„ქვეყანას ე.წ. ბერძნული სცენარი ემუქრება, რომელიც გაკოტრებას ნიშნავს – ლევან ვასაძის სამი ხედვა

„ე.წ. დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერით მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა. როგორცა ჩანს,  ამის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო დამატებითი 400 მილიონი ევროს ოდენობის ვალი, რომელსაც ასევე არაეფექტური და მავნებელი პოლიტიკური სპექტრი დახარჯავს ორიოდე თვეში“ – ასეთია ლევან ვასაძის პოლიტიკურ გზავნილი, რომელმაც საზოგადოებას ახალი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი“ წარუდგინა.     როგორც ლევან ვასაძე განმარტავს, მავნებელი პოლიტიკური სპექტრი თავისი თეატრალური ურთიერთდაპირისპირების ხმაურში ვალებს ქვეყანას შეატოვებს. „საქართველოს საგარეო ვალი უახლოვდება მ.შ.პ.-ს 70%-იან  საგანგაშო ნიშნულს და ქვეყანას, ყველა ზემოთ აღნიშნულ უბედურებასთან ერთად ემუქრება ე.წ. ბერძნული სცენარი.  ანუ, ქვეყნის გაკოტრების თითქმის უკვე გარდაუვალი საშიშროება, რომელიც ჩვენს ისედაც…

მეტი...

„დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერით მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა“ – ლევან ვასაძე

„საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების დახასიათება შეიძლება მხოლოდ როგორც ქაოტიური და  კატასტროფული. არ ჩანს, თუნდაც რამდენადმე მსხვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქაოსს გაემიჯნებოდა“ – აცხადებს ლევან ვასაძე, რომელმაც საზოგადოებას დღეს ახალი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი“ წარუდგინა.      მისივე შეფასებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ემსახურება და ითვალისწინებს ხალხის ინტერესებსა და ნებას და მთლიანად მომართულია თვითგამოცხადებული პოლიტიკური ელიტისა და მათი უცხოელი მრჩეველების ინტერესების მომსახურებაზე. „ყველა პოლიტიკური მოთამაშე ჩართულია ზემოთხსენებული ძალაუფლების გადანაწილების სრულიად უპერსპექტივო ქარვასლაში და საქართველოს უმთავრესი ამოცანები, როგორებიცაა ტერიტორიული გამთლიანება, დემოგრაფიული განადგურების შეჩერება-შეტრიალება, ქვეყანაში დასაქმების და ოჯახებისთვის ღირსეული…

მეტი...

„გაუთავებელი ფარიკაობა სკამებზე, როგორ შეიძლება ასეთ დროს თავი შეყო „პოლიტიკურ ღუმელში“ – ლევან ვასაძე  

„ვერტიკალების მოშლა და ქაოტიზაცია, როგორც ხალხში იტყვიან, ქვეყანას აღარა ჰყავს პატრონი“ –  ასე აფასებს ლევან ვასაძე ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას და იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ის აიძულა, პოლიტიკური სვლა გაეკეთებინა.       „მე მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში მძიმე გადაწვეტილება დავემშვიდობო კერძო პირის სტატუსს და გამოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი გახდა საქართველოში განვითარებული პერმანენტული კრიზისი, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სფეროებს, არ იძლევა ჩაცხრობისა და სტაბილიზაციის არავითარ ნიშნებს და ემუქრება ქვეყანას გამძაფრებითა და არყევს სახელმწიფოს ეგზისტენციალურ საფუძვლებს” – ასე ახსნა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში გადანაცვლების აუცილებლობა. მან…

მეტი...

წელს საქართველოში 337 გიორგი დაიბადა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოსახლეობას გიორგობას ულოცავს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მოცემულია თუ რამდენი გიორგი დაიბადა 2021 წელს საქართველოში. „2021 წელს საქართველოში 337 გიორგი დაიბადა. სულ რეგისტრირებულია 192 831 “გიორგი“

მეტი...

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. ინცინდენტი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ, არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც მომხდარის მიზეზი ვიცი”,- აცხადებს თვითმხილველი. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილოზებული.

მეტი...

“იმედი, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება უნდა გავუწიოთ ერთმანეთს” – პატრიარქი

იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. ილია მეორემ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა. „დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობას. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – განაცხადა პატრიარქმა.

მეტი...

“სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ” – რიონში გაუჩინარებული მამაკაცის წერილი

მდინარე რიონში დაკარგული 27 წლის ნიკა ანთიძის ოჯახი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ მათი ტრაგედია პოლიტიკური მოტივით. დღესვე ადვოკატმა გაასაჯაროვა მესიჯი, რომელიც მისივე თქმით, დაკარგულმა მამაკაცმა “ფეისბუკის” ერთი გვერდიდან მეორეზე საკუთარ თავს გადაუგზავნა. “არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ,” – წერს ანთიძე. ადვოკატის მტკიცებით, ამავე წერილში ის მთავრობას რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო აკრიტიკებს და წერს, რომ საქართველო გაყიდეს. “მობილურ ტელეფონში ჰქონდა მესენჯერი, სადაც გააგზავნა და დატოვა ნაპირზე. შემდგომ ეს ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს და ოჯახში რომ გახსნეს მისი მეორე ტელეფონი თუ კომპიუტერი, იქ აღმოაჩინეს გახსნილი მესენჯერი, სადაც ეწერა ეს წერილი.…

მეტი...

„ურთიერთ სიძულვილის ატმოსფერო გახლავთ ის მახასიათებლები, რომლებითაც აღიწერება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა“ – ლევან ვასაძე

„ნაცვლად ნამდვილი სახალხო მმართველობისა, ანუ დემოკრატიისა, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ემსახურება და ითვალისწინებს ხალხის ინტერესებსა და ნებას და მთლიანად მომართულია თვითგამოცხადებული პოლიტიკური ელიტისა და მათი უცხოელი მრჩეველების ინტერესების მომსახურებაზე,“ – ამის შესახებ ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქაოტური უწოდა: „ამრიგად საქართველოში არსებული სოციო-პოლიტიკური ვითარების დახასიათება შეიძლება მხოლოდ როგორც ქაოტიური და ქვეყნის კატასტროფულისა და არ ჩანს, თუნდაც რამდენადმე მსხვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქაოსს გაემიჯნებოდა და ჩვენს ერს ქვეყნის განვითარების ქმედით ალტერნატივას შესთავაზებდა. ყველა პოლიტიკური მოთამაშე ჩართულია ზემოთ ხსენებული ძალაუფლების გადანაწილების სრულიად უპერსპექტივო ქარვასლაში და…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.

მეტი...

“პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი” – ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებს და საქართველოს პრემიერის ბაქოში ვიზიტს ეხმაურება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი ძმურად და სამართლიანად გადაწყდება. “პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მეტი...

“ბოლო წვეთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა” – ლევან ვასაძე

ლევან ვასაძეს შარლ მიშელის დოკუმენტი არ მოწონს – ამის შესახებ ბიზნესმენმა საზოგადოებრივი გაერთიანების “ერთობა, რაობა, იმედი” პრეზენტაციის დროს განაცხადა. პრორუსული განწყობით ცნობილმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტზე ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერის შემდეგ მიიღო. “ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, როგორც “ქართული ოცნების”, ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან. თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროებული და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება იმის გამო, რომ  ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები, ვეღარ წყვეტს ვინ…

მეტი...

ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ტიკარაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია შემცირდეს ინფექციის გავრცელება, რათა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის. სწორედ ამიტომ, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებლი მსოფლიოს მასშტაბით 1-2%-ს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მიზანია, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე”,- აცხადებს ტიკარაძე.

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში 6000 საწოლია მობილიზებული

ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არის რესრურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდოს. “ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი, ასევე მობილიზებულია 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები გადიან მკურნალობას. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 4000 პაციენტი. ვთვლით, რომ ეს დღევანდელი მაჩვენებლებისთვის საკმარისი რაოდენობაა. ასევე, არსებობს გარკვეული გეგმა, მონაცემების მატებასთან ერთად, გვაქვს რესურსი, რომ უმოკლეს ვადაში დავამატოთ საწოლფონდის მომდევნო ნაკადი”, – აცხადებს ტიკარაძე.

მეტი...

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე ხნულს ავლებენ

რუსი ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია – გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ. ისინი სოფლების – ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე სადერმაკაციო სამუშაოებს აწარმოებენ, უფრო კონკრეტულად კი  ხნულს ავლებენ.

მეტი...

