“მესამე ცდა! იმედი მაქვს პრეზიდენტ მიშელის გულწრფელი, სამართლიანი და ბოლო შეთავაზება მიღებული იქნება ყველა მხარის მიერ” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფასილიტაროების ჩართულობით “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებას და შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს “ტვიტერზე” ეხმაურება. კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ. “მესამე ცდა! იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოების პრეზიდენტ მიშელის გულწრფელი, სამართლიანი და ბოლო შემოთავაზება მიღებულ იქნება ყველა მხარის მიერ. კომპრომისებზე წასვლა საქართველოს გულისთვის არის სიძლიერე. ქართველები იმსახურებენ სრულ პარლამენტს, რომელიც მათთვის იმუშავებს,” – წერს “ტვიტერზე” ვიოლა ფონ კრამონი.

მეტი...

“მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ეს ერთი საკითხია გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად” – გიგა ბოკერია

მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი დოკუმენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას განმარტებით, ვადამდელ არჩევნებზე განსხვავებით წინა დოკუმენტისგან მკაფიო საუბარია. „ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. საკვანძო საკითხში – პოლიტპატიმრების არის, ის ტესტი მოცემული რაც სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას აკეთებს ვინმე მთავრობიდან. არის მკაფიო ორივე ამ მთავარ პიროვნებასთან დაკავშირებით მელია და რურუაზეა საუბარი. უნდა ერთი და იგივე შედეგით სწრაფად, გათავისუფლების საკითხი გადაწყდეს. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია, ძალიან კარგია, რომ ამ დოკუმენტში მოცემულია. ასევე ძალიან კარგია, რომ განსხვავებით…

მეტი...

პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიცია უნდა იყოს – რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში?!

ე.წ. პოლიტიკური პატიმრების ერთ კვირაში გათავისუფლების საკითხის გარდა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ე.წ. მორიგების დოკუმენტი საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხსაც ეხება. კერძოდ, ფასილიტატორი მხარე, მმართველ გუნდს სთავაზობს, 5 კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელი ოპოზიციას დაუთმოს.    დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის დეპუტატებმა პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა შეითავსონ. აქედან 2 კომიტეტი უნდა აირჩიონ შემდეგიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. ასევე, დოკუმენტში წერია, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა პოზიცია საპარლამენტო დელეგაციებშიც უნდა დაიკავონ. კერძოდ,  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი და ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო…

მეტი...

„პოლიტპატიმრების“ ამნისტიით გათავისუფლება – რა წერია მედიატორების დოკუმენტში?!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მომზადებული ე.წ. მორიგების დოკუმენტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ხელმოსაწერად ევროკავშირის ოფისში გადასცეს. დოკუმენტში გაჩნდა ე.წ. პოლიტპატიმრებისა და მათი გათავისუფლების საკითხიც.   „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, – ვკითხულობთ ახალ პაკეტში, რომელიც უკვე მხარეების ხელში. შეგახსენებთ, რომ  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დღეს განახლდა და მათ ხელმოსაწერად ახალი დოკუმენტი გადასცეს. მხარეებმა მის გასაცნობად დრო ითხოვეს. ოპოზიცია მზადაა, დოკუმენტს ხელი…

მეტი...

„სითბოს ვგრძნობ, დოკუმენტში გაჩნდა ის პუნქტები რაზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩისთვის“ მედიატორების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მისაღებია რადგან იქ სწორედ ის პუნქტები გაჩნდა, რომლის მოგვარებასაც ოპოზიცია ითხოვდა. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, ეს სწორედ ის დოკუმენტია, რასაც ოპოზიცია 2 თვის განმავლობაში ითხოვდა. „არაფერი პრინციპული სიახლე არ არის იმასთან შედარებით, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში განვიხილავდით. ძირითადმა მოდერატორმა თითოეული პუნქტი გაიარა. გაჩნდა ის პუნქტი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, მხარეები ამდენი ძალისხმევის დახარჯვის შემდეგ მაინც იქნებიან უფრო მეტად პასუხისმგებლიანები და ამ შეთანხმებას არ გავაფუჭებთ. მე და ჩემი პარტია დაველოდებით პარლამენტში ჩვენი კოლეგების შემოერთებას და იმედია, მერე ერთად შევალთ დარბაზში. სითბოს ვგრძნობ და ეს…

მეტი...

პარტიებს ახალი დოკუმენტი გადასცეს, თუმცა, მათ ხელმოწერისთვის დრო მოითხოვეს – კარლ ჰარცელის განცხადება

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრის შემდეგ მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთავაზებული ახალი დოკუმენტის გასაცნობად დრო მოითხოვეს.   „დღის პირველ ნახევარში გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს როგორც ევროკავშირი, ისე აშშ არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური…

მეტი...

