ადვოკატის მტკიცებით, ბანკზე თავდამსხმელს სათამაშო სპორტული იარაღი ჰქონდა

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ის მხოლოდ სათამაშო სპორტული იარაღი იყო. „ნიკოლოზ წურწუმია დუმილის უფლებით სარგებლობა. მას დიდი ემოციური ფონი აქვს და ხვალიდან დამშვიდებულზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ჰქონდა სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი. არანაირი დაზიანება არ აქვს. თვითონვე ჩაბარდა. ახლა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხვალ შევალთ ადვოკატები“ – განაცხადა გიორგი ჭოჭუამ. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც, ნიკოლოზ წურწუმიამ 7 მძევალი აიყვანა.

მეტი...

დოკუმენტის ხელმოწერამდე „პოლიტპატიმრებსა“ და ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ელოდება 

„ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს.შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა.   როგორც ხაზარაძე ამბობს, საბოლოო შეთანხმებამდე დარჩენილია კიდევ 2 პუნქტი. „დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა” – ფიქრობენ „ლელოში“. შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული…

მეტი...

ბანკზე თავდამსხმელი და მძევლების ამყვანი წინასსარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

„ეს იყო დიდი მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე“ აცხადებს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული  პირის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძემ, რომელიც საქმის მასალების გაცნობას ელოდება. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. მე ოჯახის წევრებმა დამირეკეს. საქმის მასალებს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ არ არის დასრულებული. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ერთადერთი რამ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო დიდი მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე. სავარაუდოდ ვამბობ ამას. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენთანაც მწირი კომუნიკაციით შემოიფარგლა“ – განაცხადა ადვოკატმა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულს ჰყავს ორსული მეუღლე და მას აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, ორსულობასთან ერთად თანმდევი გულის პრობლემები,…

მეტი...

ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგური სპექტაკლებიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, „რუსთაველის თეატრმა“ ყველა როლიდან  მოხსნა. თეატრის განმარტებით, ეს არის დროებითი ღონისძიება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად მსახიობი ზანგურიც ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს თეატრიდან გაგდებაზე უარესია. შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან, ორსულობის პერიოდშიც კი ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სისტემატურად ხდებოდა.

მეტი...

ოპოზიცია დოკუმენტს ხელს მაშინ მოაწერს, თუ ვადამდელ არჩევნებსა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე შეთანხმდებიან

„ევროპული საქართველო“  შარლ მიშელის მონაწილეობით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის 2 ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს. ეს საკითხებია – ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. როგორც „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელი გიგა ბოკერია აცხადებს, ევროპელების წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. „წარმოდგენილი გეგმიდან სამ პუნქტზე რომ შეჯერდა პოზიციები, ეს გასაგებია. არის კიდევ  ორი პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები და ვადამდელ არჩევნები. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ, ან უნდა იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს,…

მეტი...

„მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება” – ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში სერიოზული გარღვევა ექნება. „2020 წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო მარცვლეულ კულტურებში, რაც რამდენიმე ფაქტორთან არის პირდაპირ კავშირში. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ ღონისძიებებს იმისათვის, რომ უფრო მდგრადი იყოს ჩვენი წარმოება და, პერსპექტივაში, მეტი იყოს როგორც მარცვლეული, ისე ბოსტნეული კულტურები არა ექსტენციურად ფართობების ზრდის, არამედ, ინტენსიურად მწარმოებლების ზრდის ხარჯზე. ეს ტენდენცია უკვე ჩანს, რაც  გამოწვეული შესაძლებლობების ზრდით. რამდენიმე წელიწადში, შემნახველი და საშრობი ინფრასტრუქტურის პირობებში, სრული სათესლე მასალის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეს საქსტატმა 2020 წლის წინასწარი…

მეტი...

თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელ არჩევნებს განიხილავს

„ქართული ოცნება“ მზადააა, თვითმმართველობის არჩევნებშიც 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს და თუ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს, განიხილოს ოპოზიციის წინადადება ვადამდელ არჩევნებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40 პროცენტიანი პრინციპი. ეს ნიშნავს, როდესაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, „ქართულ ოცნება“ გამოხატავს მზადყოფნას, რომ უპრობლემოდ ჩააბაროს ეს ტესტი თვითმმართველობის არჩევნებში. 40 პროცენტი არის საკმარისი ლეგიტიმაცია, რათა მმართველობის პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ აიღოს საკუთარ თავზე. ეს ტესტი არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი…

მეტი...

