“ნიკა მელიას გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ვფიქრობ” – გიორგი რურუა

ნიკას მელიას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე, იმედს ვამყარებ, რომ ის დადებით როლს ითამაშებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ თბილისის საქალაქო სასმართლოსთან განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს. “ევროკავშირმა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ თანხა გადაიხადა, ასე ჩათვალა საჭიროდ და მე ამას მივესალმები. მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას დიდი მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რაც გააკეთეს – ამ დაპირისპირებაში ძალიან დადებითი როლი ითამაშეს. ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების მქონე პოლიტიკოსი გამოვა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ალბათ, ვფიქრობ, დანარჩენი პოლიტიკურო ცხოვრება…

მეტი...

“სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე” – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, განაცხადა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობაზე არ უფიქრია. მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს. “სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე”, – განაცხადა მელიამ.

მეტი...

პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება – ქვეყნებს შორის ორი დოკუმენტი გაფორმდა

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოლეგას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. განცხადებების გაკეთებამდე გაფორმდა ორი დოკუმენტი – მათ შორის მთავრობებს შორის ვიზის გაუქმებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. სკოპიეში ყოფნისას პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენებს და ხელოვანებსაც შეხვდება.

მეტი...

“ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან პოლიტიკური ციხე დავტოვე – სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში” – ნიკა მელია

ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის საპყრობილის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, თუკი, ოპოზიცია დინამიური იქნება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. „ჩემი ღრმა რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია. თუ ოპოზიცია აქტიურები და დინამიურები ვიქნებით, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი...

“ორი გამოსავალია: ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით ან – პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე ვიქნები” – ნიკა მელია

ორი გამოსავალია: ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან – პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე ვიქნები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც მელიამ განმარტა, ის სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებდა. მისივე თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ოთხკედელშია, რაიმე სახით რეალობას მოწყვეტილია. „სამი თვის განმავლობაში, რასაც ციხის საკნიდან მე თვალ-ყურს ვადევნებდი, ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი, რბილად რომ ვთქვათ, დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა, როგორც…

მეტი...

“პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც საპატიმრო ახლახანს დატოვა, აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობა” შიდა კონსულტაციებისა და სხვა ოპოზიციონერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.  მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.  “პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობის” ფარგლებში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, მათ წარმომადგენლებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, პარტიაში რომ კენჭისყრა ჩაატარო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება.…

მეტი...

“ფაქტობრივად სახურავიდან გადმომაძვრინეს, სოფლის სახლებს, რომ ორი გამოსასვლელი აქვს” – ნიკა მელიას ჟურნალისტები ციხის ჭიშკართან ელოდებოდნენ, თუმცა სხვა კარიდან გამოუშვეს

“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტები და ახლობლები ციხის ჭიშკართან ელოდებოდნენ, თუმცა პოლიტიკოსს საპყრობილე სულ სხვა კარიდან დაატოვებინეს. ამის გამო მის გამოსვლას ჟურნალისტების ჩოჩქოლი მოჰყვა. “ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა, დასანანაია. ელემენტარული საკითხი იყო ამ ყველაფრის ორგანიზება. ფაქტობრივად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო.  არავინ მიიღოს საკუთარ თავზე, ციხის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, ალბათ, მათ ეს დავალება ჰქონდათ. მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს და ყველა პატიმარს. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახთან ყოფნას. ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები,”- აღნიშნა ნიკა მელიამ.

მეტი...

„გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტპატიმარს – განსაკუთრებული მადლობა პავილიონისს“ – მელიას პირველი კომენტარი

“ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვებ ოჯახთან დაბრუნებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო ციხიდან გამოსულმა ნიკა მელიამ მედიასთან პირველი კომენტარის გაკეთება. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ყველა გულშემატკივარს, მადლობა კარლ ჰარცელს ამას აქვს მიზეზები, რატომ ვუსვამ ამას ხაზს, განსაკუთრებული მადლობა პავილიონისს, მან გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და სოლიდარობის გამოსახცადებლად მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, რომ არა ის არა მგონია ეს შედეგი დამდგარიყო,“ – აღნიშნა მელიამ.

მეტი...

