22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა – სტიქია გუდამაყარში

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა. მიზეზად უხვი ნალექი სახელდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით  22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს. „შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

უკრაინამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის პროკურატურამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიზეზი ანექსირებულ ყირიმში ხიდის გახსნის აღსანიშნავ კონცერტში მათი მონაწილეობაა. მომღერლებს შორის არიან გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა და რუსული ესტრადის სხვა შემსრულებლები. მათი ნაწილი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია და მის წინასაარჩევნო კლიპებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ანექსირებულ რეგიონში ხიდის მშენებლობას უკრაინა უკანონო ქმედებად აფასებს.

მეტი...

“იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ” – მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ იმ დროს როდესაც ჯერ მედიკამენტი არ არის შექმნილი, გამოსავალი ვაქცინაციაა.  “იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. ახლა, მითუმეტეს, პერიოდია, რომ მთელი მსოფლიო ელოდება უკვე მესამე ეტაპს, როდესაც შეიძლება ისევ იყოს მატება და ყველასათვის და მსოფლიოში ზოგადად მიღებულია, რომ ერთადერთი პანდემიისგან თავდაცვის საშუალება არის ვაქცინაცია და პარალელურად – მედიკამენტი. ჯერ მედიკამენტი არ გვაქვს, დარჩა ვაქცინაცია,“ – აცხადებს მარინა ენდელაძე.

მეტი...

“გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაცია არ მქონია” – გიორგი ხოჯევანიშვილი

პოლიტიკურ საკითხებზე გიორგი გახარიასთან რაიმე კონსულტაცია არ მქონია. გიდასტურებთ, რომ ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე, დღეის ჩათვლით, მასთან კარგი თანამშრომლობა, მეგობრობა მაკავშირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თუმცა, მასთან რამდენიმე დღის წინ იკონტაქტა. “ვრცლად ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რაც ბატონმა გახარიამ ბრძანა, რომ ჩვენ ყველა ვიქნებით მოწმეები, იმ საკითხებზე საუბრის, რომელსაც თვითონ ბატონი გიორგი ჩათვლის საჭიროდ მოგვიანებით და როგორც თვითონ ბრძანა, ექნება ამასთან დაკავშირებით ვრცელი საუბარი. დეტალებზე რომ მქონდეს ინფორმაცია მაინც არ ვისაუბრებდი, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიამ მოკლედ თვითონ ისაუბრა და…

მეტი...

“ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი – ეს არის ძირითადად ფორმულა, რომელსაც ოპონენტები გვთავაზობენ” – გია ვოლსკი

ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში – ეს არის ძირითადად ის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების თაობაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე ხისტი პოზიციებით გამოირჩევა. მისი თქმით, კობახიძე მოლაპარაკებებზე კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და მისი პოზიციები მთლიანად გუნდის პოზიციას ასახავს. “ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილი, ყოველ შემთხვევაში, საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ეს არის გუნდის პოზიცია. ამასთან დაკავშირებით…

მეტი...

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი. მათივე ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მეტი...

მაშველებმა 8-10 მეტრის კონსტრუქციის სახურავიდან კატა ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა უზნაძის ქუჩაზე მშენებარე საავადმყოფოს გარე ფასადის 8-10 მეტრის კონსტრუქციის სახურავიდან მიუსაფარი კატა ამოიყვანეს. ობიექტის მშენებლებმა ცხოველის დასახმარებლად სააგენტოს მიმართეს. ისინი თავიანთი ძალებით კატის გამოყვანას ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. მაშველებმა ცხოველი პოპულაციის მართვის მიზნით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. სტერილიზაციის შემდეგ, ის კვლავ თავის საცხოვრებელ არეალს დაუბრუნდება.

მეტი...

„მესამე ტალღა მოსალოდნელია“ – მინისტრი კორონავირუსის ახალ შტამზე

ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, საქართველოში „კოვიდ 19“-ის ახალი შტამის დაფიქსირება ვირუსის მესამე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, თუმცა, ადასტურებს, რომ კორონავირუსის შემდგომი შემოტევა მოსალოდნელია. „ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს. დადებითობის ის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის საყურადღებო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მეტად მობილიზებული. რა თქმა უნდა, დაწყებული ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გაგრძელდეს. მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია, გვაძლევს ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცნობილია“ – განაცხადა…

მეტი...

