აფგან მუხთარლი დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურის განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში დღეს, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის…

მეტი...

“საერთაშორისო სასამართლოშიც კი ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას” – თემრილანის საქმე

„ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას და აშკარად დაუსაბუთებეულ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს,“ – ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს. ცენტრის ინფორმაციით მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 23 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაიწყო. 2020 წლის 21 ნოემბერს სოციალური სამართლიანის ცენტრმა გააგზავნა მისი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა მისი საბოლოო პოზიცია, რითიც დასრულდა მხარეთა შორის შეპასუხების ფაზა. „მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე…

მეტი...

„მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება“ – რა ხდება ვაშლიჯვრის დამეწყრილ უბანზე

ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული მეწყრული ნაპრალები მიზნით ამოავსეს. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი კი მისი გამაგრება იქნება. აღნიშნულს კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევენ „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში. როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, ეს არასპეციალისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.   „მეგონა “ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ) მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება“ – აცხადებს გოდოლაძე.

მეტი...

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. ხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. ამ დრომდე, პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან მელიას მხრიდან მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის არავითარი რისკი არ არსებობს.…

მეტი...

მოსამართლეების შერჩევის გამო, ევროკავშირი საქართველოს თითს უქნევს და პირობას უყენებს  

ევროკავშირი იმედგაცრუებულია პარლამენტის მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე ცვლილებების შემუშავების გამო.  აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ საკითხის მოწესრიგება დაკავშირებულია მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფასთან. განცხადების მიხედვით, ევროკავშირმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით კრიტიკა და პოზიცია არაერთხელ გამოხატა. „ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და ახალი წესების გამო. გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მანამდე ნაჩქარევად უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიისთვის დროული თხოვნის…

მეტი...