“დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს” – კახა ოქრიაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკის წევრი კახა ოქრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნას. კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ 2 წლის წინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, თავად, იმ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო და აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. „მსურს, გამოვეხმაურო ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და არა ნიკა მელიას. დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება…

მეტი...

19 წლის ბიჭი დაუდგენელი ნივთირებით ინტოქსიკაციის შედეგად, კომაშია

რუსთავში, 19 წლის ბიჭი დაუდგენელი ნივთირებებით ინტოქსიკაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 19 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. მამაკაცი ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. “19 წლის მამაკაცი შემოიყვანეს დაუზუსტებელი კომითა და სუნთქვის უკმარისობით. შემოსვლისას, რა თქმა უნდა, იყო საყურადღებო და პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში”, – აცხადებს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი თეა გელაშვილი.

მეტი...

“პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებენ თავის დღის წესრიგს და ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიქცეთ კანონის შესაბამისად” – დავით სერგეენკო

პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებენ თავის დღის წესრიგს და ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიქცეთ კანონის შესაბამისად, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. ​დავით სერგეენკოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ ნიკა მელია გირაოს მაინც გადაიხდის. „საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, უმრავლესობაში ბევრი არგუმენტების გაცვლა გვქონდა. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ იმუნიტეტი შეჩერებული იქნება. აქამდე რამდენიმე ფაქტორმა მიგვიყვანა. პირველი ის, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ კონკრეტულად მისდამი უსამართლო იყო გადაწყვეტილება მიღებული. კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მეორე ის, რომ…

მეტი...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე ესტუმრა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ესტუმრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი შეხვდება საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რა დროსაც განხილული იქნება შვედეთთან, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. ვიზიტის ფარგლებში, ენ ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან…

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის იმუნიტეტის შესაძლო შეჩერებას 2 საათი რჩება.  “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას – დააკმაყოფილონ პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელია იმუნიტეტის გარეშე დატოვონ, ამ წუთებში პარლამენტის შენობის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან. პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. 

მეტი...

პოლიციამ ლაგოდეხში დედის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა…

მეტი...

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, საგამოძიებო უწყების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განსახილველად პარლამენტში პროკურორ ამირან გულუაშვილს ელოდებიან. საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის შემთხვევში, უმრავლესობა პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს. „იმ შემთხვევაში, თუ ნიკანორ მელია კანონმდებლობით განსაზღვრულ გირაოს არ გადაიხდის, პარლამენტი და უმრავლესობა ერთხმად, ერთიანი გუნდი მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას.…

მეტი...

კარლ ჰარცელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, ევროკავშირთან ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები – ეს ის თემებია, რომელზეც ევროკავშირის ელჩმა და ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაფინანსებით COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. ევროპელმა დიპლომატმა საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. “მოხარული ვარ დღეს მინისტრთან შეხვედრით, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ერთად რამდენიმე საკითხზე ვმუშაობთ, განსაკუთრებით კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევების წინააღმდეგ. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. მათ შორის ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით, რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალისთვის აღჭურვილობის მიწოდების უზრუნველყოფას, რათა მათ ეფექტურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.…

მეტი...