„2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა?“ – დათო ოქიტაშვილი რუსი ჟურნალისტისთვის კვერცხებით დახვედრაზე

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე.   „ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია. თუმცა, ფორმა უნდა იყოს შემუშავებული და იმ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი აფხაზეთი, ოსეთი, დახვედრის ფორმა ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო. რაც ვნახეთ, ის იყო ცუდი. 2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა, მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ? ეს არის ორმაგი სტანდარტები. მიხალკოვი პუტინთან იმაზე გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე ის ადამიანი, ვისთანაც გუშინ ეს ამბავი მოხდა. აფხაზეთიც და ოსეთიც…

მეტი...

„მიბრძანდეს იმ მონასტერში, სადაც გაამწესეს“ – საპატრიარქო დედა სოსანაზე

დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებულ დედა სოსანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ის პატრიარქს ლოცვებში არ მოიხსენიებს.   „დედა სოსანა არ იხსენიებს პატრიარქს ლოცვებში, რისი უფლებაც მას არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა. რაც შეეხება მონასტერში მის არშეშვებას, ის განამწესეს სხვა მონასტერში და იქ უნდა წასულიყო. ამიტომ, თუ გაუშვეს სხვა მონასტერში და ვერ მოახერხა იქ შესვლა საიდანაც გაუშვეს, ეს არ არის გასაკვირი. მას უთხრეს წასულიყო სხვა მონასტერში, თუმცა მოისურვა, მოეწყო სცენები. დაემორჩილოს მღვდელმთავარს და უნდა მიბრძანდეს იმ მონასტერში, სადაც გაამწესეს“ –…

მეტი...

„ევაკუაცის გეგმა არსებობს და ყველა სცენარისთვის მზად ვართ“ – თბილისის მერია მეწყერსაშიშ ზონაზე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის  განცხადებით,  ვაშლიჯვრის ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესები მიმდინარეობს,  ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. „თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა…

მეტი...

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის  განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. მისივე თქმით, მეწყრულ ზონაში, პარალელურად, ეწყობა დროებითი მისასვლელი გზები, ხოლო ფერდის ზედა ნაწილში ცემენტიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. „ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია – უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება. ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში…

მეტი...

“დონბასში ვითარება საკმაოდ საშიშია” – დიმიტრი პესკოვი

დონბასში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მრავალი პროვოკაცია შეინიშნება, ვითარება საკმაოდ საშიშია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ”ჩვენი რიტორიკა [დონბასთან დაკავშირებით] აბსოლუტურად კონსტრუქციულია. ჩვენდა სამწუხაროდ, რეალობა ძალზე საშიშია კონტაქტის ხაზზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაციები ხდება და ეს პროვოკაციები არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადია,“- აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა და მას “ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური” ესკალაცია უწოდა.…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომებზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება საუბარი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სავარაუდოდ, 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც იმსჯელებენ, რომელშიც ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსური დახმარების შეჩერების მოწოდებას გააკეთებენ. სხდომის პარალელურად, პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა. აქციაზე იყო ხმაური, სამართალდამცავებმა 12 პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ამასთან, “შეცვალეს” წევრის დეა სამადბეგიშვილის განცხადებით, გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა” უწოდეს,…

მეტი...

“ეს ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი” – სააკაშვილი პოზნერზე

“თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?!“- ასე ეხმაურება  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს. „დააკვირდით ივანიშვილის „ბოტებმა“ რა ამბავი ატეხეს, ვაჟა-ფშაველა, „დღეს სტუმარია ჩვენი“ რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! ეს ის ადამიანია, მათ შორის, პოზნერი, რომელიც გარბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ რაღაც სახელი კიდევ ჰქონდათ შერჩენილი დასავლეთში. ეს ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი. რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება. ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ ამ ყველაფერში, მეორე მხრივ, იძახიან „როგორ არ შეიძლებოდა არ შემოშვება“, „ეს რა უპატივცემულობაა“,…

მეტი...

გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს შეეძლება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს შეეძლება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის უფრო მეტად გაფართოება. ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული. „უკვე დაწყებულია ტრეინინგები, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალურ გარანტიების შესახებ. გამგზავრების წინ ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება“, – აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში. სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში მითითებულ პორტალზე. შეგახსენებთ, რომ დროებითი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებაა, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

მმართველი გუნდის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას  მართავენ. მათ ადგილზე მავთულხლართებიც მიიტანეს, რომლის შემოვლებასაც ოფისთან აპირებდნენ.     ადგილზე, სამართალდამცველებსა და „პროტესტანტებს“ შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, რადენიმე აქტივისტი დააკავეს. შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა. აქციის მონაწილეები სწორედ ამიტომ მივიდნენ მმართველი გუნდის ოფისთან.

მეტი...

„შე მართლა „ხუილო“, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ „ხუილოს“ ძახილით ქვეყანა ერთიანდება“ – ირმა ინაშვილი

“ეს ფაქტი და მსგავსი ფაქტები არანაირ სიკეთეს არ მოუტანს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს” – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსი ჟურნალისტის საქართველოში ჩამოსვლით გამოწვეული მოვლენების შეფასებისას. როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, ის, რაც მოხდა, ქართულ ტრადიციებსა და ზნეობას ეწინააღმდეგება. „ჩვენ ამაზრზენი სანახაობა ვიხილეთ სასტუმრო „რუმსთან“, „ვინოტელთან“ და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ გვაკარგვინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი, ამ ჯგუფის წინა პლანზე, გავრილოვის ეპიზოდშიც ასე ვნახე და პოზნერთან დაკავშირებითაც ასე იყო, ჩვენ ვიხილეთ ხოშტარია, სამადაშვილი, კანდელაკი და…

მეტი...

„ანდრია სარიას ქმედებები მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება“ – რას აცხადებენ საპატრიარქოში 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია მაღვდელმსახურებიდან განკვეთის მოლოდინშია. საპატრიარქოს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ანდრია სარიას ქმედებები მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა, დასკვნას ხელი პატრიარქმა უნდა მოაწეროს.   როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას განუმარტა, მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განუმარტეს, რომ მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება. „დღეს მოწვეული იყო სხდომაზე მღვდელმონაზონი ანდრია სარია. მას განუმარტეს, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის დასკვნას –…

მეტი...

„ვინც რესტორნები გახსნა, ისევ დაკეტვაზე ფიქრობს“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

ბიზნესი ხელისუფლებიდან ორი გადაწყვეტილების მიღებას ელოდება – შაბათ-კვირის რეგულაციების მოხსნა და ე.წ. კომენდანტის საათის 2 საათით გახანგრძლივება. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავართან“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა და არც ის უარყო რომ სექტორი ისევ ჩაკეტვის მოლოდინშია.     „სფეროს დახურვით, შესაძლებლობას არ ვაძლევთ ეკონომიკას, ამუშავდეს. ვინც გახსნა ობიექტი ისევ დახურვაზე ფიქრობს, რადგანაც განვითარებას ვერ ხედავს, პერსპექტივას ვერ ხედავს. ამ ეტაპზე, საზოგადოება და ბიზნესი, ქაოტურ რეჟიმში, თავად ახერხებს გადაადგილებას, რომელიც ურთულესია. ვითხოვთ მხოლოდ ერთს – არ შეუშალონ ბიზნესის განვითარებას ხელი. როცა ამირან გამყრელიძე აცხადებს, კლუბების ვიდეოებს მაჩვენებენ როგორ არღვევენ კანონებს, ის ამას…

მეტი...

