პირველადი შეფასებით, მეწყრის მიმართულება მაჭავარიანის ქუჩა და საბოლოოდ, მარშალ გელოვანის გამზირია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის თქმით, პირველადი შეფასებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრული ნაპრალების დაძვრის შემთხვევაში მისი მიმართულება მაჭავარიანის ქუჩაა. ამ თემაზე, სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. როგორც სპეციალისტი განმარტავს, საბოლოო დასკვნას კვლევები და დაკვირვება კიდევ სჭირდება. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, მეწყრულ მასა, რომელიც ყველა შემთხვევაში ჩამოიშლება, პირველადი დაკვირვებით, რა მიმართულებით წავა, ლაშა სუხიშვილმა ასე უპასუხა: „ძალიან კარგი კითხვაა. დღესაც, ჩვენი ჯგუფი მუშაობს ადგილზე იმისათვის, რომ გადაადგილების ვექტორი დადგინდეს. გადაადგილების ზუსტი მიმართულების დასადგენად საჭიროა რამდენიმეჯერ გადაზომვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით გადაადგილდება ეს…

მეტი...

გოგი წულაია მე-7 დღეა შიმშილობს

ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს – ადვოკატის ინფორმაციით, გოგი წულაია მე-7 დღეა შიმშილობს სექსუალური ძალაოდბის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაია მე-7 დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. ამის შესახებ ბრალდებული პოლიტიკოსის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა. “ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს. უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. ვთხოვე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს. მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება,” – აცხადებს ვალერი გელბახიანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური…

მეტი...

ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა – კიდევ ერთი მეწყრული ზონა

კიდევ ერთი მეწყრული ზონა თბილისში – თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.  “თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშები უნდა წარმოადგინონ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა,  უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური,, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს, ინფომრაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეს – სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ წარმოადგინა კომიტეტის ხედვა, რაც მიზნად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის დახმარებას, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის ხარისხის ამაღლებას, დევნილთათვის, განსაკუთრებით მათ კომპაქტურ განსახლებებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას ისახავს. „კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა კანონშემოქმედებით…

მეტი...

“ზოგადად, ე.წ. კომენდანტის საათი არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება” – ამირან გამყრელიძე

როდის შემსუბუქდება კომენდატის საათი – ამირან გამყრელიძე სავარაუდო დროს და პირობებს ასახელებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტში და აპრილში, მაისში ძალიან კარგი იმედით შევალთ. ხოლო, მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში, იგივე “კომენდანტის საათის” გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ. მისივე თქმით, შემსუბუქდება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. “ზოგადად, ე,წ კომენდანტის საათი არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება. პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში ეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე  დაკვირვება.…

მეტი...

სოფელ ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია

მეხანძრე- მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეხანძრე- მაშველებმა კუნძულთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა დილიდან მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.  ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე- მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.…

მეტი...

“ვადამდელი იქნება წელსვე” – პროტესტანტები რუთაველის გამზირიდან

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 18 საპროტესტო კარავია, 26 თებერვლიდან დედაქალაქს რეგიონებიც შეუერთდნენ, საპროტესტო კარავი რამდენიმე კვირის წინ დადგა მალხაზ მაჩალიკაშვილმაც. „ვადამდელი იქნება წელსვე, „დასქრინეთ“, არაფერი მკითხოთ,“ – წელს სოციალურ ქსელში ქუთაისის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, ირაკლი გვალია: „როგორც მაქვს ინფორმაცია ხელისუფლების მისამართით ამერიკიდან საკმაოდ მკაცრი გზავნილები გაკეთდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპზე, ან ვადამდელი იქნება ან სანქციები,“ – ამბობს ირაკლი გვალია „მედიაცენტრ მთავართან.“

მეტი...

თორნიკე რიჟვაძე გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და აცხადებს, რომ  მანდატის გათვალისწინებით, აპირებს, რეგიონის მოსახლეობას 2024 წლამდე ემსახუროს. „უკვე სამი წელია, პრაქტიკულად ყოველ კვარტალში მესმის აღნიშნული ჭორები. მინდა, დაგამშვიდოთ ყველა, რომ მე ვაპირებ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩემი მანდატი, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე ჩემს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, თქვენ“, – მიმართა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი...

