“გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით” – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება.  ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიატორი არცერთ ისეთ წინანადადებას არ აყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.  “სამწუხაროდ გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება, ხვალაც გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები. ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით. შესაბამისად არის საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები ყველა მიმართულებით, ყველა ასპექტში და გვაქვს კვლავაც იმედი, რომ ეს შეხვედრები დასრულდება შედეგით, შეთანხმების ხელმოწერით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხი საერთოდ არ იქნება განხილული მოლაპარაკების დროს. “პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში ხელს უშლის შეთანხმებას, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მეორეს მხრივ აყენებს მოთხოვნას, მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია. ანუ წარმოიდგინეთ ერთი ხელით, როდესაც გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ, რომ პოლიტიკური დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაათავისუფლონ, ეს ალბათ გესმით, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას…

მეტი...

შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია – დანიელსონისა და “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა დასრულდა

კრისტიან დანიელსონისა და “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა.  პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება  იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. “გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება, განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში. ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“მზად ვარ სრულად ჩავერთო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თოთოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან” – ვიოლა ფონ კრამონი

მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი დაანებონ პარტიულ ინტერესებს და დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. მისი თქმით, მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში. “ევროპარლამენტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ, მე მთლიანად ვუჭერ მხარს ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს. ევროკავშირის მედიაციის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად და შემდგომი რეფორმებისკენ გზის გასაკვლევად“ , – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა.…

მეტი...

„მათ არაფერი წარმოუდგენიათ გარდა იმისა, რომ გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე  

ირაკლი კობახიძემ იმ სამუშაო პროცესზე მოკლე კომენტარი გააკეთა, რაც ევროპელი მედიატორის მონაწილეობით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს. როგორც კობახიძემ განმარტა, ყველა პუნქტი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან სამუშაო დოკუმენტის სახით დევს, მმართველი გუნდის წარმოდგენილია და ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია. „ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი. არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან. ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა, ისიც მათი მხრიდან ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად, რადგან ეს არის…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე, ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

„ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე“ – ამირან გამყრელიძის სპეციალური მიმართვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე  სამედიცინო პერსონალს მიმართავს და მოუწოდებს ჩაიტარონ ვაქცინაცია. „მედიაცენტრი მთავარი“ ამირან გამყელიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: „ძვირფასო კოლეგებო, მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების ღვაწლი ფასდაუდებელია, რომელთაც ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უწევთ ამ უხილავ და ვერაგ მტერთან ბრძოლა. მინდა, თითოეული თქვენგანის წინაშე ქედი მოვიხარო და ყოველ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა გაწეული შრომის, პროფესიული თავდადებისა და საქმისადმი ერთგულებისთვის. საქართველოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი აღემატება 275 ათასს. დაინფიცირებულთა 97 პროცენტი გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დაავადებას შეეწირა სამი ათასზე მეტი საქართველოს…

მეტი...

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო

ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი გადაჭრის გზები იქნება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ევროპულმა საბჭომ, კოვიდრეგულაციების გამო, შენობაში მედიის გადაადგილება შეზღუდა. აქედან გამომდინარე, მედია ინფორმაციისთვის მთავრობის წარმომადგენლებისა და უშუალოდ, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს დაელოდება. 

მეტი...

“მგონი დროა რუსთაველზე გაშლილ კარვებში შიგნიდან კედლების აგურით ამოშენება დავიწყოთ” – ირაკლი ოქრუაშვილი

ოპოზციის ნაწილი მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს ეხმაურება და ვარაუდობს, რო მ ქვეყანას გრძელვადიან პროტესტის რეჟიმში მოუწევს ცხოვრება: „ისეთი პირი უჩანს მოლაპარაკებებს, რომ მგონი დროა რუსთაველზე გაშლილ კარვებში შიგნიდან კედლების აგურით ამოშენება დავიწყოთ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

“ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შეფასებით, რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა მელია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ციხიდან ეხმაურება და აღნიშნავს, საქართველოს ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა სჭირდება, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და პრობლემების მოგვარებას შეძლებს. „რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. „ქართულ ოცნებას” ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად , რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს, აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და…

მეტი...

“ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა, ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა” – ნიკა მელიას წერილი

ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა. როგორც ენმ-ს თავმჯდომარე წერს, ციხიდან თვალყურს ადევნებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.  ნიკა მელიას აზრით, კრიზისიდან გამოსავლის უმთავრესი გზა საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ ნაბიჯის გადადგმაა, რომლისკენაც მათ დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. “გამარჯობა ყველას, მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა, საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი… მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა, ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ… ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა. ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამერეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების…

მეტი...

“პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ” – ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს

ნიკა მელია რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს და ქვეყენაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.  ნიკა მელიას აზრით კრიზისიდან გამოსავლის უმთავრესი გზა, საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ ნაბიჯის გადადგმაა, რომლისკენაც მათ დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. “გამარჯობა ყველას, მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა, საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი… მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა, ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ… ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა. ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამერეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ…

მეტი...

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი “CRISTOBAL COLON” (ესპანეთი), “REGINA MARIA” (რუმინეთი), “KEMALREIS” (თურქეთი) და “SMELI” (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე…

მეტი...

“ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ” – ოპოზიცია

ოპოზიციის პოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უცვლელია. კრისტიენ დანიელსონთან შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებმა სწორედ ეს ორი საკითხი მიიტანეს. უცვლელია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. “მე ვერ წარმომიდგენია, რომ პატიმრები ისევ ციხეში დავტოვოთ და ამაზე გვქონდეს საუბარი და ამას ვაფიქსირებ ამ შეხვედრაზეც. რა იქნება დანარჩენი სხვა მხრიდან ამაზე ვიტყვით. ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს გავაკეთოთ”,- განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

“ჩვენი საბოლოო მიზანია გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დაწყების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. “შევხვდებით ბელგიის, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლეს წარმომადგენლებს. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნამდვილად აღსანიშნავია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი,”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დღეს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

მეტი...

“ზედმიწევნით ვიცავთ ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებას, რომ საკითხებზე არ ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ასე არ ხდება” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წითელ ხაზებზე და არც სხვა დეტალებზე საუბარი არ შეიძლება. მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს, მოლაპარაკებების პროცესში რა საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია და რას სთავაზობს მმართველი გუნდი ოპოზიციას. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს. „ოპტიმიზმის საფუძველს თუ რამე გვაძლევს, მათ შორის იყო დანიელსონის გუშინდელი ძალიან კარგი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, როდესაც დარჩა, რათა მისი მედიაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ვერაფერზე მინიშნებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზედმიწევნით ვიცავთ ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებას, რომ საკითხებზე არ ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ასე…

მეტი...

„ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, დედა კი „მოკვდა“ – შოთო სიხარულიძე

შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, დედა კი „მოკვდა“. არადა, კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილების სამომავლოდ. სახლში 25 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, მისთვის ცოლი უნდა შეერთო. ქორწილი უნდა გადაეხადა. შვილიშვილები უნდა ჰყოლოდა. ყველაფერ ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება. ახლა კი მიემგზავრება კონსტანტინეპოლიდან ცარიელ-ტარიელი. შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ, თურმე უბრალოდ სუნთქავენ.. ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ახლა… მიდის მშობლიურ მიწაზე.. მხოლოდ მიდის. 3 მაისს 25 შეუსრულდებოდა. ალექსა სვიანაძე გარდაიცვალა“, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი არ აცრილა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცრელია. როგორც მინისტრი განმარტავს, თუ ასეთი ინტერესია და მისი ვაქცინირება ვაქცინის მიმართ სანდოობას გაზრდის, ვაქცინაცია არ არის პრობლემა. „ნამდვილად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ  თუ საზოგადოებაში დიდ კითხვებს აჩენს ვაქცინაცია და კონკრეტულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა. თუმცა, საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში სხვა ვაქცინები შემოვა, რომელთან დაკავშირებითაც ასევე შეიძლება კითხვები არსებობდეს, მაგალითად ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, გახდება თუ არა აუცილებელი, ჯანდაცვის მინისტრმა ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც? აცრები უნდა იყოს დაცული და მათი არევა არ შეიძლება“ – ასე განმარტავს ეკატერინე ტიკარაძე მის აუცრელობას.  …

მეტი...

