„5 პუნქტიდან „ლელო“ 3 პუნქტს ეთანხმება“ – შეხვედრა ამერიკის და ევროკავშირის ელჩებთან

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ს ელჩ კელი დეგნანსა და  ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს საკმაოდ დიდი მზაობა, რომ შეთანხმება და ის საკითხები, რომელსაც ოპოზიცია აყენებდა, იყოს მიღწეული. “ელჩებთან კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება ამ მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ “ლელოს” პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება “ლელო”, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზეც. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ“ – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს. მისივე…

მეტი...

მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები, რომელიც მდინარე რიონში გაუჩინარდა, ამ დრომდე გრძელდება. საუბარია „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე, რომელიც სოფელში გაშლილ კარავში იმყოფებოდა. „სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა,…

მეტი...

შრომის ინსპექციამ სოციალური ღონისძიებისთვის სუბიექტები 22 000 ლარით დააჯარიმა

ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აკრძალული ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის შრომის ინსპექციამ ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმა. საჯარიმო თანხა 22 000 ლარის შეადგინა.   შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით,  ღონისძიებაში რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობდა. „შრომის ინსპექციამ შსს-ის საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, მიმდინარე წლის 10—11 აპრილს გამოავლინა სამართალდარღვევის 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება, ერთგვარი სქემა, რომელთა ერთობლივი ქმედებებით ქვეიჯარის და მოიჯარის სიმრავლით ხდებოდა ფაქტობრივად შენიღბვა…

მეტი...

„მესამე ტალღა“ და  ბრიტანული შტაბის აქტიური გავრცელება დაიწყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მესამე ტალღა დაიწყო. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევების 70% „ბრიტანული შტამია“.    „საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. დიახ, ქვეყანაში „მესამე ტალღა“ დაიწყო, თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, ვითარება  მაქსიმალურად მართავდი იყოს, რომ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა კლასტერი, რაც ამ ეტაპისთვის დაფიქსირდა, პირდაპირ უკავშირდება თავშეყრას სხვადასხვა მიზეზით. ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე თუ სხვა ღონისძიება. მხოლოდ კონტროლი და მათრახი არ უშველის საქმეს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე და განმარტავს, რომ შემთხვევების 70-%…

მეტი...

კორონავირუსით კლინიკაში 2 298 ინფიცირებულია მოთავსებული

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ინფიცირებულთა კლინიკების მიხედვით გადანაწილება შემდეგია:  თბილისის საავადმყოფოებში –  1 115, აჭარაში – 352, იმერეთში – 338. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 191, აჭარაში – 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 5, იმერეთში – 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 121 – აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 26, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

მეტი...

კორონავირუსი 707 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 823 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  707 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 592 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.85% ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  288 396-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.50 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 277 303-მდე.

მეტი...

დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 კლასი იმყოფება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის შემთხვევების მატების გამო, 43 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.   „მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება. ამ ეტაპზეც ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები როგორც წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ“,-  ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში.

მეტი...

სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაიზარდა

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ როგორც მოსწავლეები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები სკოლებში სრულად დაცულები იყვნენ. იმ სკოლებში კი, სადაც ვირუსი ფიქსირდება, სკოლები პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მყისიერად ხდება შენობის სრული დეზინფექცია“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში და ამბობენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაიზარდა.     „ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ… გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება. კერძოდ,…

მეტი...

განზრახ უკანონოდ დაკავებისთვის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, ბრალდება 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და…

მეტი...

რიონში დაკარგული მამაკაცის ძებნაში მყვინთავებიც ჩაერთნენ

რიონის ხეობაში ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელიც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. დაკარგული მამაკაცი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე იყო. როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, დაკარგული მამაკაცი აქციას 2 დღის უკან შეუერთდა და მის შესახებ სხვა არაფერი იციან. სამართალდამცველებმა,  „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ, ადგილზე გაშლილი კარვების „მობინადრეებიც“ გამოკითხა. სოფელ ნამახვანში, ძებნის სამუშაოებში მყვინთავებიც მონაწილეობენ. მაშველები ადგილზე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც ჩავიდნენ. ადგილზე  საგანგებო შტაბიც მოეწყო.

მეტი...