სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გასაჯაროვდება

ამ დრომდე უცნობია ზუსტი საკითხები, რაზე იმსჯელა წმინდა წმინდა სინოდის სხდომამ და რა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, განჩინება ხვალ გამოქვეყნდება „იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. რაც წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალურად არის  ცნობილი, არის ის, რომ იმსჯელეს დავით გარეჯის თემაზე, ჭყონდიდის ეპარქიასა და ვაქცინაციაზე.   განჩინებს ომის შინაარსზე მუშაობა საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე გრძელდება. მღვდელმთავრების ნაწილი საპატრარქოში იმყოფება.

მეტი...

„ვინც ჩემს სასარგებლოდ თანხას შეიტანს, იქნება ჩემი მტერი“ – ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის, დაკისრებული გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება მან სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და განმარტა, რომ ვინც მის ნაცვლად თანხას დაფარავს, მისი მტერი იქნება. „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დაიწყო თითოეული ჩვენი პარტიის წევრის დარაჯი. ეკითხებიან ერთი და იგივე კითხვას, თითქოს არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას  სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და…

მეტი...

ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი გათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, მისი დაკავება როკის გვირაბის მონაკვეთზე მოხდა. „ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია. პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, -ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

სინოდმა დავით გარეჯზეც იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო  

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე იმსჯელეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. სინოდმა დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს  დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით. ალავარდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე, საპატრიარქოს ტელევიზია გადაცემებსაც მოამზადებს. „სინოდის სხდომაზე დავით გარეჯის საკითხი იყო პირველ საკითხად გამოტანილი. არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომელთაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოსთვის კუთვნილებაზე და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია მონასტრების ქრისტიანულ- ქართული წარმომავლობის შესახებ. სინოდმა აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში…

მეტი...

ჭყონდიდის მეუფე გრიგოლ კაცია მეუფე სტეფანემ შეცვალა

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მმართველი შეიცვალა. ეპარქიას გრიგოლ კაციას ნაცვლად  მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს. მეუფე სტეფანე, ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. რაც შეეხება გრიგოლ კაციას, ის ისეც  თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდება. “საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ყველა გაიგებთ. ყველაფერი დალაგებულია. მთავარი არის, რომ საქართველოს სიყვარულში ვართ ჩვენც, თქვენც და ყველა. ხოლო, ვინც არის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მტერი, შეიძლება მას არ გაუხარდეს, თორემ დანარჩენი, ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

მეტი...

„მათ აქვთ სრული უფლება, თუ არ მოსწონთ, წავიდნენ“ – საქნახშირი გაფუცულ მაღაროელებზე

“საქნახშირის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ გაფიცულ მაღაროელებზე პირველი შეფასება გააკეთა და ასე მიმართა: „მათ აქვთ სრული უფლება, თუ არ მოსწონთ, წავიდნენ.“ როგორც სოცკი აცხადებს, მათი მოთხოვნები არარეალურია. „გუშინ ჩავატარე საერთო თათბირი მეოთხე ობიექტთან და ვუკავშირებ დღევანდელ ვითარებას უშუალოდ ამ თათბირს, ამიტომ, ოფიციალურად არანაირი მოთხოვნა, არანაირი შეტყობინება, არანაირი განცხადება ჩვენ არ მიგვიღია. ადამიანები არიან მიწის ქვეშ და დღეს 9 ადამიანი არის უშუალოდ ამწევ მექანიზმზე და უარს ამბობს იქიდან გამოსვლაზე. საკითხი, რომელიც გუშინდელ თათბირზე განიხილებოდა, იყო შეჯამება იანვრის თვეში არსებული გამომუშავების. მეოთხე ობიექტმა შეასრულა გეგმა 77%-ით, მეორე ობიექტმა შეასრულა გეგმა 110%-ით…

მეტი...

სინოდის სხდომა დასრულდა, ჭყონდიდის ეპარქიას დავით კაცია არ უხელმძღვანელებს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულებულია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სხდომაზე განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯის თემასა და ვაქცინაციას. „რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“, – განაცხადა  ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სასულიერო პირებმა იმსჯელეს, მეუფე პეტრეს საკითხია. ასევე, ჭყონდიდის ეპარქიას გრიგოლ კაცია არ უხელმძღვანელებს. სასულიერო პირებს მედიასთან კომენტარები არ…

მეტი...

14 წლის არასრულწლოვანმა, გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა

24 წლის მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურად იძალადა, დაკავებულია. გოგონა კი დღეს დილით საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, დაკავებულს გარდაცვლილთან მეგობრობის გარდა არაფერი აკავშირებდა. „გოგო ოჯახის წევრებმა იმ დონეზე მიიყავნეს, რომ გარდაიცვალა. მასზე საკუთარი ოჯახის წევრები ძალადობდნენ. ჩემს შვილს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მეგობრობდნენ“ – აცხადებს დაკავებულის მამა. დედა კი ამბობს, რომ გარდაცვლილზე ბაბუა ძალადობდა, რადგანაც ის ხშირად თვრებოდა. გოგონას ბაბუა, დაკავებულის მხრიდან  სექსუალური ძალადობის 2 ეპიზოდზე საუბრობს. ოჯახმა კი ფაქტის შესახებ პოლიციას მიმართა. გოგონა გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით 24 წლის მამაკაცი დღეს დააკავეს. გოგონას მამა გარდაცვლილია,…

მეტი...

„მე კობახიძესთან, კობახიძე – გახარიასთან, გახარია -გომელაურთან“ – კახა კალაძე

ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არსებობს და გარკვეული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს, მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა. ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება“, – განაცხადა კალაძემ მედიასთან.

