ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში – ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დაზიანებულია

კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი ამ საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.  მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.  მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

მეტი...

„ვაქცინა არ იძლევა 100%-იან დაცვას და რაღაც ნაწილს ვაქცინირებულისას, მაინც დაემართება ეს ინფექცია“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის  განცხადებით, ვაქცინა პანდემიის შესაჩერებელი 100%-იანი საშუალება არ არის. ამიტომ, ინფექციონისტი ყველას ურჩევს, პირბადის გამოყენებას. „ვაქცინა არის პანდემიის შეჩერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველამ. როდესაც ვაქცინა შემოვა, მხოლოდ მის იმედზე არ უნდა ვიყოთ. ყველა ის მეთოდი პანდემიასთან ბრძოლის, რომელსაც აქამდე ვუწევდით რეკომენდაციას, რჩება. მარტო ვაქცინაცია საკმარისი არაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველას ვაქცინაციას ვერ მოახდენ. ასევე, ბავშვებს ვაქცინა არ უკეთდება. ამასთან, ვაქცინა არ იძლევა 100%-იან დაცვას და რაღაც ნაწილს ვაქცინირებულისას, მაინც დაემართება ეს ინფექცია და არაა ცნობილი, რამდენ ხანს შენარჩუნდება ვაქცინაციის…

მეტი...

„ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას“ – ქვეყანა ვირუსის შემდეგი ტალღის მოლოდინში

„იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი, რომელიც ახლა 62%-ია, 90%-ზე უნდა ავიდეს“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ამბობს, როგორ შეიძლება მორიგი დარტყმის თავიდან აცილება. „მესამე ტალღა  მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი „ლოქდაუნი“ 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას“ – განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან. მისივე თქმით, შემდგომი ტალღის გადალახვაში ვაქცინა უნდა დაგვეხმაროს.   „სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და…

მეტი...

„პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“ – პროკურატურა სახალხო დამცველზე

„მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“… „ნინო ლომჯარია არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას…“ „სახალხო დამცველი არც კი გაცნობია მტკიცებულებების დიდ ნაწილს“ – ეს იმ ბრალდებების მცირე ჩამონათვალია, რასაც პროკურატურა სახალხო დამცველს უყენებს და აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, ლომჯარია ისეთ რამეს ამტკიცებს, რომელიც  მხოლოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული სრულყოფილი ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს. „მედიაცენტრი მთავარი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ გავრცელდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო…

მეტი...

„ყველა ინფორმაცია, რომელიც „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს“ – მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერთან“ საქართველოს დასაზუსტებელი ჰქონდა გარკვეული პირობები, რომელიც დღეს შეთანხმდა. როგორც გაბუნია განმარტავს, უწყებას „ფაიზერთან“ ხარვეზი არ ჰქონია. „ყველა ინფორმაცია, რომელის „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს. ასევე, აქვს ის ვაქცინა, დოზების იმ რაოდენობით, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს. „ფაიზერთან“ ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ. საკითხი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონი ზარი იყო სწორედ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელის „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს და ასევე, აქვს ის ვაქცინა, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს“, –…

მეტი...

„ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა მარტში შემოვა. „დღეს შედგა კომუნიკაცია „ფაიზერთან.“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, როგორც არაერთხელ გაჟღერდა, პირველი პარტია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის…

მეტი...

„ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან“ – მინისტრი ბადრი ესებუაზე

შინაგან

ძებნილი ბადრი ესებუა დღეს ერთ-ერთი ხმაურიანი თემა იყო, რომელთან დაკავშირებითაც შს მინისტრს პარლამენტში არაერთხელ მოუწია პასუხის გაცემა. როგორც გომელაურმა განაცხადა, ესებუას დიდი ოდენობით თანხის გაშვება შემდეგი სიტყვებით: „წადი ახლა და მშვიდობაში მოიხმარე“, ნამდვილად არ მომხდარა.     „მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ –  ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან… მესმის დიდი ინტერესია. არ მიყვარს ბაქი-ბუქით საუბარი და ტრაბახი. არ ვიცი, შეიძლება ხვალ მოხდეს, ან ზეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ. 2-3 კვირის წინ დავაკავეთ ადამიანი მკვლელობაზე, რომელიც ეს 12 წლის წინ ჩაიდინა – ხდება ეს.…

მეტი...

„ვიხსნათ აფხაზეთი საბოლოო დაკარგვისგან – რუსული ანექსიისგან!“

„ვიხსნათ აფხაზეთი საბოლოო დაკარგვისგან – რუსული ანექსიისგან!“ – აღნიშნული სლოგანით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში  აფხაზეთის გასაბჭოების 100-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა 100 წლის წინანდელი ოკუპაციისა და იმ რთული პირობების წარმოჩენა, რომელშიც  საქართველოს იმჟამიდელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას გამკლავება უწევდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში; როგორ ცდილობდნენ აფხაზი სეპარატისტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას საბჭოთა რუსეთის წაქეზებით. კონფერენციის ორგანიზატორთა უმთავრესი მიზანი იყო ყოველივე ზემოთ აღნიშნულსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამედროვე…

მეტი...

