ფინანსთა მინისტრმა გადაიხადა და თანამდებობა დატოვა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადადგა. განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, მან  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში. მინდა, გაცნობით ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის…

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის მეუღლეს საქმის მასალებზე წვდომა შეეზღუდა – პროკურატურის განმარტება

19 მარტს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალების ნაწილის გაცნობაზე უარი ეთქვა. პროკურატურის შესაბამის დადგენილებაში, ამ შეზღუდვის მიზეზებია განმარტებული. დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ პირველ ეტაპზე გარდაცვლილის უფლებამონაცვლე შეუფერხებლად გაეცნო იმ დროისთვის არსებულ საქმის მასალებს, თუმცა, ამჟამად დამატებითი მასალების გაცნობამ, შესაძლოა გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს. “დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემამ, შესძლოა, გამოიწვიოს მათი გასაჯაროვება ანდა მოწმეებზე ზემოქმედება, მათი დაშინება, ნივთმტკიცებების განადგურება, ყალბი მტკიცებულებების შექმნა და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესისი ხელშეშლა. ამასთანავე, საქმის მასალების შინაარსისა და მათი სფეციფიკის გათვალისწინებით, ასევე შეუძლებებლია, დაზარალებულის უფლებამონცვლისთვის საქმის მასალაბის ისეთი ფორმით გაცნობა…

მეტი...

“გარკვეული პერიოდი შალვა პაპუაშვილთან ერთად მომიწია მუშაობა საარჩევნო კოდექსზე და დავრწმუნდი მის პატიოსნებაში” – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი შალვა პაპუაშვილს  პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეც და ბატონმა ალეკო ელისაშვილმაც მხარი დავუჭირეთ თქვენს კანდიდატურას. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მე რაღაც პერიოდი მომიწია ბატონ შალვასთან ერთად მუშაობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ დავუჭირე მე მას მხარი. არ ვიცი, კიდევ თუ ექნება ვიღაცას იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. “უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ – ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა. ის ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს. მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მეტი...

„ლაიქების მასტერი“ – ირაკლი ოქრუაშვილი გიორგი გახარიაზე

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გახარის, ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს: „46 წლის მანძილზე აგური რომ არ დაგიდია ქვეყნის კედელზე და თაიგულის დადებით იწყებ. სიყალბე და ფარისევლობა ღუპავს ამ ქვეყანას დიდი ხანია. „ლაიქების მასტერ“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“საქართველოს პრეზიდენტი გაჯიუტდა და არ უნდა შეწყალების დოკუმენტს მოაწეროს ხელი” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოლაპარაკებების პროცესში დესტრუქციული როლი უჭირავს და ის ჯიუტად არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს გადადგას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული ნაბიჯი და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. “გუშინდელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუწბილდა იმედები. მეც ძალიან მინდოდა, რომ შეთანხმება მომხდარიყო იმიტომ, რომ მართლა ვფიქრობ, ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანის გზა არის შეთანხმება. შეთანხმება ვერ მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ “ქართულმა ოცნებამ” აირჩია დესტრუქციული გზა. ღიად ვაცხადებ დღესაც – ვერ დავტოვებ…

მეტი...

“უკვე გვაქვს მცირე ეპიდაფეთქებები” – ამირან გამყრელიძე

გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა გონგი განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს სათანადოდ არ დაიცავს, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდება. „უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია. მართალია, სერიოზულად შევამცირეთ ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ დამარცხებისგან ჯერ შორს ვართ. გუშინ და გუშინწინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული, ჯგუფური ეპიდაფეთქებები…

მეტი...

“ვაქცინაციის პროცესი გაცილებით გააქტიურდა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მოთხოვნა მაღალია როგორც „ფაიზერზე“, ისე „ასტრაზენეკაზე“. „გაცილებით გააქტიურდა ვაქცინაციის პროცესი. თავიდან თუ პირველი თერთმეტი დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში, მარტო ერთ ასაცრელ პუნქტში 150 კაცი იცრება დღეში და ასეთი პუნქტი რამდენადაც ვიცი, 40-ია ქვეყანაში. მე არ მაქვს ზუსტი რიცხვი რამდენი აიცრა დღეში, მაგრამ ფაქტია, რომ 14 რიცხვამდე დაჯავშნილია ყველა ადგილი არამარტო „ფაიზერზე“, არამედ „ასტრაზენეკაზეც“. პრაქტიკულად გათანაბრდა მოთხოვნა „ფაიზერზე“ და „ასტრაზენეკაზე“, რაც ძალიან კარგია, რადგან ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე რეიტინგის ლიდერია, არაფრით არ ჯობია…

მეტი...

