„ეს უკვე მეტისმეტია! ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა“ – თენგიზ ცერცვაძე

„რა ვქნათ, „ენას ძვალი არა აქვს“ და ლაპარაკს ვერავის აუკრძალავ. უბრალოდ, ალბათ, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გარჩევა, თუ ვის შეიძლება დაუჯერო და ვის არა… სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნორმალური ექიმი და რენიმატოლოგი ბ-ნი კალოიანი ასეთ დონეზე დაეშვა“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და  „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორის ვახტანგ კალოიანის შეფასებებს ბოღმიან და ღვარძლით სავსე განცხადებებს უწოდებს. „მედიცენტრი მთავარი“ თენგიზ ცერცვაძის განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ: „ბატონმა ვახტანგ კალოიანმა ა.წ. 12 თებერვალს გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი ცინიკური სათაურით „COVID-19-ის მართვის ქართული თავისებურებები“, სადაც წერს, რომ „სახელმწიფო ფულით, შემოვიტანეთ ყველაზე საკამათო (რბილად…

მეტი...

„ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს“ – ზურაბ ჯაფარიძე დანებებას არ აპირებს

ბარი „ჯაფარასთან“ დალუქულია, თუმცა მისი მფლობელი ზურა ჯაფარა დანებებას არ აპირებს და ბარის თვითნებურად გახსნითა და მუშაობით იმუქრება. როგორც პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერი აცხადებს, მას კომერციულ საქმიანობას უკრძალავენ და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ,,ბარი მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. გუშინ გამაფრთხილეს, რომ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. როდესაც ეს ბარი გავხსენი ვთქვი, რომ იმუშავებდა ბოლომდე, ვიდრე მე არ დამიჭერენ. თუ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, უნდა მიმართონ პარლამენტს და მოსთხოვონ უფლებამოსილების გაუქმება, რაც მე მანამდე თავად გავაკეთე და უარი მითხრეს. კომერციული საქმიანობა მეკრძალება და ამ საქმიანობის გამო…

მეტი...

კორონავირუსი სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. ვირუსი კი მხოლოდ 0,5%-ს დუდასტურდა. “ინტენსიური ტესტირების შედეგად, 2 კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით Covid-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის. გარდა ამისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, მასწავლებლებისა და სკოლის…

მეტი...

პროკურატურამ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

საკანონმდებლო ორგანო, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს. როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, ისინიო შეთანხმდნენ, რომ იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ. გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძვლიანობა პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უნდა შეისწავლონ და დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარუდგინონ. ამის შემდეგ კი საკითხი მხარდასაჭერად პარლამენტის სესიაზე დადგება. მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტი ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს შეუწყვეტს, პროკურატურა კი, კანონმდებლობის შესაბამისად, მას საპატიმრო დაწესებულებაში განამწესებს.     აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა, გუშინ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირონ.

მეტი...

„Fitch-ის განახლებული მონაცემები შესანიშნავი მაჩვენებელია“ – გიორგი გახარია

„Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა“ – ამის შესახებ საქარტელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, Fitch-ის  განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს საქართველოს მთავრობის სტრატეგიების სიმტკიცეს. „@FitchRatings განახლებული მონაცემები – შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა“, –…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 352 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 27, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების 357 შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 345  ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 652 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.85% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  265 557-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 258 093-მდე.

მეტი...

თუ „ჯაფარასთან“ მუშაობას გააგრძელებს, მას დახურავენ

ბარი „ჯაფარსთან“ 2 000 ლარით დაჯარიმდა. მისი მფლობელი ზურა ჯაფარა (ჯაფარიძე) სანქციას არაკანონიერს უწოდებს და არც ჯარიმის გადახდას აპირებს და არც საქმიანობის შეწყვეტას. შრომის ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ „ჯაფარასთან“ საერთოდ დაიხურება.   “შრომის ინსპექცია ახორციელებს მონიტორინგს საქართველის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობაზე. შესაბამისად, აღმაშენებლის 45 ნომერში დადასტურდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი, რისთვისაც შესაბამისი სანქცია იქნა გამოყენებული. შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობას ყველა არანებადართულ საქმიანობაზე, რომელიც გამოვლენილია, შესაბამისი სანქცია იქნება გამოყენებული. განმეორებით შემთხვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე ხორციელდება ობიექტის დალუქვა”,-განუცხადა ადგილზე მყოფმა…

მეტი...

შრომის ინსპექციამ ბარი „ჯაფარასთან“ 2000 ლარით დააჯარიმა    

„აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია”, – განუცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ ჟურნალისტებს და ის მიზეზები განმარტა, რატომ შევიდა შრომის ინსპექცია „ჯაფარასთან“. „გირჩი მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელის ზურა ჯაფარიძის განცხადებით კი ის  2000 ლარით დააჯარიმეს. “ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე, ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2000 ლარით”, -განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ჯარიმას არ გადაიხდის და ამ უკანონო აქტს გაასაჩივრებს.   შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი “ჯაფარასთან” გახსნა. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, ბარში შრომის ინსპექცია შევიდა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

მეტი...

დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი აქცია – „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექცია შევიდა

“გირჩი მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი – „ჯაფარასთან“ გახსნა. წუხელ, ბარში „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექცია შევიდა და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიებებს განხორციელება დაიწყო. შრომის ინსპექციის თანამშრომლების გამოჩენას ჯაფარიძის პროტესტი მოჰყვა. „რისთვის არიან მოსულები,  გაუგებარია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რასაც ეს დეპარტამენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს, გასაგებია, რომ მათ დავალებული აქვთ, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს და არღვევს არაადამიანურ შეზღუდვებს, დასაჯონ“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, „ჯაფარასთან“ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას უკავშირდება. ბარში, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები რამდენიმე საათი მუშაობდნენ.

მეტი...