აქციაზე სულ 25 ადამიანი დააკავეს – შსს-ს განცხადება

პარლამენტის წინ, აქციაზე დაკავებულებთან დაკაშვირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.    „დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმიდაუმორჩილებლობა) საფუძველზე 25 პირი დააკავეს. არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდამათი დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა დამონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმეპროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის…

მეტი...

პარლამენტთან დაკავებული „ლელოს“ წევრები გაათავისუფლეს

საკანონმდებლო ორგანოს წინ დაკავებული პარტია „ლელოს“ წევრები თავისუფლები არიან. ხუთივე დაკავებულმა პოლიციის შენობა დატოვა. როგორც “ლელოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი საბა ბუაძე აცხადებს, მისი დაკავება იმიტომ მოხდა, რომ ისინი პროტესტს გამოხატავდნენ, სხვა სამართალდარღვევა მათ არ ჩაუდენიათ. “დაგვაკავეს იმიტომ, რომ ეშინიათ.  სიმართლე ძალიან ბასრად ხვდება ამ სისტემას და არაფრის გამო არ დაგვაკავეს ფაქტობრივად. ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ვაპროტესტებდით, გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დაგვაკავეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანების დაწინაურება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობენ ხელს, მშვიდად არ…

მეტი...

თალაკვაძემ კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიანიჭა და ფულადი ჯილდო გამოუყო

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით,  უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს ბიუროს სხდომაზე განუცხადა. „ირაკლი კობახიძემ განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმას ხელმძღვანელობდა. ეს არის რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევის პარლამენტში არაერთხელ სცადა. სამწუხაროდ, წინა შემთხვევებში, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა მხარდაჭერით რეფორმის წარმატებით დასრულება შეძლო. ჩვენთვისაც საამაყოა, რომ არაერთი ჩვენგანი ამ პროცესში ჩართული იყო და გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული“ – განაცხადა თალაკვაძემ. მისივე შეფასებით, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვება არის სიმბოლური…

მეტი...

„პარტნიორების მოწოდებას რადიკალურმა ჯგუფებმა ძალადობით უპასუხეს“ – არჩილ თალაკვაძე  

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა “პარტნიორების მოწოდებას, რომ მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს. კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ და არა დეესკალაციისკენ, რაც ადასტურებს იმ არგუმენტებს, რაზეც ხელისუფლება მიუთითებდა. პოლიტიკური პროცესის დაბალანსება და დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამ პრინციპების დაცვით მონაწილეობდა პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში. ჩვენ გადავდგით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური…

მეტი...

პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება, დაკავებულია 20-მდე ადამიანი

ამ წუთებში პარლამენტის მიმდინარე ტერიტორია ისევ „ცხელი წერტილია“. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტები ასფალტის მოხატვას ცდილობენ, როს საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა. აქციაზე „ლელოს” წევრები და აქტივისტებიც იმყოფებიან, რომლებიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტის მიმდებარედ აქტივისტების დაკავება გრძელდება. ასევე, დაკავებულია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.

მეტი...

„გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – მაია ცქიტიშვილი  

მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრობას, ვიცე-პრემიერობასა და მთავრობას დაემშვიდობა. როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, დასვენება და სახლში ყოფნა უნდა, თუმცა, „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი რჩება.   „ბოროტად ვისარგებლე“ იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუში“, ასევე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მაშინ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო, ძალიან დატვირთული ცხრა წლიანი პერიოდი ამით დავასრულო.…

მეტი...

პარლამენტის წინ, აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ  პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ყველა დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით აიყვანეს, რაც სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მათ ინფორმაციას არ აწვდიან, სად არიან გადაყვანილები დაკავებულები.   შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ დაპირისპირება აქტივისტების მხრიდან კარვების გაშლის მცდელობას მოყვა.

მეტი...

მთავრობაში ყველაფერი უცვლელია, ორი მინისტრის გარდა – ღარიბაშვილმა კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა. ღარიბაშვილის მთავრობაში ორი მინისტრი იცვლება, სხვა ყველა უცვლელია.   ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას უწყების მეორე პირი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს კი მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. დანარჩენი მინისტრები არ შეიცვლებიან. „მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვუდგინე. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი დაასახელა 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი კანდიდატი წარადგინა. მთავრობის  დანარჩენი შემადგენლობა კი უცვლელად დატოვა. ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს მაია ცქიტიშვილის ნაცვლად, მისი მოადგილე ირაკლი კერესელიძე დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის სავარძელს კი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც 2016- 2019 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

მეტი...

