ევროპელი მედიატორი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში ისევ ბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის განცხადებით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება. მისი მიზანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგის კონკრეტულ შედეგამდე მიყვანა იქნება. „შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესამაბისი კომპრომისის მიღწევის დროა. ჩემი  წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად ისევ დაბრუნდება“, – აცხადებს შარლ მიშელი, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვეს იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მენ, მხარეების პოზიციების დასაახლოებლად და კონკრეტული შედეგის მისაღწევად, პროტოკოლით გათვალისწინებული დღის წესრიგიც შეცვალა და დაგეგმილზე დიდხანს დარჩა ქვეყანაში, თუმცა, დიალოგის შედეგად შედეგი არ დადგა.

მეტი...

27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზების შესასწავლად, შესაძლოა „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლობა ჩამოვიდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ახალციხეში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმის შესასწავლად საქართველოში თავად „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. „ფატალური გართულების შემთხვევაში, არსებობს დადგენილი წესი – შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ყველა ინფორმაციას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება საქმეზე გამოძიება, ეცნობება როგორც  „ასტრაზენეკას“, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. თავდაპირველად მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას. ეს ჩვენს შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ…

მეტი...

აქტივისტები პოლიციელს ეროვნული დროშის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში პოსტს, ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ასახულია დაპირისპირება სამართალდამცავებსა და პროტესტანტებს შორის. „ეს არის კატასტროფა,რაც ჩაიდინა გუშინ პოლიციელმა! დემონსტრანტს დროშა წაართვა პოლიციელმა და გადააგდო, ქართული დროშის დაცვისთვის გაწირული სიცოცხლეები, გიორგი ანწუხელიძე წამებით მოკლეს დროშის არ შეურაცხყოფის გამო და კიდევ რამდენმა გმირმა გაწირა საკუთარი სიცოცხლე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვისთვის?! ქვეყანა არ გვაქვს,სახელმწიფოებრიობა სულს ღაფავს! შ.ს.ს.-ს მოვუწოდებთ,დღესვე გააგდეთ ეს გარეწარი სამსახურიდან!“ – წერს კაკა კვეკვესკირი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ დაპირისპირება გუშინ მარნეულისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან, თეა წულუკიანთან, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახლად ჩამოყალიბებული სამინისტროს დაკომპლექტების, სტრუქტურის ჩამოყალიბების საკითხებსა და უმთავრეს მიმართულებებზე, რომელიც ეხება, როგორც კულტურისა და სპორტის, ასევე ახალგაზრდობის დარგს. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, ვიდრე საქართველო 2024 წელს, ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში, კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობას თავისი ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში. საქართველოს კულტურის, სპორტისა…

მეტი...

როგორ უნდა დარეგისტრირდნენ 65 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინისთვის – მინისტრის თქმით, საიტი 25 მარტს გასაჯაროვდება

რა პროცედურების გავლა მოუწევთ 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად – ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს 25 მარტს გამოაქვეყნებს იმ საიტის მისამართს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში დარეგისტრირდებიან. “მათთვის, ასევე, ხელმისაწვდომი რჩება [ტელეფონის ნომერი] 1522, სადაც ისინი მიიღებენ სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესის როგორც რეგისტრაციასთან, ასევე – ვაქცინაციის პროცესში არსებული ნებისმიერი გართულების, ან მოლოდინის შესახებ და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი, ვთვლით, რომ ისევ, როგორც ექიმებში, შეფერხების გარეშე წარიმართება,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეტი...

65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას 25 მარტიდან შეძლებენ

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 25 მარტიდან დაიწყება რეგისტრაცია ვაქცინაციის დამატებით ჯგუფებზე. “იმის გამო, რომ სამედიცინო პერსონალის აქტივობა არის ნაკლები, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 25 მარტიდან გაიხსნას რეგისტრაცია დამატებით ჯგუფებზე. ესენი გახლავთ 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები, ნებისმიერს შეუძლია დარეგისტრირდნენ და აიცრან,”-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ყველა დედის შვილის ცოდოა… ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული” – დაღუპული ექთნის მამა

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღელე და მამა ობიექტური გამოძიების წარმართვას ითხოვენ. ისინი თხოვნით მიმართავენ ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელს, რომ შეისწავლონ გარემოებები და გაირკვეს, რა იყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. “ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს, სხვა არაფერი. გავიგოთ რა მოხდა ჩემი შვილის თავზე. ყველა დედის შვილის ცოდოა… ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული. მე ბიჭი მაკლია. ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ… ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ტრაგედია არაა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის მამამ ვეფხია ბაქრაძემ. “მე 4-ის ნახევარზე დამირეკეს. სანიტარმა დარეკა თავის მეუღლესთან და მეუღლემ დამირეკა მე. რომ დავრეკე ჩემი…

მეტი...

