ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობიდან გადადგა   

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დაკავებული პოზიციიდან გადადგა. როგორც კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. განცხადება თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

მეტი...

ამნისტიის კანონს პარლამენტი დაყოვნების გარეშე მიიღებს

„ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც შეთანხმებაში წერია“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და კანონპროექტის ინიცირებას 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში აანონსებს. „შეთანხმების გაფორმების მომენტიდან, მედიაში გაჩნდა სპეკულაციები პრეზიდენტ მიშელის ეგიდით შექმნილი და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება. გვსურს ამაზე ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას: არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე. პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი…

მეტი...

“პოლიტიკურ პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ… ამნისტია ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებაა” – “გავრილოვის ღამეს” დაზარალებულები მიშელს მიმათავენ

მიმართვას უგზავნიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტს 20 ივნისს დაზარალებული მოქალქეები. წერილში, რომელიც შარლ მიშელის სახელზეა დაწერილი, საუბარია ე.წ. გავრილოვის ღამეს მონაწილეთა შესაძლო ამნისტიაზე. დაზარალალებული მოქალქეები ამბობენ, რომ ამნისტია მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, „რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“. გარდა ამისა, დაზარალებულბი მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა 19-21 ივნისის საქმეების სამართლებრივი განხილვა. 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, მოუწოდებენ დასავლელ პარტნირებს, დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ისე, რომ მათ ჰქონდეთ შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება. “პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ…

მეტი...

“ვერ დავაყვედრი, რომ მის გათავისუფლებას ხელი მოვაწერეთ” – გიორგი ვოლსკი ნიკა მელიაზე

მმართველი გუნდისთვის მელიას გათავისუფლების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა კომპრომისია, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმებიან მას ის პარტიები, რომლებიც დოკუმენტს ხელს არ აწერენ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, ის არ დააყვედრის ნიკა მელიას, რომ მისი გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. “ამ შემთხვევაში მელია არ წარმოადგენს იმ პირს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მათ სააკაშვილი კარნახობს. მე არ მაქვს ის განწყობა, რომ მელიას მიმართ პატიებას არ ვუშვებ, არც ვაყვედრი და ვერც დავაყვედრი იმას, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს იმიტომ კი არ კეთდება, რომ რომელიმე პარტია გრძელსულოვანია მეორე პარტიის მიმართ, ეს კეთდება იმიტომ, რომ საზოგადოების შეკვეთაა,”- აცხადებს საქართველოს…

მეტი...

“თუ მელია დამნაშავეა და ვიწყალებთ, ეს არ გააჩენს დაუსჯელობის სინდრომს პოლიტიკოსებში?!” – ირაკლი ქადაგიშვილი საიას მოწოდებაზე

20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიასთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რას ამბობს, მთავარია, რა წერია შეთანხმებაში. “საია რას მოგვიწოდებს და ვიღაცა რას მოგვიწოდებს მაგას, ხომ არ აქვს მნიშვნელობა. თუ ნიკა მელია დამნაშავეა და ვიწყალებთ მას, ეს არ გააჩენს დაუსჯელობის სინდრომს პოლიტიკოსებში, რომ შეგიძლია ყველაფერი ჩაიდინო და მერე, რომ პოლიტიკოსი ხარ, წამოწვები და ტელევიზია მოგაკითხავს, ყველაფერი გეპატიება. აჩენს, თუ არა დაუსჯელობის სინდრომს?!” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მეტი...

