ე.წ. ბასლეინებში მოძრავი ავტომობილების მძღოლები დაჯარიმდებიან

8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება. “როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან” – აცხადებენ მერიაში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას…

მეტი...

საქართველოს მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16:7 დაამარცხეს

16:7 – საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა.  საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს და რუსეთს შორის 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო. ქართველი ბორჯღალოსნებისთვის რუსი დათვების დამარცხებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა – ეს იყო ღირსების ბრძოლა!!! თამაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან რა შედეგიც არ უნდა დამდგარიყო, 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატში საქართველო უკვე გამარჯვებულის ტიტულს ატარებდა. დასკვნითი შეხვედრა პანდემიის გამო, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

მეტი...

ავტობუსებში არც გათბობა იქნება და არც გაგრილება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემა არ ჩაირთვება. “პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ”, – აცხადებენ თბილისის მერიაში. საზოგადოებივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. მეტროც და ავტობუსიც 21:00 საათმდე იმუშავებს. .

მეტი...

ნამახვამის აქციის მიმდიარეობისას ავტომანქანიდან იარაღი, შაშხანა და „დუბინკა“ ამოიღეს

წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. უწყების ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. „პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“ – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება

8 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, ცვლილება შეეხება ინტეგრირებულ N301 მარშრუტს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე. თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით. ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით. ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. შესაბამისად, აღნიშნული ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 68 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელია 2,95%, ბოლო შვიდი დღის – 3,64%

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95% ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო შვიდი დღის – 3,64%. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 573 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 252, „პისიარ“ ტესტით – 6 321. საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 024 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 253 614 გამოჯანმრთელდა, 3 283 კი, გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 188 თბილისში, 73 იმერეთში, 33 კი კახეთში გამოვლინდა

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 26, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 020, აჭარაში – 179, იმერეთში – 463.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 283-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 799 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 799 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 573 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 252, „პისიარ“ ტესტით – 6 321. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95% ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 024 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 253 614- გამოჯანმრთელდა, 3 283 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 450, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 294 პირი. ამასთან, 6 თებერვლის…

მეტი...

რუსეთში ქმარმა ორსულ ცოლს თავი მოაჭრა, შემდეგ სიმამრი მოკლა

რუსეთში ქმარმა ორსულ ცოლს თავი მოაჭრა, შემდეგ სიმამრი მოკლა. ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, მკვლელობას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. მათივე ცნობით, ოჯახი ტაჯიკეთიდან იყო. ქალს კი „აღმოსავლეთის კანონებით“ ცხოვრება არ სურდა. ქმარი 21 წლის ცოლს გარეთ ფაქტობრივად არ უშვებდა. ცოლმა ქმართან გაშორმამაკაცმაბა გადაწყვიტა და ამ საკითხზე საუბრისას მამაკაცმა დანა აიღო და ქალს რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ კი თავი მოაჭრა. ამის მერე მან მოკლული ცოლის მამას დაურეკა, რომელსაც ადგილზე მისვლისთანავე ასევე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “ორი პირის მკვლელობის“ მუხლით. დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

აშშ-ის საელჩო ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან თამაშში წარმატებას უსურვებს

„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ თამაშში!“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“. დღეს, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება სარაგბო მატჩი საქართველო v რუსეთი. მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

მეტი...

ბათუმში, ოპოზიციის აქტივისტებს აკავებენ

ბათუმში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ოპოზიციის 10-მდე მხარდამჭერი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ა/ო “ალტერნატივა”-ს წევრები და ბათუმელი მოჭიდავეები, რომლებმაც აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს დედაქალაქში მიმდინარე აქციას სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მსვლელობით აპროტესტებდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეები “გმირთა ხეივანში” გადაადგილდებოდნენ რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მეტი...