ინფიცირებული პაციენტი კლინიკიდან გაიქცა

„კოვიდ 19“-ით ინფიცირებული ქალი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გაიქცა.  60 წლამდე „კოვიდდადასტურებულმა“ პაციენტს ცხელება დაუფიქსირდა და თავს შეუძლოდ გრძნობდა. კლინიკაში მას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, თუმცა, მოულოდნელად, კლინიკიდან გაუჩინარდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ კლინიკაში დაუდასტურეს, გაქცეული პაციენტი საპატრულო ეკიპაჟმა იპოვა და მას ანაკლიის კოვიდსასტუმროში გადაიყვანენ.

მეტი...

“პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა” – მარკ კლეიტონი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა განიხილეს ორი ქვეყნის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობა სავაჭრო-ეკონომიკური და განათლების მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის  რეჟიმში წარმართვისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა და პოზიტიურად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ჩართულობა დიალოგის პროცესში. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ…

მეტი...

„ეს პირველი ტაიმი იყო – ბრძოლა გრძელდება“ – სიმონ მაისურაძე

„ბრძოლა წავაგეთ ომი გრძელდება და ამას განვაგრძობთ ბოლომდე,“ – ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ, სიმონ მაისურაძემ განაცხადა. სიმონ მაისურაძე დღეს რაგბის კავშირის არჩევნების დროს დაშავდა. აბუსერიძის მომხრე ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებენ: „ქართველი ხალხი გვერდში გვიდგას, ყველამ ნახა ნამდვილი საქმე ფაქტიურად მთავრობა ეხმარება ამ ადამიანს და თან ძალიან მატყუარა ყოფილა,“ – განაცხადა სიმონ მაისურაძემ.

მეტი...

“ბოლომდე ვიბრძოლებ!” – ირაკლი აბუსერიძე

ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამისება, – ასე აფასებს ირაკლი აბუსერიძე „ექსპო ჯორჯიაში” განვითარებულ პროცესებს, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს არის უსამართლობა და იბრძოლებს მანამდე, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს. „ეს არის უსამართლობა და მარაზმი. ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა. დაპირიპისპირება და პროვოკაცია წამოვიდა მათი მხრიდან. ჩვენი მომხრეები იდგნენ შესასვლელთან და ამ მომენტში დაიწყო ეს დაპირისპირება. მოძალადეებს ჩვენ გვეძახიან და ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება. ვიბრძოლებ ბოლომდე…

მეტი...

რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დასრულებულია. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.  “სარაგბო სამყაროს ვულოცავ. შიგნით საკმაოდ მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ აჟიოტაჟისთვის ისევ წუხილს გამოვთქვამ. ძალიან გაუჭირდათ კლუბებს მოსვლა, მეტს ველოდებით, ვინც ვერ შესძლო აბსოლუტურად მესმის, მინდა გადავცე მათ, რომ ეს არ შეუშლის არანაირად მათთან თანამშრომლობას ხელს. წელიწადნახევარზე მეტია არ ჰყავს პრეზიდენტი. ვნებები ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ მოედანს, დავიწყოთ თამაში და იმ გეგმების განხორციელება, რაც დავაანონსეთ და რასაც უნდა მივყვეთ.“ – აღნიშნა სოსო ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად,…

მეტი...

“დედის შემგინებელ ადამიანს შეიძლება პასუხი მოსთხოვოს, ეს გაუკვირდა ადამიანებს, რა არის ამაში გასაკვირი?!” – მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში შევიდნენ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და დადგინდეს, რომელ წელს არის გაკეთებული ჩანაწერები.  “რა თქვა ადამიანმა, რომ დედის შემგინებელ ადამიანს შეიძლება პასუხი მოსთხოვოს, ეს გაუკვირდა ადამიანებს, რა არის ამაში გასაკვირი?! თქვენ გგონიათ, რომ პასუხის მოთხოვნისას აუცილებლად ისეთ დღეში უნდა ჩააგდო ადამიანი, რომ დაასისხლიანო? თქვენ გგონიათ, მარტო ამას გულისხმობს პასუხის მოთხოვნა? უშუალო მონაწილე ადამიანი საუბრობს, როდის მოხდა და აგერ, არის კიდეც მშვენიერი ფორმატი, საგამოძიებო კომისიის შექმნა, შემობრძანდნენ, შექმნან კომისია და დაადგინონ, რომელ წელს იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული,” -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მეტი...

“დავაყენეთ მოლი, რომელიც რაგბის ილეთია, ჩვენ შევიკარით, მივაწექით, რომ შევსულიყავდით და ჩაგვეშალა არალეგიტიმური არჩევნები” – მორაგბე

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გაარღევას შეეცადნენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული . „მორაგბეები მშვიდობიანად ვართ განწყობილი, უბრალოდ, დავაყენეთ მოლი, მოლი არის რაგბის ილეთი, ჩვენ შევიკარით და მივაწექით, რომ შევსულიყავდით და ჩაგვეშალა ეს არალეგიტიმური არჩევნები. მშვიდობიანი აქცია გვინდოდა, მაგრამ აქ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, რომლებიც რაგბთან კავშირში არ არიან. სამარცხვინოა ეს, რაც აქ ხდება“, – აცხადებს მორაგბე სიმონ მაისურაძე. რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი…

მეტი...

