„გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში“ – ლიეტუველი დეპუტატი

„გაერთიანდით ახლა, სანამ გვიანი არ არის“ – ასე მიმართავს საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუველი დეპუტატი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას ურჩევს. „უკვე გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში. პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის. შეჩერდით, გთხოვთ! –  ეს განცხადება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პარლამენტში, დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის  შემდეგ გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, რადგან კავკასიის რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა და დასავლეთს სჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი. „ჩემს…

მეტი...

ოპოზიცია მმართველ ძალასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

„ოპოზიცია მზადაა, პოლიტიკური პროცესის დეესკალაციას ხელი შეუწყოს“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია ლიეტუველ დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ და მმართველ გუნდსაც იგივეს მოუწოდებს.       „მადლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც ჩემი აზრით, წარმოუდგენელი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, მაშინ, როცა ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება. ვითარება, როცა პოლიტიკური ცხოვრება საათობრივად იძაბება, ამ დროს, როცა დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დეესკალაცია მოხდეს ვითარების, ეს რა თქმა უნდა, ძალზე დასაფასებელია“ – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილი იყო, სიტუაცია აქამდე არ მისულიყო. “ოპოზიციის…

მეტი...

„თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა“ – ლიეტუველი დეპუტატი

„თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა და თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, მაშინ გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს“ – აცხადებს საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუველი დეპუტატი და ორივე მხარეს ურჩევს საერთო ენის გამონახავას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაფრთხილებს, რომ ჩაგვყლაპავენ.   „შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყვიტეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც ხელს უშლის ამ დიალოგის გაგრძელებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისკენ. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არა კონფლიქტის მიმდინარეობისას. თუ გსურთ ლიეტუვას გზით წასვლა, გთხოვთ…

მეტი...

„საქართველო ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად“ – ლიეტუველი დეპუტატი  

საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუველი პოლიტიკოსი როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას ურჩევს, საქართველომ ყველა არსებული შესაძლებლობა გამოიყენოს კრიზისის განსამუხტად. „ ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს რეალურად არის არჩევანი – საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად“ – განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა. „თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება და თუ ეს არის წინ მიმავალი გზა, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება და თქვენ გაქვთ სხვა ქვეყნის მაგალითები, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს…

მეტი...

„თუ რეპრესიები გაგრძელდება, საქართველოს შანსები განადგურდება“ – ლიეტუველი დეპუტატი   

„პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული…თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება“ – აცხადებს საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც როგოც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს ხვდება. სტუმრის თქმით, ის მზადაა, მხარეებს შორის მედიატორის ფუნქცია საკუთარ თავზე იტვირთოს და აღნიშნა, რომ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, ქვეყანაში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი და  პრეზიდენტი ჩამოვა, თუ მხარეებს სურვილი ექნებათ. „შევხვდი ნიკა მელიას. ასევე, ვაპირებ, რომ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს. დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ნიკა მელიას…

მეტი...

„ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველო გუნდი დიალოგისთვის და მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად იყო და ოპოზიციისთვის კარი არასდროს დაუხურავს.   „ქართულ ოცნებას“ დიალოგზე  არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. „მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ორივე მხარის მიმართ, არის ის, რომ გარკვეულწილად ჩიხში არ შევიდეს ეს პროცესები, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას, დემოკრატიას, ქვეყნის განვითარებას დააზიანებს“ – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი პარლამენტში ოპოზიციის შესვლის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.    „რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო და რა განცხადებებიც კეთდებოდა, მიმართული…

მეტი...

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

საქართველოს პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს დაჩქარებული წესით უსმენს. დეპუტატებმა დრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს. „გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით, უკანასკნელ პერიოდში, არაერთი რეფორმა გატარდა; მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება; 2012-2020 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი 288 539.5 ჰექტარით გაიზარდა. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი  ტყის კოდექსი. ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა – კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს 33 მილიონი ევრო გამოუყო“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი…

მეტი...

მთავრობა 2021 წელს სწრაფი აღდგენის წლად აცხადებს

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კანდიდატების მოსმენა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენაზე გააცხადა, 2021 წელი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი იქნება. „2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით. 2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე“ – განაცხადა თურნავამ კომიტეტის სხდომაზე. მისივე შეფასებით, დადებითი მაჩვენებელს ვინარჩუნებთ საერთაშორისო გადაზიდვების კუთხითაც. „დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო გადაზიდვებში…

მეტი...

„ნატო მხარს არ დაუჭერს ახალ წევრს, სადაც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშაა“ – დიპლომატების ერთობლივი განცხადება

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამჯერად, ერთობლივ პოზიციას აფიქსირებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა სახიფათო ჩიხში იმყოფება.    „ჩვენ ორნი, ათწლეულება, ვართ საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები. ვიცავდით საქართველოს დასავლურ მოწოდებას და ქვეყანას მხარს ყველაზე რთულ დროსაც კი ვუჭერდით. დღეს ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ქართულ დემოკრატიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო… საქართველო იმყოფება სახიფათო ჩიხში, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს. რთულად მოპოვებული გამარჯვებები მუდმივია არაა, დემოკრატია მუდამ დაცული უნდა იყოს“ – ასეთია მათი პოზიცია. ისინი აქცენტს ნატოში ინტეგრაციაზეც აკეთებენ და აცხადებენ, რომ…

მეტი...

24 საათში ვირუსის 396 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 396 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 097-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 066-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, 24 საათში,  კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. “სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

„კოვიდრეგულაციების“ დარღვევისთვის შსს-მ 462 ჯარიმა გამოწერა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი გამოავლინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 368 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...