“დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს” – ჯეიმს აპატურაი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაი,  სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება. მისი განცხადებით, დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის​ დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას,” –  წერს აპატურაი. 

მეტი...

“ვერ ვხედავ მოლაპარაკების რაიმე რესურსს ან საფუძველს” – ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ამ ეტაპზე მოლაპარაკებების რაიმე საფუძველს, ან რესურსს ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ოპოზიცია მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ დღეს პოლიციას წინააღმდეგობა მიზანმიმართულად არ გაუწია. “არა, მე ვერ ვხედავ ახლა აქციის შემდეგ მოლაპარაკების რაიმე რესურსს ან საფუძველს. ბუნებრივია, ჩვენ ზოგადად მოლაპარაკებებზე უარს არ ვამბობთ იმიტომ, რომ ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ მოვიპოვოთ ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობდი, ანუ ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება ნიკა მელიასი პირველ რიგში და დანარჩენების პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მაგრამ დღეს რაზე უნდა ველაპარაკოთ დამნაშავე…

მეტი...

“ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, დღევანდელ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. “ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას,”- აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 

მეტი...

“ამ წუთებში მმართველი პარტიის და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ამ წუთებში მმართველი პარტიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ხდება იმ ჯგუფების მიერ, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურდა. “რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, რაც არ უნდა სხვა დესტრუქციული დამატებითი, დამხმარე მოქმედებები მოიშველიონ სახელმწიფო დგას თავის ადგილას, კანონი დგას თავის ადგილას და ამ კანონის ფარგლებშიც გამოძიებულ იქნება და ფარდა აეხდება ყველაფერს, დღევანდელ დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტებზე და ვებგვერდებზე და რაც დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, პარტიის ყველა საიტზე და ვებგვერდზე ამ წუთებშიც მიდის მასირებული კიბერშეტევა, კიბერშტურმი შეგვიძლია დავარქვათ,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მეტი...

“რიგგარეშე არჩევნები არ არის მოლაპარაკების საგანი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციას ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდა.  “რიგგარეშე არჩევნები არ არის მოლაპარაკების საგანი და ეს ჩვენ ოპოზიციას ბევრჯერ ვუთხარით. ოპოზიციის ამ ბანაკში იყვნენ ადამიანები, ვისაც პირდაპირ ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ მოლაპარაკება არ უნდა შემდგარიყო და დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. ამ ადამიანების სცენარმა სრული ფიასკო განიცადა.  მე მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებში გადაწყვიტა,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მეტი...

“ერთადერთი ყველაზე დიდ პრობლემა რადიკალიზმია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს ენმ-ს ოფისთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა. აქვე კახა კალაძე ამბობს, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზე, სამწუხაროდ, კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც მისი თქმით, ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. “პირველი, რაც მინდა ვთქვა, საბედნიეროდ, აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ოკუპაციის 100 წლის თავზეც, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად…

მეტი...

ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. უფლებადამცველი იმედის გამოთქვამს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდება. “დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება მასთან შეხვედრის, კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა არც ერთი სტრუქტურა. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის წინ დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ის გადმოყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. შევალთ, შევხვდებით ნიკას, გავივლით მასთან შემდგომი მოქმედების სტრატეგიას და გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო. რამდენიმე წუთში იმედია მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნიკას. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ ამ საქმის აბსურდულობის დასადასტურებლად. ყველა არსებულ სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენეთ, რომ ნიკა მელია რაც შეიძლება მალე…

მეტი...

“დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე” – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. მომხდართან დაკავშირებით, საელჩო განცხადებას ავრცელებს. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”,- ნათქვანია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

“მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სპეცრაზმელებმა ძალის გადამეტების გარეშე დააკავეს ნიკა მელია და მომხდარზე და იმ ესკალაციაზე მოვლენების, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს. “როდესაც აცხადებ თავს კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებლივ წესრიგზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებლად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ისეთი, როგორიც მოხდა ამ შემთხვევაში -სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. სახელმწიფო კანონის ფარგლებში მაქსიმალურად კომპრომისული იყო და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა. მან აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და მან განგებ აირჩია პროცესებში მეტი ესკალაციის შეტანა.  დღეს სპეცრაზმელებმა ძალის…

მეტი...

“ნიკა მელია კრიმინალია-პოლიცია, ვამაყობ თქვენით!” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, “ნიკა მელია კრიმინალია”.  “დღეს ჩვენ გავხდით იმის მომსწრე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფო. გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა მას და მთელს პოლიციას საჯაროდ მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით. ვამაყობ თქვენით! ნიკა მელია კრიმინალია, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ ის კრიმინალია. ის საქმე, რისთვისაც ნიკა მელია დააკავა პოლიციამ, უკავშირდება სწორედ პარლამენტის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან დაგეგმა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. გამოყენებულ…

მეტი...

“ნიკა მელიას დაკავება ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ -მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქმედებით ხელისუფლებამ სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. „დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა…

მეტი...

ნიკა მელია სავარაუდოდ ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაყვანილი

ენმ-ს თავმჯდომარე ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება.  ადგილზე მივიდნენ ნიკა მელიას ადვოკატები. როგორც ცნობილია, მელიას ორთაჭალიდან  პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.  ნიკა მელიას ადვოკატები აცხადებენ, რომ პროცესში უკვე დარღვევებია, რადგან 2 საათზე მეტია, რაც ნიკა მელია დაკავებულია და მის შესახებ უფლებადამცველებმა არაფერ იციან. 

მეტი...