“ერთობა, რაობა, იმედი” – ლევან ვასაძე პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს

“ერთობა, რაობა, იმედი” – ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის და ახალ ორგანიზაციას  აფუძნებს. ლევან ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ კერძო პირის მდგომარეობას და და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების მთავარი იზეზი არის, პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურისლი და იდეოლოგიური,”- აცხადებს ლევან ვასაძე.

მეტი...

“ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, ის ჩემთვის კაციც არაა, უვარგისი ადამიანია” – მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე

ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, „ჩვენი არაა, სხვისიაო“ ამბობს, ის ჩემთვის კაციც არაა, უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს. შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ქართველ ერთან გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რითაც დავით გარეჯში სასულიერო პირებს, ივერი მელაშვილსა და ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, ივერი მელაშვილს რომ გვერდით ვინმე დაუდგება, თან დავით-გარეჯის მიწაზე, შესაძლოა, აგრესიაც წამოვიდეს. „ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, მე არ ვიცი. თქვენ გაქვთ საბუთი რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი დადგა და ამოდიოდათ?…

მეტი...

“20-30 ლარს უხდით ადამიანებს მიტინგზე რომ ჩამოიყვანოთ” – მეუფე იაკობი

გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ქადაგებაში მეუფე იაკობმა ქართველი პოლიტიკოსები გააკრიტიკა. “თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი, რას დაამსგავსეთ საქართველო”, – მიმართა პოლიტიკოსებს მეუფე იაკობმა. არ დაუკონკრეტებია, თუმცა ის სავარაუდოდ ნიკა მელიას პატიმრობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა: “წინა ხელისუფლების პერიოდი რომ იყოს, ციხეში წასვლას ვაჟკაცობად ჩავუვთლიდი, მაგრამ დღეს მაპატიეთ და იმას არ უშვრებიან ციხეში ადამიანებს, რასაც მაშინ უშვრებოდნენ და არც კლავენ. მაშინდელი გავიხსენოთ, რომელი იყო ვაჟკაცი? ოქრუაშვილი იყო და ორ დღეში გამოიქცა იქიდან, თავისივე გაკეთებულმა რა უყო. ხომ უნდა გახდეთ კაცები, რაღაცას ხომ უნდა დაემსხგავსოთ. ნოტარიუსით ხომ არ გაქვთ გაფორმებული…

მეტი...

“პრეზიდენტი თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე, არ მგონია, ისე ერთობოდეს” – იაგო ხვიჩია

მე მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საბაბი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს. „პრეზიდენტთან ერთადერთი თემა განვიხილეთ-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მე „ფეისბუქზე“ ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო და ამ თემასთან დაკავშირებით მას სურდა ჩემთან საუბარი. ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი თუ რატომ იყო საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის…

მეტი...

კახეთის პოლიციამ ყვარელში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი.ყ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი – 1982 წელს დაბადებული მ.პ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ი.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.…

მეტი...

ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ

დღეს ჩინური ვაქცინით ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. ვაქცინაციის შემდგომ მანაც და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამაც საზოგადოებას კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდეს. “მატება ჯერჯერობით შეინიშნება, პიკი როდის იქნება მე ვერ გეტყვით მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და დაიცავენ იმ რეკომენდაციებს რაც აუცილებელია, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი, როგორსაც ველოდებით,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ხათუნა ზახაშვილის თქმით, სწორედ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა რომელმაც მსოფლიო პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე უნდა მიიყვანოს: “კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა რომელიც ჩვენ…

მეტი...

ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინაშია. ენტონი ბლინკენი კიევში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, მათ შორის პრეზიდენტს. განხილვის თემა უკრაინის აღმოსავლეთით რამდენიმე თვიანი დაძაბულობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება. “კიევში იმ მიზნით ჩამოვფრინდი, რომ უკრაინასა და აშშ-ს პარტნიორული ურთიერთობები განვამტკიცო. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ განგრძობადი რუსული აგრესია განვიხილოთ და ხაზი გავუსვათ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას. ასევე უკრაინელ პარტნიორებთან ერთად რეფორმებზე ვფოკუსირდეთ,” – წერს ენტონი ბლინკენი “ტვიტერზე”. პარალელურად აქტიურობს მოსკოვი. სერგეი ლავროვს დღესვე სომხეთში ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხელისუფლების წევრებს შეხვდება, ამ შემთხვევაში განხილვის თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი გეოპოლიტიკური…

მეტი...

