„თავზე რაც იარები მაქვს, დედამ მომაყენა, თავს ვერ ვიპარსავ“ – გარდაცვლილი გოგონას ძმა  

ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თითქმის ყოველ დღეს, გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგონას ოჯახთან დაკავშირებით ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დღეს, სამართალდამცველებმა, გოგონას ბაბუაც დააკავეს, რომელმაც ძალადობის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონას ძმა კი აცხადებს, რომ მათზე ბაბუა კი არა, დედა ძალადობდა. „დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და ჩემს დებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს, დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“, – განცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ ჟურნალისტებს. გარდაცვლილი გოგონას დედა თურქეთიდან რამდენიმე დრეა, დაბრუნდა. როგორც…

მეტი...

“ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს” – უენდი მორტონი

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი უენდი მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია. როგორც მორტონმა განაცხადა, გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს. „დღეს ვიმყოფები აქ, ადმინისტრაციულ ე.წ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან ყოფს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისგან, იმისათვის, რომ ჩემი თვალით მენახა ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს აქ აღმართული მავთულხლართები და რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ 12-წლიან კონფლიქტს ძალიან დიდი ადამიანური საზღაური მოჰყვა. ამან გამოიწვია ოჯახების დაყოფა. ადამიანებს…

მეტი...

ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა

ევროკავშირის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა, აშშ-მა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. მათი მონაცემებით, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შარშან 586 მილიარდ ევროს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 555 მილიარდ ევროს შეადგენდა. როგორც „ევროსტატი“ იუწყება, პანდემიის მიეუხედვად, 2020 წელს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა კვლავ გაიზარდა. ამასთან, ევროპული ექსპორტი ჩინეთში 2,2 პროცენტით გაიზარდა და 202,5 მილიადრი ევრო შეადგინა, ხოლო ჩინეთიდან განხორციელებული იმპორტი 5,6 პროცენტით გაიზარდა და 383.5 მილიარდი ევრო გახდა. რაც შეეხება ევროკავშირიდან აშშ-ში განხორციელებულ ექსპორტს, 2020 წელს ის 8,2 პროცენტით შემცირდა და…

მეტი...

“რა მოსატანია შიში, როდესაც შენი მოწინააღმდეგე არის გავრილოვი” – ნიკა მელია

სანერვიულო არაფერი მაქვს, თავის დახრას არ ვაპირებ. ღმერთმა დამიფაროს, თავი შევადარო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 9 აპრილს თავი არ დაუხარეს ნიჩბებს, სიცოცხლე დათმეს და შედეგად ჩვენ ყველანი ვართ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა მოსატანია შიში, როდესაც შენი მოწინააღმდეგე ახლა არიან გავრილოვი, კობახიძე, ჩინჩლაძე, მურუსიძე, ივანიშვილი, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას. გავრილოვის კომენტარი ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის…

მეტი...

სერგეი გავრილოვი მზადაა, პარლამენტარებს შეხვდეს

დუმის წევრი, სერგეი გავრილოვი ნიკანორ მელიას იმუნიტეტის მოხსნის თემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ  საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა. „მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცრუე, რომელიც მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას მოდის ბატონი მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, – აცხადებს…

მეტი...

„ვაკის პარკში მიუღებელია რესტორნის აშენება, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს“ – ვიცე-მერი

თბილისის ვიცი-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სასტუმრო ბუდაპეშტის“ საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გზაა, მესაკუთრემ მიიღოს მუნიციპალიტეტის შეთავაზება, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით.  დღეს თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.  „ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო შეთანხმება იმაზე, რომ რაც დღეს გააკეთეს, ვგულისხმობ ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას, უკანონოა და ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს. მეორე ის, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ადგილმონაცვლეობის შეთავაზება მათი უფლებების დაცვის, მათი კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით. ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა, შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღევანდელ შეხვედრაზე რაც მათ გააჟღერეს, იყო ის, რომ ააშენებენ…

მეტი...

