სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციისას 2 აქტივისტი დააკავეს.  სამოქალაქო აქტივისტები აქციას უმრავლესობის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად მართავდნენ. მათ სხვადასხვა პლაკატები ჰქონდათ გაშლილი და „მონა,“ „მონას“ იძახდნენ. ადგილზე პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც 2 ადამიანის დაკავება დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, ერთი პირი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის, მეორე კი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

მეტი...

„ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”, – ელენე ხოშტარია

პარლამენტის ყოფილი წევრის და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნიკა მელია არასამართლიანი თამაშის წესებს არ ემორჩილება და ის გამარჯვებულია. „ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ის არ ემორჩილება, არ აღიარებს, არ მიიღებს იმ ძალადობრივ თამაშის წესებს, იმ არასამართლიან თამაშის წესებს და ვაჭრობას, რასაც ოპოზიციას და მოსახლეობას თავს გვახვევს “ქართული ოცნება”. ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, ეს ის მიდგომაა, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს უსამართლო საქმეში უნდა გამოვიჩინოთ. არ გვაინტერესებს, რას გადაწყვეტს ხელისუფლება, ჩვენ ამ უკანონობას არ ვემორჩილებით”, – აცხადებს ხოშტარია ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით.   შეგახსენებთ, რომ დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ,…

მეტი...

მმართველი გუნდი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს უჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს. „უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება. სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი…

მეტი...

„მადლობა სინოდს, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ რელიგიად აღიარეს“ – იაგო ხვიჩია

„გასაკვირია, რომ ასეთ დროს, საქართველოს საპატრიარქომ ჩვენთვის მოიცალა“ აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია და ქმნიდა სინოდს მადლობას უხდის.     „სინოდისთვის მადლობაა სათქმელი, რადგან „ბიბლიური თავისუფლება“ ფაქტობრივად რელიგიად აღიარეს, რაც ძალიან გვჭირდებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სამომავლოდ, რომ რამე საფრთხე არ დაემუქროს ჩვენს ორგანიზაციას. მეორე მხრივ, ცოტა ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთ დროს, როდესაც შიგნით საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბული პროცესები, მათ მოიცალეს „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებისთვის, რეალურად ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთწლიანი მონობის მოხდა არ უნდოდათ, დავეხმარეთ ოჯახებთან ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, არ მგონია სამართლიანი და მე სხვის ქრისტიანობას ვერ შევაფასებ, მაგრამ მე…

მეტი...

„გირჩის“ ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ ოპოზიცია ჩვენზე გაბუტულია“ – იაგო ხვიჩია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას გირჩის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც „გირჩის“ ხელმოწერა აკლია. როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ამისი მიზეზი გაბუტვაა.   „ჩვენი პოზიცია მელიასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ არაერთხელ. ყველამ იცის ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იქ რატომ არ არის ხელმოწერა, იცით, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენზე გაბუტულები არიან და არ გვეძახიან საერთო შეხვედრებზე. აქედან გამომდინარე, ვერ მოხვდა და არა იმიტომ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით. ზოგადად არ ვემხრობი ნიკა მელიას დაჭერას და ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, არის პოლიტიკური. მე არ მინდა წარმოვიდგინო მომავალი, სადაც ნიკა მელიას დაიჭერენ, მე…

მეტი...

თანამშრომლის სხეულის დაზიანებისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მამაკაცი დააკავეს

თბილისში, შემოსავლების სამსახურთან მომხდარ ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს. საუბარია  მამაკაცზე, რომელმაც თანამშრომელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მეორე თანამშრომელი კი დაჭრა.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.ვ., ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.  დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს,სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს – 1984…

მეტი...

„ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, უნდა იყოს ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში“, – გიორგი ზვიადაძემ

პროტოპრესვიტერ, მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით,  რაც შეიძლება მაქსიმალური სიფრთხილე იყოს გამოჩენილი მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. პროტოპრესვიტერმა წმინდა სინოდის განჩინება შეაფასა, რომელიც დავით გარეჯის საკითხ ეხება.   „განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანელ ხალხთან და ხელისუფლებისადმი ეკლესიის მოწოდებაა, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით გაიმართოს ეს მოლაპარაკებები. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ გარეჯი და მთელი ეს კომპლექსი არის საქართველოს იდენტობის ნაწილი, სულიერება, კულტურის ნაწილი. აქ არ შეიძლება, რაიმე სხვა აზრი არსებობდეს. დანარჩენი უკვე სპეციალისტებისა და მეცნიერების სამუშაოა. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც ეს სინოდის განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორია,…

მეტი...

5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

15:29 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ-ში, ვანაშენთან 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო. „დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ_ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი“ – ნათია თურნავა გადადგომაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს მედიის გადასაწყვეტი არ არის. „რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ! რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ. მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

კორონავირუსით 7 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 40, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  27 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 381 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 806 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 535 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  265 200-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 257 441-მდე.

მეტი...