„თუ სანქციები დაგვიწესეს, მივიღებთ დეფოლტს – ვითარება გართულდება“ – შოთა ბურჯანაძე

„მარტივია, რა შეიძლება დაემართოს ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი და აქვთ ბევრი ვალდებულება. თუ სანქციები დაგვიწესეს, მივიღებთ დეფოლტს“ – ეს განცხადება “რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  „მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. როგორც  ბიზნესის აქტიური ლობისტი აღნიშნავს,  ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ კრიზისის შექმნაში ფიგურირებს არის პაპუასი. „ურთულეს სიტუაციაში ვართ, ფაზები არ იცვლება. ერთი რეალობიდან მეორეში გადავდივართ და რთულდება ვითარება. მანამ, სანამ ქვეყანაში სამი კრიზისი არსებობს – ეკონომიკური, პოლიტიკური და „კოვიდ კრიზისი“, უფრო მკაცრ განცხადებებს მოვისმენთ. როცა გვეუბნებიან, რომ თქვენი მომავლისთვის და განვითარებისთვის ეს და ეს ნაბიჯები გადასადგმელია, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვდგავართ და მას…

მეტი...

საპატრიარქო მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განკვეთას გეგმავს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე, ანდრია სარიას მიეცა განმარტებები მის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და იმაზე, რომ მისი ეს ქცევა მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება.   “დღეს შედგა სხდომა, ყურადღება გამახვილდა მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას საქმეზე, მას განმარტება მიეცა მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. მას ასევე განემარტა, რომ მისი ეს ქცევა  ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. დასკვნას მიიღებს კომისია, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა,”- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. 

მეტი...

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, კასპის სამი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თერმოსკრინინგის ოთხი პუნქტები გაიხსნა კასპის მუნიციპალიტეტში. სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური პუნქტები მოეწყო. სოფლებში შემსვლელ ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი. „კოვიდ19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამთავისის საბავშვო ბაღში. „უსაფრთხოების მიზნით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ქვემო მოჭალის, იგოეთისა და სამთავისის საჯარო სკოლები და ერთი საბავშვო ბაღი“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელა ნანა ნონიაშვილმა. 25 მარტიდან დღემდე, კასპის მუნიციპალიტეტის დასახელებულ სოფლებში „კოვიდ-19“-ის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ორ დღეში შემთხვევების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით იკლო, გუშინ გოვლინდა 15,…

მეტი...

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. დგებუაძემ აღნიშნა, რომ ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში, შემთხვევით შერჩევის პრინციპით სამინისტროს პირველი პირები და რესურსცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ.…

მეტი...

“ჩვენი ვაქცინის გვერდითი რეაქციები 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლები სიხშირით გამოვლინდა” – „ასტრაზენეკას“ საქართველოს წარმომადგენლობა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აჭარბებს რისკს ყველა მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში, – ამის შესახებ „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca-ს) საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში აცხადებს. საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა კომპანიის არგუმენტებით ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კომპანიის პრეპარატით აცრის შემდეგ განვითარებული გართულებების შედეგად, 28 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. კომპანიის წარმომადგენლობაში უშუალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მეგი ბაქრაძის საკითხის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებაა და მოკვლევის შედეგების შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს. რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოების თემას, წერილში ნათქვამია: „დღეისთვის „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერისიტეტის…

მეტი...

“ფართო ლოკდაუნი ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება” – თამარ გაბუნია

ნამდვილად არ იგეგმება ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც, ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, რაც კეთდება. ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. მისი თქმით, შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. „ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება. კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის…

მეტი...

იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ტესტირება. შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად…

მეტი...

“ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო” – კარლ ჰარცელი

ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. ​ჰარცელმა შეაფასა რამდენიმე ევროპარლამენტის სახელით გავრცელებული განცხადება, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ. „ევროპარლამენტის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ არ შემიძლია, ვისაუბრო ევროპარლამენტის ან ინდივიდუალური წევრების სახელით. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ცხადი გზავნილები გამოდის და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება“, –…

მეტი...

“ღიად დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის დოკუმენტს” – ალეკო ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომ ყველა პარტიას მიმართავს, საჯაროდ და ინდივიდუალურად დააფიქსირონ პოზიცია – არიან, თუ არა მზად ხელი მოაწერონ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.  როგორც ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გაჯიუტებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად საქართველო ზიანდება, რადგან შესაძლოა, ევროკავშირმა ქვეყნისთვის 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. “სირცხვილია ასეთ რამეს, რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო. არამხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. ამიტომ მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა…

მეტი...