“ნიკა მელიამ უნდა მიიღოს გირაო, რომელიც ევროკავშირმა გადაუხადა, ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის” – იაგო ხვიჩია

ნიკა მელიამ გირაო უნდა მიიღოს, რომელიც ევროკავშირმა გადაუხადა, როგორც დასტური იმისა, რომ რასაც ამბობდა, მართალი ყოფილა, რომ ის არ არის კრიმინალი, ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, თუ ნიკა მელია გირაოს გადახდას დათანხმდება, ამნისტიის გამოყენება საჭირო არ გახდება. „მაშინ, დღის წესრიგში ამნისტის საკითხი არ დადგება, რაც ნიკა მელიას გამო დგას. თუ ასე გამოდიხარ და ადამიანებს ეუბნები, იცი რა, ასე არ მოაგვარო ეს საკითხი, დამოკლეს მახვილივით სულ იყოს გამოკიდებული და პროცესები ჩარჩოს არ დაუბრუნდეს, არ მესმის და სწორი არ არის. ნებისმიერ ადამიანს პატივს ვცემ,…

მეტი...

ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოშეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ.თბილისში, მჭიდროდ დასახლებულ სულხან ნასიძის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, ო.ა.-მ შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ.ა.-ს მიმართულებით რვა გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ლ.ა.-მ ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო. ო.ა.-ს ქმედებით ასევე საფრთხე შეექმნა სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სამართალდამცველებმა ო.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.…

მეტი...

019 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, 2020 წელს – 64, აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს 27 ადამიანი დააკავეს, 2020 წელს კი 13

ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, 2020 წელს კი 64 პირი. ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს, 27 პირი დააკავეს, 2020 წელს კი 13, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში – „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“. ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, 2019-2020 წლებში საოკუპაციო რეჟიმი უფრო ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო. „ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით…

მეტი...

დავით უსუფაშვილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა

“ლელოს” წევრმა, დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა – ფოტოს და ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ხელმოწერის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად უსუფაშვილმაც – მისი თქმით, შეთანხმებას, “ლელოს” სხვა ლიდერების მსგავსად აწერს ხელს. რაც შეეხება პოლიტიკურ სამიანობაში ჩართვას, დავით უსუფაშვილის თქმით, ეს “პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება დამოკიდებული”. 

მეტი...

“ისინი ჯარისკაცებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ!” – დაკავებულია შსს-ს 2 თანამშრომელი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შსს-ის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია სამხედროების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე,…

მეტი...

“უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული საფრთხე, რომ კორონაგადატანილ ადამიანებს ახლა ვირუსი უკვე „ბრიტანული შტამით“ შეხვდეს, არსებობს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში 80%-მდე შემთხვევებში სწორედ „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს. „გიდასტურებთ, გარკვეული საფრთხე არის, მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც თუ შარშან ამ დროს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა ამან შესაძლოა გაზარდოს და არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ, ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, სამხრეთ ამერიკული და ბრაზილიური შტამებიც. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, გარდა ბრიტანულისა, ეს შტამები ჩვენთან არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი…

მეტი...

“ქვეყანა პიკის პერიოდში შედის” – ამირან გამყრელიძე

პიკი, რომელსაც აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ ორ კვირაში ელოდებიან, არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც ნოემბერსა და დეკემბერში იყო, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს მოლოდინი რამდენიმე ფაქტორს ემყარება – მოსახლეობის ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 299 ათას ადამიანს დაუდგინდა, თუმცა, სპეციალისტები ანგარიშობენ, რომ რეალურად ინფიცირებული იყო ორჯერ მეტი. ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს უკვე აქვს იმუნიტეტი დაავადების მიმართ, თუმცა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არ არის საკმარისი ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამასთან, საზოგადოების მცირე ნაწილს ჩატარებული აქვს ვაქცინაციაც, რაც მათ ვირუსისგან იცავს. კიდევ…

მეტი...

ნიკა მელია გამოვა საპატიმროდან და შემოვა პარლამენტში – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებელში” ამბობენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაასრულებს ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გათავისუფლდება საპატიმროდან. ამასთან, გიორგი ვაშაძე აანონსებს, რომ ნიკა მელია საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტშიც შევა და საპარლამენტო საქმიანობასაც გააგრძელებს: “სულ რამდენიმე დღეში თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, ჩვენი პოზიციით და გადაწყვეტილებით ნიკა მელია იქნება თავისუფალი, ის გამოვა საპატიმრო დაწესებულებიდან, შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

“ჰოსპიტალურ სექტორზეც დაწოლა გაიზარდა, 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გაიზარდა და 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. „1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გასული 24 საათის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური…

მეტი...

შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება. “ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე,” – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

მთავრობის რეკომენდაციაა ხანდაზმული პირები მაქსიმალურად სახლში დარჩნენ

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულ პირებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ გართულებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ. ამის შესახებ განცხადება დღეს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააკეთა: “ეპიდვითარების ვითარების გაუარესების გათვალისწინებით ხანდაზმულ პირებს მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, რომელთა გამართვა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით აკრძალულია,” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

„ორივე “გირჩს” “წმინდა პალიკოს” მეოხებით არ “გაუჭირდება” გახარიას აღმსარებლობა მიიღონ  – გამოიყვანეთ ახალგაზრდები და მიეცით მეტი თავისუფლება“ – ზურაბ ნადირაძე

“ის დეპუტაცია, ვინც შევიდა, დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილს მომავალ არჩევნებზე გახარიას ამფსონებად ყავს მოაზრებული, ვაშაძე მცირეს ცოლის ბიძის ვანო ჩხარტიშვილის დირიჟორობით,” – ასე აფასებენ, დოკუმენტზე ხელის მომწერები ოპოზიციის იმ ნაწილის ქმედებას, როლებიც პარლამენტში  შესვლას აპირებენ: „პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე თვლის, რომ  ელისაშვილი „მყარად ჩამხტარია იმ ნავში, ორივე “გირჩს” “წმინდა პალიკოს” მეოხებით არ “გაუჭირდება” გახარიას აღმსარებლობა მიიღონ:“ „რაც შეეხება, ოლიგარქების ამბავი ყველას კარგად მოგვეხსენება, “თემებს დაულაგებენ” და ელისაშვილზე მოწყვლადი ეგენი გახდებიან დავით ბაქრაძეს, როგორც ჩანს “აუმუშავეს” 2013 წელს აღმოჩენილი იმ ყბადაღებული 850 ათასიანი ტრანზაქციის სანაცვლოდ დაკიდებული “მექანიზმები”, რაც…

მეტი...

რიონის ხეობის მცველები პრემიერისგან პასუხს პარასკევამდე ელოდებიან

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს პარასკევამდე ელოდებიან. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა პროტესტისთვის ხელის შესაშლელად კოვიდშეზღუდვების გამოყენებაც მოხდეს. რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ სამი პირობის შესრულებას, რომელიც მათ დიალოგის გაგრძელების წინაპირობად დააყენეს, ესენია ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, ხელშეკრულების გაუქმება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამახვანისკენ თავისუფალი გადაადგილების საშუალების მიცემა. რიონის ხეობის მცველების განცხადებით, მათთან დიალოგში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრემიერთან ამ საკითხის სრულყოფილად განხილვა ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის კოვიდინფიცირების გამო, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო ვერ მოხერხდა, სწორედ ამის გათვალისწინებით, ისინი კიდევ 2 დღე აპირებენ…

მეტი...

“თავში ხმები მესმის, რა ვუყო ამ ხმებსო… შვიდს თუ არა, 6 კაცს მაინც მოვკლავ, ჩემს მისიას ავასრულებო” – გაუჩინარებული გოგონას წერილიდან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარებულ 17 წლის გოგოზე მისი კლასელები საუბრობენ. მათი თქმით, მარიამ ბურჭულაძე საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდი იყო, რომელსაც კლასელებთან ახლო კონტაქტი არასოდეს ჰქონია.  “ჩვენთან გადმოვიდა მე-9 კლასში, რამე უცნაურობა არ შეგვიმჩნევია, მშვიდი ბავშვი იყო. სულ იყო ტელეფონში, არ გვეკონტაქტებოდა… სულ ვცდილობდით, გვემეგობრა, მაგრამ არ ჰქონია ჩვენთან კონტაქტი. ჩაკეტილი იყო. მისთვის იყო ტელეფონში და იცინოდა,” – ამბობს გოგონას კლასელი ქეთი გორგაძე.  რაც შეეხება ვერსიას, შეიძლება იყოს თუ არა მარიამის გაუჩინარების მიზეზი ინტერნეტთამაში “ლურჯი ვეშაპი”, გოგონა ამბობს, რომ სოფელში ეს ვერსიაც განიხილება, თუმცა მოზარდის სხეულზე დაზიანებები არავის შეუმჩნევია.  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი…