სამხრეთ ოსეთი“ ქართულ მხარეს დივერსანტებს შეგზავნაში ადანაშაულებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართული მხარეს მათ ტერიტორიაზე დივერსანტების შეგზავნასა და პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. დე ფაქტო კომიტეტის განცხადებით, ქართუი ძალოვანი სტრუქტურებიდან არსებობს არაერთი ბრძანება, სამხრეთ ოსეურ ქვედანაყოფებში მოხდეს დივერსანტების შესვლა და კონფლიქტი. „ამ ფონზე, КГБ აღნიშნავს მორიგ კონსტრუქციულ ნაბიჯებს პატრიოტულად განწყობილ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – მოძრაობის მხრიდან, რომელიც ახორციელებს საზღვრის პირზე მონიტორინგს და ქართული საზოგადოების ინფორმირებას ახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობის შესახებ. დავით ქაცარავას ინიციატივით, 13 თებერვალს, სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე იგეგმება აქციის მოწყობა, რომლის დროსაც ის აპირებს მონიშნოს სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ხაზი. ასეთი ქმედება სამოქალაქო…

მეტი...

საკარანტინე სასტუმროს ღირებულება 1 750 სტერლინგის გადახდა სავალდებულოა – შოტლანდია წესებს ამკაცრებს

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მკაცრი რეგულაციები შოტლანდიამაც დააწესა. ქვეყანაში ნებისმიერი შემსვლელი ვალდებულია, 1 750 გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს და საკარანტინე სივრცის ღირებულება დაფაროს.     შოტლანდიაში პირდაპირი ფრენით მიმავალმა ყველა პირმა უნდა: საზღვარზე წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხი; გამომგზავრებამდე დაჯავშნოს და შეიძინოს საკარანტინო სასტუმროში მართული იზოლაციის 10-დღიანი პაკეტი (კარანტინის პერიოდი აითვლება ჩასვლის მომენტიდან). პაკეტის ჯამური საფასურია 1 750 გირვანქა სტერლინგი (დამატებითი ზრდასრული პირის ან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვისთვის – 650 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 5-12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის – 325 გირვანქა სტერლინგი); გამომგზავრებამდე შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა,…

მეტი...

კარანტინის წესების დამრღვევი 10 000 გირვანა სტერლინგით დაჯარიმდება

15 თებერვლიდან, ვინც ინგლისში ჩასვლას გადაწყვეტს, 10 დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, ყველა ვალდებულია ტესტი კიდევ ორჯერ ჩაიტაროს.   ინგლისში ჩასულმა ყველა პირმა უნდა: გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია; თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე.წ. ლოკდაუნის წესები). კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლა შესაძლებელია: საკუთარ საცხოვრებელ ადგილას; მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დარჩენით; სასტუმროში, რომელიც კარანტინის მართვის პროგრამაში მოქცეული არ არის. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის არწარდგენის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 500 გირვანქა სტერლინგით, ხოლო კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევის შემთხვევაში პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმის გადახდა…

მეტი...

ვინც მოგზაურობის ისტორიას დამალავს, 10 000-სს გადაიხდის და 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან

ინგლისმა ქვეყანაში შესვლა გაართულა. სანქციები იმდენად მკაცრია, ქვეყანაში შესვლის სურვილი, აუცილებლობის გარდა, არავის მოუნდება. ერთ ერღი რეგულაცია კი შემდეგია: მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისას განზრახ ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ისჯება კანონით. კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე 10 დღის მანძილზე სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის არაზუსტი აღწერის შემთხვევაში, პირს შესაძლოა მიესაჯოს ჯარიმის გადახდა 10 000-მდე გირვანქა სტერლინგის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით. სანქციები 15 თებერვლიდან ამოქმედდება.

მეტი...

15-დან ბრიტანეთში შესვლა მკაცრდება – საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

ვისაც 72 საათიანი ტესტის უარყოფითი პასუხი არ ექნება, 500 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება. ვინც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, 10 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში, მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილების შესახებ აფრთხილებს. „მედიაცენტრი მთავარი“ საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 15 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება. კერძოდ: ინგლისი – ინგლისში გამომგზავრებამდე ყველა პირმა უნდა: ბოლო 72 საათის განმავლობაში გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების PCR-ტესტი, რომლის უარყოფითი პასუხი შემდგომ საზღვარზე უნდა წარმოადგინოს ინგლისში ჩასვლისას; დაჯავშნოს და შეიძინოს ტესტირების სამგზავრო პაკეტი (ქვემოთ იხილეთ ბმული), რაც მოიცავს კარანტინის (თვითიზოლაციის)…

მეტი...

სასჯელდადებული მღვდელმსახური შესაძლოა, უფრო მეტად დასაჯონ

წმინდა სინოდის სხდომის განჩინების მეოთხე საკითხი დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ეხება, რომელიც სინოდმა ერთხელ უკვე დასაჯა. როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, მისი ქმედებების შესწავლა და შემდგომი რეაგირება უნდა მოხდეს.    „წმინდა სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის…

მეტი...