„ნიკა მელიაზეა დამკიდებული მისი ბედი“ – მამუკა მდინარაძე

„შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ოპოზიცია შევიდა, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიცია და გამოვიდა, როგორც „ანარქისტები“, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას და დაპირისპირებას აანონსებენ“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. “თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს და წინა დღეების განმავლობაშიც, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მორალი კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. წარმოუდგენელია, არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ“ – განაცხადა მდინარაძემ. მისივე შეფასებით, რასაც…

მეტი...

14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ, ბავშვის ბაბუაც დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი – 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზედააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანიწევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმამიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ”…

მეტი...

ნიკანორ მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხს პარლამენტი ხვალ განიხილავს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე საკანონმდებლო ორგანო ხვალ იმსჯელებს. უკვე ცნობილია და მმართველმა გუნდმა დღესაც დაადასტურა, რომ იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ.   პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს, შესაბამისად, პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით 12 თებერვალს მიმართეს.

მეტი...

„ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას“ – ირაკლი ქადაგიშვილი მელიაზე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია გააცნო. „ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა – კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს. შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს. ამის შემდეგ, მხოლოდ…

მეტი...

“ორი პატრიარქია, ერთი რომელიც ადამიანებს მოწყალე მამად, ქრისტიანად აჩვენებს თავს და მეორე რომელიც არის ულმობელი” – პეტრე ცაავა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უძღებ შვილად მოიხსენია და მის მიერ შეცდომების მონანიების და  დაბრუნების იმედი გამოთქვა, თავად პეტრე ცაავა გამოეხმაურა. პეტრე ცაავას თქმით, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ილია II-მ თავისი თავი დაინახოს უძღებ შვილში: “ორი პატრიარქია, ერთი რომელიც ადამიანებს მოწყალე მამად და ქრისტიანად აჩვენებს თავს და მეორე რომელიც საქმეებით არის ულმობელი, უსამართლო და უკანონო.აქედან გამომდინარე ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს თვითონ, რომელმა უნდა გაიმარჯვოს მასში, მისი 44 წლიანი მმართველობიდან გამომდინარე, უსამართლო და უწმინდური მმართველობიდან გამომდინარე, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავისი თავი დაინახოს უძღებ შვილში, ვიდრე ეძიოს სხვა. მეორე რაც…

მეტი...

“დაბოლილები მოვიდნენ დაუპატიჟებლად… ხვიჩია ექსტაზში ჩავარდა” – კახა კუკავა

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავამ, “ლეიბორისტების” ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ და ითხოვდნენ მათთვის ოპოზიციის სხვა წევრებს მოესმინათ.  “ორივე დაბოლილი იყო დღეს მოსული და უნდოდათ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ ხოლმე, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ ფისტოლეტით დარბოდა, დღეს კი, მეორე სისულელე მოიგონეს. სინამდვილეში, სტენოგრამა იყო ასე: ჯერ დაუპატიჟებლები მოვიდნენ, მათ ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება. რის შემდეგაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ არა, ჯერ უნდა მოგვისმინოთო. მე ვუპასუხე ამაზე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ, აქ რატომ მოხვედითთქო. ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია,…

მეტი...

“პეტრე მოვიდა, შეინანა, პატრიარქი მზად არის, თავის შვილს მიუტევოს” – მეუფე ნიკოლოზი

პატრიარქი არის საოცრად მოწყალე ადამიანი და რა თქმა, უნდა პატრიარქი არის როგორც მამა, რომელიც მზად არის მიუტევოს თავის შვილს, თავისი შეცოდება. პეტრე მოვიდა, შეინანა, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. „სხვათა შორის, იესო ქრისტე იყო მზად, რომ იუდასთვის მიეტევებინა ცოდვა და საიდან ჩანს ეს იცით ? იესო ქრისტემ პეტრეს მიუტევა ცოდვა, ამბობენ მამები. პეტრემ და იუდამ ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინეს, უღალატეს უფალს, იმან შიშით უღალატა, ამან ვერცხლის მოყვარეობით, მაგრამ ღალატი ღალატია მაინც. პეტრე მოვიდა, შეინანა და მას აპატია უფალმა, იუდა რომ მისულიყო და შეენანებინა, იუდასაც აპატიებდა. პატრიარქი მზად არის პატიებისთვის.…

მეტი...

“ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას, არც შალვას და არავის თამაშსა თუ “ტიტკოკებს” არ თამაშობს” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “გირჩი” სხვა ოპოზიციურ პარტიების თანამებრძოლი იყო, ახლა კი, მათ სტრატეგიებში განსხვავებებია. შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობის ეპიზოდები ისევ განმეორდეს “გირჩთან”.  “ვსხედვართ ერთად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დანა-სისხლად ვიყავით გადაკიდებულები და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა მათთან ერთად ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მაგრამ ეს მოხდა. ასევე იჯდა ჩვენთან “გირჩი” ეს პერიოდი, თანამებრძოლები ვიყავით, ახლა მოხდა სტრატეგიაში განსხვავება, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ ისევ განმეორდეს თანამშრომლობის ეპიზოდები. ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას არც შალვას და არავის თამაშსა თუ “ტიტკოკებს” არ თამაშობს, ოპოზიცია იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და ამ ბრძოლაში ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი…

მეტი...

ოპოზიცია 25 თებერვალს და 31 მარტს მსვლელობას გამართავს

ნიკა მელიას საქმე ერთ-ერთი მთავარი იყო შეხვედრაზე, რომელსაც დღესაც “ლეიბორისტებმა” უმასპინძლეს. დახურულ ფორმატში ოპოზიცია განიხილავდა გზებს, როგორ იბრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ და რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ციხეში წავა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, მშვიდობიან მსვლელობა-მანიფესტაციას გეგმავს. “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, ეს არის დღე, როდესაც 100 წლის წინ მოახერხეს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, ამ ყველაფრის გაპროტესტება მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით მოვაწყოთ. საქართველოში კვლავ იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ,”- აღნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

მეტი...

გიორგი გახარია ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ვენდი მორტონს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოშია. ვენდი მორტონმა პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა. ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში იყო მთავარი თემები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერთიანებული სამეფოს მინისტრთან ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებას და ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს. შეხვედრაზე ყურადღება…

მეტი...

უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების დღეს დაწყებული შემდგომი ეტაპის პარალელურად, უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აკრძალულ და ნებადართულ საქმიანობებზე აღსრულების კონტროლსა და დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გაგრძელებაზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა. საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა, თუმცა მშობლებს კვლავაც აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა. ამავდროულად,…

მეტი...

“ღრმად არასერიოზული ხალხია” – გიგი უგულავა „გირჩის“ წევრებზე

„ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი, რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის” ლიდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას. „ოპოზიციის შეხვედრაზე მობრძანდნენ და ისაუბრეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, მოუსმინა. მე არ მომისმენია, რადგან ვფიქრობ, რომ მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა “გირჩის” წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო…

მეტი...

თბილისში და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა გადაეცა

თბილისში და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა გადაეცა.შს მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა თბილისში, გლდანის რაიონში, ახლად აშენებულ კორპუსში ბინების მფლობელ პოლიციელებს მშენებლობის დასრულება მიულოცა და მათ ბინის გასაღები გადასცა. “პროექტის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები. პროექტის მიხედვით, პოლიციელებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით იღებს. ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი. ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ არ ესმის ჩვეულებრივი საუბარი, ქვეყანაში არსებული პრობლემების აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს” – ნინო ბურჯანაძე

„ქართულ ოცნებას“ არ ესმის ჩვეულებრივი საუბარი. აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაშია. ის, რომ მუდმივად ჩნდება უსამართლობის განცდით გამოწვეული კერები, ეს „ქართულ ოცნებას“ არაფრად მიაჩნია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები 25 თებერვალსა და 31 მარტს ჩატარდება. „ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქცია-მსვლელობა. პარალელურად, 25 თებერვალსა და 31 მარტს შორის იქნება კვლავ ლოკალური აქციები სხვადასხვა ადგილებზე. მათ შორის, აუცილებლად ჩავალთ ბათუმში, რადგან ჩვენი ბათუმელი და აჭარელი თანამოქალაქეები ძალიან ვაჟკაცურად იბრძვიან და აჩვენებენ სამაგალითო გამძლეობას. ჩვენ მათ სოლიდარობა აუცილებლად უნდა…

მეტი...