“მე რაც არ უნდა წყნარად ვიყო, ხალხი არ გაჩერდება” – ირაკლი აბუსერიძე

“ექსპო ჯორჯიას” შენობის ეზოში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე ეხმაურება.  “საზიზღრობაა, რა გითხრათ. ეს არის როგორი ხელებითაც მოდის. მორაგბეებში ამხელა პოლიცია და დაცვა არასდროს არ ყოფილა. გვიჩხუბია, ნათელმირონებიც ვყოფილვართ და ქვეყნისთვის გვიომია. ოჯახის წევრები ვართ და ესე ძალადობით ვერ მოვა, პირდაპირ გეუბნებით. მე რაც არ უნდა წყნარად ვიყო, ხალხი არ გაჩერდება. ეს არის ყველაზე მთავარი. არ შეეგუებიან. უვარგისები, ბებრების ხროვა,“ – ამბობს ირაკლი აბუსერიძე.  “ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის საპრეზიდნტო არჩევნებისთვის ამ წუთებში რეგისტრაცია მიმდინარეობს. თუკი ქვორუმი შედგა და 38 ხმა დაფიქსირდა, არჩევნები შედგება. პრეზიდენტობის კანდიდატი კი…

მეტი...

შსს-მ თბილისსა და მარნეულში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული რ.ი., 2002 წელს დაბადებული ა. ა., 2003 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.ი., 1974 წელს დაბადებული ს.კ. და 1982 წელს დაბადებული ხ.ა., 1990 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ე.ა., 1979 წელს დაბადებული ფ.ა., 1975 წელს დაბადებული ა.ა. და 1988 წელს დაბადებული ნ.მ. შსს-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი…

მეტი...

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა

“ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

მეტი...

“ქართული ოცნების” მხრიდან მაქსიმალური დათმობაა გაკეთებული” – სოზარ სუბარი დიალოგზე

რა კომპრომისებია მოსალოდნელი მმართველი პარტიის მხრიდან დიალოგის პროცესში, ამის შესახებ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა ისაუბრა. სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც გაყალბება მომხდარა და არც ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს, მმართველი პარტია მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. “ჯერ კიდევ გუშინწინ მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ მორჩა, დამთავრდა არანაირი დიალოგი არ იქნება. მე ამაზე ვთქვი, რომ ეს იყო ამ ხელოვნურად აწეული სკანდალის მიზანიც და მიზეზიც. თუმცა, საბოლოოდ, რაც ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამჟღავნდა, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი პოზიციაც და ლექსიკაც და დაიწყეს დიალოგზე ლაპარაკი. დიალოგთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. სოზარ სუბარის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ახალი  თვითმმართველობის კოდექსით ჩატარდება, რომელიც მოიცავს სერიოზულ ცვლილებებს. “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. ბუნებრივია, მზადება აქამდეც დაწყებული იყო, ოღონდ რეალურად, დავიწყეთ მთელმა გუნდმა მზადება. დაიწყო უკვე კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით – მერების კანდიდატები, მაჟორიტარობის კანდიდატები, საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. ახალი თვითმმართველობის კოდექსი იქნება, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და ბუნებრივია, გარკვეულად, მეტი დრო სჭირდება იმას, რომ შესაბამისად მოვემზადოთ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მეტი...

„აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა, განწირული ხმით ვყვიროდი, „ხალხო მიშველეთ“ – გურჯაანში გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა

განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ მომეშველა, – ამის შესახებ, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედამ განაცხადა. გარდაცვლილი ბავშვის დედა ასევე აცხადებს, რომ მეუღლემ ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა. „აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, „ხალხო მიშველეთ“ არავინ არ მიშველა, განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ არ მომეშველა. რომ გამოვედი დილით, ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი“, – აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა. რაც შეეხება, 8 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს, ბავშვის დედა აცხადებს ქმარმა ხელიდან რომ გამოგლიჯა, „ეტყობა ისეთ არტერიაში მოარტყა… ახალი ნაჭამი…

მეტი...

საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 27 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ სოციალური პროგრამით უკვე 1 500-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. „მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ამ მიმართულებით 1 500-ზე მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მსგავს ოჯახებს მაქსიმალურად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით. ვისაც…

მეტი...

შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ მხარეებს ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება.  “შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.” – ნათქვამია განცხადებაში.  რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულებს მუნიციპალიტეტი 2 მილიონი ლარის ოდენობით დაეხმარება. კალაძის თქმით, ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ. მისივე თქმით, მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. ის, ასევე, ამბობს, რომ სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება.