„ვერ ხდება პირბადის გამოყენება, რაც მაღალი რისკია და შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება“ – ბექა ფერაძე  

შრომის  ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის  ბექა ფერაძის განცხადებით, სოციალური ღონისძიებები ვირუსის გავრცელების მხრივ  მაღალი რისკის მატარებელია, რაც  არსებული რეგულაციების საჭიროებას ძალაში ტოვებს. როგორც ფერაძემ მედიასთან განაცხადა, როცა ქვეყანაში მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება, რეგულაციების მოხსნაც მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში.     „ლოგიკური და გასაგები მიზეზების გამო, სოციალური ღონისძიებები ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი. მისი ფუნქციონირება არის ისეთი, რომ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ვერ ხდება პირბადის გამოყენება, დაყოვნების ხარისხი ძალიან მაღალია, რაც მაღალი რისკია და შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება.   თუ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარება გვექნება, ცხადია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამიჭირდება, გითხრათ, რომ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილისა და ევროპელი მედიატორის შეხვედრა დასრულებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 0:30 საათი გაგრძელდა და არის პოზიცია რომ შეხვედრის თემა  ე.წ. პოლიტპატიმრებს ეხებოდა. შეხვედრის დასრულების შესახებ კომენტარი არც საქართველოს პრეზიდენტს გაუკეთებია და არც შვედ დიპლომატს. ამ ეტაპისთვის, არავინ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა, პრეზიდენტის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალებას ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ყველა შეხვედრის დეტალები, როგორც მმართველ გუნდთან, ისე ოპოზიციასთან გასაიდუმლოებულია და საჯაროდ არც ერთი მხარე საუბრობს. კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს უნდა დაბრუნებულიყო, თუმც, ვინაიდან მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, მან ვიზიტი გაახანგრძლივა და…

მეტი...

9 ადამიანი სავარაუდოდ, შაურმით მოიწამლა

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა. მათგან 2 არასრულწლოვანია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებში, კვების ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და ობიექტს ამოწმებენ.

მეტი...

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეს უკვე შეხვდა.

მეტი...

სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი შეფასება კომუნალური კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. სემეკში ყოველკვირეულად ტარდება საჯარო სხდომები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კომისია განიხილავს მომხმარებლებსა და  კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. სადავო საკითხები, ძირითადად, შეეხება ქსელზე მიერთების ვადებსა და პროცედურებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ წყდება. 2020 წლის განმავლობაში კომუნალური კომპანიების მიერ მომხმარებლებზე უსაფუძვლოდ დარიცხული…

მეტი...

“არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი” – კრისტიან დანიელსონი

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას ექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. დანიელსონის თქმით, დიდი სამუშაო იქნა შესრულებული, თუმცა მუშაობა მხარეებთან კვლავ გრძელდება. „ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ…

მეტი...

“რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას ამ ინტერვიუს ფონზე”? – ტომას ჰენდრიკ ილვესი

“ჩემი კითხვაა, განსაკუთრებით აქ აღწერილი კანონის უზენაესობის გროტესკული დარღვევის გათვალისწინებით, რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას ამ ინტერვიუს ფონზე?”,–  წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი  Twitter–ზე. ილვესი ასე ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის ნიკა მელიას დაკავებასა და გიორგი გახარიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი 17 თებერვლის 17:00 საათამდე ეთანხმება ოპოზიციის ლიდერის დაჭერას.

მეტი...