“განიკვეთება, მერე ვნახავ და გაყურებინებთ, რას ილაპარაკებს” – ეპისკოპოსი იაკობი პეტრე ცაავაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ეპისკოპოსის თქმით, სინოდი პეტრე ცაავას განკვეთავს: “მე გასაგებად ვთქვი, განიკვეთება, მერე ვნახავ და გაყურებინებთ მაგის იმას, რას ილაპარაკებს,”- განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა. შეგახსენებთ, სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) ქმედებებზე იმსჯელებს. სინოდის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში წერია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინანულისათვის მიცემულ ვადას ბოროტად იყენებს და კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.  სინოდმა განაჩინა, რომ  საკითხთან დაკავშირებით შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და შემდეგ სინოდის სხდომას დასკვნას წარუდგენს.

მეტი...

შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელთა მოხსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება და რომელთა მოხსნაც არ იგეგმება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ღამის საათების გაუქმება ან შემსუბუქება არ იგეგმება, რადგან ეს შეიძლება ეპიდემილოგიური თვალსაზრისით საშიში აღმოჩნდეს “ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს წერტილოვანი შეზღუდვები, იყო სწორედ ღამის საათების შეზღუდვა, მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ის უფრო მკაცრი რამაა. სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამ ზომის გამო შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე, ეს ცალსახად ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური შედეგი. მის შემსუბუქებაზე და გაუქმებაზე გადაწყვეტილებას წინ ძალიან სერიოზული მსჯელობა უნდა უძღოდეს. არ შეიძლება, რომ…

მეტი...

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებისა და დედაქალაქის შემთხვევაში განსხვავებული იქნება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებისა და დედაქალაქის შემთხვევაში განსხვავებული იქნება. ცვლილებების პირვანდელი ვერსიით, რეგიონებში 3 პროცენტი იქნება, ხოლო თბილისში – 2.5 პროცენტი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ქვეყნის მასშტაბით 4 პროცენტია. ახალ საარჩევნო რეფორმაზე ამ წუთებში, პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ.

მეტი...

“საქართველო დიდი ბრიტანეთის უახლოესი პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე ქვეყანაა” – ვენდი მორტონი

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ვხვდები ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები. ჩვენ გამოვხატავთ განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მთლიანი რეგიონის სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის მიმართ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ვენდი მორტონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვენდი მორტონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ძალაში 2021 წლის პირველ იანვარს შევიდა. „აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და ხაზს უსვამს…

მეტი...

“მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. პატრიარქმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი უძღებ შვილად მოიხსენია და განაცხადა რომ მისთვის ლოცულობს და მისი, როგორც უძღები შვილის, დაბრუნების იმედი აქვს: “გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს – მირქმას. ეს არის შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა. ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი. თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა. მეუფე პეტრე ჩვენ…

მეტი...

“ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე ჩვენს კითხვებზე ეპასუხათ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრის დატოვების მიზეზი იყო ის, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „გირჩის“ წევრებმა შეხვედრა დაწყებიდან ძალიან მალე დატოვეს. „ძალიან მალე დავტოვეთ შეხვედრა. მიზეზი იყო ის, რომ დავსვით კითხვები და პასუხები ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ. სინამდვილეში, რასაც გავაკეთებთ, გავაკეთებთ იმას, რომ შევეცდებით, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია. თუკი ის განვითარდა ისეთი სცენარით, როგორსაც ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, მოგვიწევს, ორივე მხარეს მაქსიმალურად…

მეტი...

