„არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნა უსაფუძვლოა“ – არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. ევროპელი დიპლომატის მონაწილეობით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არჩევნების საკითხი არ განიხილება. “პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო.  მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია იცით. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება”, – განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქარველოში სამართლიანი…

მეტი...

„მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს“ – ირაკლი კობახიძე

ევროპელი მედიატორის ჩართულობით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააცხადა, ყველაფერი კარგად მიდის, მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩაშლისთვის მიზეზები არ მოძებნოს. „ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა. გახსოვთ, ბორელის განცხადებების შემდეგ მოაყოლეს შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. იმედი გვაქვს, ხვალ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება განხილვა“, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა კობახიძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ევროპული…

მეტი...

“შეთანხმებამდე კიდევ შორია” – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ამას მოელოდა. მისივე თქმით, რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა.  “იყო რთული საუბარი, რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ ჯერ შეთანხმებამდე კიდევ შორია. საუბარი ხვალ გაგრძელდება. შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.  ასევე, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ პარტია “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება მანამდე არ იქნება, სანამ ყველა საკითხი არ იქნება განხილული. 

მეტი...

“გუშინ ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რაც მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას” – ინეს სტონტელბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდების შესვლა მიზნად ისახავს საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას. „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ერთობლივი ტრენინგებისა და წვრთნების გაძლიერებას და ავამაღლებთ სიტუაციის შესახებ ცნობირებას, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. გუშინ ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას, რათა მათ ერთობლივად შეძლონ მუშაობა, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად წვრთნების ჩასატარებლად. ნატო-ს ხომალდების ეს ვიზიტი და ერთობლივი წვრთნები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკული თანამშრომლობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატ-ოს გენერალური მდივნის…

მეტი...

“არ დავეთანხმები ბატონ ნათელაშვილს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხზე” – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის არ ეთანხმება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას მოლაპარაკების ფორმატის დატოვების თაობაზე. მისი თქმით, მოლაპარაკებების ტექნიკაა ისეთი, რომ საუბარი დაიწყოს ისეთი თემების განხილვით, სადაც პოზიციების დაახლოვების შესაძლებლობა მეტია.  “მე არ დავეთანხმები ბატონ ნათელაშვილს ამ შემთხვევაში, რადგან მოლაპარაკებების ტექნიკა არის ასეთი, რომ არსებობს საკითხები, სადაც მხარეებს შორის პოზიციების დაახლოვება და შეთანხმება უფრო მარტივია და არსებობს უფრო რთული საკითხები. უბრალოდ, მოლაპარაკების ტექნიკის საკითხია, რომ საუბარი იწყება უფრო ადვილად გადასაჭრელ საკითხებზე და შემდეგ პროცესი მიდის პოლიტიკურად უფრო რთულ და იმ საკითხებზე, სადაც მხარეებს სხვადასხვა პოზიციები აქვსთ. მე არ…

მეტი...

“მჯერა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან დიალოგი გრძელდება. “ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ, აქ, გუშინ მოისმინეთ, ის განცხადება, რომელიც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰეის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მას სჯერა იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, რათა ხვალინდელი დღე საქართველოს მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი. “აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ, ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ…

მეტი...

“ჩვენი შეშფოთების საგანია, როცა ვხედავთ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას” – იენს სტოლტენბერგი

ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ვხედავთ მოვლენების ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ნატო-სთვის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდენს თუ არა გავლენას არსებული კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ფასეულობებზე, როგორიც კანონის უზენაესობა და დემოკრატიაა. „ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია,…

მეტი...

“პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ” – იენს სტოლტენბერგი

პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. „პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკის და ქმედების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის…

მეტი...

“ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი და ინტეგრაციის პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ქვეყანა არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. „დიდი მადლობა, ბატონო იენს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის ნატო-ს შტაბბინაში. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით, მაქვს პატივი, რომ განვიხილო…

მეტი...

“NATO გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოს საზღვრების აღიარებას” – იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა ბრიუსელში ცოტახნის წინ დასრულდა.  NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს საზღვრების აღიარებას გააგრძელებს. “ჩვენი ძალები რასაკვირველია მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში და ეს გახლავთ უსაფრთხოების ძალები, რომლებიც გამიზნული არიან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და მშვიდობა და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს წვლილისთვის, რომელსაც ის წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ავღანეთში. შეხვედრის შემდეგ ასევე შეხვედრა იქნება ჩანიშნული მოგვიანებითაც, NATO-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა იქნება და ჩვენ მზაობას ვაცხადებთ ჩვენი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე საქართველო-NATO-ს არსებითი…

მეტი...