მეტი...

„სანამ პულტს თითს დააჭერთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ მაკო გომურის პოსტი, რომელმაც სული გამიყინა – მელია კი იმისთვის არ ჩამჯდარა ჯალათების თავისუფლებაში გაეცვალა საკუთარი…“ – გურამ ჩალაგაშვილი

„ამნისტიის შესახებ კანონი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე, თუ უდანაშაულო, ყველა უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან. პასტაც თქვენს ხელშია, ფურცელიც და პარლამენტარის თბილი სკამიც, მარტივად შეგიძლიათ ჩაწეროთ მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც ნიკა მელიას, ბაჩო თამლიანს და სხვა პოლიტიკური ნიშნით ბრალდებულებს ეხებათ და არა ჯალათებს, რომლებიც უმოწყალოდ გვესროდნენ დათვის ტყვიებს,“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ – ერთმა ლიდერმა, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა. ჩალაგაშვილი ხელისუფლებას მაკო გომურის პოსტის წაკითხვას ურჩევს: „მხოლოდ სამი პოლიციელით და მსგავსი არგუმენტებით ეს თემა ვერ გაპრავდება, ვერა და წერტილი! P.S. და სანამ პულტს თითს დააჭერთ, კეთილი ინებეთ და…

მეტი...

ნაპოვნია გაუჩინარებული 17 წლის გოგოს წერილი

ნაპოვნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 17 წლის გოგოს წერილი, რომელსაც უკვე სამი დღეა ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მარიამმა წერილი ინგლისურ ენაზე დაწერა, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. სავარაუდოდ, მასში ნახსენებია პედაგოგის და კლასელების ინიციალები და საუბარია მკვლელობებზეც. კლასელები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.

მეტი...

„ჩემით ივაჭრეს, ჯოხივით გადამტეხეს, ასე დამცირებულად რაც ციხეში ვარ, არასდროს მიგრძვნია თავი“ – მელიას გზავნილი ოპოზიციას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარეომ ნიკა მელიამ ადოკატის მეშვეობით ოპოზიციას შეუთვალა, რომ თავი ასე დამცირებულად, რაც ციხეშია არ უგრძვნია. ადვოკატმა, მელიას დანაბარები ოპოზიციას საერთო ჩატშია გაუგზავნა. „მოგესალმებით, ვიყავი ნიკა მელიასთან და ახლა დავბრუნდი რუსთავის ციხიდან. მითხრა, რომ ასე დამცირებულად რაც ციხეშია არასოდეს უგრძვნია თავი. უკიდურესად შეურაცხყოფილად, დაღალატებულად, მოტყუებულად, გადაგდებულად გრძნობს თავს, გაყიდულად გრძნობს თავს, რადგან ხელი ისე მოეწერა, რომ არავინ გააგებინა მას. მიიჩნევს, რომ ხელმომწერების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში გირაოს გარეშე მისი გამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა. ამბობს გამოსვლა, რომ სდომებოდა შეთანხმების გარეშეც გამოვიდოდა ამ პირობებით. თვლის, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დამამცირებელია მისთვის გირაოს გადახდა, ვინც არ უნდა…

მეტი...