“2021 წლის მარტში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა” – საქატატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კალკულაციაში (7.2 პროცენტი) გათვალისწინებული აღარ იყო კომუნალური ტარიფების სუბსიდირება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აღნიშნულ მაჩვენებელზე. წლიურ ჭრილში სურსათის ღირებულება 5.7 პროცენტით, ჯანდაცვის ღირებულება კი 13.6 პროცენტით არის გაზრდილი. რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქტებს, ყველაზე მეტად, თითქმის 36 პროცენტით ზეთია გაძვირებული (ზეთი და ცხიმი 35.8 პროცენტი). ასევე თითქმის 14 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე. ჯანდაცვის კუთხით, ფასები 21.3 პროცენტით გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის მიმართულებით. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების კი 12.0 პროცენტით გაძვირდა. რაც შეეხება კომუნალური სუბსიდირების დასრულების…

მეტი...

“აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია” – ირაკლი ღარიბაშვილი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ასეთი საზოგადოების სიძლიერის უმთავრესი პირობაა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შესაძლებლობათა განვითარებაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამიტომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველა – ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი. ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიშრომოთ მათ უფლებათა დასაცავად, თვითრეალიზაციისა და განვითარების პირობათა შესაქმნელად“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში. 2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 281, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, აჭარაში – 45

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 281, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, აჭარაში – 45, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 798 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 529 ადამიანს დაუდასტურდა, 326 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 31 მარტს საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 437 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 659, „პისიარ“ ტესტით – 9 987. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15% ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო შვიდი დღის – 1,73%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 930 გამოჯანმრთელდა, 3 798 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 231, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 756 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

ისნის მეტროსადგურში მამაკაცი გარდაიცვალა

ისნის მეტროსადგურში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებიან პოლიცია და სასწრაფი-დახმარების ბრიგადები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ „კოვაქსის“ პროგრამა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვაქსის“ პროგრამა, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასულ კვირას მან მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები გააჩნიათ, დაუყოვნებლივ გაუნაწილონ 10 მილიონი დოზა „კოვაქსს“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მედიკოსებისა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ დაწყებული არ არის. როგორც ტედროს ადანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, ვაქცინების სამართლიანად განაწილებისთვის დრო ჯერ არ ამოწურულა. „დრო ჯერ კიდევ არ ამოწურულა ვაქცინების სამართლიანი განაწილებისთვის. ცხრა დღე დარჩა, ვიდრე ჩვენ მიმდინარე წლის 100 დღეს მივაღწევთ და მიზანი, ყველა ქვეყანაში დაიწყოს ვაქცინის მიწოდება ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და რისკ-ჯგუფებისთვის, ჯერ შესრულებული არ არის. „კოვაქსის“ ფარგლებში უკვე…

მეტი...

დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

მეტი...

მეგი ბაქრაძის ადვოკატებს პროკურატურა საქმის მასალებს სავარაუდოდ დღეს გადასცემს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატებს პროკურატურა საქმის მასალებს სავარაუდოდ დღეს გადასცემს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უწყებამ ის დადგენილება გააუქმა, რომელიც ოჯახს საქმის მასალების გაცნობას უზღუდავდა. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის მასალები ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად შექმნის სრულ სურათს იმისთვის, რომ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზი.

მეტი...

“იმედგაცრუებას იწვევს იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს არეულობის დასრულების სურვილი” – ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარების განცხადებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა. განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის ვიოლა ფონ კრამონიც არის. “ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. უაღრესად დიდ იმედგაცრუებას იწვევს ყველა ჩვენთაგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე”,- წერს კრამონი. ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ განცხადებას აქვეყნებენ. ერთობლივ განცხადებაში, ევროპარლამენტის…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა მოკლეს, დღეს 38 წლის გახდებოდა. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში 2018 წელს, ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო აწამეს. ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ შესაბამისი სასჯელი…

მეტი...