ნიკა მელიამ ციხე დატოვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ციხე დატოვა – რამდენიმე წუთში ის, სავარაუდოდ, ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.  რუსთავში მდებარე საპყრობილესთან მას ოჯახის წევრები და თანაგუნდელები დახვდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო.

მეტი...

“ეს გირაო კი არა, ეს არის ჩემი შვილის ივანიშვილის ტყვეობიდან გამოსასყიდი” – ანზორ მელია

ანზორ მელიას შეფასებით, ეს გირაო კი არა, ეს არის ტყვეობიდან გამოსასყიდი. ამის შესახებ მან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა. „შემეძლო მე ეს გირაო გადამეხადა, მაგრამ ნიკა იყო სასტიკად წინააღმდეგი. გირაოს გადახდა ოჯახისგან იყო იმის აღაირება, რომ ჩვენ ამ უსამართლობას დავთანხმებულიყავით. ამიტომ, როცა ევროკავშირმა პირველად განაცხადა ბატონი შარლ მიშელის პირით გირაო, მაშინ აღვშფოთდი, მაგრამ დროთა განამავლობაში, როცა წინა პლანზე წამოვიდა, რომ ამნისტიით უნდა გამოეშვათ ნიკა, სადაც გათანაბრებული იქნებოდა იმ ბანდიტებთან, იმ თვალთხარია ჯარისკაცებთან, სასტიკი წინააღმდეგი გავხდი. ვიცოდი, რომ ნიკაც ამას გააკეთებდა. კარგი გამოსავალი იყო ევროკავშირის გირაოზე თანხმობა, ეს გირაო კი არა,…

მეტი...

„მისი გათავისუფლებით იწყება ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი“ – სააკაშვილი მელიაზე

​ნიკანორ მელიას საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს და ახალი, მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება. “მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკანორ მელიას საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მეტი...

სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, მელია  მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. მელიას ახლობლები ამ წუთებში რუსთავის საპატიმროსთან არიან შეკრებილები, საიდანაც დაკავებული მელია უახლოეს პერიოდში უნდა გამოვიდეს.

მეტი...

„ნიკა მალე გამოვა, ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილს ჩაგიტარებთ“ – ანზორ მელია უმრავლესობას

პატიმრობაში მყოფი ნიკანორ მელიას მამა ანზორ მელია, ამ წუთებში რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფება, საიდანაც ნიკანორ მელიას გათავისუფლება უნდა მოხდეს. როგორც ანზორ მელია აცხადებს, ნიკა მელია ციხეში ვაჟკაცი შევიდა და ვაჟკაცი გამოვა „ნიკა დღეს გამოდის თავაწეული და ღირსეული. ნიკა მალე გამოვა, ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილებს ჩაგიტარებთ კიდევ ერთხელ ვინაიდან, ვერ ხვდებიან, ნიკა როგორი ვაჟკაცია, როგორი თავდადებულია, როგორ უყვარს საქართველო და არ იყიდება არც ფულზე, არც სავარძელზე და არც არაფერზე“ მეცინება, ამ ხალხს, „ქოცებს“ რა უნდათ პარლამენტში. პენსიაში რომ გავალ, მაგათ შთამომავლობას ამოვწევ, რომ ნახონ საიდან მოდიან ეს არაკაცები“ – ასე მიმართა…

მეტი...

ასპინძაში, მწყემსმა მწყემსი დანით მოკლა

პოლიციამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს – 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი…

მეტი...

კითხვა ლევან ვასაძეს დეკანოზისგან

მამა პეტრე კოლხი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს, რომელმაც პოლიტიკური სვლა განახორციელა კითხვით მიმართავს.   “ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა… ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე… ყველამ ვიცით, რომ ქართული ბრენდი “სამოსელი პირველის” მფლობელია. ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა არც საშუალო და მით უფრო დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მერ წარმოებული ქართული ჩოხა… კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი იდენტობის მახასიათებელი შესამოსელი?! რომ არაფერი ვთქვა, მის მიერ დაფუძნებულ სკოლაზე, სადაც მხოლოდ მდიდრები სწავლობენ… ამით უფრო მეტად ხაზს უსვამს უთანასწორობას და შეძლებულების პრივილეგიას!…” –…

მეტი...

მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ დედა სოსანას დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი ადგილი შესთავაზა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, დედა სოსანას მანა სწორედ ის მონასტერი შესთავაზა, რაც მას დაამშვიდებდა და დააწყნარებდა. „ ლასურიაშის მონასტერში წასვლა შევთავაზე. ძალიან კარგი ადგილია, მონაზვნისთვის დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდებოდა და დაწყნარდებოდა, გაცილებით მეტი იქნებოდა მისი სულისთვის სარგებელი, რომ გამოეყენებინა ჩემი წინადადება.  შევუთვალე, რომ თუ უნდა, კამერების გარეშე მოვიდეს, ჩვეულებრივად, ყველაფერზე ნორმალურად დავილაპარაკებთ, თუ უნდა, კამერებით მოვიდეს და მაშინ კამერებით ვილაპარაკოთ ისე როგორც კამერებით ლაპარაკობენ, მაგრამ მონაზონსა და ეპისკოპოსს შორის უკამეროდ ლაპარაკი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია სულისთვის, ამიტომ, მე შევთავაზე, არ გამოიყენა, ეს შოუები უფრო მოეწონა“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ…

მეტი...

„რაც ამ ეპარქიაში გაკეთებულია, ყველაფერი გაკეთებულია კეკუტიას სახსრებით“ – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში თუ რამეა გაკეთებული, ყველაფერ ბიზნესმენ კეკუტიას სახსრებითაა გაკეთებული. ეს განცხადება მეუფემ მედიასთან გააკეთა.     „ბზობის დღესასწაულზე რაც მოხდა, ჩხუბები, კეკუტიათან დაკავშირებით, კეკუტია ვინ არის, მე მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია. რამდენჯერმე შემხვდა თავისი ინიციატივით და რაღაცეებზე მელაპარაკა, მაგრამ ეს გაცნობითი ხასიათის იყო. მე არც მისი საქმიანობა ვიცი და არც მისი არაფერი. ვიცი უბრალოდ ის, რომ მეუფე პეტრეს ეხმარებოდა და ეს რეზიდენცია კეკუტიას გაკეთებულია. ეს ვიცი. რაც ახლა აქ რამე არის გაკეთებული, გაკეთებულია კეკუტიას სახსრებით“ – განმარტა მეუფემ, რომელიც ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება. შეგახსენებთ,…

მეტი...

„სამჯერ მოვიდა დედა სოსანა, დადეს სპექტაკლი, აკრიფეს კადრები და შექმნეს კინო“ – მეუფე სტეფანეს საგანგებო განცხადება

ამ წუთებში, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მედიას ხვდება. შეხვედრის ინიციატორი თავად მეუფე გახდა, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, ბოლო პერიოდში ეპარქიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ესაუბრა. ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელზეც მეუფემ საუბარი გადაწყვიტა, დედა სოსანა გახდა, რომელიც ეპარქიიდან დაითხოვა. როგორც მეუფე განმარტავს, მან დადგა სპექტაკლი, რომელზეც შემდეგ კინო გადაიღეს. „მანიპულაციებით, ზოგიერთ ტელევიზიას გამოვყავდი როგორც მონსტრი და დამნაშავე. შემდეგაც გაგრძელდა ეს ტენდენცია, ჩემი მონსტრად გამოყვანის.  ჩემი მხრიდან არავის მიმართ აგრესია არ ყოფილა. ზოგიერთი ადამიანი გადაიყარა და მათ შორის მოხვდა ჟურნალისტიც. ვირტუალური რეალობა არ არის ყოველთვის რეალობა.  თვითონ ამბობდნენ, მე არ მოვიხსენიებ ლოცვებში პატრიარქსო. თუ შენ…

მეტი...

ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა ყოფილი დეპუტატის ოჯახის კუთვნილ ფერმაში მოხდა

ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, რამაზ თედორაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა.  37 წლის მამაკაცს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული – 1961 წელს დაბადებული ვ.კ პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.   დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს – 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის…

მეტი...