მმართველი გუნდი შარლ მიშელის შეთავაზებულ „მორიგების დოკუმენტს“ ხელს აწერს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზადაა და  საჯაროდ ხელს აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით შექმნილ დოკუმენტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. „მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები დროს უნდა ხარჯავდნენ არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ბრძოლაზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელად. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა შექმნილი. აშკარაა, რომ ცალკეული…

მეტი...

„იარაღის ტარების უფლება ყველას უნდა ქონდეს და ამაზე უარის თქმა მონობაა“ – რატომ შედის „გირჩი“ პარლამენტში?!

„გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, პარლამენტი მათ რა შესაძლებლობასაც აძლევს, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მათ შორის, ერთ-ერთი, რის გამოც „გირჩი“ საკანონმდებლო ორგანოში შევა, იარაღის ტარების უფლების გამოყენებაა. „უფლებებს გამოვიყენებთ, არ გამოვიყენებთ მატერიალურს, ის ინფრასტრუქტურა ჩვენთვის არის შექმნილი პარლამენტში. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. ასევე, გამოვიყენებთ იმ უფლებებს, რომლებიც გვგონია, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. მაგალითად, იარაღის ტარების უფლება, ამაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, საერთოდ მონობაა.  გამოვიყენებთ ასევე იმუნიტეტს, რადგან ასეთ დაძაბულ სიტუაციაში კაცმა არ იცის, ვინ რა ჭკუაზე იქნება ქვეყანაში, ესეც პრაგმატული უფლებაა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ“ –…

მეტი...

„ცივი ომის“ მდგომარეობაში ვართ, რომელიც შესაძლოა, „ცხელ ომში“ გადაიზარდოს“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და არ ვიცით, როგორ განვითარდება ამ ქვეყანაში მოვლენები. ფაქტობრივად, რაღაც „ცივი ომის“ მდგომარეობაში ვართ, პოლიტიკური „ცივი ომის“ მდგომარეობაში, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი შეცდომის ან რაღაც შემთხვევის წყალობით, შეიძლება, გადაიზარდოს „ცხელ ომში“ – ასე ხსნის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში შესვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.   როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, ახლა საჭიროა მათი სწორ ადგილას ყოფნა და ეს სწორი ადგილი საკანონმდებლო ორგანოა. „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პარლამენტის წევრი გავხდებოდი და ექვსი თვე არ მოვხვდები იმ შენობაში. ახლაც არ მაქვს წარმოდგენა, როგორ განვითარდება მოვლენები იმდენად არაპგნოზირებად გარემოში ვცხოვრობთ, იმდენად…

მეტი...

„გირჩი” პარლამენტში მიდის, მაგრამ, არ შედის“ – ვახტანგ მეგრელიშვილი 

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „გირჩის“3 წარმომადგენელი ხვალ პარლამენტში მივა, თუმცა, არ შევა. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, პარლამენტი მათი ოფისი იქნება. „რეალურად, მივდივართ კულუარული საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებად, ადამიანების გასაცნობად, პარლამენტიდან თქვენთან საურთიერთობოდ, პოლიტიკური აქცენტის გადასატანად იმ თემებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს. ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური სივრცე არ გვაძლევს „გირჩს“ ოპერირების შესაძლებლობას, გვინდა, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ჩვენ შეგვეძლება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ვახტანგ მეგრელიშვილმა. მისივე შეფასებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ შევლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას და საპარლამენტო სესიაზე ხმის მიცემას გამორიცხავს ჩვენი საქმიანობა. ყველაფერ დანარჩენს, რაც…

მეტი...

პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად გაიზარდა

კოვიდპანდემიის მიუხედავად, 2021 წლის პირველ კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად გაიზარდა. „ბიბისი“ -ს ინფორმაციით, ჩინეთის ეკონომიკა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18,3%-ით გაიზარდა, რაც 1992 წლის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას, 2021 წელს კარგი მაჩვენებელი აქვს, თუმცა პანდემიის გამო, არსებული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო, ისევ საფრთხეს წარმოადგენს. ჩინეთი მსოფლიოში, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს მცირედით, მაგრამ გაიზარდა.

მეტი...

„ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია, აცხადებენ საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმართულ აქციასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და აცხადებენ, რომ ჰესისა და დავით გარეჯის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლება. „საინფორმაციო საშუალებებით „ნამახვანჰესთან“ მიმართებით, 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული მოწოდებები კეთდება, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი მრავალი ნიშნით განსხვავებულია და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავით გარეჯთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება. ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“,- ვკითხულბთ ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციას დაიწყებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია, ქვეყანაში ჩინური „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყოს. როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. „საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დანერგვას. რეგისტრაციის პროცესი „სინოფარმის“ ვაქცინაზე 27 აპრილისთვის გაიხსნება იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, ექსპერტები მხარს  უჭერენ  „სინოფარმის“ დროულ გამოყენებას. რაც შეეხება ჯანმოს ავტორიზაციას, როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინა ავტორიზაციას…

მეტი...

