პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

ვითარება პარლამენტთან დაძაბულია, ცოტა ხნის აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პერფორმანსის მცდელობა, მათ პოლიციელებს მიუტანეს ენერგეტიკული სასმელები. შეხლა – შემოხლა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ჩიტაძის ქუჩაზე მოხდა: „უბრალოდ გამოვხატავდით პროტესტს, არ გვაძლევენ საშუალება ხმა მივაწვდინოთ იქ მყოფ დეპუტატებს, ახლა ვიმყოფებით პარლამენტის შენობის შესასვლელთან, პიკეტირების პროცესში მოხდა დაპირისპირება, რის გამოც დააკავეს 7 აქტივისტი, ხოლო გადაკეტეს მიმდებარე ქუჩები და პიკეტირების პროცესში მონაწილე პირები, როგორც კი გადიან მიმდებარე ტერიტორიიდან უწევენ წინააღმდეგობას სამართალდამცავები, რათა არ შეძლონ უკან მიბრუნება,“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ პარტია გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა იზა სურმანიძემ. შეგახსნებთ სამართალდამცავებმა აქციაზე 7 პირი დააკავეს.

მეტი...

პარლამენტთან პიკეტირების აქციაზე 7 პირი დააკავეს – შსს

პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირია დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაციას “მედიაცენტრ მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 173-ე მუხლით დაიწყო. პარლამენტთან ისევ ხმაურია. აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობს, პოლიცია კი მათ სამანქანო სივრცის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ამ დრომდე აქვს ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას და მცირე შეხლა-შემოხლას. საერთაშორისო შუამავლებთან ერთად რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად ოპოზიცია გეგმების შეცვლას და აქციებზე უარის თქმას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ძირითადი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

მეტი...

“ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია” – გიგი უგულავა

ჩამოვიდა შარლ მიშელი და ხელისუფლებამ კრიზისს დაარქვა კრიზისი – ლეგიტიმაცია მოკლებულმა ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგონოს, შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტენს, პარლამენტთან გამუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. „პიკეტის მიზანი ისაა, რაც აქამდე იყო. მშვიდობიანი პროტესტი! პროტესტი იმის, თუ რაც პარლამენტში ხდება. არ შევეგუებით ერთპარტიულ პარლამენტს. უზურპირებული და ლეგიტიმაცია მოკლებულია ხელისუფლება და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით, ყურით უნდა გაიგონ. შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს. გუშინდელმა დღემ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე აიყვანა ეს მოლაპარაკებები. აბსოლუტურად…

მეტი...

საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს იგეგმება

საარჩევნო რეფორმის პირველადი ვერსია მზად არის და მისი პარლამენტში ინიცირება დღეისთვის იგეგმება. მმართველი გუნდი კანონპროექტის ოდირისთვის გაგზავნასაც გეგმავს, მიღებული დასკვნის შემდეგ კი ცვლილებების პროექტის დამტკიცებას მაისში აპირებს. “ჩვენ უკვე მზად ვართ ეს კანონპროექტი დავაინიციროთ. სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. ძალიან საინტერესო და ფუნდამენტური ცვლილებებია საარჩევნო რეფორმაში. კიდევ გვექნება 2 თვიანი ვადა საპარლამენტო განხილვებისთვის და რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება კანონპროექტი კიდევ უფრო დაიხვეწოს. ასევე, ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული კანონპროექტი გავაგზავნოთ ოდირში დასკვნისთვის და ამის საფუძველზე უკვე მაისში მივიღებთ ცვლილებების პროექტს,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი. საარჩევნო სისტემაში ცვლილებები “მოქალაქეებსა” და…

მეტი...

სპეცოპერაცია თბილისში – თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი ბინიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მეტი...

პარლამენტთან პიკეტირების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

პარლამენტთან ერთი პირი დააკავეს. საკანონმდებლო ორგანოსთან სადაც ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტეთან ერთად პიკეტირების აქციის მოსაწყობად დღეს დილიდან მივიდა დეპუტატების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით შეხვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ბესო გაზდელიანი. საერთაშორისო შუამავლებთან ერთად რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად ოპოზიცია გეგმების შეცვლას და აქციებზე უარის თქმას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ძირითადი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია, მათ სპეციალური კორიდორი აქვთ მოწყობილი რომელიც საავტომობილო გზის გამტარობას უზრუნველყოფს.

მეტი...