დიდი ოდენობით ოქრო, მიცვალებულის გვამები  – ისტორიული აღმოჩენა – „მედიაცენტრი მთავარის“ ექსკლუზივი

„მედიაცენტრი მთავარის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივებმა მოგვაწოდეს, ზაქათალას რაიონში დიდი ოდენობით ოქრო და სხვა სიმდიდრე აღმოაჩინეს. ტერიტორია აზერბაიჯანულ მხარეს აქვს შემოსაზღვრული, ადგილზე ჯარიც შეიყვანეს  და არავის უშვებენ.   მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე დღის წინ, ზაქათალის რაიონის სოფელ ფალდარლოში ერთი ადგილობრივი  მინდორს ხნავდა. ხვნის დროს მიწა ჩანგრეულა. მოუყვანია ტრაქტორი და ამოუთხრია. ნაპოვნია საგანძური: ფაეტონი, უამრავი ოქრო და მიცვალებულთა გვამები. ამ დრომდე ტერიტორია შემოსაზღვრულია, შეყვანილია სპეციალური დანაყოფები და ადგილზე ადგილობრივი არქეოლოგები მუშაობენ. პერიმეტრს ჯარი აკონტროლებს და არავის უშვებენ. არის ეჭვი, რომ საუბარია დიდ, სენსაციურ და  ისტორიულ აღმოჩენაზე. ტერიტორია მდინარე ალაზნიდან გაღმა, ორ სამ…

მეტი...

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების დაპირისპირების დროს ჟურნალისტები აივნიდან გადმოვარდნენ

ინციდენტი ჭყონდიდის ეპარქიაში – სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ “რუსთავის 2-ის”, “ტვ.პირველის”,”ფორმულას, “პოსტივის” ოპერატორები. სხეულის დაზიანება მიიღო “ტვ.პირველის” სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. “მთავარის არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას.  დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმოყოფოში გადაიყვანეს.  ინციდენტი მარტვილის ეპარქიაში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში  მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ. 

მეტი...

“მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ” – გია ვოლსკი

მე მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს – ასე პასუხობს გია ვოლსკი დასმულ კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა მედიით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება.   “ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან, ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერა, მას მერე, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაც მოიგონონ და რაღაც არიონ სიტუაცია, ისევ დავალებული აქვთ რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაც მანქანაში და უთხრა რომ მოდით, იქნებ არ შეაგინოთ….  დღეს…

მეტი...

“რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით” – მამუკა მდინარაძე

ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან როცა მოლაპარაკებაზე სხდებიან მხარეები, მათ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა უწევთ,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების გაგრძელების გარანტია არის ის, რომ მოლაპარაკების მედიატორი შარლ მიშელია. „ვფიქრობ, რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და ამის ერთ- ერთი გარანტია არის ის, რომ შარლ მიშელმა – ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ითავა მედიაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა 2010-2011 წლის კუდ-ის მიერ მოპოვებული, მერე დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით და სიტყვებით შეკოწიწებული ჩანაწერი გამოაგდონ და გამოიყენონ საბაბად, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან,…

მეტი...

“პოსტკოვიდური სინდრომი, როცა ადამიანების 30% ინვალიდდება” – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელმა ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იტალიაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომელიც კოვიდ გადატანილ ადამიანებს ეხება. მისი თქმით, კოვიდგადატანილთა 30%-ში პოსტკოვიდური სინდრომი იჩენს თავს. „არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს…

მეტი...

“საბჭოთა კავშირთან კაპიტულაციას ხელი მოაწერა გერმანიის გენშტაბის უფროსმა კეიტელმა, თუმცა მერე მაინც ჩამოახრჩვეს” – შალვა ნათელშვილი

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის შეხვედრაზე განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამავდროულად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განიხილეს მოლაპარაკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი. ნათელაშვილის განცხადებით, პრაქტიკულად ყველა პარტია ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებზე ხელისუფლებიდან არ უნდა იყოს წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა წარმომადგენელი თუ არ გამოიცვლება, მოლაპარაკებებს არ ჩაშლიან. „ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, როგორიც…

მეტი...

“კომენდანტის საათი ბიზნესის სრულყოფილად ფუნქციონირებას ხელს უშლის” – რესტორატორების განცხადება

მიმდინარე კვირიდან სავაჭრო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ეს არ ეხებათ რესტორნებს, რომლებმაც სრულად ფუნქციონირების უფლება უკვე დღეიდან მოიპოვეს. სავალდებულო იქნება თანამშრომლების ტესტირება 2 კვირაში ერთხელ. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის ლოქდაუნი გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს სარესტორნო ბიზნესს. “ეს რეალურად სრულყოფილი მუშაობის მხოლოდ 20% წარმოადგენს. არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რესტორანმა სრულყოფილად იმუშაოს. კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა გვიშლის ამაში ხელს,”-აღნიშნა ბურჯანაძემ. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, ახლა მთავარი პრობლემა კომენდანტის საათია.  ისინი თვლიან, რომ რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა დიდ დანაკლისს მოუტანს.