„ცვლილება ორ პუნქტში უნდა იყოს“ – რა შემთხვევაში მოაწერს ზურა ჯაფარიძე ხელს დოკუმენტს?

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე განცხადება  გააკეთა. მისი თქმით, ტექსტს შესთავაზებენ არ იცის და არ ვარაუდობს, რომ რომელიმე პუნქტში ცვლილება იქნება. „ორი საკითხი იყო, ეს არის პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება, ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ისეთი ცვლილება, რაზეც შეიძლება ოპოზიცია დათანხმდეს. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, ხელს არ მოვაწერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით იმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე საათის წინ მივიდა საქართველოში…

მეტი...

„პოლიტ პატიმრების გათავისუფლება გადამწყვეტია“ – სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების და დოკუმენტზე ხელმოწერის წინაპირობად ისევ ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას აყენებს. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტს, რომელსაც მათ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გააცნობენ, ხელს არ მოაწერენ.    “იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს შემოგვთავაზა, ორი პუნქტი არ იყო მისაღები. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, – განაცხადა სამადაშვილმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები იწყება. მოლაპარაკების პროცესში, არსებული ინფორმაციით, ევროპელი მედიატორებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც შეხვედრას სოციალური ქსელით ჩაერთვებიან.  

მეტი...

„დღევანდელი დღე გადამწყვეტია“ – ოპოზიცია ე.წ. ისტორიული დოკუმენტის მოლოდინშია

ამ წუთებში, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იკრიბებიან, სადაც სამმხრივი შეხვედრა – მმართველი გუნდის, ოპოციზიისა და მედიატორების მონაწილეობით იწყება. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა წარუდგინონ მხარეებს დიპლომატებმა ე.წ. შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც ხელს ან მოაწერენ და ან არა.   „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტი,რომელსაც პარტნიორი ქვეყნები მათ დღეს გააცნობენ, განსხვავებული უნდა იყოს და ის იგივე შინაარსით არ უნდა იყოს დატვირთული, რაც ერთხელ უკვე შესთავაზეს. „იმედი მაქვს, საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა, შეთანხმების გზით წავიდეთ. დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი.…

მეტი...

„ჩემი სიცოცხლის ბორდზე არ არის თქვენი ადგილი… რა ვერ აიტანეთ?“ – ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, მორიგ განცხადებას აკეთებს. “რა ვერ აიტანეთ? თითით საჩვენებელი ჩემი სუფთა და წმინდა ოჯახი???ვერაფერმა რომ ვერ გატეხა და ღირსეულად დავდივართ თავაწეული ქუჩაში??? 12 წელი და კიდევ სიკვდილამდე რომ ბედნიერი ვიქნები მეუღლესთან???? რა ვერ აიტანეთ რომ ვარ თითის საჩვენებელი გიჟი მამა, რომელსაც ბავშვები დედაზე მეტჯერ მყავს დაბანილი, დაძინებული და ეგ არის მხოლოდ მიზანი ჩემი???? რომ ოჯახი მყავდეს უფლის ხარისხში საფიცარი და მოსავლელი??? რა ვერ აიტანეთ რომ გამიკეთეთ 5 დღეში სულის ამპუტაცია აბსოლუტურად უდანაშაულოდ, მოწმენდილ ცაზე და ეს არ იკმარეთ…

მეტი...

პარტნიორები მხარეებს მოუწოდებენ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, დოკუმენტის შინაარსი უცნობია

რამდენიმე წუთში, ევროკავშირის ოფისში, ამერიკის ელჩის – კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის – კარლ ჰარცელის მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრამდე კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მხარეებს მოუწოდებენ, შეთანხმებას ხელი მოაწერონ.   „თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა…

მეტი...

ჩავიკეტებით თუ არა სააღდგომოდ? – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა, რომ სადღესასწაულო პერიოდში ქვეყანა ჩაიკეტება და გადაადგილება შეიზღუდება.    „სააღდგომოდ ჩაკეტვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, წინასწარ დაზუსტებით საუბარი შეუძლებელია. თუმცა, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ აღდგომის და შემდგომი პერიოდიც, რაც შეიძლება მოკრძალებულად უნდა ჩავატაროთ. არსებული რეკომენდაციები მკაცრად უნდა დავიცვათ, რომ ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობა არ მივიღოთ და კლინიკები ისევ არ გადაიტვირთოს. მკაცრი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან“, – აცხადებს  გამყრელიძე. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით 818 ადამიანი დაინფიცირდა.  

მეტი...

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის ოფისში შეხვედრა დაინიშნა

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება განახლდა.  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს 17:00 შეიკრიბებიან. შეხვედრაში მედიატორის ფუნქციას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი იტვირთავენ. საკითხი დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანას და შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის – კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ორმხრივი ხელმოწერა იქნება. მმართველმა გუნდმა დოკუმენტს ხელი რამდენიმე დღის უკან მოაწერა. ოპოზიცია კი 2 მთავარი საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ხელმოწერას არ აპირებს. ისინი ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

მეტი...