“კვლევის მიხედვით, 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის გამოყენება და ის ჯანმრთელობაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევების, მათ შორის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 6 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება დასაშვებია და ჯანმრთელობაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს. „მოგეხსენებათ, ჩვენთან პირბადე მანდატორული გახდა ბავშვებისთვის მეოთხე კლასიდან ზემოთ, ხოლო მეოთხე კლასამდე არის რეკომენდირებული. არსებობს ბევრი კვლევა და მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომლის გაიდლაინშიც 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის გამოყენება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს. არის გამონაკლისი შემთხვევები, თუ ბავშვთან სხვადასხვა დაავადებაა, სადაც ექიმის დანიშნულებით…

მეტი...

“გვითხრეს მიშას თამაში უნდა ითამაშოთო, რაც არ გვინდა” – “გირჩი” ოპოზიციურ ფორმატში მონაწილეობას წყვეტს

პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დატოვა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისი, სადაც ოპოზიციური პარტიები არიან შეკრებილი.  “გვითხრეს მიშას თამაში უნდა ითამაშოთო, რაც არ გვინდა. ნიკა მელია პოლიტპატიმრად ყველაზე მეტად აწყობს მიშა სააკაშვილს. მას არ აწყობს პროპორციული ბარიერი და იმაზე სერიოზული საუბარი, მართლაც გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია რომ ნიკა მელია გაწიროს და ის იყოს ციხეში. არ ვიცი ეს შესაძლოა ნიკა მელიას გეგმის კურსიც იყოს. შეხვედრაზე ვახო მეგრელიშვილმა დასვა სამი შეკითხვა და რადგან არცერთზე პასუხი არ გაგვცეს, ჩვეულებრივად, დავტოვე შეხვედრა. პირველი შეკითხვა იყო: თუ გაქვთ მტკიცებულებები გაყალბებაზე, რომელზეც ფასილიტატორები ამბობენ, რომ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ და ჩვენ…

მეტი...

“იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია” – ვეტერანი მორაგბეები “მედიაცენტრ მთავარში”

“იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ არც არასამთავრობოები ვართ და არც პოლიტიკოსები, ვართ სპორტსმენები, უფლებაშელახული, გამწარებულები, არჩევნების წართმევა უნდათ ჩვენთვის, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბეებმა განაცხადეს. მორაგბეები ამბობენ, რომ კლუბების მოსყიდვის მცდელობა ხდება: “ახლა შეცვალეს ტაქტიკა, დადიან გუნდებთან და შანტაჟის მაგივრად ენატკბილი საუბრით. პირდაპირ ვიტყვი გუნდების მოსყიდვა. იძახიან ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომელიც 12 წლის განმავლობაში თვით ივანიშვილსაც არ ჩაუდია,”- განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში,” რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” წარმომადგენელი ბობა კვინიხიძე. რაგბის კლუბის წარმომადგენელი გიორგი ზამბახიძე ამბობს, რომ ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ რამდენიმე ადამიანი მოქმედებს, რომლებსაც ძალაუფლების დაკარგვა არ უნდათ. მისი თქმით,…

მეტი...

“ქვეყანაში ეპიდაფეთქება რომ არ გამეორდეს, უნდა ვიყოთ ფრთხილად” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა სკოლის 49 777 პედადგოგს და დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 პროცენტია, 20 000-მდე გამოკვლეული ტაქსის მძღოლიდან დაახლოებით 0, 5 პროცენტი, ბაზრობის მოვაჭრეებში 0.4, რელიგიის მსახურებში 1, მოლებსა სავაჭრო დიდ ცენტრებში 0.2 მეათედი. გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი რეკომენდაციები დაცულია, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებს, არ გათამამდნენ და ყველანაირ თავყრილობებს თავი აარიდონ. „ვატყობთ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები არის დაცული, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ უნდა გავთამამდეთ. მოგეხსენებათ, ყველაზე მთავარი, რაც აგვისტოში დიდმა თავშეყრებმა და ყველანაირმა დიდმა წვეულებებმა მოგვცა, შემდეგ ეს გადაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში…

მეტი...

“იანვრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, გვაქვს კლება, თუმცა სავაჭრო დეფიციტი 62 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული” – ნათია თურნავა

გამოქვეყნდა იანვრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს იანვარში კლება, რადგან კვლავინდებურად მესამე ტალღა მძვინვარებს ზოგადად მსოფლიოში და საგარეო ვაჭრობა დამოკიდებულია არ მხოლოდ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ გარე ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე, ეს ყოველთვის არის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დაახლოებით 16 %-ით არის კლება როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში. „თუმცა შემიძლია ვთქვა – ერთი პოზიტიური ტენდენციაა, რომ სავაჭრო დეფიციტი არის 62 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული. ანუ, ე.ი. სწორედ აი ეს თანხა, რითიც…

მეტი...

“მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ? – რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ?” – ნიკა მელია

თქვენ ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზე დაპატიმრების საფუძველიც არ აქვთ? – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ მისი დაჭერის თავი არ აქვს. „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამის თავი მათ არ აქვთ. არც ივანიშვილს, არც გავრილოვს და არც ამ ადამიანებს არ აქვთ ამის თავი, ამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვთ, რომ შავზე თეთრი თქვან და ამაში დაარწმუნონ საზოგადოება. მე ძალიან მიკვირს, რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ? არ არსებობს, გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ჩემი დაჭერა. არა…

მეტი...

ზაზა გახელაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას გახელაძის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ზაზა გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის თქმით, გუშინ ის ელაპარაკა ადვოკატს და ინფორმაცია მისგან მიიღო, როგორც სამართლებრივ პროცედურებზე, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო მას ე.წ სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა. საქართველოს მოქალაქე გასული წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს.  

მეტი...

„ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ – დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს” – ელენე ხოშტარია

ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი საპროტესტო გეგმები, რაც საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ და „ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ – დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია უარს ამბობს იმ შანტაჟზე, დაშინებაზე და პოლიტიკურ რეპრესიაზე, რაც „ქართულ ოცნებას” ერთ-ერთ იარაღად დარჩა. “საუკეთესოდ ნიკამ გამოხატა ოპოზიციის პოზიცია. ახლა შიში დანაშაულია და ასევე, ნიკაც და ოპოზიციაც აბსოლუტურად ცხადად ვამბობთ უარს იმ შანტაჟზე, დაშინებაზე და პოლიტიკურ რეპრესიაზე, რაც დარჩა ერთ-ერთ იარაღად „ქართულ ოცნებას”. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი საპროტესტო გეგმები, რაც საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ და “ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ…

მეტი...

„ყველა პრემიერისკენ იშვერს ხელს – ვატარებთ გამაფრთხილებელ აქციას“ – რაგბის კლუბების წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„შეიქმნა ფორუმი, ჩატარდა არჩევნები ლეგიტიმურად, ოქმები მივიტანეთ საჯარო რეესტრში და იუსტიციის სამინისტრომ უკანონობა დააკანონა, რასაც ვაპროტესტებთ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მორაგბე ბობა კვინიხიძემ ირაკლი აბუსელიძის მიმართ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა. მორაგბეები იმ პროცედურებს აპროტესტებენ, რაც მათი თქმით რაგბის სფეროში არჩევნების შემდეგ განვითარდა, როგორც ისინი აცხადებენ, პროცესები პოლიტიზირებული გახდა და მათში ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება: „თითქმის ყველა გუბერნატორი ორკესტრირებულად უტევდნენ ჩვენს მხარდამჭერ გუნდებს, ჩვენ გავაშიშვლებთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ამაში მონაწილეობდა, ყველა მათგანი კი პრემიერისკენ იშვერს ხელს, ამიტომაც დავაანონსეთ აქცია ხუთშაბათს, რომელიც იქნება გამაფრთხილებელი, ჩვენთვის არჩევნების და გამარჯვების წართმევა უნდათ,…

მეტი...