საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 563-ს შეადგენს. ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 4 მარტს საქართველოში კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 022 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 350, „პისიარ“ ტესტით – 8 672. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,77% ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო შვიდი დღის – 1,31%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 253 გამოჯანმრთელდა, 3 563 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 300, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 379 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

“პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება” – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია „მოქალაქეები“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პლებისციტის იდეას არ ემხრობა. „პლებისციტთან დაკავშირებით ჩემი და ალეკოს პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის”, – აცხადებს იოსელიანი. რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები, როგორც იოსელიანი ამბობს: „მე მგონი, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეთანხმება“. ამასთან, როგორც იოსელიანი…

მეტი...

“გაყალბებული არჩევნების შემდეგ საუბრის გაგრძელება პლებისციტზე არის ხალხის შეურაცხყოფა” – ირაკლი ღლონტი

პლებისციტთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი ორად გაიყო, პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ პლებისციტი შეთავაზება ხალხის შეურაცხყოფაა: „გაყალბებული არჩევნების შემდეგ საუბრის გაგრძელება პლებისციტზე არის ხალხის შეურაცხყოფა. თუკი ვთანხმდებით, რომ ოლიგარქმა მიიტაცა ძალაუფლება, გაუგონარი უპასუხისმგებლობა იქნება დროის გაწელვა და დიქტატურის გზას დამდგარი არაფორმალური მმართველისთვის მაშველი რგოლის გადაგდება ! მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, სამართლიანი, უკომპრომისო ბრძოლისკენ და თავისუფლებისკენ..“ – წერს ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში.

მეტი...

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. ასევე, ყურადღება გამახვილდება ოკუპირებული რეგიონის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და იმ ინციდენტებზე, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ბოლო შეხვედრა ერგნეთში სექტემბერში გაიმართა.

მეტი...

ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში გაზი აფეთქდა

წუხელ, გვიან ღამით თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის 14 ნომერში გაზი აფეთქდა. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა სამზარეულოს ელექტრომოწყობილობა. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სააკაშვილის საბჭოს შემადგენლობიდან გაყვანის მიზეზი უცნობია. ვლადიმერ ზელენსკიმ ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში გიორგი ცხაკაია შეიყვანა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

მეტი...

პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც მასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. იქნება დეპუტატების საპასუხო გამოსვლები. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 02:40 საათზე​ დაფიქსირდამისმა სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...