მძევლებს ბანკის კარი ჩააკეტინა და იარაღის მუქარით შსს-ში თანხის მოთხოვნით დაარეკინა – ბანკზე თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  „საქართველოს ბანკში“ შეჭრისა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარუდგინა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩაკეტა და იარაღის მუქარით დაემუქრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ნ.წ. -მ  ხმოვანი პისტოლეტით,  სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.  ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს  შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა.  შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ…

მეტი...

ჩინური „სინოფარმით“ აცრები 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა ჩინური ვაქცინით აცრას რამდენიმე დღეში დაიწყებს. „ჩინური „სინოფარმით“ვაქცინაცია სულ რამდენიმე დღეში, 4 მაისიდან დაიწყება. იცით, რომ ქვეყანაში 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა და ის  დასაწყობებულია“ – აცხადებს გამყრელიძე.   ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 29184 პირს ჩაუტარდა. დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1530 ადამიანს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ბოლო 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა და 818 დაინფიცირდა.  

მეტი...

500-დან 1000-ლარამდე ჯარიმა და სს პასუხისმგებლობა ბზის მოჭრაზე

ბზის მოჭრასთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თუ ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, კანონდამრღვევს ს.ს. პასუხისმგებლობა დაეკისრება. „ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე“ – აცხადებენ უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე…

მეტი...

„ეპიდვითარება მძიმდება, თვის ბოლოს, მაისის დასაწყისში პიკში შევალთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა,  პიკს ვერ ავცდებით.    „ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება. თითქმის იგივე პროცესები მეორდება, რაც გვქოდნა ოქტომბრის პირველ ნახევარში. თუ რეკომენდაციებს მკაცრად არ დავიცავთ, ვერ ავცდებით ვითარების გაუარესებას და მიმდინარე თვის ბოლოს, მაისის დასაწყისში მივაღწევთ პიკს. გაფრთიხლებთ იმიტომ, რომ შემდგომი დამძიმების და კლინიკური სექტორის გადატვირთვის პრევენცია გავაკეთოთ“ – აცხადებს ეპიდემიოლოგი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ბოლო 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა და 818 დაინფიცირდა.  

მეტი...

კორონავირუსით 14 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 29, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

კორონავირუსით 818 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  295 358-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 280 915-მდე.

მეტი...

„კომპრომისი აუცილებელია“ – აცხადებენ ევროკავშირსა და აშშ-ს საელჩოში

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესს, განხილვასა და დიალოგს საქართველოს პარტნიორები აუცილებლად მიიჩნევენ და განცხადებას ავრცელებენ. „მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, – ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებაში. განცხადება ეხება მმართველი გუნდის პოლიტიკურ სვლას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას. ამ ეტაპისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ და მთავარ მოთხოვნად ისევ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს აყენებენ.

მეტი...

„ძალიან მომეფსა, აივნიდან გადავაფსი, გადამიღეს, გარყვნილი ქმედება შვილის თანდასწრებითო“ – ზანგური ახალ სკანდალში ეხვევა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, მორიგ სკანდალში ეხვევა. მსახიობი  ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ ინფორმციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მას „მოეფსა და ტყეში გადააფსა“.    „ძალიან მომეფსა და ვინაიდან იმ წამის შესული ვიყავი სახლში, ბავშვი ტუალეტში შევარდა და მე აივნიდან გადავაფსი ტყეში. თურმე, ტყეში არა მხოლოდ მგელი, „რუსთავი-2“-იც ჩასაფრებული იღებს. გადამიღეს როგორ ვფსამ აივნიდან ტყეში აგარაკზე! შემდეგ გავდივარ და ვაძლევ ინტერვიუს, რადგან დამიძახეს ამის მერე… უკან შებრუნებულზე მარიამთან ერთად დავკეტე ფანჯარა… მაგრამ მოფსმის დროს იქ არ იდგა ჩემი შვილი. შვილის წინ ისე…

მეტი...

ბანკზე თავდამსხმელ ნიკოლოზ წურწუმიას იარაღის ნაწილში ბრალდება მოუხსნეს

ნიკოლოზ წურწუმიას, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა,  ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოეხსნა. დაცვის მხარე თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მას იარაღი არ ჰქონია და ეს იყო მხოლოდ სათამაშო იარაღი.    წურწუმიას, ამ ეტაპისთვის ბრალად ედება ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. „მისი ინტერესის ობიექტი არ ყოფილა არც ბანკი და არც შიგნით მყოფი პირები. ის, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ხელში ეჭირა, არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლო პროცესი 18 აპრილს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება და მასში მონაწილეობას ბრალდებული დისტანციურად მიიღებს“ –…

მეტი...