სამართალდამცავები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში არ შეუშვეს

“ნაციონალური მოძრაობის ” ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ – მათ განჩინება ნიკა მელიას ადვოკატებს არ ჩააბარეს. ჯერჯერობით უცნობია, დააკავებენ თუ არა განჩინების ჩაბარების შემდეგ დაუყოვნებლივ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისთან შეკრებილებს მოუწოდა, გაათავისუფლონ შენობის შესასვლელი და მისცეს სამართალდამცველ უწყებებს საშუალება აღასრულოს სასამართლოს განჩინება. შსს-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლიციისთვის ხელის შეშლა კანონის დარღვევაა და ყველას მიმართ, ვინც კანობს დაარღვევს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.  

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებენ. “სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინება და მოვედით ადგილზე”, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

მეტი...

“სააკაშვილი შეეცდება პროტესტის ტალღა ააგოროს და კონკურენტს იშორებს პარტიიდან” – მამუკა მდინარაძე მელიას განაჩენზე

დღის ბოლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების დამძიმების თაობაზე კიდევ ერთხელ კომენტარი გააკეთეს მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა საკუთარი ბედი თავად განსაზღვრა : “ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, ვისაც ამ გადაწყვეტილების ბედი შეეძლო განესაზღვრა, იყო თავად ნიკა მელია, მან ეს გააკეთა ისე, რომ ძალით გაიკაფა გზა პატიმრობისკენ. ეს მისი არჩევანი იყო, ეს იყო მიხელ სააკაშვილის არჩევანი, რომელმაც 2 კურდღელი დაიჭირა ამით – ახლა შეეცდება, რომ პროტესტის ტალღა ააგოროს და მეორე – კონკურენტს იშორებს პარტიიდან, რომელიც არ არის რეალურად ლიდერი, მაგრამ ერთ-ერთი გავლენიანი პირია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თავმჯდომარეა. მსოფლიოში ვერცერთი…

მეტი...

“თუკი მოვლენ​ “რობოკოპები”, როგორც მოვლენ, ისე წავლენ – ჩვენი შეშინება გამორიცხულია” – ნიკა მელია

თუკი მოვლენ​ “რობოკოპები”, როგორც მოვლენ, ისე წავლენ, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებას. „თუკი მოვლენ “რობოკოპები”, როგორც მოვლენ, ისე წავლენ, როგორც სამსახურში გამოცხადდნენ დღეს, ისე გაიხდიან აღჭურვილობას და დაუბრუნდებიან სახლებს წყნარად. ხვალ ისევ გამოცხადდებიან, ზეგ ისევ წავლენ და ერთ მშვენიერ დღეს ბევრი მათგანი სამსახურსაც დაანებებს თავს, რომელიც ერთი კაცის სამსახურია და არა ქვეყნის სამსახური. ისინი თავისუფლების იდეაზე ვერ გაიმარჯვებენ, რაც არ უნდა კადრებში ფარები და აღჭურვილობა გამოაჩინონ. ჩვენ არ ვხუმრობთ. ციხით ვერავის ვერასოდეს შეაშინებ, როდესაც ის ადამიანი, ვისაც დაჭერას უპირებ, მართალია. ჩვენი შეშინება…

მეტი...