მეტი...

მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მშობლების და ბებიის  მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.  სხდომაზე   დაკავებულის  უფლება დამცველმა  მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ჩაველაშვილმა მოსამართლეს განუმარტა,რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.  “ფიზიკურადაც ეტყობა რომ აქვს სხვადასხვა სახის პრობლემები.აქედან გამომდინარე მე ვაყენებ აღკვეთის გარეშე შუამდგომლობას. საჭიროა, რომ ჯერ გამოჯანმრთელდეს. წინასწარი დაკავების იზოლატორშიც რამდენჯერმე დაჭირდა სამედიცინო ჩარევა,”- განაცხადა ლალი ჩაველაშვილმა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დაცვის მხარის არგუმენტების მიუხედავად ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯა.  სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა მან…

მეტი...

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად კახა კალაძემ ლევან ჯღარკავა წარადგინა

დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი სანდრო ტოგონიძე კერძო სექტორში გადადის  და ამ თანამდებობაზე დედაქალაქის მერმა ლევან ჯღარკავა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე  დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისი მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ის თუ ვინ დაიკავებს დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მეტი...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა. ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე, – საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, მანამდე კი, იგი კერძო სექტორში საქმიანობდა. ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 264, იმერეთში – 88, შიდა ქართლში – 44

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 264, იმერეთში – 88, შიდა ქართლში – 44, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 103 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 024 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 650-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,83 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,83 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,32 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი. საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 111 გამოჯანმრთელდა, 3 613 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია…

მეტი...

„მაგარი გადარჩენილები ვართ, ოჯახის სტომატოლოგი რომ დაგვინიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და არა ოჯახის ფსიქიატრი“ -ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე

„შეგინების სურვილს რომ დაკარგავ და სიბრალულის გრძნობა გაგიჩნდება, მასე ვარ იმ ბავშვის წუხანდელი ბჟუტურის შემდეგ,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წერს. პოლიტიკოსი ტელეკომპანია იმედზე იმ თოქშოუს ეხმაურება, რომელშიც ბერა ივანიშვილი ჩაერთო. „ჰაიდლაინებს გადავავლე თვალი, თორემ მაგას რა მაყურებინებდა). მინიმუმ მამა-შვილი სერიოზული სამკურნალო არიან. ჩვენ კიდევ მაგარი გადარჩენილები ვართ, ოჯახის სტომატოლოგი რომ დაგვინიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და არა ოჯახის ფსიქიატრი,“ წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 613-ს შეადგენს. 10 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი.

მეტი...

დიდი ოდენობით ყალბი 100-ლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით.

მეტი...

“ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვნეს, თოლიების ხმებსაც დაჯერდნენ” – ბერა ივანიშვილი

„ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვნეს ქათმების ხმა, თოლიების ხმებსაც დაჯერდნენ – განაცხადა ტვ „იმედის“ თოქშოუში „იმედის ფაქტორი“ ბერა ივანიშვილმა. შეკითხვაზე, რატომ გაჩნდა ეს ვერსია, რომ ეს უკავშირდება მის სიმღერას და რომ ჩანაწერში თოლიის ხმასაც ეძებდნენ, ეგონათ, რომ ეს იყო გამოყენებული მის სიმღერაში, ბერამ უპასუხა: „მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვნეს ქათმების ხმა, თოლიების ხმებსაც დაჯერდნენ“.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა” – ვიოლა ფონ კრამონი

მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარზე საპასუხოდ ვიოლა ფონ კრამონმა განმარტა, რატომ განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. „ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ქვეყანა უფრო ღრმა გაუგებრობაში ეფლობა. არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი ერთ წინადადებაში“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერში“.

მეტი...

“საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ვერ დარჩება დიდი ხნით მძევლად” – ევროპელი კანონმდებლები

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროდეპუტატებმა პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ დებატებზე განიხილეს. ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებს დაძაბულობის განმუხტვისთვის დიალოგისკენ მოუწოდებენ და დადებითად აფასებენ შარლ მიშელის მიერ საქართველოში პირადი წარმომადგენლის -კრისტიან დანიელსონის დანიშვნას. დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი მედიაცია შედეგს გამოიღებს. განხილვისას ერთ-ერთი თემა იყო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას პატიმრობაც: “მინდა აქ გაჟღერებულ სიტყვებს გამოვეხმაურო ნიკა მელიას საქმეზე, თითქოს მისი დაპატიმრების დროს ევროკავშირი დუმდა. ეს ასე არ იყო, 10 თებერვლის შემდეგ, როცა ნიკა მელია დააკავეს და პრემიერი გახარია გადადგა, ჩვენ გვქონდა მკაფიო მოწოდებები, როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობისადმი, რომ მოქცეულიყვნენ თავშეკავებულად…

მეტი...