„წავიდა მტვრევა ფანჯრების, გააღეს კარები და გადაცვივდნენ და უნდოდათ რომ ეს ყველაფერ ჩემთვის დაებრალებინათ“ – მეუფე სტეფანე 

„გამომიყვანეს როგორც საშინელი მონსტრი და დამნაშავე. სინამდვილეში კი  მხოლოდ კრება ჩავატარე. შემდეგ მოხდა ის, რომ გადაიყარა ადამიანები, ზოგი ჟურნალისტიც მოხვდა….“ – ეს განცხადება ჭყონდიდის მღვდელმთავარმა, მეუფე სტეფანემ გააკეთა, სადაც ის ამ წუთებში მედიას ხვდება. მეუფე, ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ხვდება და ყველა კითხვას პასუხობს. „რაც შეეხება დიაკვნების საკითხს, რა ვთხოვე დიაკვნებს? – თავისი მოვალეობის შესრულება. დიაკონი არის იმისთვის, რომ იმსახუროს ეკლესიაში და ეს პირველ რიგში არის ეპისკოპოსთან მსახურება. დიკვნების მოვალეობაა, პირველ რიგში მღვდელმთავრის მსახურებაში მონაწილეობა და შემდეგ, მისი ლოცვა-კურთხევით შეუძლია სხვაგანაც მსახურება. მე რომ მოვედი, არც…

მეტი...

“მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს” – მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აცხადებს, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს. ამასთან, მეუფე დიმიტრმა კომენტარი გააკეთა დავით გარეჯთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. „ძალადობა ყოვლად დასაგმობია ეს ლამაზი არი იყო. დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი რამ გასათვალისწინებელია. ამ ყველაფერს ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს, თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები. თქვენ იცით, ივერი მელაშვილი მყავს მხედველობაში – არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე და იქნება აუარებელი ჩასული მომლოცველი. ცხადია, შენი ხელის მოწერის შემდეგ, იმ კომისიის,…

მეტი...

ასპინძაში 40 წლამდე მამაკაცი ფერმაში მოკლეს

ასპინძაში 40 წლამდე მამაკაცი ფერმაში მოკლეს. ასპინძაში, ერთ-ერთ ფერმაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 60 წლის მამაკაცმა ფერმაში მყოფი მწყემსი მოკლა. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

მეტი...

“ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მანქანის სანაცვლოდ და ამაში ნათესავებს ვადანაშაულებ” – გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდა ყახაზი ქალის დედა, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ მისი შვილი მოკლეს. გოგონას დედას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.  “ჩემი შვილი სამუშაოდ ნათესავმა ჩამოიყვანა აქ, ბოლოს რომ ვესაუბრე, შეშინებული იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მანქანის სანაცვლოდ და ამაში ნათესავებს ვადანაშაულებ,” – აცხადებს აისელ აიტპაევას დედა. ისუ აიტპაევა ცოტა ხანში ექსპერტიზის ბიუროში მივა, მან ცხედრის ამოცნობის პროცედურა უნდა გაიაროს. ამის შემდეგ ის შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას სხვადასხვა გზით შეეცდება. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, საქართველოში მყოფი 26 წლის ყაზახი გოგო, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, მერვე სართულიდან გადახტა. გამოძიებამ…

მეტი...

დიდუბეში რამდენიმე ტონა მეორადი ტანსაცმელი იწვის

ძლიერი ქარი დიდუბეში ხანძრის ჩაქრობას აფერხებს – იწვის სამი საწყობი და რამდენიმე ტონა მეორადი ტანსაცმელი. თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, სახანძრო და სამაშველო ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობს.

მეტი...

მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. სამინისტროს ცნობით, ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში. „მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე – როგორც მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხეტყის ნარჩენის სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და…

მეტი...

„მეუფე ანტონის როლი შექსპირის ოტელოში“ – ზვიად კუპრავა

მეუფე ანტონის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციონერები ინციდენტის ამსახველ ფოტოებს პირად გვერდზე აზიარებენ: „მეუფე ანტონის როლი შექსპირის ოტელოში“, – წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში და თან შემთხვევის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

მეტი...

“მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება” – ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“

მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტზე ისაუბრა. მისივე თქმით, რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის „კარი ყოველთვის ღიაა“. „ჩვენი გეგმა გაჟღერებულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. კვლევები გაგრძელდება, უფრო მეტიც, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა…

მეტი...