მამა პეტრე კოლხი ავარიაში მოყვა

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ ავარიაში მოყვა. „მე და სოფია ტაქსით მოვდიოდით. ავარიაში მოყვა. ეს ჩემი ხელია. ილოცეთ… ტკივილს ვერ ვუძლებ!..“, – წერს მოძღვარი.

მეტი...

კრისტიან დანიელსონი შეეცდება მანამდე დარჩეს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება

ვროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი შეეცდება მანამდე დარჩეს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება “რადგან ბატონი დანიელსონი დარჩა და ეს არის მთავარი ამბავი, ჩემი აზრით, თქვენთვის და ყველასთვის, და დარჩა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რომელიც შემიძლია გითხრათ. ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებას, ჩვენ გვითხრეს, რომ ორივე მხარემ თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან არ გადადგა, ეს შეთანხმება ვერ შედგებაო”, – თქვა “გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია…

მეტი...

“როგორც არ უნდა დასრულდეს პროცესი, ყველა გაიგებს რომ “ქართული ოცნება” იყო ის ერთადერთი პარტია, რომელსაც კონსტრუქციული მიდგომები ჰქონდა” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდება. “ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზად ვართ. იმედია, დღეს ჩვენს მედიატორს წარმატებული დღე ექნება და შეთანხმება შედგება. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქართველი ხალხი და პარტნიორები გაიგებენ, რომ მთელს ამ პროცესში, “ქართული ოცნება” იყო ის ერთადერთი პარტია, რომელიც კონსტრუქციული მიდგომებით იყო. ეს მტკიცდება ფაქტებითაც. ჩვენ ვაჩვენეთ ყველა ჩვენი ქმედებით კონსტრუქციულობა, მათ შორის,…

მეტი...

“ვიმედოვნებ ღარიბაშვილი ჩამოიტანს პოლიტიკურ კომპრომისს – მაგალითად, გათავისუფლდება ნიკა მელია, მაგრამ ის კვლავ გაიკეთებს სამაჯურს” – მიქაელ გალერი

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან მიქაელ გალერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზე და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსახლეობამ ისინი გარკვეული ვადით იმიტომ კი არ აირჩია, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებით, პარტიული ინტერესების მიღმა იმოქმედონ. მიქაელ გალერი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში პოლიტიკური კომპრომისით ჩავა.  “ვიმედოვნებ, რომ ბრიუსელში ჩამოსული პრემიერ მინისტრი თან ჩამოიტანს პოლიტიკურ კომპრომისს. მაგალითად, რომ ერთის მხრივ გათავისუფლდება ოპოზიციონერი ლიდერი, მაგრამ მეორე მხრივ, ის კვლავ გაიკეთებს სამაჯურს ან რაიმე მსგავსს – ეს კი მხარეებს დააბრუნებს სტრუქტურული საკითხების გადაწყვეტასთან. შესაძლოა, არჩევნებზე პრობლემა არა იმდენად ხმების არასწორმა დათვლამ, არამედ სწორედ სტრუქტურულმა დეფიციტმა გააჩინა – სწორედ…

მეტი...

“ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც მოთამაშე, აქტორი და არა ქვეყანა რომელიც საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა. გერმანელი დიპლომატი ამ შეფასებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. ევროპარლამენტარსის თქმით, ახლა ევროპას საქართველო სჭირდება როგორც მოთამაშე, აქტორი და არა ქვეყანა რომელიც საკუთარი პრობლემებითაა დაკავებულიიმედი, ამიტომ ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა გაიაზრებს მის წილ პასუხისმგებლობას. “საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული. ვიმედოვნებ, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი,…

მეტი...

„მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც აცრის ეშინია“ – ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ „მშფოთვარე და აღელვებული ნერვული სისტემა იმუნურ დაცვაზეც არსებით გავლენას ახდენს, ასუსტებს, მოწყვლადს ხდის, შესაბამისად შიში უნდა დაიძლიოს. „ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც აცრის ეშინია. ბუნებრივი შიშია ეს, ირაციონალური, მაგრამ ბუნებრივი. ბევრი ობიექტური საფუძველიც აქვს ამ შიშს, მაგრამ უფრო მეტი სუბიექტური. ქვეცნობიერად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვართ ერთმანეთზე, ამ საძაგელ ვირუსზე, მკვეთრად შეცვლილ ცხოვრებისეულ რუტინაზე, მთელ მსოფლიოზე, პოლიტიკოსებზე, ექიმებზე და საკუთარ თავზეც. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კვლევის შედეგს წავიკითხავთ, რამდენ პროფესიონალს მოვუსმენთ; ისინიც ხომ გვაღიზიანებენ და ნერვებს გვიშლიან. თანაც, რატომ…

მეტი...

“თუ მხარეები დროზე ვერ გადაწყვეტენ პრობლემებს, ათწლეულებში თაობები აუცილებლად იკითხავენ რატომ გაუშვა ხელიდან ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების შანსი” – ანდრიუს კუბილიუსი

თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს ბრიუსელში ყურადღებით აკვირდებიან. ბრიუსელში აქვთ მოლოდინი, რომ სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტული გეგმით ჩავა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას განმუხტავს. ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ თუ პარტიები ამ შანსს ვერ გამოიყენებენ, ვეღარავის დააბრალებენ რამეს საკუთარი თავის გარდა. “ევროპარლამენტარების ნაწილმა წერილი შარლ მიშელს სწორედ იმიტომ გავუგზავნეთ, რომვიცოდით, მისი ჩართულობა გავლენას მოახდენდა პოლიტიკურ პროცესზე. მისი გადაწყვეტილებაც, რომ კრისტიან დანიელსონი, ამ რანგის დიპლომატი ჩაერთო ამ საქმეში, უდიდესი მნიშვნელობის იყო. ახლა ისმის კითხვა, იაზრებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები საქართველოში იმას, რომ ეს არის უმაღლესი დონის ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან, თუ პარტიები…

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მედპერსონალის აცრები შიდა ქართლის რეგიონშიც დაიწყო

„კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მედპერსონალის აცრები შიდა ქართლის რეგიონშიც დაიწყო. დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო ცენტრ „გორმედისა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები აიცრებიან. პირველმა კლინიკა „გორმედში“ აცრა სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმმა, ქეთევან ლაფაჩმა ჩაიტარა. ამ ეტაპისთვის 20 მსურველია დარეგისტრირებული, რომელიც დღეს აიცრება „გორმედის“ ცენტრში. „დღეს 20 ადამიანია რეგისტრირებული და შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება რეგისტრაცია. რაც შეეხება ვაქცინაციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ ყველას, კოვიდის გართულებები უფრო მეტს იწვევს, ვიდრე ვაქცინაცია. ყველა ვაქცინაციას გართულებები თან ახლავს, მაგრამ ის, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყნებმა გააჩერეს თრომბოემბოლიების გამო, ეს დადასტურებული ჯერ არ არის. ასე რომ, ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, გაიკეთოს ვაქცინა. ჩვენი ქსელის…

მეტი...

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და სხვა დარჩენილი შეზღუდვა – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ამ თვის ბოლოს შემსუბუქდეს. “ეპიდსიტუაციას ვაკვირდებით. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე  შეიძლება ეს საკითხიც განვიხილოთ. დღეს, შემსუბუქების კიდევ  ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 -14 დღე უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის შესაბამისად, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

ქუთაისში AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი მედიკოსი აიცრა

ქუთაისში AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი მედიკოსი აიცრა. ვაქცინა პირველმა კარდიოქირურგმა ნიკა ვაშაყმაძემ გაიკეთა. ვაქცინაციის პროცესი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მიმდინარეობს. კლინიკაში ამ ეტაპზე მხოლოდ ათი მედიკოსია რეგისტრირებული. ქუთაისში ვაქცინაციის ოთხი ცენტრია მოწყობილი, იმერეთში 15 პუნქტი იმუშავებს. სხვა მუნიციპალიტეტში პუნქტები 17 მარტიდან ამოქმედდება.

მეტი...