სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება დიპლომატებთან განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დაუყოვნებლივ საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. „დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.   როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ყველა ფორმის დიალოგისთვის მზადაა. “ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა…

მეტი...

„დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა“  – პრეზიდენტი

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. „ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას. სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას. ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ…

მეტი...

„პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე“ – რიმა ბერაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია.   „მომავალი პრემიერ მინისტრი – ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფო მმართველობაში გამოცდილი პიროვნება. მისი პრემიერობის დროს, საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ვიზალიბერიზაცია მოიპოვა. ის იყო ძალიან წარმატებული შსს მინისტრი, წარმატებული თავდაცვის მინისტრი, სადაც ჩვენი ჯარისკაცების სამუშაო პირობები უმაღლეს დონეზე ავიდა. ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის,იდეალებისა და ღირებულებების სახე.  მე მჯერა, რომ თქვენ იქნებით საუკეთესო პრემიერი. თქვენ იქნებით ის პრემიერი ვინც 2024 წელს ხელს…

მეტი...

“გიორგი გახარია იყო ღირსეული პრემიერი, გული მწყდება” – გია ვოლსკი

გიორგი გახარიას მიერ თანამდებობიდან წასვლა გიორგი ვოლსკისთვის მოულოდნელი იყო. ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა. როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გული სწყდება.  “ჩემთვის, პირადად, მოულოდნელი იყო მართალი გითხრათ, იმიტომ რომ, იმდენად ნათელი იყო და იმდენად კითხვის გარეშე ჩაიარა ჩვენმა კონსულტაციებმა უმრავლესობაში იმასთან დაკავშირებით, უნდა შემდგარიყო თუ არა სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოში, რომ მართალი გითხრათ, არ მოველოდი. თუნდაც მისი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ადვილად შეიძლება დავასკვნათ რაზე იყო საუბარი, სად არის განსხვავება. ირაკლი კობახიძემაც ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით და დამატებითი კომენტარი ამ თემასთან მიმართებაში არ გამაჩნია, ერთადერთი შემიძლია დავამატო, რომ…

მეტი...

“საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება” – იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს პრემიერის გადადგომას ეხმაურება და გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას სწორ ნაბიჯს უწოდებს: “სწორი ნაბიჯი და სწორი ტონი. საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება,” – წერს იან კელი. გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დღეს დილით დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული შეუთანხმებლობა დაასახელა.

მეტი...

„აუცილებელია, ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე“ – აშშ-ის საელჩოს მორიგი განცხადება  

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი სწრაფად უნდა განიმუხტოს. “შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.  აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს. საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების…

მეტი...

„მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ“ – ევროკავშირის საგანგებო განცხადება

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ. „ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის განჩინებასა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ. აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად.…

მეტი...

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს – არჩილ თალაკვაძე

„საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს სამთავრობო პოლიტიკის უწყვეტ განხორციელებას მოქალაქეთა საკეთილდღეოდ. „ჩვენ უზრუნველვყოფთ სამთავრობო პოლიტიკის და ფუნქციების უწყვეტად განხორციელებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. „ქართული ოცნება“-ს ასევე განსაზღვრული აქვს სამომავლო ნაბიჯები წარმატების მისაღწევად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

მეტი...

რატომ წავიდა? –  გიორგი გახარიას კიდევ ერთი განმარტება

პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარია კიდევ ერთ მოკლე განმარტებას აკეთებს. ამჯერად, ის, საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს.     „მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს. ამიტომ, მე განვაცხადე გადადგომის შესახებ, იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და მოვახდენ სიტუაციის დეესკალაციას“, – წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

მეტი...

„იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა“ – ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს პასუხისმგებლობისა და სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებს. „რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს,  იმოქმედონ პასუხისმგებლობის გრძნობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. კრიზისის გახანგრძლივება არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

„დაქოქილი თოჯინა, დამთავრებულია „ქართული ოცნება“ – ნიკანორ მელია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ პირველი შეფასება გააკეთა და მას „დაქოქილი თოჯინა“ უწოდა.    “დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ღარიბაშვილი ერთხელ, როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვეს, დამთავრებულია “ქართული ოცნება”, – განაცხადა ნიკანორ მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდუვალია.

მეტი...

„მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი გახარიას შემცვლელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გუნდს მადლობას უხდის არჩევანის მასზე შეჩერებისთვის და პირობას იძლევა რომ წესრიგი და წონასწორობა მალე აღდგება.     „ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ…

მეტი...

