კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, მას მალე გაწერენ

პროფესორი ზურაბ ფაღავა კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშიებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თბილისის მერისთვის დასმული დიაგნოზი არასწორი აღმოჩნდა.   „ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში. დიაგნოზი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. ამჟამად, მისი რეჟიმი არის თავისუფალი, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებასა და კვლევების ჩატარებას. პრაქტიკულად, კვლევები ჩატარებულია და ველით მათ შედეგებს“ – პროფესორმა. როგორც ზურაბ ფაღავა განმარტავს, კახა კალაძეს…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგი ჯერ შედგენილი არ არის, თუმცა ოფიციალური შეხვედრები მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებთან, ორშაბათიდან დაიწყება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წინასწარ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა დანიელსონის ვიზიტის შემდეგ, საზოგადოებას კომპრომისულ ვარიანტებს გააცნობენ. ამასთან, ოპოზიციამ აქციე 15 მაისისთვის 2 თვით ადრე დააანონსა, ამას კი, ხელისუფლების ოპონენტები ერთ-ერთ კომპრომისად მოიხსენიებელ.

მეტი...

ვაქცინაციის პოპულარიზაციაში ცნობად სახეებს ჩართავენ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციის პროცესში ცნობადი სახეებიც ჩაერთონ. “ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გამოჩენილი ადამიანების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ვაქცინის პოპულარიზაციას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ამ პრაქტიკას მიმართა არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების შემთხვევაშიც დაცული იქნეს ის პრინციპები რომელიც ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის გეგმაში. აქ ვგულისხმობ, რომ მედიკოსების ჩართულობაა მნიშვნელოვანი და 65 წელზე მეტი ჩვენი მოქალაქეების და სავარაუდოდ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის მოხალისეები, რომლებიც დღეს არიან დარეგისტრირებულები, ამ 100 პოპულარული ადამიანის შემთხვევაში სწორედაც რომ არჩეულები იქნებიან ამ პრინციპით,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი…

მეტი...

ჯანმო მოსახლეობას ინტერნეტით ფალსიფიცირებული ვაქცინების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ინტერნეტით ფალსიფიცირებული ვაქცინების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს. ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, მიმდინარეობს ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაცია. ჯანმო ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ ვაქცინების იმ გამყიდველებთან გარიგების დადებისგან, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებში არ მონაწილეობენ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 256, იმერეთში – 69, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 41

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 256, იმერეთში – 69, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 41, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათვე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 746-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსი კიდევ 490 ადამიანს დაუდასტურდა, 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 25 მარტს „კოვიდ-19“-ით საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი, ექვსი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 219 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 560 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 791, პისიარტესტით – 11 769. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,62 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,77 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 804  გამოჯანმრთელდა, 3 746 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში…

მეტი...

ესპანეთის ნაკრები თბილისშია

ესპანეთის ნაკრები თბილისშია – საქართველო-ესპანეთის მატჩი 28 მარტს 20 საათზე გაიმართება. საფეხბურთო მატჩს 15 000 მაყურებელი დაესწრება. 28 მარტს საქართველო-ესპანეთს საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს კონკრეტული წესების დაცვით სტადიონის ტრიბუნებზე დაუშვებენ. დინამო არენაზე მაყურებლის 30%-ს შეეძლება მატჩზე დასწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გახდის. ასევე, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

მეტი...

ვაქცინაციის შემდგომ, გვერდითი მოვლენები ჯანდაცვის მინისტრსაც დაუფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის საჭიროებისა და პროპაგანდისთვის, რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრასა და აგიტაციას გეგმავს. თუმცა, განმარტებასაც აკეთებს, რომ სამედიცინო პერსონალს ეს არ უნდა სჭირდებოდეს. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, გვერდითი მოვლენები ნებისმიერ აცრას ახასიათებს და ამაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია. „ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. მქონდა გვერდითი მოვლენები. ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია და ალბათ, აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას. ეს ადასტურებს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება, რომ ვენდოთ მასაც, ისევე, როგორც…

მეტი...

20:30-21:30 საათზე, სინათლე მსოფლიოში ჩაქრება

მსოფლიო კამპანიას –  „დედამიწის საათს“  საქართველოც უერთდება. ამ „დედამიწის საათი“ მსოფლიოს ქვეყნებში, თითქმის ყველგან, ოფისებში, ოთახებში, დაწესებულებებში ელექტროენერგიის გათიშვას გულისხმობს.  „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება და ის  ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე მიუთითებს. დღეს, ღონისძიებას, მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც უერთდება.  თბილისის დროით 20:30-21:30 შუალედში, ე.წ. ბუნების გულშემატკივრები სინათლეს ყველგან გათიშავენ.

მეტი...