გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. როგორც ოჯახის ინტერესების დამცველმა ვახტანგ ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ოჯახს შესაძლებლობა ეძლევა, ყველა მასალას სრულად გაეცნოს. „დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ გამოძიების მასალებს. ასევე ვითხოვთ, იმუნოლოგიის ცენტრში შენახულ სისხლის ნიმუშს ჩავუტაროთ ექსპერტიზა. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას, რომ ნიმუში ინახებოდა. გამოძიებამ განჩინება უკვე გაამზადა ამ ნიმუშის ამოსაღებად“ – გვითხრა ადვოკატმა.

მეტი...

ევროკავშირის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეჩერებაზე ფიქრობს

ევროკავშირი  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ექსპორტი შეჩერებას განიხილავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფარმაცევტული კომპანია  ვალდებულებას არ შეასრულებს. ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია ვალდებულებას არ ასრულებს და განსაზღვრულ დოზებს დროულად ვერ უზრუნველჰყოფს. “გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავკრძალოთ დაგეგმილი ექსპორტი. ეს იქნება გზავნილი „ასტრაზენეკასთვის“ – აცხადებს  ევროკომისიის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დაპირებული დოზების მხოლოდ 30% მიიღეს. შეგახსენებთ, რომ კომპანიასთან პრობლემები სხვა ქვეყნებსაც შეექმნათ და მიზეზი დაპირებული დოზების დროულად ვერმიწოდება გახდა. 

მეტი...

„ბორჯღაოსნებმა“ რუსეთი დაამარცხეს

კალინინგრადში, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთს მოუგო. ქართველებმა რუსეთის ნაკრები 23-6 დაამარცხა. დავით ნინიაშვილმა კი ლელო დადო. მატჩში პირველი ლელო 29-ე წუთზე გავიდა.  შეხვედრის პირველი ნახევარი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით 16:3 დასრულდა. რაც შეეხება მე-2 ტაიმს, შეხვედრის მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა მე-3 ლელო დადო და საბოლოოდ, ქართველებმა რუსეთის ნაკრები 23-6 დაამარცხა.

მეტი...

„ვაშლიჯვრის ფერდობები წარმოადგენს ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს“ – გეოლოგი

ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე გაჩენილი ნაპრალები ახალი არ არის და იქ გარკვეული გართულებები ყოველთვის მიმდინარეობდა. „ვაშლიჯვრისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობები ისტორიულად ძალიან შორეულ გეოლოგიურ წარსულში ჩამოყალიბებული ფერდობებია და ის ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს წარმოადგენს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივად გარკვეული გართულებები, რადგან, ის არასტაბილური ბლოკია თავისი გენეზიდან გამომდინარე. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები და ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია. ათეული წელია არსებობენ და არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართ არ არსებობს“ – განაცხადა გეოლოგმა. მისივე…

მეტი...

„ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა“ – დაავადებათა კონტროლი  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  ანაფილაქსიურ რეაქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. „ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას“, – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი  27 წლის ექთნის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

„რიგი ექსპერტების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება“ – თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, მერიის მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართა. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ  ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში…

მეტი...

პროტესტი, ვადამდელი არჩევნები და კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან – ოპოზიცია აქციებს აახლებს

ოპოზიციური პარტიები დღის წესრიგს ამკაცრებენ, აქციების განრიგს ათანხმებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდიან. როგორც „ეროვნული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა ვადამდელი არჩევნები მათი ეროვნული ამოცანაა. „დიახ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას. შემაჯამებელი აქცია 15 მაისს, თბილისში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, არსებული რეჟიმი საკუთარი საზოგადოების ზეწოლას არ ექვემდებარება, რადგან, მისთვის მთავარია ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა. „ეს ფასი ძალიან მძიმეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ…

მეტი...

„იმედგაცრუებული დავრჩი… პრემიერ-მინისტრს მოლაპარაკების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება“ – ევროპარლამენტარი

„ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო“ – აცხადებს ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიანესი „ამერიკის ხმასთან“  ინტერვიუში და იმედგაცრუებას გამოხატავს წარმართული პოლიტიკური პროცესების გამო. მისი თქმით, ევროპელი ლიდერების ჩართულობით ამგვარი მოლაპარაკებების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მარტო არ არის, რომ საქართველოს ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განიხილავენ. „ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. ხუთშაბათის შემდეგ, იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  269 784-მდე.

მეტი...

კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  277 218-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.49%.

მეტი...