“მელიას გათავისუფლება ვერ მოხდება მისი ღირსების შემლახავი ფაქტით” – აქცია რუსთავის ციხესთან

აქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით – ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთავში, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არიან შეკრებილები. მანამდე იყო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, საიდანაც აქციის მონაწილეები ავტოკოლონებით რუსთავისკენ დაიძრნენ. “ნიკა მელიას გათავისუფლება ნამდვილად ვერ მოხდება მისი ღირსების შემლახავი ფაქტით. ამაზე არაერთხელ ისაუბრა ნიკამ და არც ურჩევს ვინმეს, რომ მის ნაცვლად გირაო გადაიხადოს, თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, კრიზისი უნდა განიმუხტოს და საქართველოს ხელისუფლებას თუ ეყოფა გონი, რისიც ნაკლებად მჯერა მე, მათ აქვთ ბერკეტები იმის, რომ როგორც ჩაკეტეს ნიკა მელია, ისე გაუღონ კარები,” – განაცხადა ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ.…

მეტი...

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა. ინფორმაციას ორგანიზაცია  “უფლებები საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, აფგან მუხთარლისა და მათი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. “გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, “უფლებები საქართველოს” იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.  გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ…

მეტი...

„კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება მელიას ციხიდან გამოსაყვანად“ – ირაკლი ქადაგიშვილი

„ჩვენ, ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, ამნისტიის შესახებ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს კანონი, იქნება მიღებული“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია, არ იქნება თანახმა, მოუწევს სასამართლოს დაელოდოს. „თუ ადამიანს გარეთ გამოსვლა არ უნდა და  თავისი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის მძევალია, რომელიც დამყარებულია დესტრუქციაზე, ჩვენ რა გავაკეთოთ? ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი...

„კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. მზად ვართ, დანაშაული ვაპატიოთ“ – ოხანაშვილი მელიაზე   

„ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს. არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე, იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს“ – განაცხადა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მისივე შეფასებით, უცნაური და გაუგებარია, რატომ ამბობს მელია უარს, დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ გირაოზე. „უცნაურია, კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ჯერ ამბობდა, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო. ახლა ამბობს, არ გადავიხდი და არ გამოვალო. როგორც ჩანს, მას საკუთარ თავთან აქვს ვალდებულება, ჩადენილი დანაშაულისთვის, ბოლომდე მოიხადოს სასჯელი. ასევე ცალსახაა, რომ მელია მონაწილეა და ერთგვარი ტყვეა, სააკაშვილის პოლიტიკური თამაშების“ –  განაცხადა ოხანაშვილმა მედიასთან.…

მეტი...

შიდა ქართლში „ბორდერიზაციის“ პროცესი განახლდა

შიდა ქართლში, სოფელ ტახტიძირთან და დირბთან, ოკუპანტებმა ე.წ. ახალი საზღვრის მონიშვნა დაიწყეს. „საზღვრის“ სადემარკაციო სამუშაოები გუშინ განახლდა. „ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 5, 7, 10 მეტრია გადმოწეული. რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ახალი მავთულხლართები გაიბმევა“, – ამბობს  ანტისაოკუპაციო მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი მიხეილ ბალიაშვილი. საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ჯერ კიდევ, გასულ წელს აღმართეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ რომ, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ფლობს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „ბორდერიზაციის“ შესახებ, საქმის კურსში არიან, საერთაშორისო პარტნიორებიც.

მეტი...

კოვიდინფიცირებული კლინიკიდან გადახტა

​კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, ფანჯრიდან გადახტა.  მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი შვილთან ერთად მკურნალობდა და ის კლინიკაში 5 დღე იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

დიდი ოდენობით ნარკოტიკებით ვაჭრობითვის 10 ადამიანი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის ფაქტზე, პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია 7 კილოგრამამდე „ჰეროინი.“ აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს. 1988 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, 1973 წელს დაბადებულ ჰ.ფ.-ს, 1996 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1971 წელს დაბადებულ რ.ე.-ს, 1985 წელს დაბადებულ გ.თ.-ს და 1996 წელს დაბადებულ…

მეტი...

