„ამ ფორმით ეს ჰესი არ აშენდება, არ ავაშენებინებთ“ – ლევან ვასაძე ნამოხვანჰესის მშენებლობაზე

​„ჩვენ ყველანი აღშფოთებული ვართ იმ ხელშეკრულების შინაარსით, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენმა ბიუროკრატებმა. ჰესი ამ ფორმით არ შენდება“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში მოსახლეობათან შეხვედრის დროს გააკეთა. „ჩვენ არ ავაშენებინეთ მათ ამ ფორმით ამ ჰესს, გინდა – ახტნენ გინდა – დახტნენ, რაც გინდა აკეთონ, ეს გამორიცხულია. კონსულტანტებთან ერთად, პროფესიონალურ დონეზე გავეცანი ამ ჰესის ხელშეკრულების ტექსტს, რაობას, დეტალებს. ამ ფორმით, ამ სტრუქტურით, ამ მფლობელობით, ამ პარამეტრებში ჰესი არ აშენდება. მეორე – თუ რამე ჰესი მად უნდა აშენდეს, მაგალითად, შემცირებული ზომის, სხვა გეოფიზიკური…

მეტი...

“გლოვოს” კურიერები გაიფიცნენ

“გლოვოს” კურიერებს ისევ პრობლემები აქვთ. კომპანიის თანამშრომლებს ბონუსების სისტემა მოუხსნეს, რასაც კურიერები ზარალზე გაყავს. კურიერების განცხადებით, მათი მუშაობა უკვე აზრს კარგავს. აქციაზე კომპანიის ხელმძღვანელი მივიდა, რომლის თქმითაც,  გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. “გლოვოს” თანამშრომლები აცხადებენ, რომ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ბონუსების სისტემა აღდგება. ამას ემატება ის რისკი, რომელიც მათ პროფესიას ახლავს თან, საკმაოდ ხშირია უბედური შემთხვევები სამუშაო პროცესის დროს.

მეტი...

“თქვენს არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს, გადადექით“ – ლევან ვასაძე პრეზიდენტს

საზოგადოებრივი მოძრაობის – “ერთობა, რაობა, იმედი”- დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ გადადგეს, რადგან მან არაერთხელ გადადგა ნაბიჯი, რომელიც არცხვენს საქართველოს სახელმწიფოს. „ქალბატონო სალომე, თქვენ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას. გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფო საპრეზიდენტო ინსტიტუტი არსებობს, თქვენ ბევრი არაფრის უფლება არ გეძლევათ, მაგრამ გვაოცებს ის, რომ იმ უფლების ფარგლებში,რომლებიც გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს. არ ვიცი, გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების…

მეტი...

“საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა” – ლევან ვასაძე

“ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ საქართველოში, რომელსაც მხარდამჭერებთან ერთდ ააშენებს, გარყვნილების საჯარო პროპაგანდა აიკრძალება. “მინდა კორექტულობის დაცვით მივმართო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს – ირაკლი, თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, რა გეიაღლუმებათ, თქვენ მართლა …არ ვიტყვი რა. თქვენ თუ ამას დაუშვებთ, თქვენს მინისტრებთან ერთად, თუ ამას აკადრებთ ამ გაწვალებულ, დამცირებულ, ღირსებაშელახულ ერს, მაშინ ისე გააკეთეთ, როგორც ამას აკეთებენ იმ ევროპის სუსტი ხელისუფლებები, ვინც დაუშვეს თავიანთ ქალაქებში. დაიჭირეთ ფერადი დროშები და გამოდით ამ გარყვნილ ადამიანებთან ერთად. დაგვანახეთ თქვენი სახე. ეს არის უმდაბიოესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მიგაჩნიათ ძმაო, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს…

მეტი...

ნაძალადევში ავტომობილი დაცხრილეს

ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.სროლის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

“დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში” – საელჩოები

დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. „დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ…

მეტი...

თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ისრაელის მხარდასაჭერად თბილისში, რიყის პარკში აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ისრაელის მხარდამჭერ განცხადებეს აკეთებენ. “ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სოლიდარობა ისრაელის მიმართ. საქართველომ გამოხატა ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია და ჩვენ, არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადებამ გავმართეთ ეს აქცია. ჩვენ ვართ სოლიდარულები ისრაელის სახელმწიფოსი,”- აცხადებს “ისრაელის სახლის” დირექტორი გიორგი ბერნშტეინი. “ვუჭერთ ისრაელს მხარს, იმიტომ, რომ ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც არავის ესხმის და თავს იცავს “ჰამამისის” ტერორისტებისგან. ჩემი აზრით ყველაფერი მალე უნდა დასრულდეს,”- აცხადებს მომღერალი მერაბ სეფაშვილი.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება” – ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე საკუთარ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. “ერთობა, რაობა, იმედი” – ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით შეცვლის საქართველოში ამ გამოუვალ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ. ლევან ვასაძე აქციაზე მეუღლესთაბ და რვა შვილთან ერთად იმყოფება. შეკრება ალექსანდრეს ბაღში იმართება.

მეტი...

“ერთობა, რაობა, იმედი” მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება” – ლევან ვასაძე

„ერთობა, რაობა, იმედი” მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, – ამის შესახებ მოძრაობის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან განაცხადა. “ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის ხალხის მხარდაჭერით შეცვლის საქართველოში ამ გამოუვალ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე”, – განაცხადა ვასაძემ. საზოგადოებრივი…

მეტი...

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა. გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

მეტი...

“ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა” – პატრიარქი

ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს არის რთული დრო, თუმცა, ადამიანები არ უნდა შეშინდნენ, რადგან სიკეთე გაიმარჯვებს. “დღეს არის მენელსაცეხებელი დედების დღე, იმ დედების, რომელთაც არ შეეშინდათ, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო. მოციქულები დაიფანტნენ და მენელესაცხებელი დედები იჯდნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი. დღეს ვიხსენებთ ასევე თამარ მეფეს, ნამდვილად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, მენელსაცხებლე დედებს ედრება. დღეს აგრეთვე არის წმინდა დავით წინასწარმეტყველის ხსენება. ის გამეფდა…

მეტი...

“რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება” – კულუმბეგოვის განმარტება

სხვადასხვა ვაქცინის ადმინისტრირების შემთხვევაში საერთო გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის დროს,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. „ასაკობრივი შეზღუდვის გამო, ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოსახლეობას მეორე დოზისთვის Pfizer-ის ვაქცინა შესთავაზა. მაგალითად, საფრანგეთმა და რაღაც ეტაპზე გერმანიაც ამას აკეთებდა, სანამ AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარი მთლიანად არ მოხსნეს. კვლევის მონაცემები 12 მაისს ძალიან ავტორიტეტულ ჟურნალში გამოქვეყნდა და ერთადერთი, რაც დაინახეს, 2 სხვადასხვა ვაქცინის ადმინისტრირების შემთხვევაში საერთო გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის დროს. ტკივილი, სისუსტე, სიცხე ამ ადამიანებს ჰქონდათ უფრო მეტი, როცა გაიკეთეს 2 სხვადასხვა…

მეტი...

ლევან ვასაძე მოსახლეობასთან შესახვედრად ემზადება

ამ წუთებში „ალექსანდრეს“ სკვერში, ლევან ვასაძის ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობას მოსახლების შეხვედრისთვის ემზადება. ლიდერი ჯერ არ არის ადგილზე მისული, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია რამდენიმე მონიტორი და გახმოვანების მოწყობილობა, შეხვედრაზე განწყობისთვის ახალგაზრდა პიანისტი კლასიკურ მუსიკას შეასრულებს. ლევან ვასაძის შეხვედრა მოსახლეობასთან 15: 00 – ზე დაიწყება.

მეტი...

“ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ ოჯახში იყოს ლიდერი” – მეუფე სტეფანე

ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ ოჯახში იყოს ლიდერი, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, არ არის საჭირო ქალი და მამაკაცი ოჯახში უფლებებით არკვევდნენ საქმეს, არამედ სიყვარულით უნდა წყვეტდნენ ოჯახურ პრობლემებს. „არ არის საჭირო ქალის როლის წინ გამოტანა, როგორც რაღაც განსაკუთრებული უფლება… როდესაც ქალი დგება ისეთ ადგილას, რომელიც მისთვის ბუნებრივი არ არის და იწყებს ოჯახში მბრძანებლობას – შენ რაღაც ასე გააკეთე. როდესაც კაცი ყველაფერში ქალს ემორჩილება და ყველაფერს უკეთებს, ის ქალი იმ კაცით აღარ კმაყოფილდება. გარეთ ეძებს ისეთ კაცს, რომელიც მას არ დაემორჩილება და…

მეტი...

“თუ გჯერათ, რომ რამეს შედეგიანს მიაღწევთ შედით ბიძინას “ბუდკაში” – ხატია დეკანოიძეს ფესიბუქ მომხმარებლები

„დღეს 15 მაისია და სადაა პროტესტის ის მუხტი რომელიც იძულებულს გახდიდა ოცნებას ფარ – ხმალი დაეყარა…“ – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ოპოზიციის მომხრეები ხატია დეკანოიძის პოსტს, სადაც რამდენიმე დღეა პოლემიკა არ წყდება. ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთ – ერთია, ვინც პარლამენტში შესვლის საჭიროებას ხედავს: „შეხვალთ და აღარ გენდობათ ამომრჩეველი და გაანახევრებთ მათ რიგებს!!!!!!!!!!!!! არჩევნები გაყალბდა! და ვინ შევიდა და ვინ ვის ექაჩება ეს ფაქტს არ ცვლის! მე ხელი დამიბანია თქვენნაირ ხალხზე . არჩევნები მოიგო ოპოზიციამ და რა შედეგი დადეთ, რურუას და მელიას გამოშვება????რატომ გადააგდო მელიამ 5 თვის სახლში ჯდომის მერე…

მეტი...

ისრაელი “ჰამასის” ლიდერების სრულად განადგურებამდე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს

ვითარება ღაზა სექტორში კვლავ დაძაბულია, ისრაელი “ჰამასის” ლიდერების სრულად განადგურებამდე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბრძოლა გაგრძელდება ებრაელი ხალხის მშვიდობიანი ცხოვრების სრულად უზრუნველყოფამდე.   “ჩვენ არ დავუშვებთ ებრაელი ხალხის ლინჩის წესით გასამართლებას. არ შევეგუებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაბული დაჯგუფებების შიშის ქვეშ იცხოვრონ. მიუღებელია სინაგოგებისა და ებრაელი ხალხის საკუთრების ხელყოფა. ამავე დროს, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ არაბებზე თავდასხმებისგან, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მშვიდობა სურს. მსგავსი რამდენიმე ფაქტი მოხდა და ეს მიუღებელია,”- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.  პარალელურად, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში სოლიდარობა გამოუცხადეს პალესტინელ ხალხს და მრავალათასიანი აქციები…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 742 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 308, „პისიარ“ ტესტით – 11 434. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,08 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,96 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,9 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 308 821 გამოჯანმრთელდა, 4 442 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აცრილია…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 442-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 968 პირს დაუდასტურდა, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 15 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 576 შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.

მეტი...