„იმედი მაქვს, ბატონი გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი ყოფილ პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, გიორგი გახარია პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება.   „საქართველოში უკვე არსებობს მესამე ძალაც, მეოთხეც და მეხუთეც. ბევრი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, რომელიც 3 %-იან ბარიერს გადასცდა. შეიძლება დღეს ისინი სუსტები არიან, რადგან 3 % აიღეს,  მაგრამ ხვალ, შესაძლოა, უფრო ძლიერ ძალად მოგვევლინონ. რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას, მან უნდა აირჩიოს, სად იქნება მისი პარტია, თუკი ასეთს შექმნის. თუ გახარია დაფიქსირდება  როგორც ოპოზიციური მოთამაშე და ოპოზიციური ძალა, ეს სხვა საკითხია. ხოლო, თუ ის იქნება…

მეტი...

„ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი” – კახა ოქრიაშვილი 

პარლამენტის ყოფილი წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი არსებობს და ამის შესახებ მმართველმა გუნდმა სენატიდანაც გაიგო.    „მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი. ასეთ ჩანაცვლებებს აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები! ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, თუმცა სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნის დიდი პრობლემაა. „ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ…

მეტი...

„ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის“ – კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თოჯინების თეატრს დაემსგავსა.   „პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ. ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ ჰგავს თოჯინების თეატრს, ყველას ძაფი აქვს მობმული. ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის! დღეს პოლიტიკურ სპექტრს დავყოფდი სამ ნაწილად: „ქართული ოცნება“, ოპოზიცია და ფსევდო-ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის. ფსევდო-ოპოზიცია კი არის ის ოთხი ადამიანი, ვინც ადრე „პატრიოტთა ალიანსში“ იყო, მერე თქვეს, მანდატები ვიყიდეთო და „ევროპელი სოციალისტები“ დაირქვეს, ასევე, „ოცნების“ ნაწილია პარტია „მოქალაქეები“ და ახლა, „გირჩის“ ე.წ.…

მეტი...

პურზე ფასის შესანარჩუნებლად, მთავრობა ხორბლის სუბსიდირების გახანგრძლივებას გეგმავს

„მთავრობას წარვუდგენთ ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე. ხორბლის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს. „პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე, პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დღეისათვის, ხელისუფლების პოლიტიკით და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეგიონის მასშტაბით,  საქართველოში ხარისხიანი და ყველაზე…

მეტი...

„მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“ – პრემიერი ოპოზიციაზე

„ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი – გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში და მეორე – თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან. მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა დაასრულოს ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი.  „უნდა დაასრულონ ეს მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე – თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.  მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელის მისამართით ოპოზიციის მიერ…

მეტი...

დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს, ორი თვით ადრე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერებიც კი არ ენდობიან. „რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ, ორი თვის შემდეგ აქციის გამართვას. დამისახელეთ, რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს, ორი თვით ადრე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეეხებოდა. მისი თქმით, ორი თვით ადრე აქციის დაანონსება მიუთითებს იმაზე, რომ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც არ დადიან. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ. ძალიან…

მეტი...

ისრაელიდან პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო

„დღეს დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად“ –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე. მისი თქმით, აჭარა ტურისტული ნაკადების მისაღებად მზადაა.   „დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი. ნახეთ, როგორი განახლებული აეროპორტი გვაქვს ბათუმში. ასევე, დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად“  – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან მოცულობითი ინვესტიცია, სწორედ, პანდემიის პერიოდში განხორციელდა. 

მეტი...

ეჭვი არსებობს, რომ დამეწყრილი ბლოკის მიმდებარე ფერდობიც გადაადგილდება – ვითარება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია გამართა. როგრც მან განმარტა, პროცესები იმდენად ნელა არ მიდის, რომ დამშვიდების საშუალება გვქონდეს.     „პირველი, რაც ვიცით, არის ის, რომ ის ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი დანარჩენი ფერდისგან, დიმანიკაშია, გადაადგილდება და გადაადგილების სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს. მეწყრის სისქე არის 16-20 მეტრი. რა მდგომარეობაშია დანარჩენი ნაპრალს მიღმა ზონა, ამ ეტაპზე კონკრეტული დასკვნა შეუძლებელია, თუმცა, ეჭვი გვაქვს, რომ  ის…

მეტი...