“ალიანსისთვის მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხი, იმედია ქვეყანა გამოსავლის პოვნას შეძლებს” – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე კომენტირებისას ახსენა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას შეძლებს.  მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო დაფუძნებულია ისეთ ფასეულობებზე, როგორიცაა დემოკრატია და თავისუფლება, და სწორედ ამიტომ, ნატოს ყურადღების ცენტრშია ის მოვლენები, რომელიც დღეს საქართველოში ხდება.  “ნატო გახლავთ ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც გახლავთ დემოკრატია და თავისუფლება, ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელიც საფუძვლად უდევს ალიანსს. სწორედ ამიტომ, მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების, რეფორმების განხორციელების, სხვადასხვა ინსტიტუტების გათანამედროვების, მართლმსაჯულების სისტემის კუთხით.…

მეტი...

„მოლაპარაკებებს დავუბრუნდები, როცა მელია გამოვა, თუ ეს არ შესრულდა, გამოდის ოპოზიციამ ვერ შეასრულა დაპირება ხალხთან – ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში“ – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებების მაგიდა პროტესტის ნიშნად დატოვა. „სახლის აშენებას იწყებენ სახურავით, უკანონოდ დაპატიმრებული მელია არ ზის ჩვენთან მაგიდაზე, მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების რაუნდებს, როცა ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი,“ – ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ გააკეთა, მისივე ინფორმაციით რიგგარეშე არჩევნები და პატიმრები მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს: „ჩვენ გვყავს კრემლის ხელისუფლება და მათი ინტერესების გამტარებელი, მოლაპარაკებებს დავუბრუნდები, როცა მელია გამოვიდა, თუ ეს არ შესრულდა გამოდის, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა დაპირება ხალხთან, მე ვთქვი ჯერ უნდ გაგვერკვია ახალი არჩევნების თარიღი, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგია ხელისუფლება და შესაბამისად მიდის დროის გაყვანა და…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი კონსტრუქციულ ოპოზიციას მიმართავს და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

“მჯერა, იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, რათა ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი” – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე შეფასებით, არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვების ნიშნები არ არსებობს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ, აქ, გუშინ მოისმინეთ, ის განცხადება, რომელიც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰეის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მას სჯერა…

მეტი...

„ეს შეთანხმება არის ევროპის პასუხისმგებლობა“ – ხათუნა სამნიძე

ევროკავშირის ოფისში, ევროპელი დიპლომატის მედიატორობით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადეს, განსახილველი საკითხებიდან ე.წ. პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ უნდა ამოვარდეს. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის  პოზიციები დაახლოვდება და მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება. „ეს შეთანხმება არის ევროპის პასუხისმგებლობა. ინიციატივა საკუთარ თავზე პირადად აიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელმაც პირველად შეგვახვედრა. ასევე, პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამიტომ, ვიტყოდი, მოლაპარაკებების შუა ეტაპზე ვართ, ბოლოსკენ მივდივართ. ჩვენი, ოპოზიციის პოზიციები მედიატორისთვის, დანიელონისთვის ცნობილია. ველოდებით,…

მეტი...

ენმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

კიდევ ერთი მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად – ენმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ავტომობილებით რუსთავის ციხის მიმართულებით დაიძრნენ. მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, საუბარია ნიკა მელიასა და ასევე გიორგი რურუაზე. “ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური ოჯახი არის მთავარი დამნაშავე. დღეს საქართველოში თუ რამე ცუდი ხდება ქვეყნისა და ხალხის საზიანოდ – ეს ადამიანი და მისი ოჯახი არის ამაში დამნაშავე,“ – აცხადებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის და შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. “პოლიტიკური კრიზისის…

მეტი...

„შეთანხმების დოკუმენტში ექვსივე საკითხი უნდა მოხვდეს“ – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ოფისში უკვე მივიდნენ და შეხვედრისთვის ემზადებიან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებელის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტიდან არც ერთი საკითხი არ უნდა ამოვარდეს.   „ჩემთვის პრინციპულია ექვსივე საკითხი აუცილებლად იყოს ამ დოკუმენტში და თითოეულ ამ საკითხზე უნდა იყოს შეთანხმება.  რა თქმა უნდა, ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას. ყველა საკითხი, უკლებლივ უნდა იყოს დოკუმენტში. ის, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ამოვარდება ამ დოკუმენტიდან, ან,  პატიმრების საკითხი შეიძლება ამოვარდეს და სხვა საკითხებზე მოხდეს შეთანხება, ამისი ერთ პროცენტიან შესაძლებლობასაც არ ვუშვებ. ეს არის არასწორი წარმოდგენები მოლაპარაკების საკითხზე. ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად,…

მეტი...