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს სამართალი” – დავით სერგეენკო

ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პირველ კომენტარებს აკეთებენ. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავება კანონის აღსრულებაა და ოპონენტებს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებენ. “ისინი არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც უნდათ რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალებით, შტურმით, პარლამენტში შევარდნის და ჩვენს მოქალაქეებზე ბულინგით და ყოველგვარი ზეწოლით. ეს არის ჩვენი ოპონენტი მხარე, რომელიც არის დესტრუქციული ძალა, რომელიც არის კანონის სივრციდან გასული და ჩვენ არაფერთან არ გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ როგორც აქამდე ვაცხადებდით, არსებობს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უბრალოდ, მართლაც საქართველოს პოლიციამ ერთ ადამიანსაც კი, ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია,“…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 552 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ათი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 268 995 შემთხვევა, მათ შორის 262 796 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 34 57-ია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 869 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი –  13 410, პისიარტესტი – 6 459. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,48 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,4 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 285 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1606, კლინიკურ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 457-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 22 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 147 ადამიანს დაუდასტურდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“დადასტურდა რომ სააკაშვილები, ბოკერიები, მელიები, ირაკლი ოქრუაშვილები .. ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცახადა, რომ ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ირაკლი ოქრუაშვილები და ნატო ჩხეიძეები, ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ. “ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლისა და კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკა მელიას, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა სისხლის სამართლის ენაზე, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული.  დღეს, 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ირაკლი ოქრუაშვილები და ნატო ჩხეიძეები, ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ. მადლობას…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან  ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი, და  აქტივისტი ირაკლი კვარაცხელია, დაკავებულია ზუკა ბერძენიშვილიც.

მეტი...

„სულით ავადმყოფები მართავენ ქვეყანას“ – გურამ ჩალაგაშვილი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურებიან. პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში თავის ყოფნის ვადის ამოწურვა დააჩქარა. „ადამიანებს წიწაკის სპრეი მიასხეს, ხალხი გადაიყვანეს საავადმყოფოში. სულით ავადმყოფები მართავენ ქვეყანას, 23 თებერვალს სიმბოლურად საჩუქარი გაუკეთეს პუტინს. ნიკა მელია გაუძლებს, ყველას გვაქვს გამოვლილი ამათი ციხე, მაგრამ ქვეყანა გაწირეს, ქვეყანა დაწიეს უკან, ხომ ნახეთ დასავლეთის განცხადებები ყველა შეშფოთებულია,“ – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

მეტი...

„პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“ – შსს-ს განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა – ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ…

მეტი...

“სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო” – გიგი უგულავა

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებით ბრძოლა არა თუ მთავრდება, პირიქით, იწყება. „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე, პატიმრობით ბრძოლა არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება“, – განაცხადა უგულავამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისის იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მელია იმყოფებოდა. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ნიკა მელია ავტომობილში მოათავსეს…

მეტი...

“ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე, ძალიან შეშფოთებული ვარ” – ადამ კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ  ნიკა მელიას დაკავებას თვალყურს ადევნებდა და ამის გამო, ძალიან შეშფოთებულია.  “მე ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე.  მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. სულ ახლახან წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამისი მიღება ავტომატურად არ ხდება. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ,”- წერს ადამ კინზინგერი.

მეტი...

„არ შეიძლება გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, ვერ შეგვაშინებენ“ – ხატია დეკანოიძე

ამ წუთებში, სპეცდანიშნულების რაზმები და სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ტოვებენ.  ნიკანორ მელიას დაკავების ოპერაცია დასრულებულია. სპეცოპერაციისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდნენ და სპეციალური  ცრემლსადენი საშუალება შეასხურეს.     შენობაში პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ნიკა მელიას დაკავებით არაფერი დამთავრებულა, პოლიტიკური ბრძოლა ახლა იწყება. „ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ, რამდენს გამოგვკეტავენ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა. არ შეიძლება გაზის გამოყენება, დახურულ სივრცეში ხალხი ცუდად არის. მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, ის დააკავეს გავრილოვებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ამ წუთებში, დაპირისპირება გრძელდება ეზოს პერიმეტრზე, სადაც სამართალდამცველები და აქტივისტები იმყოფებიან. დაკავებულია…

მეტი...

“ნიკა მელია დააკავეს გავრილოვებმა და როდიონოვებმა” – ხატია დეკანოიძე

„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ? ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. დეკანოიძის თქმით, გაზის გამოყენების გამო, რამდენიმე ადამიანია შეუძლოდ. „არ შეიძლება გაზის გამოყენება ხალხო, არა! როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში გაზი? ხალხი ცუდადაა… მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, გავრილოვებმა და როდიონოვებმა დააკავეს“,- განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

მეტი...

ნიკა მელია დაკავებულია  

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, სახანძრო ბრიგადები, სამართალდამცველები, სპეცდანიშნულების რაზმები ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან არიან მობილიზებულები. სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაკავებულია, თუმცა, შენობიდან მის გამოსაყვანად სპეცდანიშნულების რაზმებს სპეციალური ცრემლსადენი საშუალების გამოყენება მოუწიათ. ამ წუთებში, ნიკა მელია სპეციალურ დაწესებულებაში გადაჰყავთ.   

მეტი...

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სცპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეც დანიშნულების რაზმი შენობაში შეიჭრა, მათ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და და ნიკა მელია შენობიდან გამოიყვანეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა მოქალაქეებისგან „ნაციონალური მოძრაობის“ შენობა თითქმის სრულად დაცალა.  შენობაში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლის შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები ერთ ოთახში ჩაიკეტნენ და გამაგრდნენ, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმი ოთახშიც შევიდა და მელია გამოიყვანეს.

მეტი...