ცნობილია საქართველოს რეგიონები, სადაც შეზღუდვები დაბრუნდება

დააავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში წერტინოლავნი შეზღყდვები იქნება. მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული ადგილების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს. „წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც” გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

„არჩევნების გაყალბების დამტკიცება ვერ შევძელით“ – იაგო ხვიჩია

„ოპოზიცია, რომ ამბობს არჩევნები გაყალბდა ატყუებს საკუთარ მოსახლეობას,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა: „ის ყველა დოკუმენტი, რაც გვქონდა და საარჩევნო ოქმები, ნახეს ჩვენმა პარტნიორებმაც, მაგრამ მასშტაბები არ ჩათვალეს საკმარისად, მე რომ ვერ დავამტკიცო დანაშაული და მივმართავდე ვინმეს, როგორც დამნაშავეს, ეს ხომ ცილისწამება იქნებოდა. არჩევნების გაყალბების დამტკიცება ვერ შევძელით,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

„მერამდენედ უნდა „გადაგვაგდონ“ ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებაც“ – თინა ბოკუჩავა „ქართულ ოცნებაზე“

„ადამიანმა, რომელმაც არ იცის ხვალ საკუთარ შვილს, როგორ გამოკვებავს, მისთვის ძალიან ძნელია გრძელვადიან მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარი,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ოპოზიციონერი დაანონსებულ აქციაზე საუბრობს და თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები ყველა პრობლემის დასამარცხებლად საუკეთესო გზაა: „მერამდენედ უნდა „გადაგვაგდონ“ ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებაც, უნდა მივხდეთ, რომ ამ ყველაფრის გადალახვის და რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორების გზა, არის ვადამდელი არჩევნები,  ხალხი უკვე შთანთქმულია ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

მეტი...

“საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები იქნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ არადა დაგვჭირდება ისევ შეზღუდვების დაწესება. „წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც” გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.

მეტი...

“20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო” – ირაკლი კობახიძე

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო – ის რეფორმების პაკეტი არ არის, გამომდინარე აქედან, ამაზე ბუნებრივია ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, – ეს განაცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. “ჩვენ პასუხისმგებლობას რეფორმების განხორციელებაზე ვიღებთ. ამნისტია კი, შეთახმების ნაწილი იყო“, – აცხადებს კობახიძე. კრისტიან დენიელსონის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საგანი იყო, წერია, რომ პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

მეტი...

“ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება!” – ჯანდაცვის მინისტრი „მედკაპიტალის“ ექიმზე

თბილისში 52 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ავრცელებს. პირველად მოკვლევაზე დაყრდნობით მინისტრმა აღნიშნა, რომ „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება. „რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. „მედკაპიტალის“ ექიმმა კორონავირუსზე აცრა ორი კვირის წინ გაიკეთა, თუმცა კლინიკა მის გარდაცვალებასთან ვაქცინაციის კავშირს გამორიცხავს. ცნობილია, რომ ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.

მეტი...

დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ვაქცინაციის პროცესში იქნებიან ჩართული. როგორც მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას. ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამინები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, იქნებიან ჩართული…

მეტი...

ვაქცინაციის სათადარიგო სიებში ჯარი და პოლიცია ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, თუ რამდენი ვაქცინის დოზის დაკარგვა მოხდა. ამასთან, მინისტრის თქმით, პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდება იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდოდ, დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას. “არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ვაქცინის დოზის დაკარგვა ხდება. ამ ეტაპისთვის დაკარგული არის მხოლოდ 3%-მდე დოზა, ეს არის 181 დოზა და შემდგომში რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდოდ, დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას,” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მეტი...

გახდა თუ არა „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა – კლინიკის განმარტება

ვრცელდება ინფორმაცია „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაიცვალების შესახებ. როგორც ექიმის ახლობლები და მედიკოსები ამობენ, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა „მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია. როგორც კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია. „მედკაპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

მეტი...

