მიწისძვრის ეპიცენტრი შეეშალათ, რაჭის ნაცვლად ბიძგები ნორიოში დაფიქსირდა

18:19 საათზე, საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრის ეპიცენტრი არა ცაგერი, არამედ ნორიო იყო. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სისტემაში შეცდომა დაფიქსირდა. „მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად, დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი. მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება“ – აცხადებენ ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეგახსენებთ, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა  თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ცაგერი იყო.

მეტი...

„ინფიცირებულები კლინიკაში მაშინ მიდიან, როცა მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კლინიკაში დაგვიანებული მისვლაა. როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს ინფიცირებულები კლინიკაში მაშინ მიდიან, როცა მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება. „ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია. თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში კლინიკური…

მეტი...

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ვირუსის შეუჩერებლად მზარდია

ქართველი ეპიდემიოლოგების პარალელურად, კორონავირუსის მზარდი რაოდენობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც საუბრობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის ხელმძღვანელია, ტედროს ადანოს განცხადებით, ვირუსი შეუჩერებლად იზრდება. „უკვე მეშვიდე კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვიც მუდმივად იზრდება“, – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.

მეტი...

ფოთის სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

„კოვიდ 19“-ს შემთხვევების მატების გამო,  ფოთში შვიდი სკოლა  ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ერთი სკოლა კი მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საგანმანათლებლო რესურს-ცენტრმა გააკეთა. „მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი კლასის ხელმძღვანელს და სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, დისტანციურზე მხოლოდ ის კლასები გადავიყვანეთ, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ და პლუს, სადაც ასწავლიდა ხელმძღვანელი. საუბარია მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე. დღევანდელი მდგომარეობით, სულ შვიდ სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვები და მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში, სადაც ვირუსი დაუფიქსირდა ერთ პედაგოგს, რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლის, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სკოლა…

მეტი...

ვაქცინაციისას 34 გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციისას, სულ 34 გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა. „არსებობს იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი. დადგენილია ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება თუ ასეთი გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით,  აღნუსხულია 34 გვერდითი მოვლენა. აქედან შვიდი უფრო მძიმე, დანარჩენი კი შედარებით ნაკლებად მძიმე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ქვეყანაში, სუფრასთან დაკავშირებული 17 „კლასტერი“ გაჩნდა, ვითარება რთულდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 17 ე.წ. კლასტერი არსებობს და ყველა დაკავშირებულია სუფრასთან და წვეულებასთან. მისივე შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია. „ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევები. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – აღნიშნა გამყრელიძემ. ეპიდემიოლოგის განცხადებით, ამ ეტაპზე დაფიქსირებული 17-ვე “კლასტერი”, გართობას,…

მეტი...

„მისი დაკავება არ იყო საჭირო“ – დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მეუღლე

ბიზნესმენი დავით კოდუას მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მას და მეუღლეს დაპირისპირება მოუვიდათ, თუმცა, ამის გამო დავით კოდუა არ უნდა დაეკავებინათ. „დიახ, წუხელ მოხდა ოჯახში კონფლიქტი. ეს ძალადობა არ ყოფილა. უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი“ – განუცხადა  ნათია გედევანიშვილმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. საქმე მეუღლისა და ქალიშვილის…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 18:19 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ცაგერთან იყო, მიწისძვრის სიმძლავრემ კი 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

„ნამახვანის“ მიმართულებით მოძრაობა იზღუდება – შსს-ს განცხადება

რიონის ხეობაში ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ხეობის მიმართულებით, მოძრაობა იზღუდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები,უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე’ – აცხადებენ უწყებაში. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა. ადგილზე პოლიცია მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. დავით კოდუა ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

„გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს – უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!” – ალეკო ელისაშვილი

„გირჩის“ ტაქტიკა ცოტა უცნაურია – ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ერთმანეთს ალბათ, 50-ჯერ შეხვდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. ელისაშვილის თქმით, „გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს. ელისაშვილის აზრით, მათ უფრო თამამი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. „არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ და რაზე – არა, ამ შვიდ პუნქტზე ისაუბრეს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მათი ტაქტიკა ცოტა გაუგებარია. მათ შეეძლოთ, საჯარო შეხვედრა გაემართათ, შვიდი პუნქტი წარედგინათ, ულტიმატუმად ეთქვათ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და ხელიც გვაქვს მოწერილი. მაგალითად, ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს და…

მეტი...

“თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს აკრედიტაციას ვერ მიიღებს, საქართველო მას არ გამოიყენებს”- ბიძინა კულუმბეგოვი

ჩინეთის დაავადებთა კონტროლის ცენტრი უარყოფს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყება ირწმუნება, რომ მათ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, რეალურად კი საუბარი იყო იმაზე, რომ მეცნიერები ვაქცინის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მუშაობენ და ეს არ ნიშნავს იმას რომ ვაქცინა ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოუსადეგარია. ჩინური ვაქცინა საქართველოშია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასტურს ელოდება, რომ ისი გამოყენება დაიწყოს. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს აკრედიტაციას ვერ მიიღებს, საქართველო მას არ გამოიყენებს. “ეს არ არის ჩვენთვის სასურველი განცხადება ბუნებრივია, იმიტომ რომ მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობა მოდის რამოდენიმე ქვეყნიდან, მსოფლიოს უდიდეს ნაწილს აქვს ჩინური,…

მეტი...