მაია ცქიტიშვილმა მინისტრის და ვიცე-პრემიერის სავარძელი დატოვა

“დიდი მადლობა ბატონო ირაკლი” – ასე დაემშვიდობა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას. როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ის პოლიტიკას ეთიშება. “მადლობა და ასეთი დაფასებისთვის. 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან ბევრი ერთობლივი საქმეები გვაკავშირებს. გულწრფელად ვთხოვე მომცეს საშუალება, რომ მე დავუბრუნდე ცემს ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და დატვირთული გრაფიკი და სამუშაო დავასრულო ამით. მე ვუბრუნდები ჩემს ოჯახს და ჩვეულებრივი ცხოვრებას” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  მაია ცქიტიშვილი მისმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა.

მეტი...

პარლამენტთან, დაპირისპირებისას კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს. პარლამენტის შენობის წინ, აქტივისტები კარვების გაშლას ცდილობენ. პოლიციამ აქტივისტებს რამდენიმე კარავი ჩამოართვა. აქციის მონაწილეები კი საკუთარი ინვენტარის დაბრუნებას და მისი პარლამენტის შენობის წინ გაშლას ცდილობენ. ადგილზე უსაფრთხების ზომები გაძლიერებულია და პერიმეტრს საპატრულო ეკიპაჟები იცავს. დაკავებულებთან დაკავშირებით, შსს-ს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. როგორც აქტივისტები აცხადებენ, დაკავებულია 5 ადამიანი.  

მეტი...

პარლამენტთან ხმაურია

ამ წუთებში ხმაურია საქართველოს პარლამენტთან, სადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ კარვის გაშლა სცადა. ამ დრომდე ოპოზიციის კარავი პარლამენტის უკანა მხარეს იყო გაშლილი, რომელიც ხაბეიშვილს თანამოაზრეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გადააქვთ. ხაბეიშვილის თქმით, კარვის მდებარეობის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პოლიციამ მათ ახალი კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანი თანამდებობას დატოვებს

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანი თანამდებობას დატოვებს -მთავრობის ახალ წევრებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მხოლოდ ვერსიები ვრცელდება.  ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხოს და საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში დეპუტატებმა გადაინაცვლონ. შესაძლოა, თეა წულუკიანი კვლავ მინისტრთა კაბინეტში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელებენ.

მეტი...

“ნიკო ნიკოლაძეს ვერ გააცოცხლებენ და ექვთიმე თაყაიშვილს” – ალეკო ელისაშვილი მთავრობის შემადგენლობაზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი  პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს. ალეკო ელისაშვილის თქმით, მას აინტერესებს რა გეგმის დაწერა მოასწრო ახალმა სამთავრობო გუნდმა ერთ დღეში: “ღარიბაშვილი თვითონ არის ისეთი კანდიდატურა, რომელსაც მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ. სხვები არ ვიცი, ნიკო ნიკოლაძეს ისინი ვერ გააცოცხლებენ და ექვთიმე თაყაიშვილს, რომ მთავრობაში მიიყვანონ და რაც იყო ალბათ ისევ ის იქნება და ერთი-ორი დეკორატიული ცვლილება იქნება. დღეს ითქვა, რომ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად მთავრობის გეგმა უნდა წარმოადგინონ და მაინტერესებს, ერთ დღეში რა პროგრამა დაწერეს,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანის პარლამენტიდან მთავრობაში შესაძლო გადანაცვლებასაც შეეხო: “თვითონაც…

მეტი...

“ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალური ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 16.00 საათზე დაიწყება. პოლიტსაბჭოს სხდომაზე სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

მეტი...

“პრემიერობის კანდიდატის შერჩევის პროცესში ივანიშვილი არ ჩარეულა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან” – გია ვოლსკი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა და როგორც თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მწიფდება, განიხილება და მიიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ამ კონტექსტში ვოლსკიმ აღნიშნა, რომ გუნდის გადასაწყვეტია, თუ როგორ წავა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში. „პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აირჩეოდა ირაკლი ღარიბაშვილი მე თუ პარტიის პოლიტსაბჭოს ნებისმიერი წარმომადგენელი, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს  განსხვავებული მოსაზრება არ ექნებოდა. ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩარეულა და როგორც თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია,…

მეტი...