„პოლიტპატიმრების“ გამოშვება და ვადამდელი არჩევნები – ოპოზიციის ულტიმატუმი

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა სულ რამდენიმე წუთში იწყება. ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობისგან კომპრომისს ითხოვს და ორ ძირითად საკითხზე ელოდება მოლაპარაკებას. „იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიდნენ „პოლიტპატიმრები“ და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები . ეს არის მთავარი საკითხები. თუ ამ საკითხებზე არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და არ იქნება კომპრომისი, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღდეგ და შეთანხმება არ იქნება“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა მედიასთან, შეხვედრის დაწყების წინ.  

მეტი...

ევროპელი მედიატორის მონაწილეობით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია დღეს შეიკრიბება

“ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიების ლიდერების შეხვედრა ჩაინიშნა. პოზიცია და ოპოზიცია ევროპელი მომლაპარაკებლის მონაწილეობით შეიკრიბება. შეხვედრა ევროკავშირის ოფისში 16:00 საათზე შედგება. შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მანამ დარჩება, სანამ მხარეები კონკრეტულ შეთანხმებამდე არ მივლენ. შვედი დიპლომატის მონაწილეობით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია დღეს პირველად იკრიბება. 

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სვენ მიკსერს შეხვდა

ბრიუსელის ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიკსერს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები. ირაკლი ღარიბაშვილმა სვენ მიკსერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს და ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა პროცესში მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა პარტნიორებისთვის. აღინიშნა, რომ მხარეებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მიღწეულ იქნას კომპრომისული გადაწყვეტილება…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი როლზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს იმ ძალისხმევისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია,…

მეტი...

“ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი ეტყობა” – “ნაციონალური მოძრაობა”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული. „გასროლას ჰყავს თვითმხილველი – თანამშრომელი, რომელიც იმ მომენტში გარეთ იმყოფებოდა. სროლა თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან განხორციელდა. ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი ეტყობა“, – განაცხადეს პარტიაში.

მეტი...

“გადავწყვიტე არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში” – დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ამ გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.  დავით ბაქრაძე წერს, რომ შეხვედრისას პარტიას გიგა ბოკერია წარმოადგენს.  “მინდა წინასწარ განვმარტო მიზეზი, რატომ არ მივიღებ მონაწილეობას დღეს ბატონ დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია “ევროპულ საქართველოს”, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციითმ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მარინა კალიურანდმა პრემიერ-მინისტრს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წარმატებული შედეგები მიულოცა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ მიმართოს ძალისხმევა, რათა პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულ გარემოში და მიღწეული იყოს კონსენსუსი. ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და თავიანთი ნაბიჯების გადადგმისას ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებით იხელმძღვანელონ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და…

მეტი...

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ქალზე ფიზიკურად იძალადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს…

მეტი...

„ჩახურული, უკვე გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია” – მამუკა მდინარაძე არჩევნების ლეგიტიმაციაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები სამართლიანია – განცხადებებით, კონკურენტულია და თავისუფალია – დასკვნებით, საერთო ჯამში, ლეგიტიმურია მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. „ჩახურული, უკვე გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია, ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი. სამართლიანია – განცხადებებით, კონკურენტულია, თავისუფალია – დასკვნებით, ეს ყველაფერი გვაძლევს ერთობლიობაში იმის განცხადების საშუალებას, რომ ლეგიტიმურია…

მეტი...

პოლიციამ გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით დააკავა

სამართალდამცვლებმა გოგი წულაია დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ის სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებენ.

მეტი...

„კანდელაკის “ნაბიჭვარმა” შვილმა ცემით ახალგაზრდა ბიჭი რომ მოკლა და 9 თვეში ციხიდან “გამოაძვრინეს” მაგაზე კაციშვილს რეაქცია არ ჰქონია“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„უცნაური ხალხი ვართ. მთელი ფბ-საზოგადოება და თბილისი იმას განიხილავს, გორში ლურჯი ავტობუსის მძღოლი პირად საქმეზე წავიდა და მგზავრებიც თან გაიყოლაო. მოკრივე კანდელაკის “ნაბიჭვარმა” შვილმა ცემით ახალგაზრდა ბიჭი რომ მოკლა და 9 თვეში ციხიდან “გამოაძვრინეს” მაგაზე კაციშვილს რეაქცია არ ჰქონია,“ – აღნიშნული პოსტით „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი გიორგი კანდელაკის შვილის, თარაშ კანდელაკის ციხიდან გათავსუფლებას ეხმაურება, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პროკურორი, როდესღაც პასუხს აგებს: „თავის დროზე მაგ საქმის პროკურორიც წავა ციხეში 9 თვიანი ვადის ხელოვნურად გაშვების (თუ მეტი არა) გამო და კანდელაკის შვილიც უკან შებრუნდება, დიდი ალბათობით მამამისიც უკან მიჰყვება საქმის ჩაფარცხვისთვის.…

მეტი...

