“ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება” – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს. წერილი აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო. „მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს! მიხარია, რომ აქ ხართ, ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება და განვითარებული საქართველოს გამარჯვებაა,სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება წამოგეწევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე , ყოველი ახალი წინაღობა, ახალი გამოწვევა, მეტ ძალას,…

მეტი...

“სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია – სერგი კაპანაძე” – სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ” განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა -არჩამოსვლაზე საუბარი ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, არ არის რელევანტური და სწორი, რადგან ეს მესამეხარისხოვანი საკითხია.  სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი რომ სააკაშვილი ჩამოვა. “მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა ეს მისი გადაწყვეტილებაა, ლიდერად ირჩევს ხალხი და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი. არ ვიცი ჩამოვა თუ არა. აქამდე რასაც ამბობდა, არ აკეთებდა და არ ჩამოდიოდა. დღევანდელ მდგომარეობაში კი, არ მგონია რელევანტური და სწორი ამაზე საუბარი, რადგან მესამე და მეოთხეხარისხოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და ამ გეგმებს მივყვებით. ამ საპროტესტო მუხტის…

მეტი...

“ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ, ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა” – სოზარ სუბარი

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს. „პირიქით ხელს შევუწყობთ, რომ მათი უსაფრთხოება მანდ იყოს დაცული თუკი კანონის ჩარჩოებში ჩაჯდებიან და არ მოხდება ის, რაც მოხდა 20 ივნისს. სპეცდანიშნულების რაზმები უნდა იყვნენ ასეთ დროს. თქვენ კარგად გახსოვთ, რა მოხდა შეერთებულ შტატებში, შტურმის შემდეგ. მთელი თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო პერიმეტრი თეთრი სახლის მიმდებარედ. უსაფრთხოების დაცვა არის ყველგან…

მეტი...

ცნობილია პარტიების ერთობლივი განცხადება

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ წაიკითხა. „მინდა ,გაგაცნოთ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება. დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოდგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. „ივანიშვილის მოძალადეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა. ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელი პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა…

მეტი...

“ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს” – პრემიერი

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. „ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს.…

მეტი...

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო…

მეტი...

“საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა” – გიგი უგულავა პოლიციას

ერთი კაცის დასაჭერად მოსული 3 600 ადამიანი ეს პოლიცია არ არის, ეს არის უკვე ბანდა და საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან პოლიციელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი მათგანი ღირსების ნაცვლად, უღირსების მორევში აღმოჩნდა. მინდა, მოგმართოთ თქვენ პოლიციელებო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ხართ მილიცია, აღარაფერი თქვენში არ არის ეროვნული პოლიციის. თქვენ გქონდათ შანსი, ხუთ თქვენგანს ხმა რომ აემაღლებინა და არ დაეჯერებინა ამ კაცისთვის, რომელიც არის ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ ზონდერი, ხმა რომ ამოგეღოთ, ქვეყანა ამ დღეში არ…

მეტი...

“სპეცრაზმი ჩვენზე ნუ გამოსცდის თავის სიმაგრეს, მათ უნდა დაყარონ თავიანთი ეკიპირება და შეუერთდნენ ხალხს” – შალვა ნათელაშვილი

სპეცრაზმი ჩვენზე ნუ გამოსცდის თავის სიმაგრეს, მათ უნდა დაყარონ თავიანთი ეკიპირება და შეუერთდნენ ხალხს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სპეცრაზმის გაწვრთნაში ფული იმიტომ იხარჯება, რომ მტრებს შეეწინააღმდეგოს და არა იმიტომ, რომ ოპოზიცია დაარბიოს. „სპეცრაზმი ასეთი მაგარი თუ არის და იმედია რომ არის, ჩვენზე ნუ გამოსცდის თავიანთ სიმაგრეს, ტატუნაშვილის გამტაცებლები ჩამოიყვანონ, ოთხოზორიას მკვლელები გადმოიყვანონ გალიდან, ყოველ შაბათს რომ გალში ქეიფობენ ნათლობებსა და ქორწილებზე, ისინი გადმოიყვანონ და ამით დაგვიმტკიცონ. ჩვენ მათ იმიტომ კი არ ვწვრთნით, ვიხარჯებით და გადასახადს ვიხდით მათ მომზადებაში, რომ მერე ჩვენ დაგვარბიონ. ამ ხელისუფლებას ყველაფერთან ერთად, ცოტა გაუკუღმართებული წარმოდგენა…

მეტი...