“დავიღალეთ ამდენი ქაოსით!.. გვაცალეთ სიცოცხლე რა!” – ლევან რატიანი

დავიღალეთ ამდენი ქაოსით! პანდენიამ და ამდენმა ტკივილმაც ვერ გვასწავლა ერთმანეთის დაფასება და სიყვარული, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „საოცარია ეგ გარემო, არ ვიცი ვინ რისთვის? მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, დავიღალეთ ამდენი ქაოსით! პანდენიამ და ამდენმა ტკივილმაც ვერ გვასწავლა ერთმანეთის დაფასება და სიყვარული. არადა როგორ შეგვიძლია ერთმანეთის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ…. დღეს არ არის დროს ერთმანეთის სიბოროტეზე ფიქრის და ქმედების! მიდით აკეთეთ სიკეთე რა ….. ეს ჭირდება ხალხს დღეს…. ერთად შევცვალოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი სასიკეთოთ…. სიყვარული და სიკეთის კეთება გადაგვარჩენს ამ ჟამიანობისას…. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს…. ჭეშმარიდება ხომ ხვთისაკენ მიმავალი გზაა… ვისწავლით ამ გზით…

მეტი...

“შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

ალბათ რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი, რომელიც ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის პროგრამაში იყო, სვლა იქითკენ, რომ ჩვენ 2024 წლისთვის ვიყოთ ევროკავშირისათვის განაცხადის შემტანი ქვეყანა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება, –  ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს. „იქნება გარკვეული სიახლეები, ბუნებრივია, ახალი ადამიანია, ახალი ხედვები ექნება, მისი მხრიდან განსხვავებული თემების შემოტანასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ამ ყველაფერს, მათ შორის მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაზე, პრემიერ-მინისტრი თვითონ მოგახსენებთ. გარკვეული სიახლეები იქნება, მათ შორის პერსონალების მიმართაც, მაგრამ ჩემგან ამაზე მარჩიელობა აბსოლუტურად არარელევანტურია.…

მეტი...

ადა მარშანიამ “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ადა მარშანიამ პარტია დატოვა. მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა გადაწყვეტილება პარტიას ფეიბუკით ამცნო. “ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ,” – წერს სოციალურ ქსელში ადა მარშანია.

მეტი...

“მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებები გავმართოთ” – ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მმართველ პარტიას მოუწოდებს არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ. ამასთან როგორც ენმ-ს განცხადებაშია ნათქვამი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის კი აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ენმ-ში აცხადებენ რომ მზად არიან კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით: “საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია – დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დგას და ნიკა მელიას ფიზიკურად იცავს, ანუ სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.…

მეტი...

“ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ელისაშვილმა არ ჩააგდოს ღარიბაშვილის კანდიდატურა პარლამენტში” – ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას პრემიერ – მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური სარკაზმით ეხმაურება: „ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ელისაშვილმა არ ჩააგდოს ღარიბაშვილის კანდიდატურა პარლამენტში,“ – წერს პარტია „გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“მთავარი პარტნიორების მოწოდებები ნიშნავს ერთ რამეს – ჩვენმა ოპონენტებმა მიიღონ მანდატი და შევიდნენ პარლამენტში” – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ EPP-სა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის განსაკუთრებული ბმაა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორების განცხადებები ნიშნავს მოწოდებას იმისკენ, რომ ოპოზიცია პრალამენტში შევიდეს.  “რაც შეეხება, EPP-ს გამოხმაურებას, ის არის ალბათ ერთადერთი ასეთი სახის გამოხმაურება. აღსანიშნავია, რომ EPP-სა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის განსაკუთრებული ბმაა, იცით, რომ “ნაცმოძრაობა” არის მათი წევრი. მთავარი პარტნიორების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის მეგობრული, მათ უნდათ, რომ არ იყოს დესტაბილიზაცია და ყველას მოუწოდებენ სიდინჯისკენ. ეს მოწოდებები ნიშნავს ერთ რამეს – ყველა მოუწოდებს ჩვენს ოპონენტებს მიიღონ მანდატი, შევიდნენ პარლამენტში, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესში და თუკი…

მეტი...

“აშშ-ს და ევროკავშირის ელჩმა გამოთქვეს მზადყოფნა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი” – ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” დიალოგისკენ მოუწოდებს

ოპოზიციურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. “სრულიად ოპოზიციური სპექტრი, და ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო – ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი – ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა, მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე, დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. მეგობარმა ელჩებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩმა გამოთქვეს მზადყოფნა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც უნდა შეეხებოდეს…

მეტი...

“თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – ცესკო

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა. როგორც ცესკოში აცხადებენ, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება. „თამარ ჟვანია არ გადამდგარა. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადეს ცესკოში. ცნობისთვის, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც ოპოზიცია აყენებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და თამარ ჟვანიას გადადგომაა, რადგან მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

მეტი...

“მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს” – გია ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეს,  ნიკა მელიას თანაპარტიელები „დაჟინებულ რეკომენდაციას აძლევენ იმაზე, რომ ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს”. „თვითონ ნიკა მელიამ თქვა, რომ არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ჩვენც ვთვლით, რომ ვერ დაიჭერენ და ასეც მოხდა ადამიანების ერთობლივი მშვიდობიანი და არაძალოდობრივი ძალისხმევით. რაც შეეხება ნიკას ქალაქში სიარულს, სანამ მეტნაკლებად არ გაირკვევა ვითარება, მე პირადად, ჩვენი გუნდის წევრები, ძალიან დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე „გავრილოვების რეჟიმთან“, რომელსაც ახლა ჰგონია, რომ ნიკა მელიას დაჭერით ცოტა მოსულიერდებიან მას შემდეგ რაც, ფაქტობრივად, გარდაიცვალნენ. გამოჩნდა, როგორ…

მეტი...

“საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პუნქტით გაიზარდა და 20.4 % შეადგინა” – საქსტატი

“საქსტატის” მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. სამუშაო ძალის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც “საქსტატმა” გამოაქვეყნა, 2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% შეადგინა. ამასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის…

მეტი...

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია – ისრაელში კვლევა ჩატარდა

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია – ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში COVID-19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო. Pfizer-მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.

მეტი...

შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოავლინა

შს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 96 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 424 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 182, იმერეთში – 52, შიდა ქართლში – 29

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 182, იმერეთში – 52, შიდა ქართლში – 29, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით. „ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 701-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.7. საქართველოში დღეს კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 331 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 701 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 260 597 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 406-ია. ბოლო 24 საათში 16 391 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 10 091, „პისიარ“ ტესტი – 6 300. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,37% პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 813, კლინიკურ სასტუმროში რჩება 232…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3406-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 331 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 18 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

მეტი...

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა „კოვაქსისთვის“ ოთხ მილიარდ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა „კოვაქსისთვის“ ოთხ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. პროგრამა „კოვაქსი“ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. „კოვიდ-19“-მა აჩვენა, რომ ვერ ერთი ქვეყანა ვერ იმოქმედებს მარტო პანდემიის წინააღმდეგ. დღეს პრეზიდენტი დგამს ნაბიჯს მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მხარდასაჭერად და „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ამერიკელების დასაცავად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაგეგმილ ზომებზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტზე ისაუბრებს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ „კოვაქსისთვის“ გათვალისწინებული თანხის გამოყოფა 2021-2022…

მეტი...

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დაუყოვნებლივ აიღონ კრიზისის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება” – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ. „როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ აიღონ ამ კრიზისისა და მის საფუძვლად არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის ერთადერთი გზაა სამწუხაროდ, ბოლო პოლიტიკური ტენდენციები,…

მეტი...

“სტატუს კვო უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები მძიმე იქნება” – იან კელი საქართველოზე

სტატუს კვო უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისთვის შედეგები მძიმე იქნება – ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს. დიპლომატის თქმით, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილური და მიუღებელია. კელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. “საქართველო გზაჯვარედინზეა. ქვეყანას შეუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს ისეთი არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო. დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები დაივიწყოს, თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი და ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება . როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიონ, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე…

მეტი...

“ოფისიდან გასვლას ვაპირებ, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე” – ნიკა მელია

თუ არ ვცდები 4 თებერვალს განვაცხადე, გირაოს გადახდაზე, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დამეკისრა, არ მეკუთვნის და არ გადავიხდი-მეთქი და დღეს 18 თებერვალია და მგონია, უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ უსამართლობის შეგუებას არ ვაპირებ,– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არც გირაოს გადახდას და მითუმეტეს, არც ციხეში წასვლას არ აპირებს. „ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო. ვითარება არაა ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის…

მეტი...