7 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ქმედებისთვის 63 წლის მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ პროკურატურის ბრალდება გაითვალისწინა და 63 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ, გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა, პატიმრობა მიუსაჯა ყველაზე პატარა ასაკის, ვისზეც დაკავებულმა იძალადა 7 წლის ბავშვია. მოძალადე მსხვერპლის მეზობლად ცხოვრობდა და გარყვნილ ქმედებას საკუთარ ავტოფარეხში ახორციელებდა. შეგახსენებთ, რომ მისი დაკავება დღეს მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში…

მეტი...

„არა ნამახვანჰესს“ – მთავრობის კანცელარიასთან 24 საათიანი აქციები დაიწყო

“რიონის ხეობის მცველების” მხარდასაჭერად,  ლოზუნგით „არა ნამახვანჰესს“ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი აქცია არ შეწყდება, ის 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება და ღამე კანცელარიასთან დარჩებიან. აქციის მონაწილეები „რიონის ხეობის მცველებს“ სოლიდარობას უცხადებენ და მათი  მიზანია, მთავრობას ახლოდან გააგონონ საზოგადოების მოთხოვნები. მათი სურვილია, ადგილზე, ღამის გასათევად კარავიც კი გაშალონ. „თუ პოლიცია კარვებს გაგვაშლევინებს, ძალიან კარგი, თუმცა მეეჭვება. თუ არ გაგვაშლევინებს, ისე ვიქნებით. დღეს აქ დაახლოებით 20-30 ადამიანი დავრჩებით. ხვალ და ზეგ უფრო მეტნი ვიქნებით. ჩვენ ვართ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებსაც გვაქვს არგუმენტები. „ნამახვანის“ ხელშეკრულება არის კაბალური და ანტისახელმწიფოებრივი“ – აცხადებენ…

მეტი...

„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად 8 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით,  ამ ეტაპისთვის, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად 8000-მდე მსურველი არსებობს.    „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.

მეტი...

„სოლიდარობის აქცია ნინუცა მაყაშვილს“ – რუსთაველის თეატრთან მობილიზებულია პოლიცია

რუსთაველის ეროვნულ თეატრთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. თეატრის მიმდებარედ, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – “გილდიას” წევრები აქციას მართავენ და ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებმა და მსახიობებს შორის მოხდა. როგორც მსახიობები განმარტავდნენ, ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და სხვა, ამ ეტაპზე რუსთაველის თეატრს არაფერი შეუძლია. „ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილია ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო…

მეტი...

პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძეს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ძალადობა, პოლიციის  მიმართ წინააღმდეგობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, გოგოჭურმა…

მეტი...

7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქვედებისთვის 63 წლის მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით  შსს-მ 63 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც უწყებიდან „მედიაცენტრ მტავარს“ აცნობეს, დაკავებულმა გარყვნილი ქმედება ავტოფარეხში ჩაიდინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის…

მეტი...

კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 126, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 55, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

კორონავირუსით 1219 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 754 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 292 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  294 540-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.26%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 280 132-მდე.

მეტი...

სამართალდამცველებმა სოფელი გუმათი რკინის ბარიკადებისგან გაათავისუფლეს

ამ წუთებში, სოფელი გუმათი რკინის ჯებირებისგან თავისუფალია.  სამართალდამცავებმა ბარიკადები დილით აიღეს აიღეს. ბარიკადების მოხსნა და თავისუფალი გადაადგილება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის უკან გაიმართა, სადაც მათ 3 მოთხოვნა დააყენეს.  სამიდან ერთი მოთხოვნა უკვე შესრულებულია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ასევე ითხოვენ რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ თავისუფლად გადაადგილების უფლებას. 

მეტი...

ჯო ბაიდენის განკარგულებით, ამერიკა წელიწადში 15 000-მდე ლტოლვილს მიიღებს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს, 15 000-მდე ლტოლვილის მიღება და შეფარება შეძლება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა, რადგანაც, მათი მოლოდინი და მოთხოვნა იყო, შტატებში ლტოლვილების მიღების ლიმიტი 60 000-მდე მაინც გაზრდილიყო. როგორც „თეთრ სახლში“ განმარტავენ, პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს ისევ დაუბრუნდება და არ გამორიცხავენ ლიმიტის გაორმაგებას. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი პირობა ლტოლვილების ნაკადის მიღების გაზრდა იყო.

მეტი...

„თუ ხელს არ მოაწერენ, ამით მხარს დაუჭერენ ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებას“ – სამხარაძე ოპოზიციაზე  

მმართველი გუნდი ე.წ. ისტორიულ დოკუმენტზე, რომელიც  ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შეიქმნა და მხარეებს კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ოპოზიციის ხელმოწერას ელოდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათი ერთადერთი ვალდებულება მანდატების აღება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაა. „ქართული ოცნება“ ხელს აწერს დანიელსონის კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც ევროკავშირის მედიაციით და შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა. ეს არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი და წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის. მართალია, ოპოზიციაში დესტრუქციული ძალები ჭარბობენ, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედით უფრო მეტად არიან დაინტერესებული, ვიდრე ვიწრო პარტიული…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ამჯერად ბიზნესმენი უჩივის

მსოფლიოში ცნობილ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის შემდეგ, კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა. ამჯერად, მას ქართველი წარმომავლობის ბიზნესმენი გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ჩივის.     საუბარია  ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავაზე, რომელიც აცხადებს, რომ ბასილაშვილში ფული ჩადო, თუმცა, უკან არაფერი მიუღია.   ირაკლი კაჭარავა საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ის კომპანია  “შპს ზენას” 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. გარდა აღნიშნული კომპანიისა, საზღვარგარეთ სხვა, არაერთი  ბიზნესის მფლობელია. მისი ინტერესების დამცველის, მარიკა არევაძის განცხადებით, დავის დეტალებზე საუბარი შეუძლებელია, რადგანაც ის კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს. თუმცა, საუბარია, რომ  ბიზნესმენმა ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერულ წინსვლისთვის გარკვეული თანხა დახარჯა, თუმცა, ამ ყველაფერს უკუკავშირი…

მეტი...

„ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ წაახალისა – კონგრესმენი „ისტორიულ დოკუმენტზე“ ხელმოწერის შესახებ

მმართველმა გუნდმა ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი ოფიციალურად მოაწერა. აღნიშნულს ევროპარლამენტარები და კონგრესმენები აფასებენ.  ერთ-ერთი კონგრესმენი ჯერი კონოლი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი სტაბილურ ხელისუფლებას იმსახურებს. „ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წაახალისა, იგივე გააკეთოს“, – აცხადებს კონგრესმენი. შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ  საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ…

მეტი...

„კარგი ამბავი საქართველოდან“ – ევროპარლამენტარი „ოცნების“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე

ევროპარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები, მმართველი გუნდის მხრიდან დაგვიანებულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ არჩილ თალაკვაძის გუშინდელი განაცხადი კარგი ამბავია. საუბარია „ქართულ ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენლის მონაწილეობოთ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხება. ევროპარლამენტის წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას და დოკუმენტზე ხელმოწერას ასე აფასებს: „როგორც იქნა, კარგი ამბავი საქართველოდან, არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული ჩიხიდან ნაყოფიერად გამოსასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ არ ნაბიჯს მიყვებიან სხვა დაინტერესებული მხარეები“, – აცხადებს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...