მეტი...

ხანძრის ჩაქრობისას მაშველი გარდაიცვალა

მეხანძრე მაშველი რომელიც ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ასრულებდა, გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე სახანძრო კიბიდან გადმოვარდა. “სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას”,- ვკითხულობთ საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

ენგურის ხიდი იხსნება

ოკუპირებული აფხაზეთი, დღეიდან ენგურის ხიდს ხსნის. პირველ ეტაპზე, გადმოსვლა შეზღუდული იქნება და გარკვეული კატეგორიის ადამიანებს შეეხებათ.    „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“ – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.     მისივე შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება არ შეიზღუდოს. „ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტის და მექანიზმის…

მეტი...

„მეუფე პეტრესთან დაკავშირებით არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა“ – მეუფე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს საკითხი განხილული არ იქნება. მისვე თქმით, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. „ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო, სინოდმა დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება. იმის შემდეგ რაც გააკეთა, ანალოგიური დანაშაულის ტოლფასი არ ჩაუდენია. შესაბამისად, ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯება მხოლოდ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე უკან მივიღოთ სინოდში, ეს თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ მან, რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც არ გამოუხატავს.  ვფიქრობ,…

მეტი...

„თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ“ – მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციაზე

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი.  ამიტომ, ერთადერთი საღვთისმეტყველო რაც აქ არის, ესაა თავისუფლების შეზღუდვა, რომ ვიღაცას ან დავაძალოთ, თუ არ გაიკეთებ პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები და ასე შემდეგ,  არასწორია“ – ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, არ აიცრებოდა, რადგანაც ეს მას არ სჭირდება.    „ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა. ეს საქართველოში შექმნილი ჭორი არ არის, სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან ვკითხულობთ. პირადად, მე რაც შემეხება ვაქცინაციის გაკეთებაზე,…

მეტი...

„ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს ვაქცინაციას, ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ“ – მეუფე ნიკოლოზი    

„ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო“ – ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზმა წმიდა სინოდის სხდომამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რასაც სინოდის წევრები განიხილავენ, სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება.   „წინაზე ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება მთელმა სინოდმა ერთად და ეს ეხებოდა კოვზით ზიარების საკითხს. მადლობა ღმერთს, რომ ყველამ ერთხმად დავადგინეთ, რომ აქ არავითარი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.  მეორე, რაზეც ვისაუბრეთ არის ის, რომ ჩვენი ეკლესია არ მოუწოდებს მრევლს რომ არ მოვიდეს ეკლესიაში და მადლობა ღმერთს ამისთვის. ეს არის ისტორიული დადგენილება. რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, არ ვიცი რა საკითხები…

მეტი...

„კოვიდრეგულაციების“ დარღვევეისთვის შსს-მ 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 582 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“ – ვკითხულობთ უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის…

მეტი...

კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 113, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 63, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი -24, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

კორონავირუსის 557 შემთხვევა დადასტურდა

„ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს.…

მეტი...

რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს“ – კონგრესმენების მხარდაჭერის აქტი

ამერიკის კონგრესში, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ახდენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის ახორციელებს დაკავებებს და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ე.წ.ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისუფლებას.…

მეტი...

სექსუალური ძალადობა 16 წლამდე ასაკის გოგონაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს. „მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა“ – აცხადებენ უწყებაში. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

მეშახტეები შახტაში ჩავიდნენ და არ ამოდიან

მეშახტეები პროტესტს აგრძელებენ. მაღაროში ჩასულები უკან არ ამოდიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.      ტყიბულის შახტაში დასაქმებულები პროტესტს ხელფასის შემცირების გამო გამოხატავენ. ამ წუთებში, შახტაში,  15-მდე ადამიანი იმყოფება და ამოსვლაზე უარს აცხადებს. შახტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ საუბარი შედეგით დასრულდება.

მეტი...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ყველასთვის დასაშვებია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის საპრევენციოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა რეკომენდირებულია ყველასთვის ვინც 18 წელს მიღწეულია. ჯანმოში ასევე განმარტავენ, რომ ვაქცინა მაღალ შედეგს მაშინ იძლევა, თუ ორ დოზას შორის ინტერვალი 8-12 კვირამდე იქნება.

მეტი...

წმინდა სინოდი იკრიბება

დღეს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სასულიერო პირები საპატრიარქოში უკვე იკრიბებიან. როგორც მღვდელმთავრები აცხადებენ, წინასწარ არ არის ცნობილი, რა საკითხებს განიხილავს სინოდის სხდომა. „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ვკითხულობთ  საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ერთ-ერთი თემა, რომელსაც სინოდი განიხილავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იქნება. ასევე, სინოდი ოთხ ეპარქიაში მღვდელმთავრების დანიშვნის საკითზხე იმსჯელებს.

მეტი...

უკრაინამ რუსულ ვაქცინაზე უარი თქვა

უკრაინა ქვეყანაში რუსული წარმოების ვაქცინას არ შეიტანს. საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ასევე, სხვა პრეპარატებზე, რომელი წარმოებულია რუსეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურ დოკუმენტში აისახა, რომელსაც ხელი 8 თებერვალს მოეწერა. მის მიხედვით,  უკრაინაში არ შეიტანენ  კოვიდ 19-ის ვაქცინას და სხვა პრეპარატებს, რომლებიც შექმნილია რუსეთში. უკრაინა პირველ ეტაპზე ჩინური ვაქცინის გამოყენებას დათანხმდა და ქვეყანაში მის შეტანასაც ხელი მოაწერა. პირველი ჩინური ვაქცინა უკრაინაში თებერვლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

მეტი...