მთავრობა დამტკიცებულია

საკანონმდებლო ორგანომ, მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. ახალ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი მინისტრი შეიცვალა – ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძემ შეცვალა. პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა 10:00 საათზე დაიწყო და 21:47 საათზე დასრულდა. 

მეტი...

„თქვენ ირჩევთ კიტოვანის გზას… იმედს ვიტოვებ, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, ამას არ გააკეთებთ“ – ოპოზიცია ღარიბაშვილს

„იმედს ვიტოვებ, მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, საბოლოოდ, ამას არ გააკეთებთ“ – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი, თავისი რიტორიკით, ირჩევს კიტოვანის გზას. „გიყვართ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხსენება. ხან ახსენებთ ილია ჭავჭავაძეს, ხან ნიკო ნიკოლაძეს. სინამდვილეში, ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოდიხართ, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას“ – განაცხადა იოსელიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან. მან ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც ახსენა და რაღიბაშვილს მოუწოდა, კონფრონტაციისგან ხელი აიღოს.  „როდესაც თქვენი წინამორბედი გადადგა და 200 ათასზე…

მეტი...

„არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიცია დესტრუქციული ძალების დევნაში საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს, რაც ასე არ გაგრძელდება და ქვეყააში წესრიგი უნდა აღდგეს.   „ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. მძიმე სამუშაოს ემატება პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე. ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაში. საბოლოო ჯამში, ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი იქმნება. ამიტომ, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება. არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ტრიბუნიდან.    მისი თქმით, ნებისმიერი შეურაცხყოფა და…

მეტი...

„მე არ მაქვს არავითარი კლანი, ნაცების რიტორიკას ხართ აყოლილი“ – ღარიბაშვილი ელისაშვილს  

„კახური კლანი“ დღეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კითხვა-პასუხის თემა გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ მას „კლანი“ არც ჰქონია და არც აქვს. „თქვენ აყოლილი ხართ როგორც ჩანს „ნაცების“ რიტორიკას და მათ მოგონილს, თითქოს რაღაც „კლანი“ მაქვს, თუ „კლანი“ მქონდა. ჩამოყალიბდით, ვერ გავიგე, „კლანი“ მქონდა თუ მაქვს? თუ მაქვს, გიპასუხებთ, რმ არ მაქვს და არც მქონია არავითარი „კლანი“. თუ კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები გაინტერესებთ, მგონია, რომ საინტერესო არ არის მოსახლეობისთვის. ზოგადად, გეტყვით, თუ ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფოს კი არ…

მეტი...

„რადარებიდან უნდა გავაქროთ, გავანადგუროთ… ბავშვებს საჭმელი ენატრებათ“ – ელისაშვილი ღარიბაშვილს

„ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო, სანამ თქვენ ოპონენტებთან დაჟინებით ბრძოლაში ხართ შესული, ასეთი ჟინით ხართ შეპყრობილი“ – მიმართა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს და დაინტერესდა, ხალხს ბოლოს როდის შეხვდა, ნავთლუღის ბაზარში თუ არის ნამყოფი.   „რასაც ვაკვირდები, თქვენ მართლა გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია. გაიძახოდით: „რადარებიდან უნდა გავაქროთ, გავანადგუროთ“… ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო. სანამ თქვენ ოპონენტებთან დაჟინებით ბრძოლაში ხართ შესული, ასეთი ჟინით ხართ შეპყრობილი, ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება“…

მეტი...

„რა გარანტიაა, რომ „კახური კლანი“ ნათესაურ „პონტში“ ისევ არ დაფაცურდება“ – კითხვა ირაკლი ღარიბაშვილს

ამ წუთებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ. პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს. ე.წ. კლანური კლანი შეახსენა და გარანტიები მოითხოვა, ისევ ხომ არ დაფაცურდება ეს „კლანი“. „რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე ვაფრთხილებდი ღარიბაშვილს, რომ მისი მთავარი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო. შემდეგ თქვენც დაადასტურეთ, რომ თქვენი პრობლემა მართლაც იყო ნათესავები და თქვით, რომ გარჩევებიც მქონდაო ამ ხალხთან,  ზოგიერთი მათგანი ახლა ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით და რატომ არ უშვებთ ამ ხალხს სახლში? რა დააშავეს მათ? იყო თუ არა ეს ხალხი „კახური…

მეტი...

„თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა, როგორც თქვით, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ“ – ღარიბაშვილს

„სადღეგრძელო და სხვა არაფერი“ – ასე აფასებს პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას. მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა და უთხრა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროგრამა არაფერია. „ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, არის სადღეგრძელო. ეს პროგრამა არ არის, არაფერი  წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა…

მეტი...

„საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან“ – ღარიბაშვილის მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებს

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებს მიმართავს და განუმარტავს, რომ თუ ადამიანი დამნაშავეა, პარტიის თავმჯდომარეობა მისთვის ინდულგენცია ვერ იქნება. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით, შეცდომაში არ უნდა შევიდნენ.     „საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან. ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც არის უკვე დამნაშავე, სასამართლომ ის გამოაცხადა დამნაშავედ. კრიმინალთან, რომელიც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რომელი პარტიის? – რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ. ერთადერთი მოტივით – რამენაირად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინოს ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს.…

მეტი...

„მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკმაყოფილებას გამოხატავს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევით. აქცენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვნელებზე აკეთებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციური წესრიგი აღსადგენია.      „მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიულ არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მალე აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი. სწორედ ამტომ არიან გასული  კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ, უმოკლეს ვადაში, პირველი ჩემი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღვადგინო ჩვენი  კონსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ არავინ არ იდგეს კანონზე მაღლა, კანონი უნდა აღსრულდეს“ – განაცხადა…

მეტი...

„კატეგორიულიად ვაცხადებთ უარს რიგგარეშე არჩევნებზე, ეს საკითხი არ განიხილება, დახურულია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო ტრიბუნაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი გამორიცხულია.    „დღეს გამოდიან და გვეუბნებიან, თუ დამნაშავე არის პოლიტიკური პარტიის წევრი ან ტელევიზიის წარმომადგენელი, არ უნდა აღსრულდეს კანონი. ჩვენ ასეთ სახელმწიფოს არ ვქმნით… ვერ ვინატრებდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ, ბუნებრივად ასე მოხდა. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და გაემიჯნებიან სააკაშვილის ძალადობას და მის შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მზად ვართ მათთან…

მეტი...

“რიგგარეშე არჩევნების საკითხი დახურულია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდა. „ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები არავის სიამოვნებს, მაგრამ როდესაც თავს გესხმიან, გაბრალებენ ყველაფერს, გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, არნახული აბსურდული ბრალდებებით, ცილისწამებებით, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის კარგად გათვლილი მიზანი, მათ იციან, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის…

მეტი...

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განაცხადების წარდგენა გრძელდება

დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 94 700 განაცხადია დარეგისტრირებული, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი. „შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის (იანვრის) განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი…

მეტი...

“ყველამ ერთად უნდა დავგმოთ რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს მისი გარდაცვალების დღეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება რუსული ოკუპაციის შედეგია. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ოკუპაცია ყველამ ერთად უნდა დაგმოს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაჭრა გრძელვადიანი, გონივრული და კარგად გათვლილი პოლიტიკის წარმოებას საჭიროებს. „პანდემიას ემატება ის მძიმე ვითარება, რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემასთან. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი, გონივრული, კარგად გათვლილი პოლიტიკის წარმოებას საჭიროებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს მისი გარდაცვალების…

მეტი...

“მიმდინარეობს მუშაობა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის მიმართულებითაც” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ  „ფაიზერის“ ვაქცინაზე ადრე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღოს. „პირველი ჯგუფი იქნებიან ჯანდაცვის პროფესიონალები და აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში უფრო ადრე შემოვა. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის ვაქცინის მიღების სამი წყარო არსებობს. პირველი წყარო არის „კოვაქსის პლატფორმა“, რაც მილიონ ოთხასი ათასი გარანტირებული დოზის მიღების საშუალებას მოგვცემს, ასევე პირდაპირ მომწოდებლებთან კომუნიკაცია და დღეს „ასტრაზენეკაზე“ გვაქვს ძირითადი აქცენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამერიკული კომპანია „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის, ასევე „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის მიმართულებითაც. „იგეგმება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც უკვე არის იმ…

მეტი...

“აბსოლუტურად მიუღებელია თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს” – მამუკა მდინარაძე პავილიონისის განცხადებაზე

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გააკრიტიკა. მამუკა მდინარაძე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც მისი მტკიცებით, პავილიონისმა შემდეგი ფრაზა თქვა – “თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ”. მდინარაძის თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელია ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ეხება ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილს. “რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები და ბოლოს აღმოჩნდა მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო, რომ “თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ”. აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები, ტერიტორიების ოკუპაცია არის ჩვენი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად…

მეტი...

“საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი” – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება

„საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!“ – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ორდენი თავის დროზე მისი ინიციატივით დაწესდა. „ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული. ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი. საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება! დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქართული…

მეტი...

„ნაცმოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო” – ალეკო ელისაშვილი

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები არ მიუთითებს, რომ რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი, რომელიც რამდენიმე საათში დიდი ალბათობით პრემიერ – მინისტრად დამტკიცდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ღარიბაშვილის განცხადებების ფონზე, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათში დააკავონ, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არ იცის, რამდენ საათში შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა, მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი განაგრძობს სიძულვილის ენით საუბარს, რაც ამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ელისაშვილი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც მოუთითებს. „ჩვენ მხოლოდ ორი ხმა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ორნი არ დავუჭრთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში ღარიბაშვილის გამო. ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა ორ დაპირისპირებულ…

მეტი...

“დავით გარეჯის საქმე თვალსაჩინო მაგალითია ღალატის” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით-გარეჯის საქმე კლასიკური ღალატის მაგალითია, რომელიც შესრულებულია, უშუალოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.  მან ხაზი გაუსვა, რომ ზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხრესთან სასიკეთო შედეგს გამოიღებს.  “დავით გარეჯის საქმეც თვალსაჩინო მაგალითია ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ. პირველ რიგში ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ…

მეტი...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანა. აქციის მონაწილე პარლამენტის უკან განთავსებულ ჯებირზე საღებავით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე საპროტესტო აქციას „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მუყაოს ყუთი მიიტანეს, რომელზეც პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების ფოტოები და გამონათქვამებია დატანილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების რუსულ კურსს აპროტესტებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

მეტი...

“ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია” – ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატზე

ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს. ფრაქციის „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ლიეტუველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის მიუღებელია, მან ჟიგიმანტას პავილიონისსა და „დესტრუქციული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ მსგავსი განცხადებების კეთება. „რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული…

მეტი...

“ნიკა მელია კრიმინალია” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველთვის მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის, თუმცა ყოველგვარი პირობების გარეშე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული პოლიტიკა სწორედ მიხეილ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშვნული სახვადასხვა კრიმინალებისგან მომდინარეობს. პრემიერობის კანდიდატმა ნიკა მელიას საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის კრიმინალია, მათ შორის, ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზეც. “რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკების გეგმას, როგორ მესახება მე ოპოზიციასთან მოლაპარაკება: მე ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნოთ ეს რადიკალური ფრთა, კონსტრუქციული და მე როგორც ვიცი, არიან საბედნიეროდ კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებთანაც ჩვენ ყოველთვის გვითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, ჩვენ ვართ…

მეტი...

“ბატონი მელია ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. ​მისი თქმით, არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა, არ იქნება დანაშაულების და კრიმინალის თავშესაფარი. “ერთი რამ ახსოვდეს ყველას, რომ არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულების და კრიმინალის თავშესაფარი და თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ რომ მათი პარტია არის კრიმინალების და ტერორისტების თავშესაფარი, ესეც მორიგი აღიარებაა ჩვენი პროკურატურისათვის. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, – კანონი უნდა აღსრულდეს და ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია…

მეტი...

“შეზღუდვების 80 პროცენტი ამ კვირიდანვე შემსუბუქდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ამ კვირიდანვე ამოქმედდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.  “ჩვენ, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემსუბუქდება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე  ამოქმედდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“თუ ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის დაჩქარება” – გიგა ბოკერია

თუ ისინი ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზარალებენ და თავს დაიღუპავენ. ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იქნება დაჩქარება ამ ხელისუფლების დასასრულის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. „თუ ისინი ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზარალებენ და თავს დაიღუპავენ. ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იქნება დაჩქარება ამ ხელისუფლების დასასრულის. სწორედ ამიტომ მოუწოდა ოპოზიციურმა სპექტრმა, საქართველოს ყველა სტრატეგიულმა მეგობარმა და…

მეტი...