“COVID-19 დაფიქსირდა 46 ბაგა-ბაღში” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ტესტირებების ფარგლებში კორონავირუსის შემთხვევები მთლიანობაში 46 საბავშვო ბაღში გამოვლინდა და შესაბამისად მოხდა ბაღების დახურვაც. კახა კალაძის თქმით, ამ ბაღებიდან 4-ში უკვე განახლდა სააღმზრდელო პროცესი: “ყოველდღიურად ჩვენ მაქსიმალურად ვაკვირდებით პროცესებს ხდება ტესტების აღება და დაფიქსირდა 46 ბაგა-ბაღში პერსონალს და ასევე იყო შემთხვევებიც, რომ ბავშვებს დაუდასტურდათ COVID-19, შესაბამისად მოხდა ამ ბაღების დახურვა, თუმცა 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი და ეტაპობრივად ხდება ტესტირება და ბაღების გახსნა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. „ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია: „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში“. ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს…

მეტი...

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ. „დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როგორც იცით, გარკვეულ ქუჩებზე ეს სისტემა უკვე მოქმედებს. ჩვენ ამ პროგრამას განვაგრძობთ და ის უკვე ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად…

მეტი...

კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის პოზიციაზე ირინე დანელიას კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირინა დანელიას კანდიდატურა წარადგინა. დედაქალაქის მერმა უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ უფროსს, თამაზ დარჩიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ირინა დანელია. ის გახლავთ გენეტიკოსი, ბოტანიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მაღალი რანგის სპეციალისტი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად წაადგება ბოტანიკურ ბაღს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. ამ თანამდებობაზე თამაზ დარჩიძე მუშაობდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის. ის მერიაში, „ეკოსერვის ჯგუფში“ განაგრძობს მუშაობას, სადაც ამ…

მეტი...

„შეხვალ და ელისაშვილი მონაგონი იქნება“ – პროტესტანტები გიგა ბოკერიას

„ყველა ოპოზიციონერ ლიდერს მოვუწოდებ, მოვიდნენ კარავში და ინხულონ ის ხალხი, ვინც თვეობით იმყოფება კარავში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, ირაკლი გვალიამ განაცხადა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რამდენიმე თვე უკვე ქუჩის პროტესტის რეჟიმშია გადასული, ლიდერებს ურჩევენ ხალხის აზრი იკითხონ, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ: „მოვიდნენ აქ ლიდერები, უმრავლესობა არ არის ნამყოფი, ნახონ როგორ ვართ აქ, მოვიდნენ და ისე გადაწყვიტონ რას აპირებენ, ბოკერიას პოზიციას მინდა გამოვეხმაურო, თუ ამბობს, რომ გაყალბებულ პარლამენტში შევა ეს არის ბლეფი და ბიძინას თამაში, სხვა არაფერი გაუკეთებია ელისაშვილს, მაშინ, როცა მელია ციხეშია და ვინმე პარლამენტში…

მეტი...

“გასულ წელს ნატო აგრძელებდა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას” – იენს სტოლტენბერგი

2020 წლის განმავლობაში ნატო-ს წევრები აგრძელებდნენ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და შემდგომი სამიტების შესაბამისად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს, მზად არის და შეუძლია მიიღოს ალიანსის წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები და რომელთა ჩართვა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ტერიტორიის უსაფრთხოებას. ანგარიშში საქართველოს საკითხს ცალკე ქვეთავი ეძღვნება, სადაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეა საუბარი. „გაგრძელდა პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საქართველოს ნატო-ში საბოლოო…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 199 თბილისში, 65 იმერეთში, 30 კი კახეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 199 თბილისში, 65 იმერეთში, 30 კი კახეთში გამოვლინდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625  „პისიარ“ ტესტით. „დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 167 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 313 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 პროცენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625  „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 665-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 167 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 542, „პისიარ“ ტესტით – 8 625. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,34%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 006 გამოჯანმრთელდა, 3 665 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 224, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 405 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...