან დაეპირისპირებინათ, თუმცა, ეს არ გამოვა. „ამ ფორმით ეს ჰესი არ აშენდება, ჩვენ არ ავაშენებინებთ ამ ფორმით  ჰესს. ამდენი ხანი გავიდა და მიერეკებიან, გრძელდება რიონის ხეობის გადათხრა. პოლიციის კორდონები აჩოჩებენ ამ ჩვენს ოქროსავით ხალხს, რიონის ხეობის მცველებს. იყო ხელოვნური მცდელობები, რომ ჩვენ დაგვაპირისპირონ მათ. ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს. მე იქ არ ჩავედი იმიტომ, რომ ვიღაცამ არ იფიქროს…

მეტი...

ავარია გურჯაანში – დაშავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ჭერემში მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა ადამიანმა. ადგილზე პოლიცია და   სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

მეტი...

“ოპოზიციას სრული ფიასკო აქვს განცდილი, იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი” – ირაკლი ქადაგიშვილი

ამ წუთებში პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იწყება. საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს პარლამენტში შესული ოპოზიცია, მმართველ გუნდში ოპონენტებს პასუხობენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის სიტყვებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, დამტკიცება სჭირდება და საგამოძიებო კომისიასაც სწორედ ეს ფუნქცია ექნება.  “ჩვენს პარტნიორებს გავაცნობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ არაერთი საჯარო მოწოდება გავაკეთეთ რომ ოპოზიცია ამ საქმიანობაში ჩაერთოს. რასაც ისინი ამბობენ, რომ იყო უხეში დარღვევები, ამას კი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა სჭირდება. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მათი მხრიდან არ გამოითქვა სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის კუთხით,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი…

მეტი...

“კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია კორონვირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის „ინდური ვარიანტის“ წინააღმდეგ” – ჰანს კლუგე

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია კორონვირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ე.წ. „ინდური ვარიანტის, წინააღმდეგ, – „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესი მყიფე რჩება და საჭიროა, საერთაშორისო მოგზაურობისგან თავის შეკავება. „ახლა, მუდმივი საფრთხისა და გაურკვევლობის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის გამოჩენა და გადავხედოთ ან თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო მოგზაურობა”, – აღნიშნა კლუგემ. მისი ინფორმაციით, „ინდური ვარიანტი“, რომელიც, სავარაუდოდ უფრო გადამდებია, ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სულ მცირე 26-შია გამოვლენილი.

მეტი...

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება. მათი ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება. „რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი…

მეტი...

დღეიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 6 სექცია აამოქმედა – სად განთავსდა კამერები

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია აამოქმედა, – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცება, სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე. საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, თელავის, გურჯაანისა და ყვარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია ამოქმედდა: 1. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 2. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 3. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო…

მეტი...

“პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულია” – არჩილ თალაკვაძე

კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულია და „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდია. ვიზიტი სწორ დროს და სწორი პრიორიტეტებით იყო დაგეგმილი, რისთვისაც პარლამენტის საგარეო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებით შეფასებას იმსახურებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ კახა კუჭავამ დელეგაციაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევანი იოსელიანი მიიწვია.

მეტი...

“არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო” – სალომე სამადაშვილი

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიამ აღარ უნდა ჩაატაროს არჩევნები, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ამაზე რას ფიქრობს, „ქართული ოცნება“, – ამის შესაზებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური გარემოსთვის უკეთესი იქნება, თუ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. „ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო. „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მარტივი არჩევანი – ან ჩაატარებენ ისეთ არჩევნებს, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება ნდობა და ჩვენ ქვეყანაში აღარ გვექნება უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ან შეეცდებიან, რომ ფორმალურად შეასრულონ ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით და მიიღებენ ისეთ პოლიტიკურ კრიზისს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელიც ჯერ არ…

მეტი...

“თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი განხილული არ ყოფილა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, თავად პარტიების გადასაწყვეტია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხზე მსჯელობის გაგრძელება. ამასთანავე, ელჩმა საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები პერსპექტიულად შეაფასა. „მე შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პერსპექტიულად გამოიყურება. იყო გარკვეული დისკუსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციასთან დაკავშირებული დისკუსია არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში და თავად პარტიებზეა დამოკიდებული ამ განხილვის გაგრძელება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

“გელათს არ სცალია სკანდალებისთვის – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე” – თეა წულუკიანი

მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის, – ამის შესახებ კულტურის მინიტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონატროს კონპლექსთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე 2008 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. ასევე მან აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე განთავსებულ ხარაჩოებზე სიარულისგან თავი შეიკაონ. მისივე თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოთხოვა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის, რაზეც უწყებამ თანხმობა მისცა. „2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო…

მეტი...

