„ვის ჩავბარდე ეს ბოროტმოქმედი კაცი ეგებ თქვენ იცოდეთ… მილიონებს ეხება საქმე“ – გიორგი სიგუა

 „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე  გიორგი სიგუა გენერალურ პროკურატურას მიმართავს და აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების შესახებ სერიოზული კორუფციული მასალები უჭირავს ხელთ. “ეგება მომაქციოთ ყურადღება საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia დავიჯერო ყოველდღე მოგმართავენ ასეთი საქმეებით? მზად ვარ მოგაწოდოთ აღიარებითი ჩვენება და მტკიცებულებები ჩემი და ყველაზე მაღალი თანამდებობის პირ(ებ) – ის კორუფციული საქმიანობის შესახებ. სატენდერო მასალები, კონტრაქტები, მიმოწერები, საბანკო ამონაწერები, მოწმეები, სახელები და გვარები მოქმედი (და მაშინდელი) პრემიერ მინისტრის უახლოესი ნათესავების და ახლობლების კომპანიების მიერ არაკანონიერი გზით ტენდერებში…

მეტი...

ლგბტ აქტივისტების ინსტალაციის დარბევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„დედაენის ბაღში“ ლგბტ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულზე. კერძოდ, კი საუბარია ძალადობით ან  მუქარით ადამიანის დევნაზე, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო. ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავეთ გურამ ფალავანდიშვილი; დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“- აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

მეტი...

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს

„სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა“ – საქართველოს საელჩო ისრაელში, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს გაფრთხილებას აძლევს და მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები. „შეგახსენებთ ადრე გამოქვეყნებულ მითითებებს, როგორ იმოქმედოთ განგაშის დროს. სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ: თუ იმყოფებით შენობაში, უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები. შენობის გარეთ ყოფნისას, შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.…

მეტი...

“2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე” – კახა კუჭავა

„ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის კვირეულის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კუჭავამ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონშიც აისახა. „მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ის შედეგები, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე ვაღწევთ. ასოცირების შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ვალდებულებების აღებას, რომლის შესრულების შემდეგაც, საშუალება მოგვეცემოდა გვეთქვა, რომ შეიძლება,…

მეტი...

დასავლეთ საქართველოში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე „მოიზიდე და გაანადგურე“ დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ,  დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები. „დასავლეთ საქართველოში – სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დამონტაჟდა; საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მეთხილე ფერმერებსა და  მეფუტკრეებთან. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან; ღონისძიებები მათთან კოორდინაციით იგეგმება. მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობასა და ფერმერებს მოუწოდებენ ჩართულობისაკენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რაოდენობა. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტთა რაოდენობა 912-ია

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 367, აჭარაში – 469, იმერეთში – 528.  ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 – თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 58, ხოლო აჭარაში – 1. სულ,  6 ოქტომბრიდან – 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 657 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 711 პირი, აჭარაში – 1 732, იმერეთში – 1 401.

მეტი...

ვირუსით, ერთ დღეში 29 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა – 92, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 51, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 77, მცხეთა-მთიანეთი –  54, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

მეტი...

კორონავირუსის 1 576 შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  329 407-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.

მეტი...

შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღცვევის 1434 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 434 ფაქტი გამოავლინა პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 128 პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 107 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 199 ფაქტი გამოვლინდა“ – აცხადებენ უწყებაში. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად…

მეტი...

ამერიკის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჰადი ამრი თელ ავივშია. დიპლომატი ისრაელ-პალესტინის საომარი მოქმედებების დარეგულირებაში ერთვება, რომელიც დღეს გაიმართება. მოლაპარაკების პროცესში გაერო-ს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ და ის ცეცხლის შეწყვეტასა და შეთანხმების მიღწევას ეხება. შეგახსენებთ, რომ პალესტინამ პროცესებში ჩართვისკენ ამერიკას მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის დუმილი ხოცვა-ჟლეტვას იწვევს.

მეტი...

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს გაგრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია დღეს ისევ შეიკრიბება და სამუშაო შეხვედრას გამართავს. თემა საარჩევნო რეფორმა იქნება, რომელიც პარლამენტში 17:00 საათზე შედგება. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა გარკვეული საკითხების შეჯერება და განხილვა ვერ მოასწრეს, რის გამოც დღევანდელი შეხვედრის ჩანიშვნა გახდა საჭირო. დოკუმენტი, რომელსაც მხარეები მოამზადებენ და შეაჯერებენ, საბოლოოდ, ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს.  ვენეციის კომისია კი დოკუმენტს შეაფასებს და რეკომენდაციის სახით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

მეტი...

მსხვერპლი ორივე მხარეს იზრდება

ისრაელ-პალესტინის საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლი ორივე მხარეს იზრდება. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვებიც. „როიტერის“ ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  ისრაელის მხარემ რვა ადამიანი დაკარგა. მათ შორის არის ერთი სამხედრო პირიც და ორი ბავშვი. პალესტინაში კი აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევას 126 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის 31 ბავშვი და 20 ქალი. დაშავებულთა რაოდენობამ კი 1000 ადამიანს გადააჭარბა.

მეტი...

„აშშ-ს დუმილმა სიტუაცია ხოცვა-ჟლეტამდე მიიყვანა“ -აცხადებენ პალესტინაში

პალესტინა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იმოქმედოს და დუმილის მდგომარეობას ნუ გამოიყენებს, როცა სახეზეა საომარი მოქმედებები. პალესტინის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, აშშ-ის დუმილი ისრაელს ომის დანაშაულში ხელს უწყობს. „ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილმა და ამ ვითარების თავდაცვად შერაცხვამ სიტუაცია ხოცვა-ჟლეტამდე მიიყვანა“, – აცხადებს პრეს-სპიკერი ნაბილ აბუ რუდეინაჰმა. პალესტინა ამერიკას გააქტიურებისკენ და ჩარევისაკენ მოუწოდებს: „დროა, აშშ-მ იმოქმედოს და შეაჩეროს ისრაელის ულმობელი შეტევა… პალესტინელები საკუთარ მიწას, იერუსალიმსა და წმინდა ადგილებს არასდროს მიატოვებენ.“

მეტი...