მეუფე პეტრეს საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის  

წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა სპეციალურ კომისიას დააკისრა. როგორც წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში ვკითხულობთ, ის ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას. „ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. წმინდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას“ – ვკითხულობთ განჩინების დოკუმენტში.  

მეტი...

სინოდმა “ბიბლიურ თავისუფლების“ წევრებს ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა აუკრაძალა

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც წმინდა სინოდმა იმსჯელა, „გირჩის“ მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციაა. როგორც სინოდმა განჩინებაში აღნიშნა, ამ ორგანიზაციის წევრობა მართლმადიდებლური ეკლესიის დატოვებას ნიშნავს.     რა წერია აღნიშნულ საკითხზე წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში, „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.   „წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ. წმინდა სინოდმა განაჩინა: ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ…

მეტი...

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, აზერბაიჯანთან მოლაპარაკება დაიწყოს – რა წერია სინოდის განჩინებაში?!

წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. ამავდრულად, წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, მთვდელმთავრები საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ურჩევენ. „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, – წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების…

მეტი...

ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვება – რა წერია სინოდის განჩინებაში?!

წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სადაც განჩინების დოკუმენტშია საუბარი, კორონავირუსის ვაქცინაციას ეხება. მღვდელმთავრები ერთხმად აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვებიან. „წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით. აზრი გამოთქვეს მიტროპოლიტებმა: შიომ (მუჯირი), ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), დანიელმა (დათუაშლი), ისაიამ (ჭანტურია), იოანემ (გამრეკელი), საბამ (გიგიბერია), მთავარეპისკოპოსებმა იაკობმა (იაკობიშვილმა), სპირიდონმა (აბულაძე). წმინდა სინოდმა დაადგინა: ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. მივესალმებით იმ ფაქტს,…

მეტი...

„ვერსად დამემალება“ – მეუფე მეუფეს ემუქრება

მეუფე იაკობი პირობას დევს, რომ მეუფე პეტრეს ანაფორას გახდის და ეკლესიიდან განკვეთილი იქნება. “მეუფე პეტრემ გუშინ, თავისთავს განაჩენი გამოუტანა, იქნება განკვეთილი და მერე უკვე მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენზე, როგორც აგებენ პასუხს ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვინც ხელშემწყობია“, – განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტება. მისი გაღიზიანება კი მეუფე პეტრეს გუშინდელმა განცხადებაბმა გამოიწვია როცა პეტრე ცაავამ საპატრიარქო ისევ სოდომურ ცოდვაში დაადანაშაულა.

მეტი...

„პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა“ – გახარია მელიაზე

 „ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა“ – ასე ესმიანება გიორგი გახარია ნიკა მელიას განცხადებებს გირაოს გადაუხდელობასტან დაკავშირებით. როგორც პრემიერ-მინისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რას იზამს, ეს მხოლოდ მისი არჩევანია. „ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არანაირი არ არის. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია, – ამის შესახებ…

მეტი...

„პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს“ – გიორგი გახარია

„პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს. ამის მაგივრად, ყველამ ჯობია ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ყველა უნდა შევიდეს იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება. „იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ რომ გადავიხდით გირაოს ან არ გადავიხდით, ყველამ ჯობია ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე“ – აცხადებს გიორგი გახარია. მისივე თქმით, პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. „მე პოლიტსაბჭოზე ხან ვახერხებ,…

მეტი...

„ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს საქართველოში, ვიღაც ხულიგნობს ქვეყნის გარედან“ – გიორგი გახარია

„მე ამას ვაფასებ როგორც პოლიტიკურ ხულიგნობას, მეტს არაფერს. ადამიანებს, როდესაც ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა არ შეუძლიათ, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, ისინი უბრალოდ პოლიტიკურად ხულიგნობენ. ვიღაც ხულიგნობს საქართველოში, ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს ქვეყნის გარედან, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებშიც აისახა. პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უზარმაზარი ამბიციები ჰქონდათ, 2 და 3 პროცენტს ძლივს აცდნენ“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის წევრების მხრიდან რეგულაციების დარღვევისკენ მოწოდების შესახებ. მთავრობის…

მეტი...

დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა და მონაწილეებს სემეკის  ფუნქციები და  2021 წლის გეგმები გააცნო. დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე და ტარიფების დადგენის პრინციპებზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე.   სემეკის განახლებული პროექტის –  „მედია კლუბის“ ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში 170 პირი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის არიან როგორც ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის, წყალმომარაგების, საბანკო სექტორებში დასაქმებული პირები და სტუდენტები.   ტრენინგების თემატიკა მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და…

მეტი...

„როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით“ – კითხვა პრემიერს

„შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? ეს ყველაფერი უკვე იუმორის ნაწილი გახდა. წელიწადზე მეტია, მესმის ეს კითხვები, როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ ხომ არ წახვედით, ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?! – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, როდემდე აპირებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე საუბარი უკვე მომაბეზრებელი და იუმორის ნაწილი გახდა.  „ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. ხომ შეიძლება რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ვისაუბროთ, ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან…

მეტი...

„პირადად მქონდა მოლაპარაკება“ – გიორგი გახარია დატყვევებულ ზაზა გახელაძეზე

„ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ,“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი აგხარიამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საოკუპაციო ძალების სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. „მე პირადად მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემაზე და ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

ახალი სკოლა და ინოვაციების ცენტრი ოზურგეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოზურგეთის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და მის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის შენობა დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა, შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობებში განთავსდებიან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ შენობაში, სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები მოეწყო. რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრს, ერთსართულიან შენობაში ოთახები პანორამული ხედებითაა განლაგებული. შენობა მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, როგორც დახურულ, ისე ღია სამუშაო სივრცეს,…

მეტი...

„მას აქვს შესაძლებლობა, მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში“, – სამხარაძე მელიაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თავად მელიას გადასაწყვეტია, წავა თუ არ წავა ციხეში.   მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“  ცდილობს, საზოგადოება და  საერთაშორისო პარტნიორებს დაარწმუნოს, რომ საქართველოში ოპოზიცია იდევნება. „მელიას განცხადებაში ნათქვამი იყო, თითქოს „ქართული ოცნება“ გირაოს გადახდას აპირებს, რაც სრული აბსურდია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შესაძლოა ხელს აძლევდეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩინებისა და ასევე იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები დააჯერონ, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს დაუსაბუთებელი ბრალდებით დევნიან. ეს არის მათი მთავარი გეგმა და ამოცანა, თუმცა მეორეა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი კვირიდან…

მეტი...

სკოლებში ბუფეტები არ გაიხსნება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, საჯარო სკოლებში ბუფეტი არ იმუშავებს. „ჩვენი მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ სკოლაში არსებობს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შესაძლებლობა მივცეთ, ამ სერვისებმაც დაიწყონ, განაახლონ მუშაობა. ორშაბათს სკოლა იხსნება და ჩვენი მიზანია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, იქნება ბუფეტი, თუ სხვა წრეები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ეტაპობრივად მივცემთ შესაძლებლობას ბუფეტიც გაიხსნას და სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის მოხდება, ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ რიცხვს“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება…

მეტი...

მოსწავლეების 12%-ს დისტანციური სწავლება სურთ

კორონავირუსის პანდემიამ და ონლაინ საგაკვეთილო პროცესებმა სკოლის მოსწავლეები კომპიუტერსა და სახლში ყოფნას ისე „მიაჯაჭვა“ დიდ ნაწილს სკოლაში სიარულიც არ უნდა. „მედიაცენტრი მთავარი“ არაერთ მშობელს ესაუბრა, როლებიც აცხადებენ, რომ თბილი ამინდის მიუხედავად, უჭირთ, ბავშვები გარეთ გაიყვანონ. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, როგორც მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს. „ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი…

მეტი...

განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ბავშვები, რომლებისთვისაც პირბადის ტარება პრობლემურია, მათ აღნიშნულის ვალდებულება არ ექნებათ. “პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 15 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 3 336 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 40, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 507-ია. სულ  ჩატარდა 24 359 ტესტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 639 ადამიანია. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 359 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 908 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 507 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 665-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.36%, ხოლო 7 დღის…

მეტი...

