„ვართ გზაგასაყარზე… ცეცხლთან თამაში არ შეიძლება“ – მთავარი ინფექციონისტის გაფრთხილება

„თუ გვინდა, არ გვქონდეს შეზღუდვები, უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და მოსახლეობას „მესამე ტალღის“ მოახლოების შესახებ აფრთხილებს. „სადღეისოდ მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში აღინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაზე, ან მის მოახლოებაზე. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ამკაცრებს შეზღუდვებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოაცხადა ე.წ. მესამე lockdown- ი. მდგომარეობას ართულებს SARS-CoV-2-ის ახალი შტამებით (ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და სხვ., რომლებიც მეტი…

მეტი...

საქართველოში, კორონავირუსის 10 მოზრდილი კლასტერი გაჩნდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის ე.წ. კლასტერული გავრცელება უკვე დაიწყო და სახეზეა 10 კლასტერი. „დღეისთვის,  მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ბევრ ქვეყანაში „მესამე ტალღა“ დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ „მესამე ტალღის“ დაწყების წინაშე.  დღეს 51 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი და ის 90 პროცენტამდე უნდა ავიყვანოთ, დავიცვათ ჰიგიენა, დისტანცია, ავარიდოთ თავი დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ეპიდემიოლოგები, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებას ხედავენ. „სადაც…

მეტი...

„იძულებული ვიქნებით, დავაყენოთ საკითხი მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“ – გაფრთხილება მოსახლეობას

კორონავირუსის გავრცელების მზარდი მატების გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნოლი ცენტრი ქვეყანაში არსებული შემზღუდველი ღონისძიებების გამკაცრების საჭიროებას ხედავს. თუ მოსახლეობა გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, „მესამე ტალღას“ ვუახლოვდებით, რაც მკაცრ აკრძალვებს აწესებს.   ამირან გამყრელიძემ მოსახლეობა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა და რეგულაციების გამკაცრება დააანონსა. „უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. არა დიდ ქორწილებს; არა დიდ ჭირის სუფრებს; არა დიდ შეკრებებს; მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა. რითი შეიძლება შეკავდეს გავრცელება?  პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით ანუ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს“…

მეტი...

ქვეყანა „მესამე ტალღის“ წინა ეტაპზეა – ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღას აანონსებს და განგაშის ზარის ატეხვის საჭიროებას ხედავს.   ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე იმყოფება. „ვართ სწორედ „მესამე ტალღის“ დაწყების წინა ეტაპზე. სწორედ ამ ტიპის ზრდა გვქონდა გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს იმ სიტუაციას, რომელითაც ინტენსიურ მეორე ტალღაში შევედით. საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა პირველი და მეორე ტალღის, ძალიან არ გვინდა არავის, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა იყოს. ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა, ძალიან კარგად დაცვა ყველა რეკომენდაციის – პირბადე,…

მეტი...

“განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ” – ამირან გამყრელიძე

განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიურ მდგომარეობას ამ სიტყვებით ეხმაურება. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თუ მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს არ დაიცავენ, საკოორდინაციო საბჭო იძულებული გახდება, რომ დამატებითი შეზღუდვები იქნეს შემოღებული. “პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს…

მეტი...

“რისკები, რომ საბჭოს წევრებში იყოს ვირუსის გადაცემა, ნაკლებია” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე პრემიერ-მინისტრისთვის COVID-19-ის დადასტურებას ეხმაურება. მისი თქმით, რისკები, რომ საბჭოს წევრებში იყოს ვირუსის გადაცემა, ნაკლებია.  “ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი დაინფიცირდა, კიდევ არის დასტური იმისა, რომ ვირუსმა არ იცის თანამდებობა, არ იცის გვარი სახელი, ეთნოსი, წარმომავლობა, ასე რომ სიფრთხილე გვმართებს ყველას. რისკები, რომ თვითონ საბჭოს წევრებში იყოს გადაცემა, ნაკლებია. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო დაკონკრეტდება კონტაქტების სიახლოვე. ერთია წესების დადგენა და მეორეა მისი დაცვა. ეს არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ, სამართალდამცველებს არა ერთხელ უწევთ რომ გამოიყენონ ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციები. რაც მეტად ჩამოვაცილებთ პოლიტიკას ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ…

მეტი...

მედიაციის შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიმართება

„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მომდევნო რაუნდი, რომელიც იმედი მაქვს წარმატებული მედიაცია იქნება. ეს იქნება ალბათ აპრილის ბოლოსთვის. ეს ვარაუდი არ არის, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.”, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მოპარაკების გაგრძელება დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ქმედებებზე “პოლიტპატიმრებთან” მიმართებაში. მისი თქმით, თუ ოპოზიცია ადეკვატური იქნება, ხელისუფლებას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების დოკუმენტის პუნქტებს შეასრულებინებს. “ვნახოთ, რა იქნება ზეგ ნიკა მელიას სასამართლოზე. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება პრეზიდენტად მომუშავე ადამიანის ჩათვლით ნიკა რურუასთან მიმართებაში. სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ამ ორი კაცის გათავისუფლების. ეს ორი ადამიანი უნდა გამოვიდეს.…

მეტი...