ოპოზიცია შენობების პიკეტირებას გეგმავს

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 2 მარტს გეგმავს – ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადეს და ერთობლივი განცხადება წაიკითხეს. ოპოზიციის თქმით, 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება მოხდება. ხოლო 9 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება. მათი თქმით, 11 მარტს აქცია სასამართლოსთან გაიმართება, “რომელიც გადაიქცა მურუსიძის ჩინჩალაძის და ყველაზე მნიშვნელოვანი – უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ”. “13 მარტს აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი, და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის,” – ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები.

მეტი...

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

დედაქალაქის ცენტრში მსვლელობის შემდეგ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია და მხარდამჭერები ორი საათს წინ დაიძრნენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ნიკა მელია. დღევანდელი შეკრება სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხარდასაჭერად იმართება. უკვე უნდა დაიწყოს სიტყვით გამოსვლებიც, ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ. შახახნებთ აქციას შეურეთდნენ აქტივისტები რეგიონებიდან, რომლებიც რუსთაველზე საპროტესტო კარავს დადგამენ.

მეტი...

გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების უწყების ვებგვერდზე – online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. „რეგისტრაციის გავლამდე გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ შემდეგ ინფორმაციას: აბიტურიენტები – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“; მასწავლებლის ტესტირებაში მონაწილეები – დამხმარე კრებულები; მაგისტრანტობის მსურველები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები – 2020…

მეტი...

“იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“ – სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით” – გიგი უგულავა

დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობისა და პარლამენტის სხდომების პარალელურად, იქნება „სირცხვილის კორიდორები“ და პიკეტირება. „ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულისკენ მიაქანებს; ვისაც მიაჩნია, რომ ერთადერთი და ლოგიკური სამართლიანი გამოსავალი რიგგარეშე არჩევანია; ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ყველა ზღვარს მიღმაა; ვინც გრძნობს და განიცდის, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის შელახული და ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ერთად ქვეყანას განვითარება არ უწერია, დღეს შეიკრიბება და ხელისუფლებას თავის…

მეტი...

„კოვიდპასპორტის“ ნაცვლად ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები ამოქმედება

გერმანია „კოვიდპასპორტების“ ციფრული სერთიფიკატით ჩანაცვლების მომხრეა. როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები საუკეთესო გამოსავალია, რომელიც ზაფხულამდე უნდა ამოქმედდეს. მისი თქმით, ციფრული სერთიფიკატები ევროკავშირს სჭირდება და ახლა, მხოლოდ ტექტიკური საკითხების შეთანხმებაა დარჩენილი. სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ და სხვებს – არა.

მეტი...

“თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე. მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე: • ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა • მიტროფანე ლაღიძის ქუჩა • ბესიკის ქუჩა • ლესია უკრაინკას ქუჩა • ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა • 9 აპრილის ქუჩა • ანტონ ფურცელაძის ქუჩა • არჩილ ჯორჯაძის ქუჩა • გია…

მეტი...

„მარში თავისუფლებისთვის“ – საპროტესტო მსვლელობა ფილარმონიიდან რამდენიმე წუთში დაიწყება

ფილარმონიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. მსვლელობა სულ ცოტა ხანში დაიწყება და პოლიტიკოსები სამომავლო სამოქმედო გეგმას უკვე „რუსთაველზე“ სიტყვაში გამოსვლის დროს გააცნობენ შეკრებილებს. აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც, როგორც დაანონსდა “რუსთავეზლე” რამდენიმე საპროტესტო კარავი კიდევ დაიდგმება: შეგახსენებთ, რომ აქცია ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაანონსდა, ოპოზიცია მოთხოვნებში უცვლელია: „ნიკა მელიას გათავისუფლება“ და „ვადამდელი არჩევნები“

მეტი...

თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მომავალ კვირაში ესტუმრება. დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, მაღალი რინგის სტუმარი მოლდოვასა და უკრაინაშიც ჩავა. შარლ მიშელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. სტუმარი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ასევე, მოინახულებს საქართველოს საზღვრისპირა სოფლებს.

მეტი...

“არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი” – მიზეილ სააკაშვილი

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „მართალია, რომ საქართველოში აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს“. „გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს 60-დან 70 პროცენტამდე მოქალაქეებს სურთ, რომ დავბრუნდე. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, მზად ვიყავი დახმარებისთვის. ამავდროულად, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც…

მეტი...

„მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ“ – უმრავლესობა ოპოზიციას ისევ მაგიდასთან ეპატიჟება

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იღებს და ოპოზიციას დიალოგის ფორმატში ეპატიჟება. „უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა და ეს  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას.  ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ. ჩვენ არსად წავსულვართ“ – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.   მისივე თქმით, მმართველი გინდა მზადაა, საკუთარი წილი და…

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო „აფხაზეთის ეკლესიის“ მეთაურს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურის ბესარიონ აპლია მოსკოვს მიმართავს და  „აფხაზეთის ეკლესიის“ საკითხის გადაწყვეტას სთხოვს. საქართველოს საპატრიარქო კი აპლიას საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, უხეშად დაამახინჯა აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები და რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილეს მიერ გამოცემული კალენდრის ფონზე განაცხადა: – კავკასიაში რელიგიური საკითხების მოგვარება კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების კი არა, რუსეთის საპატრიარქოს პრეროგატივააო. სიცრუეზე დამყარებული განცხადების ავტორს…

მეტი...

თუ ნიკანორ მელია გირაოს გადაიხდის, პატიმრობა გაუქმდება  

​ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, თუ გირაოს თანხა დაიფარება, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმარათავენ. „გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას  პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას  მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მეტი...

„შეგვეძლო, ჩინური ან რუსული ვაქცინით დაგვეწყო, მაგრამ ეს სწორი არ იქნებოდა“ – სერგეენკო დაგვიანებულ ვაქცინებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის დაგვიანებას ობიექტური მიზეზები აქვს და ყველაფერი კეთდება რომ საქართველოში ვაქცინა მალე შემოიტანონ.  „არ მაქვს ინტერესი, რაიმე ან ხელოვნურად მივჩქმალო ან ხელოვნურად გავაბუქო – ვიცი, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს“ – განაცხადა სერგეენკომ მედიასთან და დაგვიანების მიზეზებზეც ისაუბრა. “ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ისრაელია, ვინც დაიწყო პირველი ვაქცინის კეთება, სერიოზული პრობლემა აქვთ მეორე დოზის მიწოდებაზე. ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არსად  მიდის. გასულ კვირას იაპონიის ელჩს შევხვდი. მან მითხრა, რომ ვაქცინაცია იაპონიაში ორი კვირის წინ დაიწყო. ასეა განვითარებულ და დისციპლინებულ…

მეტი...

რატომ უთხრა სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას უარი – მორიგი განმარტება

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკანორ მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით,  ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. „რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას, წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საჩივრის არსებითი განხილვა ვერ მოხდა, საგამოძიებო კოლეგიაში ამგვარად გასაჩივრების დაუშვებლობის გამო, ამავე დროს სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულს აქვს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა, რომ მოხდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა; ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად; საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე ვალდებულია – განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ…

მეტი...

„ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი“ – პროკურატურა

ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სს საქმესთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო ერთადერთი ალტერნატივა. „მედიაცენტრი მთავარი“ პროკურორ ამირან გულუაშვლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2021 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის…

მეტი...

„ვგმობ ყოველგვარ ძალადობას“ – პრემიერ მინისტრი

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო,  მედიის წარმომადგენლების მიმართ, მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხვის ფაქტთან დაკავშირებით.   მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის მადლობას უხდის. „მსურს, გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო,  მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა და ერთხელ და სამუდამოდ“ – მთავარი გზავნილი   

„ხვალინდელი დღის მთავარი გზავნილი იქნება – ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ტოტალური სიმახინჯის დამარცხება, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ – აცხადებს პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარძე აქციაზე საუბრობს, რომელიც ხვალ გაიმართება.   „ხვალ არის ოპოზიციის დიდი მსვლელობა. ჩვენ , „ლელოელები“ ვიკრიბებით 12 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. „ლელო“ დააფიქსირებს თავის ერთობას და შემდეგ შეუერთდება სხვა ოპოზიციურ პარტიებს ფილარმონიასთან, საიდანაც გაგრძელდება ერთობლივი მსვლელობა. სწორედ ამიტომ, მინდა ჩვენი მხარდამჭერები მოვიწვიო უნივერსიტეტთან. ხვალინდელი დღის მთავარი ლოზუნგი იქნება – ამ ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ტოტალური სიმახინჯის დამარცხება, რომელიც…

მეტი...

„მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია“ – აშშ-ს საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს. „აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.  

მეტი...

“ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც და ურჩიეს, შევიდნენ პარლამენტში” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირმა ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისგებლობის საკითხსაც გაუსვა ხაზი. მდინარაძის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდა „ქართულ ოცნებას“ არასოდეს დაუტოვებია და პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. „ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ჩვენთან ერთად ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხს. მიუთითეს, ურჩიეს, რომ მათი კონსტრუქციული როლი არის გადამწყვეტი და უნდა შევიდნენ პარლამენტში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის სტილია, რაც არ მოსწონთ, იმის დაიგნორება, ამოიკითხავენ იმ ფრაზას, რაც შეიძლება, ჩვენი კრიტიკა იყოს და ამაზე აქვთ აწყობილი მთელი მესიჯბოქსი. როცა „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების მაგიდა არასოდეს მიუტოვებია, პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. სწორედ ამის ძალიან ნათელი და მკაფიო…

მეტი...

ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო. მელიას ადვოკატების საჩივრის მიხედვით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოგეხსენებათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. “100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი. ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია. იმთავითვე, ოკუპაციის შემდგომ…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. „თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეგობარ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი საქართველოსთან, რომელიც იყო პირველი ქვეყანა, ვინც ანკარაში საელჩო გახსნა. დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები.…

მეტი...

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე.  კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.  დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სემეკი ხელს შეუწყობს ისეთი ბაზარის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპებით.  „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას ბაზარზე, რაც  ერთი მხრივ, ხელს…

მეტი...

პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის მებრძოლთა პატივსაცემად მემორიალური კომპლექსი შეიქმნას

100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. „საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია. იმთავითვე, ოკუპაციის შემდგომ წლებში – 1922, 23, 24 წლებში, საქართველოს ყველა…

მეტი...

“დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ” – კელი დეგნანი

დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საბჭოთა ოკუპაციის დღეს. მისივე თქმით, საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა. „დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი”. ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა,…

მეტი...

„ვგმობ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს“ – დიმიტრო ხუნდაძე

„ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს ჟურნალისტზე,“ – ამის შესახებ  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძე ვახო სანაისა და მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს ეხმაურება: „კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ვახო ოჯახის წევრებთან და მცირე წლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. მივიჩნევ, რომ მსგავსი ფაქტები უბრალოდ არა უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას. ნებისმიერი დანაშაული უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე. სამართალდამცავებს კი ვუხდი მადლობას, რომ ეჭვმიტანილები მყისიერად დააკავეს. თავდასხმის მიზეზს კი იმედია გამოძიება დაადგენს,“…

მეტი...

„პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას. კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან გაკეთებული მოწოდებები საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის გამოხატულებაა.  „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები,  რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის  გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული  განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი  იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან  სხვანაირად წარმოუდგენელია. ეს…

მეტი...

საქართველოს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას 27 თებერვლიდან განაახლებს

რკინიგზა, ისევე როგორც სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობის განრიგს იმ საათობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე ააწყობს, რომელიც კორონავირუსიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ხუთი მიმართულებით სარკინიგზო რეისები რეგულარულ რეჟიმში იმუშავებს. საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია შეზღუდვებიდან გამომდინარე დაწესებულ იმ სტანდარტებზე საუბრობს, რომლის გათვალისწინებაც რკინიგზით მოსარგებლე მგზავრებსაც მოუწევთ. “მატარებელში მგზავრობა პირბადით იქნება სავალდებულო, დეზობარიერის გამოყენება ასევე იქნება აუცილებელი, ხელი უნდა დაიმუშავონ ცხადია მატარებელში შესვლისას ყველა მგზავრმა. კოვიდის მატარებელში გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. საქართველოს რკინიგზა მკაცრად იცავს და დაიცავს უსაფრთხოების ყველა წესს. ასევე, მოვუწოდებთ მგზავრებსაც, რომ დაგვეხმარონ და ერთად დავიცვათ უსაფრთხო…

მეტი...