„ერთადერთი მოთხოვნა აქვს, საკანში არ აქვს ტელევიზორი“ – სახალხო დამცველი ნიკა მელიას შეხვდა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 დაწესებულება დატოვა. როგორც საპატიმროდან გამოსულმა ომბუდსმენმა  ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელია მხნედ და საკმაოდ ოპტიმისტურადაა. „მოვინახულე ნიკა საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, ასევე გამოვკითხე მისი პირობები დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში იყო გადაყვანილი და იქიდან წამოიყვანეს პირდაპირ მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ფიქრობს, რომ ციხეში არსებული პირობები დამაკმაყოფილებელია. თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი, რომ საჯაროდ მეთქვა, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი, ჩვენ…

მეტი...

„ეს მხოლოდ კრემლს ახარებს“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკანორ მელიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი პროცესები დემოკრატიას კრიზისში აგდებს. „საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტში არცერთი ქართული მხარე არ იქნება გამარჯვებული. ორივე მხრიდან სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. დროა საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს“, – აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

მეტი...

საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე საუბრობენ

ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიები, აშშ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ეუთო – ყველა შეშფოთებულია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დასავლეთისთვის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაა. საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი იმედს იტოვებს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, ნაწილი პასუხიმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს. იყო ერთი მინიშნება სანქციების დაწესებაზეც კი, ბევრი ამბობს, რომ ამით ქართველი ხალხი ზარალდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ნიშანდობლივი და მრავლისმეტყველი საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის განცხადებაა, რომელმაც დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პირველმა გაავრცელა მიმართვა. “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ…

მეტი...

ოპოზიციისა და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრა დასრულდა

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრა დასრულდა.  “ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ელჩების პოზიციას გამოხატავს ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მათი ქვეყნებიდან ისმის.  “ელჩების პოზიციას გამოხატავს ხოლმე ის საჯარო პოზიცია, რაც მათი დედაქალაქებიდან ისმის და რაც მათ განცხადებებშია. ჩვენ ვნახეთ ეს განცხადებები. ყველა, ვინც ქართველი ხალხის სწრაფვას სრული ლიბერალური დემოკრატიისკენ, თავისუფალი სამყაროში დაბრუნებისკენ, პუტინის რუსეთის აგრესიისგან დაცვას მხარს უჭერს, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია, ზოგმა მკვეთრი ფორმით, ზოგმა ნაკლებად, მაგრამ შინაარსობრივად ყველა არის არა უბრალოდ შეშფოთებული, არამედ ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, როგორ შეუშალონ ხელი ჩვენ ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს და, აქედან გამომდინარე,…

მეტი...

ომბუდსმენმა ნიკა მელია მოინახულა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა. “მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული და მიმაჩნია, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენლს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ. სამწუხაროდ, საქართველოში წინასწარი პატიმრობა ძალიან ხშირად იძენს ხოლმე დასჯის სახეს და ის არ არის ხოლმე გამოყენებული მისი სამართლებრივი შინაარსიდან და დატვირთვიდან გამომდინარე. ეს პრაქტიკა არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროა ისიც, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში იმავე პრაქტიკას ჰქონდა ადგილი,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მეტი...

ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუ მაგიდასთან ნიკა მელიაც იქნება

„ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ნიკა მელიაც იქნება. „ირაკლი ღარიბაშვილი  ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრის, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩვენ მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ იმ პირობით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა. მეორე, როდესაც პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის ახალი არჩევნები…

მეტი...

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებით ფეიკი ვრცელდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებით ფეიკი ვრცელდება. „ახალი „ფეიკის“ გაკეთებაც ეზარებათ. ესაა მათი კიდევ ერთი „სიმართლე“. შეგიძლიათ, პირველ ფოტოზე თარიღს დააკვირდეთ“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ სივრცე შეამცირა და შეავიწროვა“ – სალომე სამადაშვილი

ევროკავშირის ელჩის  რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა გრძელდება. ამ წუთებში, ევროკავშირის ელჩის სახლში ოპოზიციური ლიდერები არიან შეკრებილები და საერთო ენის გამონახვაზე მსჯელობენ. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ევროპელ დიპლომატებს აინტერესებთ, დიალოგისთვის რა რესურსი არსებობს. „შეხვედრა გრძელდება ეს არის სამუშაო შეხვედრა. ფასილიტატორ ელჩებს სურვილი აქვთ, დაადგინონ, მხარეების პოზიციები. დღეს ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცდილობენ, რომ დაადგინონ, არის თუ არა სივრცე იმისთვის, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ჩვენს ვსაუბრობთ მათთან ჩვენს პოზიციებზე, როგორც გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ვერაფერ ახალ გეტყვით გარდა იმისა, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ სივრცე…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ინფორმაციას  პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა.

მეტი...

“ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა იპოვოს გამოსავალი” – კელი დეგნანი

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, სადაც ოპოზიციის ლიდერებთან, შეხვედრა მიმდინარეობს, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მივიდა. კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. “ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი,” – განაცხადა დეგნანმა.

მეტი...