დათა პაპას გამოსვენებისას საოკუპაციო ზოლთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილის დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. საოკუპაციო ზოლს აქეთ, დათა პაპას ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და ჩვეულებრივი  მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, რომელთაც ოჯახისთვის პირადად მისამძიმრების საშუალება არ მიეცათ. დათა პაპას გამოსვენებისას, საოკუპაციო ზოლთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.   დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა. უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მეტი...

“არც აციეს, არც აცხელეს და გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“ – გიორგი მარგველაშვილი

არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებას. კითხვაზე: აპირებს თუ არა გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას, მარგველაშვილი აღნიშნულს გამორიცხავს. „პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ. ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით,…

მეტი...

“ახალციხეში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ახალციხეში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას გრძნობს. “მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს.  ის ფაქტი, რაც მოხდა ახალციხეში, არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ ამბულატორიაში გადაინაცვლოს. ჯანმოსგან რეკომენდებულია, რომ ამბულატორიული დონეზე ხდებოდეს ვაქცინაცია”,- ეკატერინე ტიკარაძე. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მეტი...

სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის  წყალმომარაგების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტების მიმდინარეობა.  შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და წევრები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები.  „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უწყვეტად ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც კომპანიების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოცულობით ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, არსებული წყალმომარაგების სისტემების უმეტესობა ამორტიზებულია და საჭიროებს გამოცვლასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წყლის უწყვეტ…

მეტი...

“აცრას 65 წლის ზემოთ ადამიანები შეძლებენ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ცვლილებებია და აცრას 65 წელს ზემოთ ადამიანები შეძლებენ. “მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, რა იქნებოდა საქართველოში ვაქცინაციასთან მიმართებაში ახალი ტაქტიკა.  მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ 65 წელზე ზემოთ მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა.  ეს არის ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვანია,”-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე.

მეტი...

“გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო” -ალეკო ელისაშვილი

დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, თუკი გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ. ელისაშვილის თქმით, გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს და გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს. “ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, რომ მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ზუსტად ვინ არის მისი კადრი, არ ვიცი. გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა, სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი...

ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დღეს ახალი გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი

ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა მიმდინარეობს,  ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ექსპერტთა სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს. მინისტრი უხელმძღვანელებს ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრასაც. “ვიმსჯელებთ, როგორი იქნება ის სქემა, რომლითაც ჩვენ შეუფერხებლად გავაგრძელებთ ვაქცინაციას პანდემიის დაძლევისთვის”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა. შეხვედრების დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი.

მეტი...

უცნობია ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია, ანუ დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. „კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დათა პაპას გარდაცვალების გამო ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო და დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს მარტს…

მეტი...

„ვიზიარებ ნაციონალების მწუხარებას ბადრი ჯაფარიძის მიერ გაცრუებული იმედების გამო“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში „ლელოს“ ერთ – ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინტერვიუს ეხმაურება: „ვიზიარებ ნაციონალების მწუხარებას ბადრი ჯაფარიძის მიერ გაცრუებული იმედების გამო, ელისაშვილის გამო მისამძიმრება აღარც ღირს,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის ბადრი ჯაფარიძემ გუშინ ერთ – ერთ ეთერში აღნიშნა, რომ მიხელ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს.

მეტი...

“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ” – გიორგი გახარია

არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. „გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, “- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.

მეტი...