„იმედია, „კოვაქსი“ პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის განაწილება დაიწყო და იმედს იტოვებს, რომ „კოვაქსი“ პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს.   „დიდი იმედია, ამჟამად მაინც შეასრულებს „კოვაქსი“ თავის პირობას. მან პირობა ვერ შეასრულა და ამიტომ შეფერხდა ვაქცინის შემოტანა. უკვე დაიწყო ვაქცინის განაწილება და მარტის თვე იქნება ის პერიოდი, როცა ყველა ქვეყანა ელოდება „კოვაქსიდან“ ვაქცინის მიღებას. ძალიან დიდი იმედია, რომ ეს არ უნდა იყოს მარტის შუა რიცხვების იქით“ – აცხადებს იმნაძე. მისი თქმით, ვაქცინის მიღება ევროკავშირის ქვეყნებშიც გართულდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს წინასწარ მილიარდები აქვს გადახდილი.…

მეტი...

„ვაქცინაციის ჩასაგდებად სპეციალურ ჯგუფები მუშაობენ“- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინები საკმარისი რაოდენობით შემოვა, თუმცა, მისი ხელის შემშლელები აუცილებად გამოჩნდებიან. ” როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ რომ ვაქცინა არ არის.  სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ისევ დაწყებულია ეს პროცესი.  უკრაინაშიც იგივე ვითარებაა. ძალიან ბევრი ჯგუფი მუშაობს უკრაინაში ვაქცინაციის ჩასაგდებად. იდი ალბათობით, ჩვენთანაც იგივეს იზამენ“ – აცხადებს პაატა იმნაძე.  

მეტი...

“ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება” – შს მინისტრი

ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება – მაგალითად, სამი კვირის წინ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. მან დეპუტატების კითხვის პასუხად ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უყვარს ტრაბახი და წინასწარ არ იტყვის, ესებუას დაკავება მოხდება ხვალ, ზეგ, ერთ საათში თუ მაქსიმუმ ერთ თვეში, “მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება – ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყო ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ.…

მეტი...

“საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ბრიტანული შტამის ფართოდ გავრცელება ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არის თუმცა,  დღესდღეობით, სულ სამი კლასტერია გამოვლენილი და ჯამში ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 31 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისივე თქმით, ყველა მათგანი მსუბუქი მიმდინარეობის იყო და მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდნენ. “საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება ჩვენს ქვეყანაში მას არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ოჯახური კონტაქტები იყო. 31 არის სულ დადასტურებული ამ სამი კლასტერიდან. ანუ სამი კლასტერი გვაქვს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ესენი იყო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ისინი იმყოფებოდნენ…

მეტი...

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია” – ნათია თურნავა

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან. თურნავას თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრა ცოტა დაგვიანებით მოხდა, თუმცა ასეთი კომუნიკაცია დადებითი შედეგის მომტანია. „ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც და ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ ამ ეტაპზეც ვფიქრობ, ძალიან დიდი დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად…

მეტი...

„თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება, ვიქნებით ძალიან პრინციპულები“ – ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ შესახებ

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს და დარღვევების შემთხვევაში, მწვავე რეაქციაც ექნება. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური. ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი – ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი. ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის…

მეტი...

“არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?” – თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მორიგი ეტაპის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დიალოგის საჭიროებას ისიც იზიარებს, თუმცა დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან მოლაპარაკებაში მონაწილე პირი არაა: “მე რომ ახლა გითხრათ, რომ პლებისციტს ვემხრობი და რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია და არ უნდა ჩატარდეს, ეს იქნება, რომ მე და თქვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე. ამიტომ დაველოდოთ რეალური დიალოგი როდის შედგება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა, მე მაგალითად, ვერ ვხვდები ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ…

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კოვიდ ინფექციის მართვის პროცესში არამხოლოდ საზედამხედველო საქმიანობას ეწევა, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში პანდემიის გამოცხადების დღიდან,“ – დიმიტრი ხუნდაძე „ლელოს„ წვერ ანა ნაცვლიშვილს პასუხობს. ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა საკანონმდებლო საქმიანობა, ყველა მისი საკანონმდებლო ინიციატივა შუქდება და ის არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, მის მოსაძიებლად მხოლოდ სურვილია საჭირო: „კომიტეტი ასევე ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და ყველა სხდომის შემდეგ იმართება საინფორმაციო ბრიფინგები. აღარ ვსაუბრობ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობაზე. რომ არ ჩავთვალოთ, რომ დავიზარე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კომიტეტის აქტივობებს ამ მიმართულებით: 1.  2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა…

მეტი...

