“პარლამენტში შესვლა უდავოდ, შეცდომა იყო” – თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე

პარტია “კანონისა და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი მასსა და გიორგი ვაშაძეს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ალაპარაკდა. როგორც მან განაცხადა, პარტნიორობის დასრულებიდან ერთი თვით ადრე, ვაშაძესთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჰქონდა. “მე და გიორგი ვაშაძეს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ბოლოს, ჩვენ მთელი თვის განმავლობაში ნაკლებად ვხვდებოდით ერთმანეთს. მე ინფორმაციებიც მქონდა, ვგრძნობდი კიდევაც, თუმცა მე ახალგაზრდებს ყოველთვის რაღაც შანს ვაძლევ, მე არ მინდოდა, რომ გიორგის ეს შეცდომა მოსვლოდა, პარლამენტში შესვლა უდავოდ, შეცდომა იყო”,- განაცხადა ჩარკვიანმა.

მეტი...

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს

„დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან“ – აფრთხილებს საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. სარაკეტო თავდასხმების გამო, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს❗ მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას❗” – აცხადებენ საელჩოში.  

მეტი...