ვისაც ფეხბურთის ბილეთი ექნება, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებს

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებს.  „როგორც ცნობილია, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინრეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. ამასთან, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩის გამო, 01:00 საათამდე დაშვებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს,…

მეტი...

„ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა“ – გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგის პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება. „უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა. მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, განვაგრძოთ გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. „საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით…

მეტი...

მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით,  მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, პარალელურად კი  კვლევის პროცესი გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც იცით, გუშინ გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მერიის შენობაში, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები. შეხვედრაზე გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების გადაჭრის  გზებთან იყო დაკავშირებული. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები შემდგომში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მინისტრი „ასტაზენეკას“ ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა. „საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალთან მიმართებით გაისმა საყვედური, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ისინი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი…

მეტი...

„ოთხ დღეში, მეწყრული ნაპრალები 25 სანტიმეტრი არის გაწეული“ – სეისმოლოგის გაფრთხილება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე დაძრული  მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე, ტერიტორია უნდა მოსუფთავდეს და არანაირი დამატებითო მოძრაობა არ შეიძლება.   „ჩვენი რეკომენდაციაა, მიმდებარედ ნაკლებად იმოძრაონ და ტერიტორია ქვემოთ საერთოდ უნდა მოსუფთავდეს. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მოგვცეს. ქვედა ნაწილი საერთოდ უნდა მოსუფთავდეს, რადგანაც მოძრავი მასის უცაბედი დაძვრა რომ დაიწყოს, აუცილებელია, წინა ნაწილი ყოველთვის თავისუფალი იყოს“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ სპეციალურ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, პრობლემა, რომელის ფერდობზე გაჩნდა, ხელოვნურის და ის ადამიანების ხელითაა შემნილი. „ნებისმიერი ვიბრაცია  პრობლემაა. ეს არის…

მეტი...

„მეწყერი მოსულია დინამიკაში და დღეში 5 სმ-ით  მოძრაობს“ – კვლევის შედეგი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, ფერდობზე გაჩენილი მეწყერი დინამიკაშია მოსული და დღეში  5 სმ-ით მოძრაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინსტიტუტის გუნდმა, რომელიც კვლევაშია ჩართული, სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება. „სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სანტიმეტრით დღეში. ეს  საკმაოდ დიდი ციფრია. აუცილებელია ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. როდესაც ჩვენ ბუნებრივ საფრთხეს ვზომავთ, ყოველთვის განვიხილავთ არა შესაძლო საფრთხეს, არამედ უარეს საფრთხეს. ანუ, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის. ყველა სცენარი გვინდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ პასუხისმგებელი ვიყოთ მოსახლეობასთან და ქვეყანასთან. შესაბამისად, რიცხობრივად…

მეტი...

ექთნის მდგომარეობა, რომელსაც „კოვიდ 19“ ვაქცინაციის შემდეგ დაუდასტურდა, სტაბილურია

​სასჯელთაღსრულების N5 დაწესებულების ექთანს, კორონავირუსი ვაქცინაციის შემდეგ დაუდასტურდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაწესებულებაში ასევე განმარტავენ, რომ ექთანს, აცრამდე ყველა საჭირო გამოკვლევა თუ პროცედურა ჩაუტარდა. ვაქცინაცია კი კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ჩატარდა. „კონკრეტულ ექთანს, ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტირება. ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. მიუხედავად ამისა, პასუხი ანტიგენის ტესტით შემოწმდა. პასუხი ამ შემთხვევაშიც უარყოფითი იყო. შესაბამისად, ამავე დღეს მას ჩაუტარდა ვაქცინაცია. ვაქცინაციის მეორე დღეს, მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ-19“, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი ექთანსაც გამოუვლინდა. ის „კოვიდკლინიკაში“ მოთავსდა, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად, ექთნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – აცხადებენ დაწესებულებაში.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 ნეშტს გადმოასვენებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს კავკასიაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დანიელ მაკსუინს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 13 პირის გადმოსვენების საკითხს, რაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი ესწრებოდა.