შსს-ს ინფორმაციით, ბანკზე თავდამსხმელმა მძევლად 7 ადამიანი აიყვანა

მძევლები გათავისუფლებულები არიან და თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა დაზუსტებული ინფორმაცია მძევლების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ თავდამსხმელს 7 მძევალი ჰყავდა აყვანილი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის…

მეტი...

პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგენა და პატიმრობას ითხოვს

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს, რომ დავით სარალიძის განზარახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირის შვილს, დავით მენაბდეს პატიმრობა შეეფარდოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურამ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14…

მეტი...

მძარცველის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას შსს ამ ეტაპზე არ ასახელებს

შეიარაღებული მძარცველი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა, იდენთიფიცირებულია. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.   „მოხდა ავლაბრის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე  თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავდამსხმელი, მძევლები გათავისუფლდნენ. დაზიანება არავის მიუღია. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნების თაობასა და სხვა დეტალებზე, მძევლების რაოდენობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ. შეგახსენებთ, რომ დღის დაახლოებით 12:00 საათზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა,…

მეტი...

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცოლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კოდუა საკანში მარტო იმყოფებოდა და მას სხვა პატიმრებთან არ ჰქონია კონტაქტი, შესაბამისად, სხვების ინფიცირება შეუძლებელია. „პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ. -ს გეგმიური PCR ტესტირებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა . ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო,…

მეტი...

თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცადებით, „საქართველოს ბანკში“ სპეცოპერაცია დასრულდა. მისივე განცხადებით, ხუთივე მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებულია. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული მორიგი თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა.

მეტი...

მორიგი თავდასხმა – „საქართველოს ბანკიდან“ 2 მძევალი გაათავისუფლეს

თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული მორიგი თავდასხმა მოხდა, აყვანილია მძევლები ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ამ წუთებში სპეცოპერაცია გრძელდება. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ორი მძევალი გაათავისუფლეს. ბანკის შენობაში რჩება კიდევ ერთი მძევალი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელიც ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს. ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დილით შეიჭრა. მან თანხა მოითხოვა და აიყვანა მძევლები.

მეტი...

თეა წულუკიანის განცხადებით, რობერტ სტურუას გაშვება არ იგეგმება  

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება.   მინისტრმა რუსთაველის თეატრის მსახიობის მხრიდან მის ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნინუცა მაყაშვილმა სამართალდამცველებთან უნდა ითანამშრომლოს. „ბატონ რობერ სტურუასთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე გაცხადდა, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელიც დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას ყველამ უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს. ეს არის მისი საქმე. კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმას“, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ,…

მეტი...

ირაკლი კობახიძე სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ სენატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები მოისმინა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიალოგის პროცესზე. საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი, იხილონ ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად. შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და…

მეტი...

შუახევში საცხოვრებელი სახლი და ძროხები დაიწვა

შუახევში  საცხოვრებელი სახლი  და საქონლის სამი სადგომი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ბარათაულში მოხდა. ხანძარს 15-ზე მეტი საქონელი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძარი სახლში გაჩნდა და შემდეგ იმდენად სწრაფად გავრცელდა, ვერაფერი გადაარჩინეს. ხანძრის გამო 14 ადამიანი სახლ-კარისა და ნივთების გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, ზარალ შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან. სავარაუდოდ, დაზარალებული ოჯახებისთვის, ერთჯერადად 15 000 ლარი გაიცემა.

მეტი...

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ სასულიერო პირის შვილს ბრალდებას დღეს წაუყენებენ

3 წლის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს  დღეს წაუყენებენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი მენაბდე გუშინ დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალად ედება გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძისთვის დაზიანებების მიყენება.

მეტი...

„ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, არ იქნება შესრულებული“ – მთავრობა

„ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული“ – ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება. „მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია დღეს იყო საჭირო და აუცილებელი“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა. შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით დასრულდა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა.

მეტი...

“ყველა კითხვას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში” – მთავრობის პასუხი აქციის მონაწილეებს

„მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან“ – ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გვიან ღამით დასრულდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების ინტერესი და ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. “დღეს შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს, ჩვენსა და პარლამენტის წევრებს შორის. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო საკითხები, რაც აწუხებთ მათ. ეს არ არის ერთი და ორი საკითხი. ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ მათი ინტერესი, მათი…

მეტი...