ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა. ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებიც. ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სასამართლო მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა. პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

მეტი...

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე აიყვანეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა იანვარში 20 ათასი დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო დღეს ბრალდების მხარის ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ამჯერად საქმე ეხება მხოლოდ წერილობით და ვიდეო მტკიცებულებებს. “გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა, მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები და ვიდეომასალა იქნება გამოკვლეული როგორც ჩემთვის არის ცნობილი. თენგო ბარბაქაძე თავს ცნობს უდანაშაულოდ. პროცესი მიმდინარეობს და ჯერჯერობით პროცესზე არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა ან გაამყარებდა ბრალდების მიერ წარმოდგენილ ბრალს,” – განაცხადა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ. შეგახსენებთ, ამ კონკრეტულ საქმეში 5 პირია ბრალდებული. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ.

მეტი...

პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მეათე მოწვევის პარლამენტი მინისტრების მოსმენას იწყებს. მინისტრის საათის ფორმატში დღეს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოს უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და უწყების მიერ განხორციელებულმა პროექტებმა საქართველო კიდევ უფრო დააახლოვა ევროპულ სტანდარტებს. „ჩვენ გვექნება არაერთი კითხვა იმ ღირებული პროექტების შესახებ, მათ შორის, როგორიც არის მაგისტრალების მშენებლობა, ისევე როგორც გზების, მუნიციპალური გზების მშენებლობა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა…

მეტი...