“არ გამაჩნდა პოლიტიკური შეხედულება, ბოდიშს ვიხდი ჩადენილი დანაშაულისთვის” – ენმ-ს გორის ოფისის დაზიანებას ბრალდებულები არაფხიზელი მდგომარეობით ხსნიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონულ ორგანიზაციის ოფისის დაზიანებაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე 4-ვე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროცესზე სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე მზად იყვნენ, თუმცა, აღნიშნეს, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენიათ. “ბოდიშს ვიხდი ჩადენილი დანაშაულისთვის, რადგან ვიმყოფებოდი ზედმეტად ნასვამი. არ გამაჩნდა არავითარი პოლიტიკური შეხედულება, არანაირი პოლიტიკური განზრახვა არ ეს ყველაფერი მომივიდა სიმთვრალის ფონზე,”- აღნიშნა სასამართლოზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა.  გამოძიების ინფორმაციით, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა…

მეტი...

“რა შანსი ჰქონდა შსს-ს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება რაიმე სხვა ფორმით აღესრულებინა?” – სოზარ სუბარი ვახტანგ გომელაურს

რა შანსი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რაიმე სხვა ფორმით? – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. სუბარის შეფასებით, სპეცოპარაცია უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული, რადგან შედეგად არც ერთი ადამიანი სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა ამავდროულად, მან შს მინისტრს დაუსვა კითხვა, იყო თუ არა გამოყენებული სამართალდამცველების ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც სჭირდებოდა ოპერაციის უსაფრთხოებას. „მინდა შევეხო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ თემას და ეჭვი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს მოჰყვება ხმაური ამ დაკავებას – ეს არის ნიკა მელიას დაკავება. მთელი საქართველო და მე მგონი, არა მხოლოდ…

მეტი...

“მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა გააცნო და თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. „ჩვენთვის პრიორიტეტულია, ერთი მხრივ, ჩვენი თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროში ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაშიც უმნიშვნელოვანესია სამინისტროს  აკადემიის როლი. აკადემიის შესაძლებლობების განვითარება ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. „ჩვენი მთავარი ამოცანაა პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, როგორც დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მომავალში კვლავ…

მეტი...

ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? – ალეკო ელისაშვილი შს მინისტრს

“მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ბადრი ესებუას შესახებ ჰკითხა. დეპუტატი დაინტერესდა, თუ აქვს უწყებას ინფორმაცია, სად არის დღეს ზუგდიდში, ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი და დატოვა თუ არა მან საქართველოს საზღვრები.  “ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის, საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა ქვეყანა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის,”-მიმართა ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს.  შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებით წარდგა. ამ წუთებში, მინისტრს კითხვებს უსვამენ. 

მეტი...

“გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა” – გომელაური

საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა. “სამინისტროს ინიციატივით მიღებულია ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები,”-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე – მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს. “2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან…

მეტი...

“2020 წელს ყველა მეხანძრე-მაშველს ხელფასი გაეზარდა” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და  პანდემიასთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. „2020 წლის პირველი სექტემბრიდან მყვინთავების ხელფასი გაიზარდა 100%-ით. ხელფასი გაეზარდა ყველა მეხანძრე-მაშველს. გასულ წელს, სახანძრო-სამაშველო ძალების არსებობის ისტორიაში პირველად, დღიური კვების რაციონი განისაზღვრა და ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებას სამსახური უზრუნველყოფს. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში,…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. განკარგულების თანახმად, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები. აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული…

მეტი...

„ეს არის თანხები, რომელსაც სახლში ვერავინ წაიღებს“ -შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავრში“

„ეს არის თანხები, რომელიც ისევ ეკონომიკაში ბრუნდება, სახლში ვერავინ ვერ წაიღებს,“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით ეს სუბსიდირება აამუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესს: „ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ისევ ეკონომიკაში ბრუნავს, ანუ ჩვენ ვიხდით იმ ბიზნესში, რომელსაც უკან ღებულობს საზოგადოება. რას ნიშნავს 5000 ლარიანი დახმარება?, დღეს ამ თანხით საშუალო, პატარა კაფე- ბარი იწყებს ფუნქციონირებას და 15 თანამშრომელი მუშაობას იწყებს, 10 კაცი საშუალოდ დასაქმებული ეს არის 4000 კაცი და მათ შესაძლებლობა მიეცემათ ჩაებან ისევ სამსახურში. ჩვენ თუ ამას ზოგად ჭრილში დავინახავთ ეს არის შესაძლებლობა, რაც…

მეტი...

“ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობისთვის პასუხისგებაში მიეცა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, “მინისტრის საათის” ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე – ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.  “ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას.       ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე, გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული…

მეტი...

“გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი არის გამოძიების ხარისხის გაზრდა” – ვახტანგ გომელაური

გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი“, – განაცხადა გომელაურმა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. „სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული…

მეტი...

„მერიის მხრიდან მცირე და საშუალო კაფე – ბარები მიღებენ 5000 ლარიან დახმარებას ერთჯერადად“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველი სერიოზული ნაბიჯი, რაც მერიამ გადადგა ეს იყო გარე სივრცეები გადასცემოდა მათ და გათავისუფლებულიყვნენ გადასახადებისგან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა“ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე იმ პოზიტიურ შეთავაზებებზე საუბრობს, რაც სარესტორნო ბიზნესს მერიის მხრიდან გაეწევა: „შეხვედრა გვქონდა ირაკლი ხმალაძესთან და ორ საათში იქნა გადაწვეტილება მიღებული, რომ ყველა მერიის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია გათასუფლებული ყოფილიყო იჯარისგან. მეორე ინიციატივით, მერიასთან შევთანხმდით საბრუნავ თანხაზე, რაც მისასალმებელი იყო ასევე, შეთავაზება მოიცავს შემდგეს, მერიის მხრიდან მცირე და საშუალო კაფე – ბარები მიღებენ 5000 ლარიან დახმარებას ერთჯერადად, ვინც მუშაობდნენ და ჰქონდათ ბრუნვა მათ ცხადია არ ესაჭიროებათ დახმარება.…

მეტი...

– ცაგერში ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივებთან დახურულ შეხვედრას მართავენ

პროტესტი ნამახვანჰესზე – ამ წუთებში ცაგერში დახურული შეხვედრა იწყება. რეგიონში პრემეირ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები ჩავიდნენ.  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები – ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკვე ადგილზე იმყოფებიან. მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ნამახვანჰესის მშენებლობასა და მის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ.  შეხვედრის დაწყებამდე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი – რამდენიმე ადამიანმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ დარბაზი გადავსებულია და მათთვის ადგილი აღარ აღმოჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობის უარზე არ არიან, თუმცა რისკის ფასად არ სურთ. შეხვედრის ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს იმ ადამიანთა ნაწილი,…

მეტი...

“ჰერიტიჯის” გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეკონომიკის თავისუფლების კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს.  მამუკა მდინარაძის განცხადებით, ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო – მიმზიდველი. “ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია “ჰერიტიჯის” მიერ  გამოქვეყნებულ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 77.2 საერთო ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო – მიმზიდველი, რაც კორონავირუსით განპირობებული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია,…

მეტი...

განათლების სამინისტრო COVID-19-ის პრევენციის მიზნით სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

განათლების სამინისტრო სკოლებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლების მონიტორინგს აგრძელებს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, მცხეთის საჯარო სკოლებში, მოსწავლეთა მაღალი დასწრების მიუხედავად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ახლა მთავარია, არსებული სტაბილურობის შესანარჩუნებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზედმიწევნით დაიცვან სამინისტროს რეკომენდაციები. “მოვინახულეთ არაერთი სკოლა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არის 100%-იანი დასწრება ყველა სკოლაში, სადაც ვიმყოფებოდით. სკოლა არის მომარაგებული ყველა საჭირო რესურსით ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულებით და ასევე…

მეტი...

წალენჯიხაში ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი 30 კვ.მ-ზე გაჩნდა და შენობის მინები ჩაიმსხვრა. წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხოვრობენ. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

3 შეზღუდვა, რომელიც 8 მარტიდან მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან 3 შეზღუდვა მოიხსნება. 1) გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები; 2) საქართველოს მასშტაბით, შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნები (შაბათ-კვირის გარდა); 3) ამასთან მუშაობას განაახლებს არასასურსათო-საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები.

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს მინისტრი “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება. მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. 

მეტი...

„მართლა ბრძენია მგონი ეგ დ****ი“ – ზვიად კუპრავა

პლებისციტთან დაკავშირებით ოპოზიციონერების აზრთა სხვადასხვაობამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა: „ხიხო უძახე შენ და მის სურვილებს თვითონ კი არ აკეთებს, შენ გაკეთებინებს. თან, ისე, უბრალოდ კი არ გაკეთებინებს, გახვეწნინებს რომ გააკეთო, მართლა ბრძენია მე მგონი ეგ დ******ი.. – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 192, იმერეთში – 71, გურიაში – 25

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 192, იმერეთში – 71, გურიაში – 25, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 672 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად,გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე –…

მეტი...