“საარჩევნო რეფორმებზე მიღწეულია ფართო კონსენსუსი” -კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მიღწეულ იქნა ფართო კონსენსუსი. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია. “19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში ახლა ამ ეტაპზე ვართ. უპირველეს ყოვლისა, ძალიან მოხარული ვარ, შევიტყო, რომ, როგორც ჩანს, გუშინ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მიღწეულ იქნა ფართო კონსენსუსი. ახლა ველოდებით, რომ ეს კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და პარლამენტში გაგრძელდეს მოქმედებები და განხილვები. სასამართლო რეფორმა არის ასევე 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს არის მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთი სასიცოცხლო, მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ამ საკითხს ყველა მხარე ძალიან სერიოზულად უდგება. მოკლევადიან…

მეტი...

“მიმდინარეობს დაშინება, არ გამოვრიცხავ, დავტოვო ქვეყანა” – ირაკლი წულაიას საგანგებო განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ჰოლონის დამფუძნებელმა, ირაკლი წულაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გააკეთა. „მედიაცენტრი მთავარი“ განცხადების შინაარსს უცვლელად გთავაზობთ: „მე გახლავართ ირაკლი წულაია ჰოლონის დამფუძნებელი და აწ უკვე ყოფილი გადაცემა ბიზნეს ქრონიკის და ბიზნესი იმედზე ავტორი, მთავარი პროდიუსერი და წამყვანი, ორი წელი ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებდით საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ბიზნეს გადაცემებს ტელეკომპანია იმედში. მინდა ავღნიშნო, რომ ზუსტად ორჯერ ვუსწრებდით რეიტინგით ყვლა ბიზნეს გადაცემას საქართველოში. ვითომცდა  ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური კრიზის გამო მოგვთხოვეს გადაცემის შეჩერება და ერთ დღეში ისე რომ მადლობაც კი არ გადაუხადეს, 25 თანამშრომელი, გაანთავისუფლეს და დაუხურეს ტელეკომპანიის კარები. მინდა საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე, ეს…

მეტი...

“პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9% შეადგინა” – საქსტატი

2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7%-ს შეადგენს. „სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 607, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 109, იმერეთში – 103

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 776 PCR ტესტით“, –  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.03%. ბოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 603 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 256, „პისიარ“ ტესტით – 12 776. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,8 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,39 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,03 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 334 705 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 315 254 გამოჯანმრთელდა, 4 540 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 101 415 ადამიანი, დღიურად აცრილია – 4 233. კარანტინის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 540-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 1 104 პირს დაუდასტურდა, 1 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 19 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 160 შემთხვევა გამოვლინდა, 1 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ადვოკატს, გიორგი მამალაძესთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ

გიორგი მამალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრის საშუალებას მას უკვე რამდენიმე თვეა არ აძლევენ და მიზეზი ყოველთვის ერთია – შეხვედრის ადგილის არ არსებობდა. გიორგი ფანცულაია ეჭვობს, რომ მსგავსი ქმედება უშუალოდ დეკანოზთან მიმართებით არსებობს. ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყებაში ადასტურებენ, რომ ფანცულაია წინა დღით მართლაც იმყოფებოდა დეკანოზთან შესახვედრად, თუმცა განმარტავენ, რომ​ პაემნისთვის განკუთვნილი ოთახი დაკავებული იყო და ადვოკატს გიორგი მამალაძესთან შეხვედრა ერთ საათში შესთავაზეს, რაზეც თავად უფლებადამცველებმა თქვა უარი და ტერიტორია დატოვა.   

მეტი...

ცნობილია, სად და როდის გაიმართება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს აქციის გამართვას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მოქალაქეები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ. „23 მაისს უნდა შევიკრიბოთ ბევრნი. მეტი სიმრავლე არის მნიშვნელოვანი. რესპუბლიკის მოედანზე იქნება ჩვენი აქცია და შეკრებას დავიწყებთ 14:00 საათზე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ თვითორგანიზებით და ალბათ ყველაზე მეტად ამ პროცესში ეს არის სასიამოვნო. ამასთან, ეს იქნება განგძობითი აქცია. ადამიანები რაიონებიდან ემზადებიან წამოსასვლელად და დასარჩენად. 23 მაისმა უნდა თქვას თავისი სიტყვა და ხელისუფლებამ შეხედოს ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ ჩვენი სიმრავლე მისთვის ვერ იქნება დაძლევადი მისთვის კარგად ნაცადი ხერხით. საუბარია შავ პიარსა და ტალახის სროლაზე ჩვენი მიმართულებით“, – განაცხადა…

მეტი...

“ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა დაგვჭირდება” – ენტონი ფაუჩი ​

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩის განცხადებით, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობის გასაზრდელად, საჭირო იქნება გამაძლიერებელი აცრაც, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს. “ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა, გამაძლიერებელი ვაქცინა გახდება საჭირო. მე ვფიქრობ, თითქმის აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი,” – აგანაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

მეტი...

“გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, ეს იქნება ცივილიზებული” – კახა კალაძე

გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, გააგრძელებს მუშაობას და ეს იქნება ცივილიზებული, – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისივე შეფასებით, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას და მის დემოკრატიულ განვითარებას. ,,ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, მე არანირი უფლება და საფუძველი მაქვს იმისა, რომ ვინმეს მოვუწოდო ან მოვთხოვო პარლამენტში შესვლა. მე გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, გააგრძელებს მუშაობას და ეს იქნება ცივილიზებული, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას და მის დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

„ჩვენ თავად გიამბობთ, რა გვიჭირს და რა გვინდა“ – ლგბტქი თემი

„ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, მხარდამჭერები: ოჯახის წევრები, მეგობრები და ის ადამიანები, ვისთვისაც დემოკრატიული, სამართლებრივი, ადამიანური ღირებულებები მნიშვნელოვანია, ვაფუძნებთ ონლაინ გამოცემას ქვიარი/Queer,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ლგბტ თემის წევრები ავრცელებენ. ინფორმაციაში ისინი საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ: „ჩვენი მთავარი მიზანია ლგბტქი ადამიანების გაძლიერება ინფორმაციის, ცოდნებისა და გამოცდილებების გაზიარებით, ასევე ლგბტქი მოძრაობის ხელშეწყობა, სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა. ჩვენ თავად გიამბობთ რა გვიჭირს და რა გვინდა, რომ შეიცვალოს. ეს არის ქვიარ თემის ხმა… ხმა, რომელიც მოგიყვებათ ქვიარ ამბებს, ქვიარ სიახლეებს, ქვიარ ისტორიას, ქვიარ ხედვას. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთად ვიზრუნებთ არამარტო ჩვენი,…

მეტი...

ისრაელ-პალესტინას შორის საჰაერო დარტყმები გრძელდება, არიან დაღუპულები

ისრაელ-პალესტინას შორის საომარი მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა. ისრაელმა, ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე 100-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. არიან დაღუპულები.    საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, განადგურებულია საჰაერო-თავდაცვითი სისტემები. მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებისა, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. როგორც ეგვიპტის უშიშროების წარმომადგენლები აცხადებენ, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმება შეძლეს, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. ისრაელ-ალესტინას შორის საჰაერო დარტყმები დაახლოებით 12 დღეა გრძელდება. დაშავებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს, მსხვერპლთა რაოდენობა კი ორივე მხარეს 400-სს აღწევს.

მეტი...

“ნინოწმინდის პანსიონს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია უნდა შეუწყდეს” – ომბუდსმენი

ნინოწმინდის პანსიონში გამოვლენილი არაერთი დარღვევის გამო დაწესებულებას სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია უნდა შეუწყდეს – ბავშვთა სახლში ომბუდსმენის წარმომადგენლების კიდევ ერთხელ არ შეშვებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქმედებით სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება. ომბუდსმენი კვლავ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას უზრუნველყოს პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.

მეტი...

„ქურდებს სიცოცხლე“ – წარწერის გამო სკოლაში საგანგებო შეკრება გამართა

51-ე საჯარო სკოლა ამჯერადაც სკანდალში ეხვევა. საუბარია საკლასო ოთახის დაფაზე წარწერაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში სტუმრად მისული მანდატურის სამსახურის უფროსს დაახვედრეს “ქურდებს სიცოცხლე – жизнь ворам” – რუსულ ენაზე გაკეთებული ეს წარწერა  სწორედ იმ საკლასო ოთახის დაფაზე ეწერა, სადაც მანდატურის უფროსი შეიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა, სკოლის ადმინისტრაციის ან განათლების სამინისტროს მხრიდან, მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არ გაკეთებულა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით, დღის ბოლოს, სკოლის ადმინისტრაციაში საგანგებო შეხვედრა შედგა. უცნობია, ვინ ესწრებოდა შეხვედრას და რა გადაწყვეტილება მიიღეს.   შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის სკოლაა, სადაც დაწყებულ კონფლიქტს დავით სარალიძის…

მეტი...

“შესაძლოა, საჭირო გახდეს ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება” – ენტონი ფაუჩი

ამერიკის შეერთებული შტატები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებშიც გამოიყენებს. ეს კი მომავალ წელს მოხდება, როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, ბავშვების ვაქცინაცია 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მისივე განცხადებით, არსებულ ვაქცინების ხანგრძლივობა საკმარისი არ არის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საჭიროა ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც. „თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში“, – აცხადებს  ენტონი ფაუჩიმ. მისივე შეფასებით, ეს იქნება გამაძლიერებელი ვაქცინა, 12 თვის შემდგომ უნდა გაკეთდეს: „აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ…

მეტი...