“ვაქცინაციის შედეგად 4 ცოტა მძიმე გართულება დაფიქსირდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განხცადებით, მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით – გადატანილი ჰქონდა თუ არა ექითან მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და იმ შემთხვევებზეც ისაუბრა, რომელსაც ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტი განიხილავს: “ამ ტრაგიკული შემთხვევის გარდა, რომელიც კლინიკურად ჰგავს, მაგრამ სანამ საბოლოო წერტილი არ დაესმება ექსპერტიზის მიერ, იყო თუ არა ანაფილაქსია, ვერ ვიმსჯელებთ მაგაზე. მეორე შემთხვევაში, იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ ვფიქრობ, იყო მწვავე ალერგიული რეაქცია და ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტი განიხილავს, იყო თუ არა შოკი. ის ქალბატონი კარგად ბრძანდება. ასევე, ცოტა მძიმე გართულება შემოსულია 4,…

მეტი...

“ვინც ფილერს იყენებს Pfizer-ის აცრის შემდეგ შესაძლოა, გართულება ჰქონდეთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ფაიზერით ვაქცინაციისას გარკვეული რეაქცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც ფილერს ხშირად იკეთებს. “ერთი კითხვა დაემატა Pfizer-ის ჩეკლისტს. არის იქ 12, თუ არ ვცდები, თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან. Pfizer-ს ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მეტი...

“ჩვენი პატრიარქი ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც 40 წელზე მეტია, ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება სამშობლოს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, საუკუნეების განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. პრემიერის თქმით, ქართული ეკლესიის ასეთი გამორჩეული წარმომადგენელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. 104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. დღეს აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ…

მეტი...

“რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში” – იენს სტოლტენბერგი

“რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში,” – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი შეინარჩუნებს სიფხიზლეს და გააგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ახლო პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ პასუხი გასცენ რუსეთის ქმედებებს. “რუსეთი ძირს უთხრის და ახდენს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. რუსეთი ასევე მხარს უჭერს ბელარუსში მიმდინარე სადამსჯელო ზომებს და ცდილობს ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში. რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ნატო-ს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია…

მეტი...

“ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც დეკანოზი აცხადებს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა. „ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ. სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ იყო პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელებული – აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა მას შეუზღუდონ…

მეტი...

“კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება, ის არის ნებაყოფლობითი” – ამირან გამყრელიძე

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია. „ვაქცინა სავალდებულო არსად ყოფილა. ვალდებულებას ადგენს კანონი. ჩვენთან სავალდებულოა, რომ მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, ისინი „ბე“ ჰეპატიტზე უნდა იყვენენ აცრილნი. ასევე, გარკვეული მანდატორიზმია წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციის გზისკენ. ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო…

მეტი...

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება. ცვლილებებით საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე მცირდება, ფრაქციას კი, 7 დეპუტატის ნაცვლად უკვე 4 შექმნის. არის სხვა ინიციატივებიც, რომელიც უმრავლესობასა და პარტია “მოქალაქეებს” შორის გაფორმებულ მემორანდუმში მოხვდა. ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, ამიტომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, კითხვა რჩება ღიად – როგორ დაამტკიცებს მას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. რაც შეეხება ამ ცვლილებების ინიცირებას, ამ პროცესს ხელი არ შეეშლება, რადგან პროცედურის დაწყებას 76 დეპუტატის ხელმოწერა ჰყოფნის. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ეს არის ბოლო მაშველი რგოლი, რომელსაც პოლიტიკური პროცესი ამ…

მეტი...

„ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზების სწრაფად მიღებას არ ველოდებით” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ინექციიდან განმეორებით ინექციამდე ინტერვალი 21 დღე უნდა იყოს. როგორც გაბუნიამ განმარტა, „ფაიზერის“ ვაქცინით 14 500 ადამიანი აიცრება და მათთვის შემდეგი ინექციის დოზებს შეინახავენ. „ფაიზერის“ შემთხვევაში 21 დღე არის ის ინტერვალი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ ინექციიდან ინექციამდე, ამ შემთხვევაში 3 კვირა გამოდის, მაშინ როცა, „ასტრაზენეკას“ დროს, 8-დან 12 კვირამდეა ინტერვალი. ამიტომ, ფაიზერის ის დოზები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გაიყოფა ორ ნაწილად, 14 500 ადამიანი აიცრება პირველი დოზით, დოზებს შევინახავთ რათა, ეს ადამიანები 3 კვირაში განმეორებითი დოზით აიცრან. ასე სწრაფად ჩვენ დამატებით, „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებას არ…

მეტი...