„ნუ წახვალ ამ გზით საქართველო“ – პრეზიდენტი

„ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება“ – აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საკუთარ ემოციას სოციალურ ქსელში გამოხატავს. „ნუ წახვალ ამ გზით, საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელიც მოხარული იქნება თქვენი იგნორირებით, ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ დღის წესრიგს თქვენზე, რომ რეფორმების გატარება არ შეგიძლიათ და არ იმსახურებთ მხარდაჭერას… დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ღრმად შეშფოთებული” ვარ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად ვარ აღელვებული, ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთვის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი…

მეტი...

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი  დაასახელა. გადაწყვეტილება მმართველმა გუნდა  „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, ის მალე აღადგენს წესრიგს და წონასწორობას.

მეტი...

დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება

მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა და მოძველებული ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდა. 22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება. გარდა ამისა, ქალაქში მოძრაობას დაიწყებს დამატებით, 180 ახალი მიკროავტობუსი. რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა. მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს, რომელიც მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს. N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.   ახალი ავტობუსი – N32 ერთმანეთთან დააკავშირებს გლდანსა…

მეტი...

საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან – ორგანიზაცია “მოძრაობა საქართველოსთვის” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც მმართველი პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს სამოქალაქო აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ნიკა მელიას საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობენ. ორგანიზაცია “მოძრაობა საქართველოსთვის” წარმომადგენლების თქმით, პრემიერის გადადგომა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად საკმარისი არაა და აუცილებელია ქვეყანაში ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

მეტი...

“პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა” – არჩილ თალაკვაძე

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მიმდინარე პროცესებზე განცხადება ბიუროზე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი ერთიანია და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. “დასრულდა სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მის ორგანზიებას და მასში მონაწილეობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხსნა პარლამენტის წევრისთვის და შეგვეჩერებინა იმუნიტეტი. გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და სახელმწიფო ინსტიტუტების სხვადასხვა შოტებმა მიიღეს ამ შემთხვევაში, არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა თუ, მის სახელმწიფო-კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას ექნებოდა ადგილი,” – განაცხადა არჩილ თაალკვაძემ. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის ორ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის კიდევ ორი საეჭვო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნიმუშების სეკვენირება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში იანვრის დასაწყისში დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად შეფასდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა  სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს.

მეტი...

“გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა გახარია” – სოზარ სუბარი

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა პირადად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და გულწრფელად რომ გითხრათ, არასასიამოვნო იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა. მისივე თქმით, ის, რაც ხდებოდა, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოში იყო და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა. „ლაპარაკი არ იყო პროცესის ხელოვნულად აჩქარებაზე ან შენელებაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა, გარდა იმისა, რაც თვითონ თქვა. გუნდში რაიმე მსჯელობა ისეთი, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, არ ყოფილა. არც მგონია, რომ რაიმე ყოფილიყო. შსს-მ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში, თუ დასაკავებელია – დაკავება. აქ არანაირი პოლიტიკური…

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

დღეს, 3 საათზე “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა.  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  პარტიის პოლიტსაბჭო ხვალ შეიკრიბებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი უნდა დაესახელებინათ. გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა, მისი თქმით, გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

მეტი...

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლიც ჩიხში შეიყვანს პროცესს” – ლიეტუვის საგარეო უწყება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის გადაწყვეტილება ლეგალური იმუნიტეტი შეუჩეროს ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მისი შესაძლო დაკავება, ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას, აჩენს კითხვებს საქართველოში შერჩევით სამართალთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე არ გამოიყენეს შესაძლებლობა უთანხმოების გადასაჭრელად, რომლიც შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლიც ჩიხში შეიყვანს პროცესს და საზოგადოებაში…

მეტი...

“უზურპატორი მთავრობის პრემიერი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და მასობრივ დარბევაზე” – მიხეილ სააკაშვილი

დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე, – ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ქართველი ხალხის და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია. „დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიას და საერთოდ, ქართველი ხალხის მართლაც დიდი გამარჯვებაა. ახლა მნიშვნელოვანია, არ შევასუსტოთ ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, იმიტომ, რომ…

მეტი...