ჯემალ გამახარია აფხაზეთის ტაძრებში ღმრთისმსახურების შეწყვეტას მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას უკავშირებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ტაძრებში თვითმარქვია აპლიას მიერ ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება. როგორც ჯემალ გამახარიას განცხადებაშია ნათქვამი, „აფხაზეთის თვითმარქვია „მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიის“ თვითმარქვია მმართველმა ბესარიონ აპლიამ რუსეთიდან (მოსკოვიდან, მაიკოპიდან, და კრასნოდარიდან) დაბრუნების შემდეგ, ამა წლის 19 თებერვალს გააკეთა ბუნდოვანი განცხადება აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე ტაძრებში ღმრთისმსახურების დროებით შეწყვეტის შესახებ. ის იმედოვნებს, რომ სტატუსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას რუსეთის ეკლესიის საპატრიარქო მიიღებს. „სამწუხაროდ, კანონიკური ღმრთისმსახურება აფხაზეთის ტაძრებში 1993 წლიდან ისედაც იყო შეწყვეტილი, მრევლის თითქმის 90 პროცენტი კი დევნილია. რაც შეეხება აფხაზეთის არარსებული ეკლესიის სტატუსის…

მეტი...

„ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად“ – აცხადებს პემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. „გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მიწევდა საუბარი. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ხალხის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციას მიმართავს

„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. „ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს…

მეტი...

ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ოფისი იკრიბებიან

ამ წუთებში, საქართველოშ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან, შეხვედრის თემა ნიკანორ მელიას დაკავებას და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს ეხება. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, საინტერესოა ევროპელი დიპლომატების ხედვები კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოში აკრედიტირებული ელჩები ესწრებიან. ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით შეხვედრის თემა ვითარების დეესკალაცია, სიტუაციის განმუხტვა და გამოსავლის პოვნაა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

მეტი...

“წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი” – ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებაზე

კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერში“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას აზიარებს და აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას დაკავება წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯია. „წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მიერ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. სევდიანი დღე დემოკრატიისთვის საქართველოში“, – წერს კონგრესმენი.

მეტი...

მსგავსი უსამართლო “რჩევები” და ზედაპირული განცხადებები ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს – თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ამასთან, თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას: “სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა – ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი. რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის…

მეტი...

„ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“ – ანზორ მელია აქციიდან

ნიკა ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს – მთავრობის მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. ასევე ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი შვილის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა. “მიუხედავად მძიმე დღეებისა, მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის გვერდით ამდენ მოსიყვარულე თვალებს ვხედავ. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი, ასეთ ასაკში ასეთი სიყვარულის მოპოვებას. ნიკა, თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას…

მეტი...

„დღეს ვაპირებ დავრჩე კარავში“ – გიგი უგულავა

„თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან დიდია, ამიტომ მე დღეს დავრჩები კარავში“. – პარლამენტის წინ აქციაზე გიგი უგულავამ შეკრებილებს მიმართა, მან თქვა, რომ ღამეს კარავში გაათევს: „აქ ადამიანები მოდიან თავისი ტკივილით, ეს ადგილი ითვლის უამრავ ისტორიას და პროტესტს, პროტესტს, რომელიც ჩვენი სულიდან ამოდის, ერთ დროს მეც მქონდა ეს სისუსტე, როცა მერი ვიყავი და ვამბობდი, რომ ამახინჯებდა კარავი ქალაქს, მაგრამ აქ იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა, ვინც დარჩებით გაიარეთ რეგისტრაცია, აქ იქნება თავისუფალი წერტილი,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მეტი...

„შეწყვიტეთ, სანამ დროა“ – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ნიკანორ მელიას ასაყვანად ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს. „ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!“ – აცხადებს ჩუგოშვილი.

მეტი...

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ნიკა მელიას  დაკავება გააპროტესტეს. ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

მეტი...

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვებს შლიან

მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. მოქალაქეები, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვებს შლიან. ამ ეტაპზე, მათ კარვების გაშლაში სამართალდამცველები ხელს არ უშლიან. პარალელურად, პარლამენტის წინ შეკრებილები გზის გადაკეტვას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან უკვე ოპოციონერი ლიდერებიც. მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს.

მეტი...

„მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას“ – ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და ნიკა მელიას გათავისუფლებას ორ კვირაში პროგნოზირებს: „ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და განთავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია, მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

სტიქიამ საბურთალო, გლდანი და ნაძალადევი დააზარალა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა. „ამ დროისთვის, ძირითადად, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები. ამასთან, ადგილი ჰქონდა მშენებარე კორპუსიდან ფანჯრის ჩამოვარდნის შემთხვევას და ერთ მისამართზე ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის კედელი. ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ათივე რაიონში, გამგეობების თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ასევე, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ტერიტორიას ჩახერგილი ხეებისგან წმენდენ. დედაქალაქის…

მეტი...

“ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს!” – გიგი უგულავა

ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს – ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ბრძოლა ციხიდან იწყება გამარჯვებით დასრულდება! „ეს უმსგავსო ხალხი დგას და ქირქილებს, აბა თუ მაგრები იყავით, როგორ ვერ დაიცავითო, გუშინ ღამით შევიკრიბეთ და ნიკამ გვთხოვა: მე არ მინდა ჩემს გამო, თუნდაც ერთი ადამიანი იოტისოდენად მაინც დაშავდესო, მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემს გამო ვინმე დაიღუპოს, როცა მოვლენ ტაში დაუკარითო და ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა! ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ეს…

მეტი...

“ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, სისხლი არ დაიღვარა” – ანზორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია შვლის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბედნიერია, რომ მისი შვილის დაკავების მიუხედავად, სისხლი არ დაიღვარა.      “არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას. ჩემი შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო… ამას ნამდვილად ველოდი. მთელი ღამე არ მიძინია. დილას როდესაც ვნახე, მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო-მეთქი და ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, სისხლი არ დაიღვარა. ბედნიერი ვიყავი, რომ მთელი ღამე ნიკასთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ და ნიკას მხარს უჭერდნენ. მე არ ვურეკავდი ნიკას და…

მეტი...

ხატია დეკანოიძემ 26 თებერვალს 15:00 საათზე მსვლელობა დააანონსა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე საპროტესტო მსვლელობა დაანონსა. დეკანოიძის თქმით, მსვლელობა 26 თებერვალს გაიმართება.  “ნიკა მოგიწოდებთ, რომ 26 თებერვალს, სამ საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას გავრილოვების წინააღმდეგ და რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის. ძალიან, ძალიან დიდი სიმბოლური წელია და სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მეტი...

„ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ – აქცია მთავრობის კანცელარიასთან  

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, ამ წუთებში, ნიკანორ მელიას გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრძოლა უწყვეტი და ხანგრძლივი იქნება. ოპოზიციონერი პარტიის ლიდერებმა აქციაზე 2 მოთხოვნა გააჟღერეს -ნიკანორ მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამ ქვეყანას არ დავუთმობთ როდიონოვებს“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

„ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულეს. როგორც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მედიასთან აცხადებს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. “ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა. მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები” – განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს. ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მიმართავს, სიტუაციის დეესკალაციისთვის ყველაფერი გააკეთოს. „მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება“, – აცხადებს ლომჯარია.

მეტი...

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტში ეპატიჟება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას სოციალურ ქსელით მიმართავს და საკანონმდებლო ორგანოში ეპატიჟება. „დემოკრატია და პოლიტიკური წონასწორობა დგას კანონის უზენაესობაზე. მონაწილეობაზე უარის თქმა, ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება – ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს. პრაგმატული პოლიტიკის დროა“ – წერს არჩილ თალაკვაძე ტვიტერის გვერდზე.

მეტი...

„უკიდურესად შემაშფოთებელია ლიდერის დაკავება“ – შვედი მაღალჩინოსანი

„უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში. პოლიცია ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეიჭრა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა უნდა იყოს”, – აცხადებს შვედეთის ყოფილი პრემიერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. შვედი პოლიტიკოსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციას და ამბობს, რომ მსგავსი შეტევა წარმოუდგენელია.

მეტი...

„ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს“ – ნათია მეზვრიშვილი

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი ნიკანორ მელიას სპეცოპერაციით დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო.  მისი თქმით, ეს ფაქტი ნათელი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს. „მედიაცენტრი მთავარი“ მეზვრიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:     „ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება: პირველ რიგში – არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა – უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც…

მეტი...

“მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარების სპეცოპერაციასა და ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, ხელისუფლებას რთული არჩევანი აქვს. „მედიაცენტრი მთავარი“ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“    „იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას. ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს…

მეტი...

„გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან“ – ქეთი ხუციშვილი

არასამთავრობო სექტორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი ორგანიზაციის,  ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ქეთი ხუციშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დიალოგის აღსადგენად.   „დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავაკეთეთ განცხადება, სადაც მკაცრად დავგმეთ მთავრობის ქმედებები და მოვუწოდეთ ორივე მხარეს , რომ იყოს თავშეკავება, არ მოხდეს ესკალაცია და არ გადავიდეს პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში. რადგანაც სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მასსა და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო…

მეტი...

„არაადამიანური მოპყრობა და წამება“ – სახალხო დამცველის შეფასება

ამ წუთებში, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება. როგორც მან მედიასთან განაცხადა, დახურულ სივრცეში წიწაკის „სპრეის“ გამოყენება წამების ტოლფასია. „დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, მაგრამ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზს გამოყენებით მიღებული ტკივილი აღწევს სწორედ არაადამიანურ მოპყრობის და წამების ფორმებს“ – განაცხადა ლომჯარიამ მედიასთან და დასძინა, რომ საქართველოს მიმართ გაცემულია რეკომენდაცია, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში.…

მეტი...

„შსს-მ შეტევა აღკვეთა“ – უწყების განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყებაზე განხორციელებულ კიბერ შეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“ შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „23 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა. გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“ – ვკითხულობთ უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მეტი...