მეტი...

“არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას” – მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს და აცხადებს, რომ ამას არავინ დაიჯერებს.   ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მათი ლიდერების მხრიდან ძალადობას არავინ დაიჯერებს და ეს ყველაფერი ფაბრიკაციაა.   „არ დავჯდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან, არ დავჯდებით ვთქვათ ირაკლი კობახიძესთან ერთად”… ამას იტყვიან ბუნებრივია, რადგან მათ სჭირდებოდათ საბაბი, ეს საბაბი ჰქონდათ „შავი დღისთვის“ გადანახული. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ, რომ უნდა დამჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, ეს სიცრუე, დამონტაჟებული, ამოჭრილი სიტყვები, ფრაზები რაღაც ამბავთან დაკავშირებული. საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც…

მეტი...

ავტოკოლონები მსვლელობას მართავენ

სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები და ოპოზიური პარტიის წარმომადგენლები ავტომანქანებით მსვლელობას მართავენ. ერთი ჯგუფი ავლაბრის მეტროდან დაიძრა, მეორე კი გლდანიდან. ისინი ქვეყანაში არსებულ უსამართლობას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაიწყოს გამოძიება გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებს.

მეტი...

„მოლაპარაკება არ ჩაიშლება“ – სერგი კაპანაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკება არ ჩაიშლება. მისი თქმით, ჩაშლა სწორედ მმართველი გუნდის ინტერესებში შედის. „არანაირი მოლაპარაკება არ ჩაიშლება ჩვენი მიზეზით. ამაზე ოპოზიციაში ერთიანი და მყარი აზრია. ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებს არაფერი ემუქრება. ოპოზიცია აპირებს, მოლაპარაკებებში იყოს ჩართული. ერთ მაგიდასთან ჯდომა ღარიბაშვილთან ერთად შეძლება ბევრს არც სიამოვნებდეს, თუცა, მოლაპარაკება არ ჩაიშლება. ამ ტიპის ჩანაწერი ყოველთვის არის გამოძიების დაწყების საფუძველი. აქ პირდაპირ არის დანაშაულის ნიშნები“ – აცხადებს სერგი კაპანაძე. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური სპექტრი დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში შეიკრიბა და სამომავლო გეგმებსა და მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით თათბირობდნენ.  საუბარია…

მეტი...

ვაქცინირებული მოგზაურებისთვის თბილისი პირველ ადგილზეა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტალი – „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ. აღნიშნულ რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს.   თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა, ბათუმი (მე-4 ადგილი) და სხვა. ორგანიზაცია ასევე, აქვეყნებს 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს. რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ…

მეტი...

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი ყვავილების თაიგულებით მიულოცეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

მეტი...

“რა ხელისუფლება ხარ, თუ ოპოზიცია 9 წლის მერე გისმენს, გიწერს და გიქვეყნებს” – ნინო ბურჯანაძე

არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც“,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს. „ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც. მიმაჩნია, სწორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო. ღარიბაშვილი მეორე დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა. როგორც მინიმუმ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია, თუ მართალი პრემიერმა, საზოგადოებას აუხსნას რაშია…

მეტი...

“გრესიით ვუპასუხებთ და წნეხს – წნეხით, გამჩერებლები არ ვართ” – რაგბისტები “მედიაცენტრ მთავარში”

“წინასწარ არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ აგრესიას აგრესიით ვუპასუხებთ და წნეხს – წნეხით, გამჩერებლები არ ვართ,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავრში” აბუსერიძის მოხმრე რაგბისტებმა განაცხადეს. რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის კიდევ ერთი მცდელობა – გამგეობის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის ასარჩევად დელეგატების რეგისტრაცია 10 მარტს იგეგმება. არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი სპორტსმენთა ნაწილი ისევ ზეწოლაზე საუბრობს. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან რაგბის კავშირს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე ჰყავს. მორაგბეები კვლავ ზეწოლაზე საუბრობენ. მათი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 10 მარტს კვორუმი შედგეს. “10-ში არის…

მეტი...

“კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს?!” – გედევან ფოფხაძე

ყოფილი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში მორალური კლიმატი შეცვალა, რაც მისი შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზეც აისახება. გედევან ფოფხაძის თქმით, წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი მხარე, რომელიც „ბერა ივანიშვილისგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს“. „ცალსახაა, რომ ჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში გარკვეული მორალური კლიმატი შეცვალა, ამიტომ, ეს მოლაპარაკებებზეც აისახება. ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, რეალობაა, რადგან იქითა მხარე არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს, არ არის პოლიტიკური მხარე, არამედ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც მძევლად ჰყავს საზოგადოება აყვანილი და ძალის ენით ელაპარაკება. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესში ამ რეალობის არგათვალისწინება…

მეტი...

“რაგბი მორაგბეებს – თვითმარქვია არჩევნები ვერ ჩატარდება“ – ვეტერანი „ბორჯღალოსნები:“ სიმონ მაისურაძე და ვიქტორ დიდებულიძე „მედიაცენტრ მთავარში“

მეტი...

“ეს ადამიანები მუშაობას ვერ დაიწყებენ” – აბუსერიძის მომხრეები “მედიაცენტრ მთავარში”

“ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა განაცხადეს. ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერებმა მედიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. მოგეხსენებათ, 10 მარტს რაგბის კავშირის მორიგი საარჩევნო ყრილობაა ჩანიშნული. აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 10 მარტის არჩევნები არალეგიტიმურია, ისინი შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ.ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ ვეტერანი მორაგბე სიმონ მაისურაძე აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ხვალ საფრანგეთის ორ ქალაქში, პარიზსა და ნიცაში შეიკრიბებიან ქართველი ლეგიონერები და გააპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რაც დღეს რაგბიში ხდება. სიმონ მაისურაძე ამბოსბ, რომ სიმართლე მათ მხარესაა: „ეს ადამიანები მუშაობას…

მეტი...

ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი – კარლ ჰარცელი ქალებს 8 მარტს ულოცავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. განცხადებაში, რომელიც ელჩმა ამ დღესთან დაკავშირებით გაავრცელა, აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ამასთან, კარლ ჰარცელმა დააანონსა კამპანია სახელწოდებით “ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო” “დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები თუ პოლიტიკოსები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე – სოფლად.ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს ან მუშაობენ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 64, იმერეთში – 27, კახეთში – 18

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 64, იმერეთში – 27, კახეთში – 18, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 210 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 998-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.54 %, ხოლო 7…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 591-ს შეადგენს. ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 7 მარტს საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, 49 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 613, „პისიარ“ ტესტით – 4210 ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,88%, ბოლო 14 დღის – 1,54%, ბოლო 7 დღის – 1,67%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 998 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 886 გამოჯანმრთელდა, 3 591 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 257, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 421 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 125 პირი. ამასთან, 7 მარტის მდგომარეობით,…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „ტვ პირველის” ეთერით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს. განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე, კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი. „ვეხმაურებით TV პირველის ეთერში გადაცემულ აუდიო ჩანაწერს, რომლის სავარაუდო მონაწილეები სახელმწიფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბერა ივანიშვილი არიან. ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია,…

მეტი...

პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა – საოკუპაციო ხაზთან სროლა იყო

გუშინ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, სროლა იყო. “კურიერმა” გაარკვია, რომ ხურვალეთის მკვიდრი საკუთარ მიწას ამუშავებდა, რა დროსაც რუსი ე.წ. მესაზღვრეები გადმოვიდნენ და მისი დაკავება უკანონოდ სცადეს, შემთხვევას მოყვა სროლაც. ამის შემდეგ, ადგილზე ქართული პოლიცია გამოცხადდა და რუს მესაზღვრეებს ჯერ იარაღი ჩამოართვეს, შემდეგ ცხელ ხაზზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობეს მომხდარის შესახებ, მათი გამოკითხვის შედეგ კი ორივე პირი გაათავისუფლეს. “შემოვიდნენ რუსები და გამომეკიდნენ, დავაგდე ტრაქტორი და გამოვიქეცი. ორი რუსი იყო. იმ ადგილზე სხვა დროსაც ვმუშაობდი ხოლმე, ჩვენი ტერიტორიაა,”-აცხადებს ინციდენტის მონაწილე რამაზ ჩალაური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დღისით მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ…

მეტი...

დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ

საქართველოში 8 მარტიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. დღეიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იხსნება; ასევე დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ -კვირის გარდა. ამასთან არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს. „სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს, ვინაიდან მოგეხსენებათ, კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ ჩვენ გარკვეულწილად დადებითი დინამიკა გვაქვს ეპიდსიტუაციდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა…

მეტი...

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და „პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება“. „მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე. ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილედ პარტიის ყრილობაზე მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცეს.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)- კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძ რაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური (ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა- ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმ ში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...