დათა პაპა ხურვალთიდან – მას ასე იცნობდნენ

 წლების განმავლობაში ის ფაქტობრივად ერთადერთი ეთნიკური ქართველი იყო, რომელიც არა მარტო ქართველ ჟურნალისტებს, არამედ პრეზიდენტებს და საერთაშორისო მაღალჩინოსნებს ინტერვიუებს აძლევდა. ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინში იწვა. 2013 წელს, როდესაც რუსმა ოფიცრებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიების გასწვრივ ფიზიკური ბარიერების გავლება დაიწყეს, ხურვალეთელი დავით ვანიშვილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. სასაზღვრო ხაზმა მის სოფელში, ხურვალეთში გაიარა და სოფელი ორად გაყო. ვანიშვილის სახლი ცხინვალის მიერ კონტროლირებად მხარეს მოექცა. 80 წლის ასაკში ვანიშვილს უნდა აერჩია, თუ სად გააგრძელებდა ცხოვრებას – საკუთარ სახლში, რომელიც ოსების და რუსების კონტროლქვეშ რჩებოდა, თუ თბილისის მიერ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 85, იმერეთში – 22, გურიაში – 11

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 85, იმერეთში – 22, გურიაში – 11, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 185 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 396 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75% „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 192 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 710-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 170 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 185 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 993, პისიარტესტით – 3 192. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,56 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 369 გამოჯანმრთელდა, 3 710 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 204, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 460 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 173 პირი. ამასთან, 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 189 პაციენტი.

მეტი...

დათა ვანიშვილის სამძიმარზე მხოლოდ საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებნი მივიდნენ

დღეს დათა ვანიშვილს დაკრძალავენ. მიმდებარე ტერიტორიას ქართველი სამართალდამცველები იცავენ. გარდაცვლილის მეუღლის ინფორმაციით,  მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მისულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეფერხების გარეშე გაატარებენ. თუმცა, ამ მომენტში, დათა პაპას ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად მხოლოდ ის ადამიანები მივიდნენ,  რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. შეგახსენებთ, რომ დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა. უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მეტი...

მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები დღეს ჩამოვლენ

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები დღეს ჩამოვლენ. მერიის ინფორმაციით. ექსპერტები სამუშაოებში, სავარაუდოდ, ხვალიდან ჩაერთვებიან. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

მეტი...

“საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, ჩემი სიტყვები გაიხსენეთ ორ კვირაში” – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, – ამის შესახებ პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვისას საუბრობს. „საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო – დიახ, გიორგი ფხაკაძე მისი ე.წ „აფერისტული განათლებით და ექსპერტიზობით ფიქრობს. ტალღის დაწყება არ ნიშნავს, რომ ქვეყანას 10 000 ადამიანი უნდა ჰყავდეს ინფიცირებული. ტალღა ნელ-ნელა გეპარება. ჩემი სიტყვები გაიხსენეთ 2 კვირაში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მეტი...

“ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება” – ევროკომისარი

ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება და კოვიდ 19-ის იმუნიტეტის მიღწევა მთელ კონტინენტზე ევროპული წარმოების ვაქცინის გამოყენებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ”Sputnik V საერთოდ არ გვჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება და შესაბამისად, 14 ივლისისთვის იმუნიტეტის მიღწევა მთელი კონტინენტის მასშტაბით შევძლოთ”, – აღნიშნა ბრეტონმა. ევროკომისარის ამ კომენტარს რუსული ვაქცინის მწარმოებელი გამოეხმაურა და ბრეტონი სუბიექტურობაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Sputnik V ვაქცინის ექსპერტიზის პროცედურა მარტის დასაწყისში დაიწყო.

მეტი...

უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა ო.რ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით უკანონო იარაღი გადაჰქონდა. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1000-მდე საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

ნუცუბიძის პლატოზე, კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში გვიან ღამით ხანძარი იყო. ცეცხლი ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-14 სართულზე, ბინაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო რამდენიმე ადამიანმა. ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია. ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი მოკლე ჩართვაა, რასაც წინ უძღოდა დენის ხშირი ცვალებადობა. თავად სახლის მეპატრონე კი ამბობს, რომ ცეცხლი ჭაღიდან გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად ბინას მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები.

მეტი...

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს, დათა პაპას დღეს დაკრძალავენ

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს, 88 წლის ასაკში გარდაცვლილ დათა პაპას დღეს დაკრძალავენ. ოკუპანტის აგრესიული პოლიტიკის გამო, ადამიანები ამ დღეების განმავლობაში ჭირისუფალთან მისვლას ვერ ახერხებდნენ. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მისულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეფერხების გარეშე გაატარებენ. დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა. უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მეტი...