„გადაადგილების სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ მშვიდად ყოფნის საშუალება მოგვცეს“ – სპეციალისტი „მედიაცენტრ მთავარში“ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე და მიმდინარე მეწყრულ პროცესებზე

„დღევანდელი ინფორმაცია არის უფრო მეტი, რაც წინა კვირას ვიცოდით, მაგრამ კონკრეტიკისგან ჯერ ძალიან შორს ვართ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა განაცხადა. სპეციალისტის თქმით, გამოყოფილ ბლოკსა რამდენიმე ტრაექტორია აქვს, რომელიც შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით წავიდეს: „ის ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი გადაადგილდება და ეს სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს, რისი თქმის საშუალებაც გვექნება ისაა, თუ რა მდგომარეობაში იქნება დანარჩენი ზონა, ეჭვი გვაქვს,  გადაადგილდება, თუმცა ამას ჯერ – ჯერობით დაზუსტებით ვერ ვამბობთ,…

მეტი...

“მედდის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო მოკვლევას აგრძელებს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ ველოდებით ამ დასკვნის გასაჯაროებას ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ჯერ არ გავცნობივარ. მედიიდან შევიტყვე ეს ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებითაც შეიკრიბება პროფესიონალთა ჯგუფი, იმსჯელებენ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალციხეში გარდაცვლილი მედიის ადვოკატების განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მედდას ვაქცინის გაკეთებისას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მინისტრის თქმით, რეგულირების სააგენტო მომხდარზე მოკვლევას განაგრძობს, რის შემდეგაც დასკვნა გახდება ცნობილი. „რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას ზუსტი მიზეზების დადგენისთვის და შემდეგ, ისევ პროფესიული საბჭოს ფორმატში გამოვიტანთ დასკვნას. პაციენტის ჩივილის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, უნდა გავეცნოთ დეტალებს, რამდენად ადეკვატურად მოხდა პაციენტთან კომუნიკაცია და იმ…

მეტი...

„ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც უკვე საქართველოშია, სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება და 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციისთვის თითო კლინიკა ბათუმსა და ქუთაისში შეირჩა, ხოლო 4 კლინიკა თბილისში. მინისტრის ინფორმაციით,“ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. „დიდხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და ის არის საქართველოში. დოზა უცვლელი შემოვიდა, ის რაოდენობა, რომელსაც ველოდით – 29500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 230, იმერეთში – 48, ქვემო ქართლში – 23

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 230, იმერეთში – 48, ქვემო ქართლში – 23, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 093 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 545 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 399 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 027-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58 %,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 356 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 356 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 638 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 093, პისიარტესტით – 10 545. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,58 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,92 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 027 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 278 გამოჯანმრთელდა, 3 732 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 262, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 515 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 195 პირი. ამასთან, 24 მარტის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 732-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 356 პაციენტი.

მეტი...

ახალგორთან საოკუპაციო ბანერზე ახალი წარწერა გაჩნდა

ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანთან მდებარე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერზე ახალი წარწერა გაჩნდა.  ბანერზე შავი საღებავით დაწერილია GEO. სოფელი ორჭოსანი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მეტი...

კახეთში 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს – ერთ-ერთი ვერსიით, მსხვერპლი სხვაში შეეშალათ

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მსხდომი ორი პირი.  ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.

მეტი...

ახალი კონსტიტუციური პროექტით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნა ოთხ დეპუტატს შეეძლება

საპარლამენტო ფრაქციის შექმნა ოთხ დეპუტატს შეეძლება. ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური ცვლილებები მომზადდა. კონსტიტუციური პროექტის ინიცირება რამდენიმე დღეში მოხდება. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატი. ამასთან, დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას კი, 113 ხმა. ამ დროისთვის, პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას”, ორი „მოქალაქეებს”, ოთხი „ევროპელ სოციალისტებს”.

მეტი...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2021 წლის 24 მარტს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეო-მიმართვის საშუალებით წარადგინა. უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა ორივე რეგიონში შესვლის საშუალება, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავ ხელს უშლის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის შესაბამისი ანგარიშები, რომლებშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და…

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები კლინიკა “იმედის” ინვენტარიზაციის შუამდგომლობით გამოძიებას მიმართავენ

დღეს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები კლინიკა “იმედის” ინვენტარიზაციის შუამდგომლობით გამოძიებას მიმართავენ. ადვოკატებს აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა ახალციხის საავადმყოფოს შესაბამისი ტექნიკა და პრეპარატები ახალგაზრდა მედდისთვის დროულად აღმოეჩინა დახმარება. ადვოკატები  საქმის არაეფექტურად მიმდინარეობაზეც საუბრობენ და სისხლის სამართლის საქმეში არაერთ გარემოებას საეჭვოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგაც მათ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.  შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...