“არ მომეცა შესაძლებლობა ხელი მომეწერა, ერთადერთი პარტია ვიყავი ვინც ხელს ვაწერდი” – ვახტანგ მეგრელიშვილი

“გირჩის” ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ის მზად იყო გუშინ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელი მოეწერა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე ამის საშუალება არ მიეცა. “მე არ მომეცა შესაძლებლობა რომ ხელი მომეწერა, ერთადერთი პარტია ვიყავი, ვინც ხელს ვაწერდი, უბრალოდ, ფორმატი იყო ისეთი, რომ ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ. მარტო ჩემთვის იყო ეგ დოკუმენტი მომზადებული. ახლა ყველაფერი გავიგე, მშვენიერი დოკუმენტი იყო, მართლა ნამუშევარი აქვს ევროკავშირს და ბატონ დანიელსონს. თითოეული საკითხი მიმღებლობის შემთხვევაში თავისუფლად შეთანხმებადი იყო, მაგრამ მხარეებს ამის დიდი სურვილი არ ჰქონდათ,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. მისი თქმით, შეხვედრაზე  მოდერეატორების მიერ ერთის მხრივ შემოთავაზებული იყო დაკავებული პირების გათავისუფლება, მეორეს მხრივ…

მეტი...

„ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი, რადგან ბრძოლა გვიწევს რუსეთის ხელდასმულ და ხელისუფლება მიტაცებულ სინდიკატთან“ – ოპოზიციის შეფასებები

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ევროსაბჭოს მედიაციით გამართულ მოლაპრაკებების რაუნდებს ეხმაურებიან.პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე „მედიაცენტრ მთავრთან” აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სასაუბრო რესურსი ამოწურა: „ევროსაბჭოს მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე ცალსახად დადასტურდა, რაც აქამდეც ნათელი იყო, რომ ხელისუფლება ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას, მინიმუმ მარგინალურ ჭრილში გადატანას და ის საკითხები, რომლებიც ვითომდა კომპრომისითვის იქნა გამოყენებული (სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმა, 20 ივნისის თემის ამნისტირება), მხოლოდ მანიპულაციაა მეტი არაფერი და ვერც ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად გამოდგება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკვანძო საკითხებზე პრინციპული დამოკიდებულებით (რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრები) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იქნება შეუვალი, ქვეყნისთვის და კრიზისის…

მეტი...

“ვინ აყენებდა იქ ულტუმატუმებს და ვინ – არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ – არა, საზოგადეობას უკვე აქვს დეტალური ინფორმაცია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული დიალოგის დეტალები გააცნეს. რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, მისი თქმით, ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით მოსპო ყვოველგვარი რესურსი, რომ შეთანხმება შემდგარიყო. „ჩვენ უმრავლესობის წევრებს გავაცანით დიალოგის დეტალები, რაც იყო მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, აინტერესებდა გუნდს დეტალები და გვქონდა საუბარი ყველა ნიუანსზე, რაც უკავშირდებოდა გუშინდელ დიალოგს. დანარჩენი, თქვენც იცით, რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, ვინ აყენებდა იქ ულტუმატუმებს და ვინ – არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ – არა, საზოგადეობას უკვე აქვს დეტალური ინფორმაცია. ჩვენ არ…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილი და არჩილ თალაკვაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.

მეტი...

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა. ხოლო ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. “ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 947 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 268 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 947 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 364, პისიარტესტით – 11 583. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93%, ბოლო 14 დღის – 1,74%, ბოლო 7 დღის – 1,61%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ  281 761 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 167 გამოჯანმრთელდა, 3 778 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 270, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 674 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?“ – 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადაა

1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

მეტი...

“ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია” – გიორგი გახარია

რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, – ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გუშინ განვითარებულ პროცესებს. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. „გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, – აღნიშნავს გახარია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდენ.…

მეტი...

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდიამ საზოგადოებას თავი ანტისაბჭოთა გამოსვლებით ახალგაზრდობაშივე დაამახსოვრა. 1976 წელს გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველ ყოვლისა კი ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს…

მეტი...

“ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავს ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას. პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია: “31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა. ამ დღეს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად…

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე აზნორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ძალიან ვწუხვარ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. ადამიანი, რომელიც კლინიკაში ყოფნის დროს გულშემატკივრობდა,“ – დიმიტრი ხუნდაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ერთ კლინიკაში, ერთ სართულზე, გვერდი-გვერდ პალატაში გავდიოდით მკურნალობას. მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ ვირუსს აუცილებლად დავამარცხებდით. მიუხედავად მედპერსონალის დაუზოგავი შრომისა , მისი მდგომარეობა დამძიმდა და დღეს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. COVID 19 ყოველდღე გვახსენებს, როგორ შეუძლია ჩამოგვაშოროს ადამიანებს. მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული ხალხური სიმღერა. 2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009 წლიდან…

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილი, ხაზარაძე-ჯაფარიძის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას და ავთანდილ წერეთლის საქმეები – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება, საქართველოზეცაა საუბარი. კერძოდ, ანგარიშში მოხვდა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და “TV პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის, “მთავარი არხის” მეწერილის, გიორგი რურუას, ასევე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას და “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი ოქრუაშვილის, საქმეები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავდა. “15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და…

მეტი...

კორონავირუსით ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუნებელი და  სოლისტი  ანზორ ერქომაიშვილი „კოვიდ 19“-მა იმსხვერპლა. ის „კორონავირუსის“ დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ბოლო პერიოდში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ხელოვანი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

“რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში” – არჩილ თალაკვაძე წარუმატებელ მედიაციაზე

ევროპელმა მედიატორმა საქართველო გაწბილებულმა დატოვა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიციების დასაახლოებლად და კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად დიპლომატი, სპეციალური გზავნილით ქვეყანაში მეორედ დაბრუნდა, თუმცა, მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე მხარეებმა უარი თქვეს. შეთანხმების მიუღწევლობას და დოკუმენტზე ხელის არმოწერას მმართველი გუნდი ოპოზიციას აბრალებს, ოპოზიცია კი მმართველი გუნდის სიჯიუტეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი. „მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას. ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი…

მეტი...

„სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“ – კრისტიან დანიელსონი

მედიატორობის მეორე, წარუმატებელი შედეგის შემდეგ, ევროპელი მომლაპარაკებელი ქვეყანას გაწბილებული ტოვებს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კომპრომისი სიძლიერეა და არა სისუსტე. კრისტიან დანიელსონი ასევე განმარტავს, რომ მხარეებს არ ჰქონიათ სურვილი, კომპრომისისთვის მიეღწიათ. „საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოხვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია. საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად,…

მეტი...

6 საათიანი მედიაციის შემდეგ, მხარეებმა ევროსაბჭოს წარმომადგენლის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი იმედგაცრუებულია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მედიატორების შეხვედრა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ევროპელი მედიატორი დარწმუნებული იყო, მხარეები შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ, მასზე უარი ითქვა. „არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო“ – ასეთი შეფასება გააკეთა ევროპელმა მედიატორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და მოგვიანებით, ევროკავშირის ოფისმა დოკუმენტის ოფიციალური ნაწილიც გაასაჯაროვა. „დავასრულე მედიაციის მეორე მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს; ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების…

მეტი...

რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა და რომელზეც ხელმოწერა ვერ შედგა?!

ევროპელმა მედიატორმა, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოვიდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს ხელმოსაწერი დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა, მხარეებმა მას ხელი არ მოაწერეს. პოლიტიკურ სუბეიქტებს შორის მოლაპარაკება გვიან ღამემდე გაგრძელდა. შეხვედრს დასრულების შემდეგ კი კრისტიან დანიელსონმა დოკუმენტი გამოაქვეყნა.    პარტიებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი კი შემდეგია: ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ: დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით; შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად; უზრუნველყოფილი იყოს…

მეტი...

მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს – მხარეები რამდენიმე საათია, თათბირობენ  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რამდენიმე საათია, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი  კრისტიან დანიელსონი, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. გაერთიანებულ ფორმატში შხვედრა რამდენიმე საათია გრძელდება. სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს, მოაწერენ თუ არა მხარეები ხელს მედიატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტს. ცნობილია ისიც, რომ მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მთავარი საკითხი საარჩევნო რეფორმა იქნება.  რაც შეეხება მმართველ გუნდს, ვადამდელ არჩევნებზე, მათი მხრიდან კატეგორიული უარია.  

მეტი...