“გიორგი რურუას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები კატეგორიულად მოსთხოვეს დანიელსონს და მიიღეს უარი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ მედიაციის დროს გიორგი რურუას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი კატეგორიულად მოსთხოვა დანიელსონს, რაზეც მიიღო უარი. “მედიაციის დროს დაისვა შეკითხვა: იმ შემთხვევაში, თუკი რურუას გვარი იქნებოდა ასახული დანიელსონის დოკუმენტში, მოაწერდნენ თუ არა ხელს ოპონენტები, ალეკო ელისაშვილის და “გირჩის” გარდა, ყველამ განაცხადა, რომ არა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ქალბატონი სამადაშვილსგან დაისვა საკითხი, რომ ამნისტია გამოცხადებულიყო. ბატონი რურუა მსჯავრდებულია იარაღის უკანონო ტარებისთვის. ამნისტია ცხადდება მუხლზე და არა პიროვნებაზე, შესაბამისად, ის ეხება ყველა სხვა ადამიანს, ვინც არის ამ მუხლით გასამართლებული. ასეული ადამიანია ამ მუხლით…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვაქცინაციის პასპორტებთან დაკავშირებით პოზიცია განმარტა იმით, რომ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, აღკვეთს თუ – არა აცრა ვირუსის გადაცემას. ამასთან, მეორე მიზეზად მან თანასწორობის საკითხი დაასახელა. როგორც მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების საკითხს დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის განიხილავს. მარგარეტ ჰარისის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებს საჭიროებს

მეტი...

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს

გურამ დოჩანაშვილი მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. მწერალი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. დაკრძალვამდე, მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო გაიმართა. “ჩვენი ქვეყანა ეთხოვება ჩვენი დროის ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს. ჩვენი წილი ბედნიერება გვაქვს, როცა თანაცხოვრება ხდებოდა ჩვენი გურამ დოჩანაშვილთან, ერთ ქვეყანაში, ერთ მიწაზე და ერთ სამშობლოში. ესეთი სხვა რწმენის, სხვა ადამიანური ღირებულებების და სიკეთის ადამიანი ხელოვნებაში ერთადერთი იყო, ყველა დროში და ყველა ეპოქაში,”- აღნიშნა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა. შეგახსენებთ, რომ გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

“საქართველოში კოალიციური მთავრობის დრო მომწიფდა” – რომან გოცირიძე

„საქართველოში კოალიციური მთავრობის დრო მომწიფდა“ – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის შედეგებს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზის განმუხტვის ერთადერთი გზა, რიგგარეშე არჩევნებია. მისივე თქმით, კვლევაში პასუხგაუცემელი ამომრჩეველი, როგორც წესი არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ წამოსული ხმებია. „სურათი არის ნათელი – დღეს „ქართული ოცნება” და მისი ერთი სატელიტი არის აბსოლუტურ უმცირესობაში, ვიდრე ოპოზიციური პარტიები ერთად. ეს კვლევა გვაჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა. რაც შეეხება იმას, რომ ბოიკოტი ამომრჩეველს არ მოსწონს, ვის მოსწონს ბოიკოტი, ვის უნდა ერთპარტიული კომუნისტური…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი “კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. ამასთან, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.

მეტი...

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება, გამქირავებელს კი 10 000 ლარის გადახდა მოუწევს

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება, გამქირავებელს კი 10 000 ლარის გადახდა მოუწევს – ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების მიზნით მიიღო მას შემდეგ, რაც ერთ კვირაში დაახლოებით 20-მდე ობიექტში დარღვევები გამოვლინდა. “ხშირ შემთხვევაში წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა თუ სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით. მიმდინარეობს მსჯელობა, საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული და მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მან ყველანაირი პრევენციული ზომები ამოწურა, ხელშეკრულებით თავი დაიზღვია,…

მეტი...

კობა კობალაძემ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

6 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში თავისი გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, მალხაზ თორიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ყველა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს აწუხებთ სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით; ხაზი გაესვა ვეტერანთა ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებაში და მათი პოტენციალის სწორად დაგეგმვასა და გამოყენებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ეს გამოწვევა სამსახურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტურად დაიძლევა. მალხაზ თორიამ კობა კობალაძეს რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა და თანადგომა…

მეტი...