„პოლიტიკური კრიზისი უკან მოვოტოვეთ“ – შარლ მიშელი საქართველოდან გაფრენის შემდეგ

„განსაკუთრებულად მოხარული ვარ, საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს, რთული სამუშაოს ახალი დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, წინ წაწევს. მინდა, ამ შეთანხმების მიღწევა, საქართველოს ლიდერებს მივულოცო“, – აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დატოვების შემდეგ. როგორც ევროპელი მაღალი რანგის დიპლომატი აცხადებს,  კომპრომისი ევროპული სიძლიერეა და არა სისუსტე. „კომპრომისი, ევროპული სიძლიერეა. ეს, არ არის, სისუსტე. ის, საშუალებას იძლევა, გაჩნდეს ხმათა მრავალფეროვნება და კოლექტიური ინტელექტი. ეს თქვენი მიღწევაა და ახლა თქვენია გამოწვევაც, რომ ამან იმუშაოს. ეს მიღწევა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რთული რეგიონული ვითარების გათვალისწინებით. ევროკავშირი ღრმადაა შეშფოთებული, უკრაინის საზღვართან…

მეტი...

შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 1344 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1344 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.  „გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1107 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 133 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 971 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 39, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

ვირუსით 1 310 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  299 038-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.16%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში ვაქცინაციის მსურველი 45 000-ზე მეტი ადამიანია

სპეციალურ ვებ. გვერდზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 45 313 მსურველი დარეგისტრირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არჩევანს „ფაიზერის“ ვაქცინაზე აკეთებს და მათი რაოდენობა 43 446 ადამიანია.  რაც შეეხება „მოდერნას,“  მისი გაკეთების სურვილი 21 306 მსურველს გააჩნია; „ასტრაზენეკაზე“ კი  8 800 მოქალაქე დარეგისტრირდა.   კიდევ ერთ – „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინას ნდობას  6137 ადამიანი უცხადებს; „ნოვოვაქსით“ ვაქცინაცია 4261-მა ადამიანს სურს; ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 2360 მოქალაქეს სურს, „სინოვაკით“ კი 524  ადამიანს.

მეტი...

ვირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა მატულობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო მასშტაბით, „კოვიდ 19“-ის მზარდ რაოდენობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შემთხვევების მატება რეკორდულია.    ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, ბოლო ერთ კვირაში  5 236 922 ადამიანის ინფიცირება მოხდა. ვირუსის მაჩვენებელი თითქმის ყველგან თანაბრად გაიზარდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

მეტი...

„პოლიტიკური ელიტა, კუჭამდე არიან დასული და მაშინვე მაგიდას უცუცქდებიან!“ – დავით ჭიჭინაძე

„ნიკა ციხეშია და ესენი საზეიმო ვახშამს მართავენ!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე და პოლიტიკურ სუბიექტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ვახშამზე მისვლის გამო აკრიტიკებს. „თავისი თავი ისე დაკარგეს, ისე დაპატარავდა ეს ჩვენი  პოლიტიკური ელიტა, კუჭამდე არიან დასული და მაშინვე მაგიდას უცუცქდებიან! მობეზრდათ როგორც ჩანს ბოიკოტი, ხალხის ინტერესებისთვის  ბრძოლა და ფურშეტებზე გადაინაცვლეს,  იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს… ან ეს ამნისტია რას ნიშნავს?! ანტი- რუსულ პროპაგანდას, ანტი- რუსულ აქციას ამნისტია სჭირდება და ამას უჭერს ევროპა მხარს?! ანტი – რუსულ საქმეს აპრავებენ და ანტი- რუსული საქმე ვინც ჩაახშო იმას აპრავებენ?! თანაბარ დონეზე დაჰყავთ  გავრილოვის ხარკის არგადამხდელი, თვალებდათხრილი ახალგაზრდები,…

მეტი...