მეტი...

“ტრაგიკული ფაქტის მიუხედავად, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლოებას აუცილებელი რეკომენდაცების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისივე თქმით, მხოლოდ რეკომენდაციების დაცვა პანდემიას ვერ დაამარცხებს. როგორც გამყრელიძე ამბობს, პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. „დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ გვექნა ტედენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს  და ამის შემდეგ…

მეტი...

საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის ბილეთის შეძენისას მყიდველს გადაადგილების საშვი ავტომატურად მიენიჭება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე ისაუბრეს, რომელიც თბილისში 28 მარტს გაიმართება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მატჩზე მაყურებლის 30% დაიშვება. საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, მატჩი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, ყველა პირს, რომლებიც ბილეთს შეიძენენ, გადაადგილების საშვიც ავტომატურად მიენიჭებათ. “რაგბის მატჩი, მოგეხსენებათ, გაიმართება სამ საათზე. ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ,“ – აცხადებს გიორგი ღიბრაძე. 

მეტი...

“კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ძირითადად ეს „ბრიტანული შტამია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა. როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, კვლევებით დადგენილია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული ავქცინები ახალ შტამსაც ფარავს. „ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა გამყრელიძემ. რაც შეეხება ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანის კვლევა მიმდინარეობს. „კვლევაშია რამდენიმე ადამიანი, თუმცა საბოლოო დადასტურებული არ არის. მატება გვექნება. რთულია თქმა, რამდენი იქნება –…

მეტი...

“ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს, დაჭრილია მოკლულის ქმარიც” – თურქული მედია

თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.  მოკლულის მეგობარის თქმით, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.  არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. “თეო სადისტურად მოკლეს. ის სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ქმარიც დაჭრილია და უგონო მდგომარეობით იმყოფება საავადმყოფოში. იმედია, როცა გონს მოვა მოყვება რა მოხდა სინამდვილეში. როგორც პოლიცია ამბობს, სახლში შევიდა 4 ადამიანი და მოხდა კონფლიქტი. მიზეზს არ ამბობენ. რატომ გაიმეტეს ასე ჯერჯერობით არ ვიცით. თეო მეუღლესთან ერთად მუშაობდა ფაბრიკაში,“ – ამბობს მოკლულის მეგობარი.

მეტი...

“ახალციხის კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის არის სრულად აღჭურვილი” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხის კლინიკა, სადაც რამდენიმე დღის წინ ვაქცინაციის შემდეგ ექთანი გარდაიცვალა, იმუნიზაციის პროგრამაში დარჩება. ამის შესახებ განცხადება თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, კლინიკა სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი პირობებით.  “ახალციხის კლინიკა სრულიად მომზადებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციას უპასუხოს. ახალციხის კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის არის სრულად აღჭურვილი, პერსონალი ტრენირებულია. ეს არის ისეთი ბაზისური უნარჩვევა, რასაც მესამე კურსის შემდეგ სტუდენტს სავალდებულოდ მოეთხოვება, რომ უნდა ჰქონდეს. ამდენად, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები იმაზე თუ რამდენად ანტიშოკური პირობებია ახალციხის კლინიკაში,  არ არსებობს, მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც იქნება ჩართული…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneka-ს ვაქცინით დღეს აიცრება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს აიცრება. მინისტრი AstraZeneka-ს პრეპარატს საჩხერეში, 14:30 საათზე გაიკეთებს.

მეტი...

“გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად” – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად. ამასთან, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი ცუდად. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერების პოზიციას, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, მათი 3% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 26% საშუალოდ, ხოლო 66% ცუდად. იმ მოქალაქეებიდან კი, რომელთაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს, 39%-მა თქვა, რომ პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 6% კი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს. კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 %…

მეტი...

“პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური 13%-მა დაკარგა, ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს” – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან. გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და COVID-19-ის გავლენაეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია. მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13 პროცენტი) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 პროცენტი), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს. პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსურ დახმარება მიიღო, ამბობს,…

მეტი...

პროკურატურამ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 158-ე და 333-ე მუხლებით დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ შს მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილე, კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 22 მარტიდან, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 265, იმერეთში – 84, აჭარაში – 42

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 265, იმერეთში – 84, აჭარაში – 42, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 296 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 607 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 528 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 178-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.61 %, ხოლო…

მეტი...

“შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით” – ამერიკის საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩო სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში.  “შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად,”- წერია საელჩოს განცხადებაში. ნინო ლომჯარიას ელჩი კელი დეგნანი გუშინ შეხვდა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 296, „პისიარ“ ტესტით – 6 607. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,53% ბოლო 14 დღის – 1,61%, ბოლო შვიდი დღის – 1,82%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 178 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 668 გამოჯანმრთელდა, 3 714 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 203, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 467 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში…

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის საკითხზე რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს იწყებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან ინტენსიურ შეხვედრებს იწყებს. აღნიშნულით მან ჟურნალისტების კითხვას გასცა პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს იმ ფაქტზე, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელია. „ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული და მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენ კოლეგებთან, რადგან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება ალბათ, პირველი კლინიკა, რომელსაც მე ვესტუმრები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა” – სერგეი ლაროვი

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ არსებობს. ამ ურთიერთობის მთელი ინფრასტრუქტურა ბრიუსელის ცალმხრივი გადაწყვეტილებებით დაინგრა“, – განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ინარჩუნებს ურთიერთობას, ამის ფონზე კი, რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან უფრო სწრაფად ვითარდება.

მეტი...

“ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე, ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა” – ჯანმო გარდაცვლილ ექთანზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ქართველი ექიმის გარდაცვალების საკითხზე ისაუბრეს. ჯანმოს წარმომადგენლების განცხადებით, მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოში ვაქცინისადმი ნდობის გაძლიერებას. მათივე განმარტებით, კოვიდის პრევენციის სარგებელი ბევრად აღემატება ვაქცინის რისკს. “ძვირფასო კოლეგებო, როგორც იცით საქართველომ “კოვაქს” პლატფორმის საშუალებით “ასტრაზენეკას” ვაქცინები მიიღო, რისთვისაც მადლობლები ვართ. სამწუხაროდ 4 დღის წინ ექთანი მეგი ბაქრაძე პირდაპირ ეთერში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ გართულებების გამო გარდაიცვალა. ამ ინციდენტმა “ასტრაზენეკას” ბოლოდროინდელი საერთაშორისო გამოძიების კონტექსტში საქართველოში დიდი უნდობლობა და შეშფოთება გამოიწვია. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ჯანმოს რაც შეიძლება მალე გამოეგზავნა საქართველოში მისია მომხდარის შესაფასებლად?” – მიმართა კოკი იონათამიშვილმა ორგანიზაციას. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქცია იშვიათად ვლინდება და მსგავსი შემთხვევების…

მეტი...

აშშ-ის სენატში დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, – შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. მათივე ინფორმაციით, თემაზე – „საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“ -მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს. სხდომას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე გადადგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა. კახაბერ საბანაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. “მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება. “მე შევაფასე უკვე მიღწეული პროგრესი ჩვენს შუამავლობაში ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან. დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს შუამავლობა ყველა მონაწილე მხარესთან,”- წერს “ფეისბუქში” ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 

მეტი...

“თუ გინდა მოწინააღმდეგე გაანადგურო მას დააბრალე ის რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“ – გოგი წულაია

გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელიც facebook-ის მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.  “ჩემო მეგობრებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია! პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია.  “თუ გინდა მოწინააღმდეგე გაანადგურო მას დააბრალე ის რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“ ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა გებელსები 21 საუკუნეშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ…

მეტი...