ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი და  ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური თქმით, ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა. „მინდა ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას.  ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი – „ქართული ოცნება“ უდგას გარანტად. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ…

მეტი...

„მოხსენით კომენდანტის საათი“ – აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მოძრაობა ,,სოცაფეთქება” მთავრობის კანცელარიასთან, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ და სარჩელის შეტანას გეგმავენ. სლოგანით: „მოხსენით კომენდანტის საათი”, ,,გადავარჩინოთ ტურიზმი,” „დავიცვათ ბიზნესი“ აქციას ათეულობით მონაწილეობს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ე.წ. კომენდანტს საათი არაკონსტიტუციურია და ის მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს. ,,თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს ,,ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლის მიხედვით, პარლამენტმა გადასცა მთლიანი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა მთავრობას“ – განუცხადა…

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი ექთნის დედა იტალიიდან დაბრუნდა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც წამლებს ხმარობდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვაქცინაციამდე ექთანს თავის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც გარკვეული მედიკამენტი მიიღო. სწორედ იმის მოკვლევას ითხოვენ, რა პრეპარატი მიიღო მან, ვინ მისცა ეს პრეპარატი და რატომ ჩაუტარდა ვაქცინაცია წამლის მიღების შემდეგ. „რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, არის ის, რომ მეგის ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა. კლინიკაში რაღაც წამალი მისცეს, რომელიც მეგიმ დალია. გასარკვევია, რა წამალი დალია, ვინ მისცა და რატომ არ დაინტერესდნენ იმით, რომ ვაქცინაციამდე გარკვეული პრეპარატი…

მეტი...

“კოვიდ 19”-ით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 700 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 15, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით იფიცირების 262 შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 595 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 328 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 262 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 480-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.20 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.55 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 189 პირი, ხოლო ჯამში…

მეტი...

ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დარგვის აქცია გაიმართა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად, ქუთაისის შშმ ბავშთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფეციარები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა 30-მდე კვიპაროსისა და ფიჭვის სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ. მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ტყის მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის, ასევე, ქვეყნის განვითარებაში ტყის როლის შესახებ ეკოგკვეთილიც ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებისგან მიიღეს. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971…

მეტი...