“ეს ნეანდერტალელური აზროვნება და დიდი შეცდომაა” – ჯო ბაიდენი პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასის და მისისიპის შტატებში პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმება გააკრიტიკა და ამ გადაწყვეტილებას “ნეანდერტალელური აზროვნება” და „დიდი შეცდომა“ უწოდა. „ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. პირბადეები, სოციალური დისტანცირება და სხვა ზომები კვლავ მნიშვნელოვანია, იმ როლის მიუხედავად, რასაც ვაქცინები პანდემიის შეჩერებაში ასრულებენ. ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ნეანდერტალელური აზროვნებაა, იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მოიხსენი პირბადე და დაივიწყე ის,“- აღნიშნა ბაიდენმა. პრეზიდენტის კომენტარს ტეხასის და მისისიპის შტატების გუბერნატორები გამოეხმაურნენ. ”მისისიპელებს არ სჭირდებათ მწვრთნელები. რაოდენობის კლებასთან ერთად მათ შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი არჩევანი და მოუსმინონ ექსპერტებს. ვფიქრობ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ…

მეტი...

დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მეტი...

კაპიტოლიუმის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციის განცხადებით, ამის მიზეზი შესაძლო საფრთხის შესახებ დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციაა. უსაფრთხოების მიზნით წარმომადგენელთა პალატის დღევანდელი სესიები გადაიდო. თუმცა, სენატი მაინც გეგმავს დებატების გამართვას ჯო ბაიდენის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით წარდგენილი ფინანსური პაკეტის შესახებ. კაპიტოლიუმზე შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციის დეტალები უცნობია.

მეტი...

“აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს ერთად უნდა დაუჭირონ მხარი” – მაიკლ კარპენტერი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის სახელობის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. კარპენტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს. „როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – წერს ამერიკელი დიპლომატი.

მეტი...

“სამხედრო მოსამსახურემ ბრიგადის ტერიტორიაზე თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა” – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.​“მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს,”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება

დღეს, 4 მარტს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას. „აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მეტი...

“ფაიზერის” ვაქცინა დაგვიანებით, მაგრამ მარტის ბოლომდე მაინც შემოვა – თენგიზ ცერცვაძე

როდის მიიღებს საქართველო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას – საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. უნდა შეთანხმდეს გეგმა და დაზუსტდეს დეტალები. პირველ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა “ფაიზერის” 30 ათას დოზას მიიღებს. რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინაციის დაწყება – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, შედეგებზე პასუხიმგებლობის საკითხი იყო, რაც უკვე მოგვარებულია. “დეფიციტია ბაზარზე, მათ შორის “ფაიზერის” ვაქცინის. “ფაიზერმა” ვერ მიაწოდა COVAX პლატფორმას საკმარისი რაოდენობით ვაქცინა და ამას მოყვა დამატებითი მოთხოვნები, რომელიც საქართველოს ჯერ არც მიუღია ამ მოთხოვნის ფორმულირება, დღე-დღეზე სატელეფონო ზარს, სადაც უნდა შეთანხმდნენ საბოლოოდ კიდევ რა პრეტენზიები აქვს “ფაიზერს”. მე რამდენადაც ვიცი,…

მეტი...

ახლა ვაქცინების მიღების ყველაზე დიდი შანსი ინდოეთიდან არის

მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე ვერ მოახერხა გაფართოება, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველო ორი კომპანიისგან ელოდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. „მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. პრაქტიკულად მხოლოდ ისრაელს აქვს მაღალი მოცვა, ბრიტანეთს აქვს დაახლოებით 30 პროცენტი, აშშ-ს 22 პროცენტი, ევროკავშირს საშუალოდ 7 პროცენტი. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე გაფართოება ვერ მოახერხა, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. ამან შექმნა მკვეთრი დეფიციტი, მათ შორის „კოვაქსის“ პლატფორმაზეც. „კოვაქსმა“ დაიწყო პირველ რიგში იმ ქვეყნების მომარაგება, რომლებიც არიან დონორული დახმარებით, ისინი ძალიან შეღავათიან ფასებში იღებენ, განსხვავებით…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხება

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხება. საქმე დახურულია, თუმცა გამოძიება დოკუმენტაციის ფალსიფიკაციაზე დაიწყო. საუბარია ერთ-ერთი მოწმის მიერ ოჯახისთვის გადაცემულ ე.წ. სქრინებზე, სადაც მარიამ შარაშიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი ზეწოლაზე საუბრობდა. ადვოკატმა მშობლებისთვის გაგზავნილი დოკუმენტაცია გამოძიებას მიაწოდა და სწორედ მათი ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

მეტი...

„თავის დროზე გარეთ ვიდექით, მერე შიგნით ვიყავით, ახლა ისე გარეთ ვართ“ – ოპოზიციის ლიდერები კარვებში

რუსთაველის გამზირზე კარვებში, გუშინ ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა: „თავის დროზე გარეთ ვიდექით, მერე შიგნით ვიყავით, ახლა ისე გარეთ ვართ (ყინვაა და არ ვიმჩნევთ) ქვეყანას აქ ვჭირდებით. 1989 წლის 9 აპრილიდან აქ ვარ და უკვე სათვალავიც ამერია. 20 ივნისის რეპეტიცია არც გაგვივლია თავში. (ყინვაა და არ ვიმჩნევთ) ქვეყანას აქ ვჭირდებით. 1989 წლის 9 აპრილიდან აქ ვარ და უკვე სათვალავიც ამერია. 20 ივნისის რეპეტიცია არც გაგვივლია თავში.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...