გორიჯვრის ეკლესიაში მომლოცველები რეგულაციების დაცვით მიდიან

გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიაში მისვლას მომლოცველები რეგულაციების დაცვით შეძლებენ. „პირველ რიგში, ვულოცავ შიდა ქართლის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინება მომლოცველებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მოუწევთ. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისვლა ავტომობილებით დაშვებული არ არის, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციის დაცვა. მოქმედი რეგულაციების აღსრულებას პოლიცია აკონტროლებს“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს – 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს…

მეტი...

წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში მრევლი აკვნებით მიდის

წაჩხუროს მთავრანგელოზის ეკლესია უშვილო წყვილთა შემწედ ითვლება, დღესაც იქ უამრავი ადამიანი მივიდა მოსალოცად აკვნებით. თქმულების თანახმად, უშ­ვი­ლო წყვი­ლები თუ მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სალ­ხი­ნოს, წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს მო­ი­ნა­ხუ­ლებს, შვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ეყო­ლე­ბათ. უამ­რა­ვი მორ­წმუ­ნე, უშ­ვი­ლო ცოლ-ქმა­რი, ჯვარ­და­სა­წე­რი ქალ-ვაჟი ევედ­რე­ბა შვილს. ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. აძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა. ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. ტაძარში ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს (აღდგომის მეოთხე დღეს) დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად,…

მეტი...

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხ.წ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10 420.68 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის, „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიასთან. როგორც ხვიჩია აცხადებს, პრეზიდენტი მისგან დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი სხვა ოპოზიციონერებისგანაც სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოისმენს შეფასებებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა. ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის…

მეტი...

კანონმდებლები დღეს ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით საჯაროდ აიცრებიან

კანონმდებლები დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო, ინაქტივირებული ვაქცინა Sinopharm-ს საჯაროდ გაიკეთებენ. დეპუტატებს ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ელოდებიან. ასევე, Sinopharm-ით უკვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი. ცნობისთვის, გამთენიისას საქართველოში AstraZeneca-ს დამატებით 43 000 დოზა ჩამოვიდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51 600 პირი.

მეტი...

ვირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 227 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 120, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 57, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 121, კახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

მეტი...

ერთ დღეში, 1806 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 324 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 856 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 806 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  317 719-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.59%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 144  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა…

მეტი...

რეგულაციების დარღვევისთვის, 1 379 ადამიანი დაჯარიმდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 379 ფაქტი გამოვლინდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 69 პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 172 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 138 ფაქტი გამოვლინდა“ – აცხადებენ შსს-ში. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ…

მეტი...

7 მაისს, რიონჰესის სათავე ნაგებობა წყლისგან დაიცლება  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში, რიონში დაკარგული მამაკაცის საძიებო ღონისძიებების გამო, ჰესის სათავე ნაგებობა წყლისგან დაიცლება. უწყების ინფორმაციით, 10 აპრილს მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნის ღონისძიებები ისევ გრძელდება. რაც შეეხება გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლას, ეს 7 მაისის, 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე მოხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ.

მეტი...

საქართველომ „ასტრაზენეკას“ მორიგი დოზა მიიღო

„ასტრაზენეკას“  43 000 დოზა  ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოტვირთეს და ის შესაბამისი მიმართულებით განაწილდება. აღნიშნული დოზა  იმ ადამიანების ეკუთვნით,  ვინც  ერთხელ უკვე აიცრა და ამჯერად, მეორედ ვაქცინაციას ექვემდებარება. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, მეორე დოზის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ პორტალზე booking.moh.gov.ge. მეორე დოზით აცრა 10 მაისიდან დაიწყება.

მეტი...

ყველაზე „წითელი ზონა“ ისევ თბილისია, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდ დინამიკაშია. ინფიცირებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი გასამმაგებულია. ე.წ. წითელ ზონად ისევ დედაქალაქი რჩება. ბოლო 24 საათის მონაცემები ამ ეტაპისთვის არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ბოლო სტატისტიკით, ერთ დღეში დაინფიცირდა  2 171 ადამიანი და გარდაიცვალა 24. როგორც “ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კორონავირუსის პიკს მაისის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.    ყველაზე დიდი საფრთხე და რისკი, რასაც მედიკოსები შემთხვევებიც მზარდი რაოდენობის გამო ხედავენ, კლინიკების გადატვირთულობაა. კერძოდ, „კოვიდ საწოლების“ შევსება, სასუნთქი აპარატების გადატვირთვა და ასევე,…

მეტი...