“ლიეტუვის ელჩის მოსვლა იმ შენობაში, რომლის შტურმით აღებას გეგმავდა ხელისუფლება, არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის” – ნიკა მელია

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალ არჩევნებს ჩანიშნავს ის ხელისუფლება, რომელიც ჯერ არის მართვის სადავეებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა. „ბატონი კობახიძე აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ მას შეეძლოს ხალხის ნებისთვის ზურგის შექცევა, ეს უკვე ცხადზე უცხადესია. ელემენტარული ალღო სჭირდება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, უბრალოდ რაიმე სახის გამოცდილება მიღებული, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხელისუფლება ამ ქვეყანაში იცვლება. ხელისუფლება ამ ქვეყანაში შეიცვლება მშვიდობიანად და ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე. კობახიძეს, სულ რამდენიმე საათის წინ გეგმაში ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში რიტორიკის დონეზე, ჩემი დაპატიმრება, რაც თავშივე იყო უბრალოდ საფუძველგამოცლილი“,- განაცხადა…

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ ოფისში იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ მოვლენების მიმართ რაც ხდება, ვღელავ მომავალზე” – ლიეტუვას ელჩი

„მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ რაც ხდება“, – ამის შესახებ ლიეტუვას ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. „რა თქმა უნდა, ვღელავ მომავალზე იმ შემთხვევაში თუკი არაპროპორციული ზომები განხორციელდება,“- აღნიშნა ლიეტუვას ელჩმა. მისივე თქმით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ კურსს.

მეტი...

„მოხდება მისი დაპატიმრება“ – ირაკლი კობახიძე მელიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას გადაგდომასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. მან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკანორ მელიას მიმართა და მოუწოდა კანონმდებლობას დაემორჩილოს.   „მოვუწოდებ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და სრულდება კანონით გათვალისწინებულ, უმოკლეს ვადებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მეტი...

პოლიტსაბჭო გიორგი გახარიას შემცვლელს ხვალ დაასახელებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. „მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობის პოზიცია დრეს დატოვა.

მეტი...

„ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს“ – ოპოზიცია არჩევნებს ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს ის ნაბიჯია, რომელიც არსებულ კრიზისს განმუხტავს. „ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ტარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს დამარცხებული მიულოცავდა, სადაც ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, განვითარებაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები. დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებების. ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს…

მეტი...

“შეხვედრას ვითხოვთ რეჟიმის წარმომადგენლებთან… ეს ნაბიჯი დასაფასებელია” – მელია გახარიას გადადგომაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკანორ მელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილების მიღებით დიდი არეულობა და და სისხლისღვრა თავიდან აიცილა.    „ბატონმა გახარიამ მეორეჯერ არ გადადგა ნაბიჯი, მეორეჯერ სისხლის ღვრისკენ, რომლისკენაც, ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით, საკმაოდ პოლიტიკური და არაპოლიტიკური ცოდვაც აქვს. ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასოდეს ჩამოირეცხავს, მაგრამ ის, რომ ბატონი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ისაა, რომ პრაქტიკულად მან აღიარა, აქ სისხლისღვრა იქნებოდა და ძალადობა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ მედიასთან. მისივე თქმით, ახლა, რასაც ოპოზიცია ითხოვს,…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო, – ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“,- აღნიშნულია განცხადებაში. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე დღეს გააკეთა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 539 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 260 266-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 399-ია. ბოლო 24 საათში 17 188 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 9 866,  „პისიარ“ ტესტი – 7 322. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,3 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 252 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1869, კლინიკურ სასტუმროში რჩება 248 პირი.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.3 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.3 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  2.7 საქართველოში დღეს კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 9 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 399-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  539 პაციენტი.

მეტი...

გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს – გახდა თუ არა გახარიას წასვლის მიზეზი, ნიკა მელიას საქმე

გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა – ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო. “ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. დღეს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია  ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, ჩვენ ყველანი ერთად…

მეტი...

“სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან” – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ.  “არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა,” – ნათქვამია განცხადებაში. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაძაბულობაა – ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა სცადეს, განჩინება უშუალოდ ნიკა მელიასთვის ჩაებარებინათ, თუმცა მათ ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. პოლიციელებმა უარი თქვეს, განჩინება მელიას ადვოკატისთვის ჩაებარებინათ, მათ, მოგვიანებით, ტერიტორია…

მეტი...

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ქართული ოცნების“ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, დააკავოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მორიგ დრამატულ ეტაპზე მიანიშნებს. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, არ გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი და 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები წამოიწყო, ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დევნა დაიწყო, როცა სხვა პოლიტიკური, მედია თუ სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ საქმეები რიგშია. აღსანიშნავი და სიმბოლურია, რომ ნიკა მელიას აბსურდული და ფალსიფიცირებული…

მეტი...

“პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით. “საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს. კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის…

მეტი...