რეგულაციების დარღვევისთვის 604 ჯარიმა გამოწერეს

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 142 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 466 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“ – აცხადებენ უწყებაში. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.…

მეტი...

„ვისაც სურს აიცრება, ვისაც არ სურს, არ აიცრება“ – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი აცხადებს რომ სასულიერო პირმა საკუთარ მრევლს ვაქცინაციის აუცილებლობის თუ საჭიროების მითითება არ უნდა მისცეს. როგორც სასულიერო პირი ამბობს, ეს ცალკეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. „ვისაც სურს – აიცრება, ვისაც არ სურს – არ აიცრება. მრევლს ვერაფერს ვერ მოვუწოდებ. სპეციალისტები, ვინც ამ სფეროში მუშაობენ, მათ უნდა მოგვცენ რეკომენდაციები. ყველა ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში“ – აცხადებს მეუფე. ცურტაველმა მიტროპოლიტმა შეფასება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა.     „საჭიროა მოლაპარაკება სახელმწიფო დონეზე. ტყუილად ჩვენ არავინ არაფერს დაგვიბრუნებს. გარეჯის სახით ეს ისტორიული მემკვიდრეობა, რომელი ქართველი ერის სიამაყეა, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს“ – აცხადებს…

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

კრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. საუბარია შპს „პრემიერზე“, სადაც სანიტარული ზომების უხეში დარღვევა დაფიქსირდა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „პრემიერში“ (მის: დიღმის მასივი მე-2 კვ, მე-13 კორპ.), სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესსექტორს, დაიცვას სურსათის უვნებლობისადმი არსებული კანონის მოთხოვნები, ხოლო მომხმარებელს – დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს და აცნობოს ცხელ ხაზს – 1501“ – ვკითხულობთ უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სინოდმა მეუფე პეტრეზე იმსჯელა, თუმცა განჩინება არ გამოუტანია

35 მღვდელმთავრის განჩინება დღეს გამოქვეყნდება. სინოდის სხდომის ძირითადი საკითხი დავით გარეჯი და კორონავირუსის საპრევენციო ვაქცინაცია იყო, თუმცა, სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელიც სავარაუდოდ, განჩინებაში ვერ მოხვდება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი მეუფე პეტრე იყო. როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით იმსჯელეს, თუმცა, სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია. „მეუფე პერტეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მასზე საუბარი სულ მიდის. მაგრამ სინოდს აღნიშნულ თემაზე არანაირი განჩინება არ გამოუტანია და ეს საჭიროდ არც ჩაგვითვლია“ – განუცხადა მეუფე ნიკილოზმა (ფაჩუაშვილმა) ჟურნალისტებს.

მეტი...

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციისთვის 31 წლის მამაკაცი დააკავეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბათუმში ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდა, დაკავებულია. როგორც შსს-დან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, საუბარია ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიაციაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნისინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების ანამშრომლებმა,ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა“ – აცხადებენ უწყებაში.    დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. „კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი…

მეტი...

ჯანმომ ჩინეთში მუშაობა დაასრულა, ვირუსის გავრცელების გზები ჯერჯერობით ვერ დაადგინეს  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ესპერტებმა ჩინეთში, კერძოდ კი უხანში მუშაობა დაასრულეს და დაბრუნდნენ. როგორც ჯანმოს  დირექტორი ტედროს ადანო აცხადებს, ამ ეტაპისთვის ყველა საკითხი ღიაა. „დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც ვირუსის წარმოშობას და გავრცელებას იძიებს, ჩინეთში მუშაობა დაასრულა. პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ამ ადამიანებს გაწეული სამსახურისთვის. ეს იყო ძალიან რთულ პირობებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაო. ექსპერტთა ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. წამოიჭრა რამდენიმე შეკითხვა, რამდენიმე თეორიაზე თითქოს ითქვა, რომ ისინი აღარ განიხილება. მინდა განვმარტო, რომ ყველა თეორია ღიაა და ითხოვს შესწავლას“, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს…

მეტი...