ქვეყანა, რომელმაც ვირუსი დაამარცხა

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გავრცელება საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია აღარ ხდება. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 შემთხვევა მხოლოდ საკარანტინო სივრცეში გამოვლინდა. მათ შორის არიან მოგზაურები ინდოეთიდან, ინგლისიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეთიოპიიდანდა ფილიპინებიდან. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის საზღვარს ნაწილობრივ ხსნის და ქვეყანაში შესვლის საშუალება მოგზაურებს ავსტრალიიდან ექნებათ. ცვლილების მიხედვით, ავსტრალიიდან ახალ ზელანდიაში ჩამსვლელებსაღარ ექნებათ 14 დღიანი კარანტინის ვალდებულება, მათ არც კოვიდსაწინააღმდეგოვაქცინაციას მოთხოვენ.

მეტი...

“ბაღები და სკოლები უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ გაუარესებული ეპიდსიტუაციის დროს ბაღები და სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. “ბაღებსა და სკოლებში ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე”, – განაცხადა გაბუნიამ. ის ამბობს, რომ ეპიდემიური სიტუაცია უარესდება და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თუ გადასცდება დადებითობის მაჩვენებელი 2 პროცენტს, ჩარევა გახდება საჭირო. “თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და…

მეტი...

“IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს” – ალეკო ელისაშვილი

დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს”-ასე აფასებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “აირაის” კვლევას, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას. როგორც ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ოპოზიციის ბოიკოტი უნდა დასრულდეს, ვინაიდან მას აზრი არ აქვს. “IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ პოლარიზაცია დასასრულებელია, ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს. ამას უნდა მიხვდეს ყველა. რეალობის აღქმა, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ. დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს. ხალხის რეალურ პრობლემებზე…

მეტი...

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცლებს

ვრცელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. „გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა. ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან, შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ! დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“, – ბრძანებს პატრიარქი სამძიმრის წერილში.

მეტი...

“ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო” – იენს სტოლტენბერგი

ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. სატელეფონო საუბრის შესახებ სტოლტენბერგი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს. „მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვრჩებით ჩვენი მჭიდრო პარტნიორების ერთგულნი“, – წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა, როდესაც პრორუსი მებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ოთხი უკრაინელი…

მეტი...

“პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმით პრიორიტეტული ვაქცინაციაა განსაზღვრული და მხოლოდ პრომოციისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ” – თამარ გაბინია

„პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია არის განსაზღვრული და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რისკი ყველგან არის და ინფექცია ყველას შეიძლება შეხვდეს. “უკვე გავრცელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის, რა თქმა უნდა, ჩაიტარებს ყველა შესაფერის მკურნალობას, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. თვითიზოლაციაში გრძელდება მისი მკურნალობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა ძალიან…

მეტი...

“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ვირუსის ახალ სახეობებს არ იწვევს და მსგავსი ინფორმაცია უსაფუძვლოა” – ჯანმო

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ვირუსის ახალ სახეობებს არ იწვევს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ. საფრანგეთში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინირებული ადამიანები ხშირად სხვებს კორონავირუსის “სუპერ-შტამებით” აინფიცირებენ, თუმცა ჯანმო და სხვა იმუნოლოგები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლოა და მეცნიერულად არ დასტურდება. ჯანმოს განმარტებით, ამის მტკიცებულებები არ არსებობს და ვირუსის გადაცემის პრევენციისთვის ერთადერთი გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა.

მეტი...

„დავახვევ და დაგიბრუნებთ უკან ფოსტით“ – ზვიად კუპრავა პოლიციაში დაიბარეს

„ტელეფონზე დამირეკეს… რუსთავის პოლიციიდან გირეკავთ, 26 მარტს რუსთავში (ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია) კომენდანტის საათის დარღვევაზე საქმისწარმოება არის დაწყებული და გთხოვთ მობრძანდეთო,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზვიად კუპრავა წერს. მისივე ინფორმაციით პოლიციაში ოპოზიციის სხვა წევრებიც არიან დაბარებულები: “ასევე დაურეკეს ლაშა ცუცქირიძეს და ჯიმი დელიბაშვილი. საქართველოს მთავრობა, სამწუხაროდ მოსვლას ვერ ვახერხებ. ამიტომ ეგ საქმე იქნებ მატერიალური ფორმით გამომიგზავნოთ. დავახვევ და დაგიბრუნებთ უკან, ფოსტით,“ – წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.

მეტი...

შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. ოზურგეთის სოფელ შრომაში, ასევე, ლანჩხუთის სოფლებში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც. აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება. „რამდენიმე ადგილზე განთავსებულია საკონტროლო პუნქტი. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ასევე, მიმდინარეობს კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის ტესტირება. ეს არის ნებაყოფლობითი. მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს რეგულაციების დაცვას“, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა კოტე ხომერიკმა.

მეტი...

“თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, სხვადასხვა გამკაცრებაზე ვიმსჯელებთ” – ამირან გამყრელიძე

08:00 საათისთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25,000 ჩატარებული ტესტიდან,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ეპიდვითარება კიდევ გაუარესდება შესაძლოა სხვადასხვა გამკაცრებები დაწესდეს. „ეპიდსიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო უარესდება. ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. 08:00 საათისთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25,000 ჩატარებული ტესტიდან. მივდივართ მესამე ტალღისკენ, და არ გვინდა. ამიტომ უნდა დავიცვათ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ თავი ავარიდოთ მესამე ტალღას. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, ამ შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭო იფიქრებს სხვადასხვა გამკაცრებებზე”. შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 897 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეტი...

„პრაქტიკულად, ე.წ. მესამე ტალღა მივიღეთ, შემთხვევების რაოდენობა უცებ ავარდა“ – თემურ მიქელაძე   

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსი თემურ მიქელაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ე.წ. მესამე ტალღა დაიწყო. კორონავირუსის შემთხვევების მატებას, პედიატრი საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნითა და კონტროლის შემცირებით ხსნის. „სახეზეა, რომ მოვდუნდით. პრაქტიკულად, მესამე ტალღა გვაქვს. პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია და ძირითადად, ისინი ძირითადად სკოლის მოსწავლეები. მიზეზი არის სკოლების და ბაღების გახსნამ. ჩემი აზრით, ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა.  ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ყველამ ვირწმუნეთ, რომ აღარ იქნებოდა „მესამე ტალღა“ და ყველამ დავივიწყეთ ელემენტარული ჰიგიენური წესები. ქვეყანაში, პრაქტიკულად „მესამე ტალღა“ მივიღეთ. შემთხვევების რაოდენობა 1000-მდე ავარდა. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბშვილს,  გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

მეტი...

შსს-მ რეგულაციების დარღვევისთვის 1387 სუბიექტი დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 387 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 153 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1131 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 101 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით…

მეტი...

ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 357-ია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების როდენობა 5 880-ია.  1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  911, აჭარაში – 286, იმერეთში – 293. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 357 პირი. მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 – თბილისში, 98 – აჭარაში.  3 719  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 32, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 056  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  284 958-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა…

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებმა საქმის მასალები შეისწავლეს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ და შესწავლილ საქმის მასალებზე ისაუბრებენ. როგორც ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცხადა, ადვოკატებმა საქმის მასალები სრულად შეისწავლეს. „შესწავლილი მასალებიდან შესაძლებელია თანმიმდევრულობის დადგენა და რამდენად სწორად არის სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ესა თუ ის მოქმედება.  რამდენიმე დეტალიც გამოიკვეთა, რაზეც ვისაუბრებთ ბრიფინგზე. გარკვეული მოწმეები დაიკითხნენ, მაგრამ ჩვენ მიერ შეთავაზებული კითხვები არ იყო გამოყენებული, თუმცა, მთლიან სურათში შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი. ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეგულირების სააგენტოს დასკვნა და სამხარაულის ბიუროს დასკვნა“ – განაცხადა ადვოკატმა. „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია 15:30 საათზე გაიმართება.

მეტი...

გურამ დოჩანაშვილს, დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, მწერლის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა შესთავაზეს, თუმცა, უარი განაცხადა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გურამ დოჩანაშვილის ოჯახმა  მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა. მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “9 აპრილი – 30“ გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 30 წლის თარიღთან დაკავშირებით, დღეს,  სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, სახელწოდებით “9 აპრილი – 30” , –  უმასპინძლებს. უმაღლესი საბჭოს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენცია 6 აპრილს, 13.00 სთ-ზე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დაიწყებს მუშაობას და უპირატესად დისტანციურ (ვებინარი) რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიგეგმა. „კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა იმ პერიოდში საქართველოს ცენტრალურ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის არსებული ურთიერთობების მიმოხილვას და ანალიზს. მოხსენებას თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და აფხაზეთის პრობლემა“ წარმოადგენს…

მეტი...

„ჩინური ვაქცინის გამოყენებაც დაგვჭირდება, საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ“ – ივანე ჩხაიძე

საქართველოში შემოტანილი ჩინური ვაქცინა დასაწყობდა და ჯანმოს ავტორიზაციას ელოდება. თუმცა, თუ ჯანმომ დააგვიანა, გამორიცხული არ არის, საქართველომ მისი გამოყენება დაიწყოს. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩინურ ვაქცინას აქვს იმ ქვეყნების აღიარება, რომელიც ჯანმოსთვის სარწმუნოა. „დღეისათვის სხვადასხვა ქვეყნის მიერ ავტორიზებულია 13 ვაქცინა. აქედან 5 არის ჩინური, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული. 13-დან 6-ს ვაქცინას აქვს ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან იმ ქვეყნის ავტორიზაცია, რომელსაც ჯანმო განიხილავს როგორც მაღალ სარწმუნოს და ღირებულების ქვეყანას. ეს ის…

მეტი...