“სულმოუთქმელად ველოდები!” – ანზორ მელია

„როგორც მშობელი, შვილის გათავისუფლებას სულმოუთქმელად ველოდები“, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია შვილის სასამართლო სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. მისივე თქმით, ევროპა ხულიგნებს და ბანდიტებს გირაოს არ უხდის და მათ აღიარეს, რომ „საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს“ „დიდი ალბათობით გათავისფულდება, რადგან ევროკავშირია ჩართული. სხვა გამოსავალი მთავრობას არ აქვს. თუ თავის მოჭრა უნდა ბოლომდე კიდევ მოიგონონ რამე ხრიკები. როგორც მშობელი შვილის გათავისფულებას სულმოუთქმენლად ველოდები. არ ვიცი, ვნახოთ… მადლობელი ვარ ელჩების, ევროკავშირის, ოპოზიციური პარტიების, რომ ეს ერთობლივად შეძლეს. მთავრობას მინდა ვუთხრა, რომ უფრო თავშეკავებული კომენტარები…

მეტი...

ცეცხლი აკვაპარკის მიმდებარედაც გაჩნდა

კიდევ ერთი ხანძარი თბილისში – ცეცხლი აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.  ძლიერი ხანძარია ერისთავის ქუჩაზეც, სადაც ცეცხლი საწყობში გაჩნდა. 

მეტი...

ძლიერი ხანძარი დიდუბეში – ცეცხლი საწყობში გაჩნდა

ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა. ადგილზე 6 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.  ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. თუ რა აგხდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 305 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 549 პირს დაუდასტურდა, 1 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 9 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 089 შემთხვევა გამოვლინდა, 1 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა. შუამდგომლობას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელიც საქმეს არსებითად იხილავს. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, დამცველების თქმით, ისინი აპირებენ სხდომაზე დააფიქსირონ პოზიცია, რომ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, რადგან მათი შეფასებით, მელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო. ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 535 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 665, პისიარტესტით – 3 870. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,48%/ ქვეყანაში სულ აცრილია – 62 447 ადამიანი, დღიურად აცრილია – 1 089. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 322 468 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 302 428 გამოჯანმრთელდა, 4 305 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 481…

მეტი...

„ვეკითხები „ქართულ ოცნებას“ – შესვენებების დრო გვაქვს ახლა?“ – ირაკლი ღლონტი

„მოვედი საბაჟოზე ათ საათამდე, დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ 13 რიცხვამდე არ მუშაობს შემოსავლების,“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ირაკლი ღლონტმა ფეისბუქ ლაივის დროს ისაუბრა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები პარალიზებულია: „ სამსახური, ვეკითხები „ქართულ ოცნებას“, როგორ აპირებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე თუნდაც ჩემი ხალხის მიყვანას, შესვენებების დროს გვაქვს ახლა? ესაა კატასტროფა, სამარცხვინო რეალობა, გამოვედი დილით ადრე რამდენიმე საქმის გაკეთება მინდოდა და აღმოჩნდა, რომ 12 საათამდე არ იღვიძებს საქართველო, რომელ ევროპულ სივრცეებზე გვაქვს საუბარი, ზოგიერთებს, რომ მიგეჩქარებათ რუსული სივრცეებისკენ, იქაც არ ხდება ასე, რით უნდა ვიხადოთ ხალხმა გადასახადები,“ – ამბობს ირაკლი…

მეტი...

“კახა ოქრიაშვილი უტიფრობის, უპრინციპობისა და მედროვეობის კლასიკური მაგალითია” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ოქრიაშვილი უტიფრობის, უპრინციპობისა და მედროვეობის მაგალითია. „უტიფრობის, უპრინციპობის და მედროვეობის კლასიკური მაგალითი – ოქრიაშვილი! 9 წელი რომ ნაცების მეხოტბე ხარ, მერე 8 წელი ოცნების აპოლოგეტი, მერე ისევ ნაცზე უფრო ნაცი ხდები და სხვას ქოცობაში სდებ ბრალს. 17 წელი რომ პარლამენტში ზიხარ, თან თითო წამალში რომ 300%-ს უგებ და თან რომ წუწუნებ, წაგებაზე ვმუშაობო. ფუუ“, – წერს ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე პარტია, 43 000 დოზა 6 მაისს ჩამოვიდა. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.

მეტი...