აშშ-მა განვითარებადი ქვეყნების მხრიდან კორონავირუსის ვაქცინების პატენტებზე წვდომას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე გამონაკლისის დაშვებას. კერძოდ, გამონაკლისი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, ვაქცინების ამ ქვეყნებში წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ბაიდენის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაჟღერების შემდეგ განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელმა, კეტრინ ტაიმ. ”ეს არის გლობალური ჯანდაცვის კრიზისი და კოვიდ-19-ის პანდემიის საგანგებო გარემოებები საგანგებო ზომების გატარებას მოითხოვს”, – აღნიშნა ტაიმ, რომელიც მხარს უჭერდა მოლაპარაკებებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. Reuters-ი წერს, რომ გამონაკლისის ამოქმედებას, შესაძლოა, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასჭირდეს, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილებები 164-ვე წევრის თანხმობას…

მეტი...

იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია დღეს პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები განიხილა.  როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა კანონპროექტი რომელიც პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო, ისევე როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოსთვის, მისთვისაც მიუღებელია,.  როგორია პრეზიდენტის განწყობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილიებების შესახებ და გამოიყენებს, თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას, იაგო ხვიჩია ამის შესახებ წინასწარ ვერ საუბრობს.  “დღეს შევხვდი ქალბატონ პრეზიდენტსაც ამ თემასთან დაკავშირებით და ვილაპარაკეთ. ეს იყო ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგებოდა ამ წუთას შარლ მიშელის მიერ დადებული დოკუმენტის სულისკვეთებას. მე პარლამენტში არ წარმოვადგენ დიდ პარტიას, ოპოზიციონერებიც იქ არ არიან, მაგრამ…

მეტი...

„დიახ, უნდა შედგეს 15 მაისის აქცია“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ხშირად მხვდება ფეისბუქ კედლებზე საზოგადოების ნაწილის მიერ დასმული კითხვა რა უნდა მოვითხოვოთ 15 მაის აქციაზე, უნდა შედგეს თუ არა ის დაანონსებული აქცია,“ – ამის შესახებ სოციალურ ქელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს. მაჩალიკაშვილი თვლის, რომ დაანონსებული აქცია არ უნდა გაუქმდეს: „უნდა შედგეს რა თქმა უნდა და მინდა გიპასუხოთ ასე, – დიახ უნდა შედგეს და უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ნიკა მელიას ტყვეობიდან არ გაათავისუფლებენ, ეს უნდა შევძლოთ და თუ სადმე რომელიმე ოპოზიციამ თუ ოპოზიცის ლიდერებმა დაუშვა შეცდომა, ეს დიდი შანსი იქნება მათთვის გამოასწორონ ყოველი არასწორი გადადგმული ნაბიჯი. მე არავის არაფერში ვადანაშაულებ, მაგრამ საზოგადოებაში…

მეტი...

პოსტკოვიდური გართულება ბავშვებში, რომელიც ერთ კლინიკაში უკვე 69-ჯერ დაფიქსირდა

პედიატრი ივანე ჩხეიძე ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ტენდენციის ფონზე არ გამორიცხავს, რომ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით მომართვიანობა გაიზარდოს. როგორც ივანე ჩხეიძემ  განაცხადა, საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის უკვე 80-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. „იაშვილის კლინიკაში ამ დიაგნოზით პირველი პაციენტი 2 ნოემბერს იყო ჰოსპიტალიზებული. 69 შემთხვევაა დაფიქსირებული იაშვილში. ამ ბავშვების მართვაში მინიმუმ შვიდი სხვადასხვა სახის ექიმი უნდა იყოს ჩართული. ამ დროს მინიმუმ ორი სისტემაა დაზიანებული. ეს შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის სისტემა, შეიძლება იყოს ღებინება, მუცლის ტკივილი, კანზე გამონაყარი, კიდურების შეშუპება, შესაძლებელია სახსრების დაზიანება, ხველა, ასევე, შესაძლებელია ნერვული სისტემაც იყოს ჩართული. მაგრამ ყველაზე მთავარი და წამყვანი ეს არის ტემპერატურა – მაღალი,…

მეტი...