“ოპოზიციას ფსიქოლოგიურ-დესტრუქციული კამპანიის შესაძლებლობას გამოვართმევთ ხელიდან, სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ოპოზიციას ფსიქოლოგიურ-დესტრუქციული კამპანიის შესაძლებლობას გამოვართმევთ ხელიდან, ყველა სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რაც დღევანდელ პარლამენტში ხდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს თუ ეყოფა ძალა და გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხელისუფლება მხოლოდ მიესალმება მათთან დიალოგს. „ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა, მათ მივმართო. ვიცი, რომ არ შეიძლება, არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი…

მეტი...

“250 000 ადამიანი კი უმუშევარია – ბიზნესი თუ არ ამუშავდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

ფინანსური ზარალი იმდენად კოლოსალურია, ვერ წარმოიდგენთ – 250 000 ადამიანი უმუშევარია, ბიზნესი თუ არ ამუშავდა, არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 10 000 კვების ობიექტიდან მხოლოდ 700-მდე მუშაობს და მათგან ღია სივრცე 10%-ს აქვს. მისივე თქმით, ყველა მათგანი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გახსნას ვერ ახერხებს. „ქვეყანაში გვაქვს რთული სამკუთხედი: ეკონომიკური კრიზისი, კოვიდ კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. ამ სამკუთხედის გახსნის ერთადერთი შესაძლებლობა ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იგივე სამთავრობო გუნდია, მათ საშუალება ეძლევათ ნაბიჯები…

მეტი...

“ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს და ახალ ენერგიას მისცემს ადამიანებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი მუშაობის პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში, ჩარჩოებში დაბრუნება. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, საქმიანობის პირველი 100 დღის განმავლობაში ასევე მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და ათწლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშევება. „ამას მე ვაპირებ ჩემს გუნდთან, მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით. ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს და რაღაც ერთგვარ ახალ ენერგიას მისცემს ადამიანებს. იდეა, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობის ახალი მეოთხე ათწლეული, ჩამორჩენილობის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების ათწლეულად უნდა აქციოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

„გვაქვს რთული სამკუთხედი, პოლიტიკური კრიზისი, კოვიდ კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი“ – მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

„ამ სამკუთხედის გახსნის ერთ – ერთი გზაა ეკონომიკის მიხედვა, მე მგონია, რომ შეზღუდვებს რაც არსებობს უმოკლეს დროში მოხსნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია სოციალური აფეთქება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციაციის“ ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით ზამთრის კურორტები გაცილებით რთულ პირობებში არიან, როგორც ბურჯანაძე განმარტავს ბიზნესი ახლა უკვე ორიენტირებულია მომავალი წლის სეზონის ამოქმედებაზე: „ეს სამი კვირა და ერთი თვე მოსამზადებლად ზამთრის კურორტებისთვის საჭიროა მომავალი წლისთვის, ახალ გუნდს აქვს საშუალება გამოასწოროს სიტუაცია და პრემიერობის კანდიდატს, თუ გადადგმული ნაბიჯი შესაბამისობაში იქნება მოთხოვნასთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ. რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის პირველი არის ზამთრის კურორტების…

მეტი...

“ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის წარდგენისას განაცხადა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ხალხში სოციალური უთანასწორებით გამოწვეული უკმაყოფილებით სარგებლობენ და ქაოსის შემოტანას ცდილობენ. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს გამოწვევაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს. “ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის. ეს დღეს მთელი მსოფლოს და ჩვენი პრობლემაც არის და არაფერს კარგს არ გვიქადის. უთანასწორობა, მიჩნეულია, რომ ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ გარკვეულ ძალებში პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, როლებიც იმაზე ფიქრში…

მეტი...

ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ, ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქზე” ავრცელებს.  მისი თქმით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 24 თებერვალს ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან. გამოსვენება 25 თებერვალს 14:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან. მომღერალს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.  ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ისრაელში გარდაიცვალა.

მეტი...

შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა – დაჯარიმდა 99 პირი

შს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 99 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 519 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 64 თბილისში, 28 იმერეთში, 16 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 28, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0., – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით. „ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 262 244-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 447-ია. ბოლო 24 საათში 5 275 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 2 736, პისიარტესტი – 2 539. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,79 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,6 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 318 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713, კლინიკურ სასტუმროში რჩება 207 პირი. ამასთან, 21…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 447-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების  147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი. გუშინ საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა გასულ დღე-ღამეში 62 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში ვირუსი ჯამში 2 390 928 ადამიანს გამოუვლინდა. ვირუსმა 67 903 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, გერმანია მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.

მეტი...