აფხაზეთის მთავრბასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

აფხაზეთის ამთავრობის შენობასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მთავრობის შენობასთან მისული აქტივისტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დღიანი საკარანტინო რეჟიმის მოხსნას ითხოვდნენ. ამასთანავე, პროტესტის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის წევრებთან სურდათ შეხვედრა.

მეტი...

ბათუმში საკუთარი დეიდის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის…

მეტი...

მარიხუანის ლეგალიზების შემთხვევაში “გირჩი” მზადაა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს

7 პუნქტიანი გეგმა, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს, საკუთარი შეთავზება “გირჩმა” თანამოაზრეებს “ზუმის” საშუალებით უკვე გააცნო. ფართო საზოგადოებისთვის კი დეტალების წარდგენას პარტია დღეს აპირებს. გირჩის 7 პუნქტიანი გეგმა ამოქმედდება მას შემდეგ, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ იქნება შეთანხმება მიღწეული.  “გირჩის” წარმომადგენლების თქმით, 7 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი, მზად არიან შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებენ მარიხუანისა და იარაღის ლეგალიზებაზე. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ საქალაქო სასამართლოს წევრების პირდაპირი წესით არჩევას, შერიფების ინსტიტუტის დანერგვას და უბარიერო საარჩევნო სისტემას.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 202, აჭარაში – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 40

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 202, აჭარაში – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 40, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 755-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 795, პისიარტესტით – 5 890. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,62%, ბოლო 14 დღის – 2,31%, ბოლო 7 დღის – 2,51%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 829  გამოჯანმრთელდა, 3 883 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 188, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 422 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი. ამასთან, 11 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 707…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 883-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 359 ადამიანს დაუდასტურდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

კობა კობალაძე ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, აჭარაში იმყოფება. დღეს, იგი, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. კობა კობალაძემ, ვეტერანებს სამსახურის გეგმები, პრიორიტეტები და ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. ვეტერანებმა დეტალურად ისაუბრეს მათთვის პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც, არა მხოლოდ ბათუმში მცხოვრები ვეტერანებისთვის, არამედ ქვეყანაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდის…

მეტი...

„აფხაზეთი საქართველოა!“- საერთაშორისო ვიდეოკონფერენცია და რუსი მეცინერები

11 აპრილს გეოპოლიტიკისა და გეოისტორიის კავკასიის საერთაშორისო კვლევის ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია – „აფხაზეთი საქართველოა“ გაიმართა, ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეებისა და ექსპერტთა წარმომადგენლებმა. კონფერენცია მისი მიზნიდან და მონაწილეთა შემადგენლობიდან გამომდინარე, აშკარად შთამბეჭდავი და უნიკალური აღმოჩნდა. მასში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი, პროფესორი მუსა გასიმლი; აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნამიკ ალიევი; აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი არაზ გურბანოვი;…

მეტი...

“ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნები იქნება წარდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ ბრიუსელში” – კარლ ჰარცელი

ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნები იქნება წარდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა. “ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არაფერია გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ ველოდებით, რათა ვნახოთ, თუ რა დასკვნები იქნება წარდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ ბრიუსელში”, – აღნიშნა მან.

მეტი...

“საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია” – გრიგორი კარასინი

საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოზე გრიგორი კარასინმა რუსულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. რუსი დიპლომატის თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მუშაობას ონლაინ ფორმატით აგრძელებს. კარასინისვე განცხადებით, რუსეთი მოწოდებულია, კონსტრუქციული მუშაობა გააგრძელოს, რათა საქართველოსთან 2011 წელს საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ დადებული შეთანხმება მალე ამუშავდეს. რუსმა დიპლომატმა პოზნერის ინციდენტიც გაიხსენა და მომხდართან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დადებითად შეაფასა.

მეტი...

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანებელთან შეხვედრებს გამართავს.

მეტი...

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გურჯაანის-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.ერთმანეთს “მერსედერსის” და “ოპელის” მარკის მანქანები შეეჯახა, რა დროსაც “ოპელის” მარკის მანქანა ამობრუნდა და მგზავრები მოიყოლა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალისის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 40 წლამდე ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ხოლო 25 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მრავლობითი დაზიანებებით ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს. როგორც ინფორმაციაშია არნიშნული, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით…

მეტი...

“ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა” – „გირჩი“

პარტია „გირჩი“ გაზეთ „სამეფოს დაბადებას“ ქმნის. ამის შესახებ პარტიის გვერდზე წერია. გაზეთის პირველ გვერდზე მოცემუბლია პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში „გირჩი“ პარლამენტში შევა. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნების გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა, თუმცა ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან“,- ნათქვამია გაზეთის პირველ გვერდზე.

მეტი...

შეტევა საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით მოხდა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით – ე.წ. “ბოტებითა” და “ტროლებით”, ანუ არარსებული Facebook პროფილებით მანიპულირება; უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა”. აქვე, აღნიშნულია, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით 500 ყალბი, ინდური წარმომავლობის ე.წ პროფილი გამოიკვეთა.

მეტი...

პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ამ საკითხის განხილვის მიზნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული. კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის, „ლიბერთი ბანკისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლა იგეგმება. კომიტეტის სხდომაზე მათი მისვლა პარტია „მოქალაქეებმა“ მოითხოვეს. ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მიაჩნიათ, რომ პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღებისას მაღალი პროცენტი ეჭრებათ, რაც პენსიონერების სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

მეტი...