„ახლა ამ ფურთხით აშენებულ კორპუსებს შეხედეთ და დაფიქრდით მაგნიტუდა 5 რომ მოხდეს“ – მიწისძვრა თბლისში

საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთი იყო, სევანის ტბასთან. როგორც “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, თბილისს მაგნიტუდა 5-იანის პოტენციალი აქვს. „ახლა მომისმინეთ ერო!!! ეს არის მაგნიტუდა 5-ის რიგი, თან ლამის 200 კილომეტრში იყავით ეპიცენტრიდან! 200 კილომეტრში მაგნიტუდა 7-იანიც (ძაან ბევრად მეტია 7-იანი 5-იანზე) ცხრება და ისეთი საშიში არ არის. ხვდებით? ჰოდა!! ამ თქვენს საყვარელ თბილისს მაგნიტუდა 5-იანის პოტენციალი აქვს და მეტისაც კიდევ! მაგნიტუდა 4.5 იყო 2002 წლის მიწისძვრა. ახლა ამ ფურთხით აშენებულ კორპუსებს შეხედეთ…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19:37 წუთზე, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან სამხრეთით 172 კმ-ში დაფიქსირდა. ზუსტი ეპიცენტრისა და მაგნიტუდის დადგენა ამ წუთებში ხდება. მიწისძვრა თბილისში საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა.

მეტი...

აშშ საელჩო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები  

აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს. დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და…

მეტი...

„მთლიანი პასუხისმგებლობა გახელაძის საქმეზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება“ – ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 -წლიანი სასჯელის დაკისრებაზე ისაუბრა და ამ ნაბიჯს რუსეთის პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთი ამგვარ ნაბიჯებს სპონტანურად არ დგამს და მას თავისი კონკრეტული ამოცანები და გეგმა აქვს. „ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა და ესკალაცია არის სწორედ იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ამ ომს როგორც საგარეო-პოლიტიკური, ისე საშინაო განზომილება გააჩნია“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. როგორც ლაშა დარსალიამ დასძინა, რუსეთის საგარეო-პოლიტკური გზავნილი როგორც საქართველოს პარტნიორების, ისე შიდა საზოგადოებისთვის არის ის,…

მეტი...

„არ ვიცი ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება, სულ ღამეა 7 თვეა“ – ოკუპანტების პატიმრის დედა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური  დახმარებას ითხოვს. მის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პირობა მისცეს, რომ მისი შვილის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ. სუს-ის წარმომადგენელი ირაკლი ანთიძე დღეს დაკავებულის ოჯახში იმყოფებოდა და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. “12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. უკვე 7 თვე ხდება ისედაც იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდესო ოჯახს,…

მეტი...

„ვაკის პარკში სასტუმრო არ იქნება“ – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკის ტერიტორიაზე  სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს. ვიცე-მერის განცხადებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია არა მხოლოდ მერიისთვის, არამედ მთელი  საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელება და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით კონსენსუსის მიღწევაა.  „ულტიმატუმის ენით საუბარი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ ისეთი მნიშვნელოვანი  საკითხის გარშემო, როგორიცაა სასტუმროს აშენება ვაკის პარკის ტერიტორიაზე, არ შეიძლება. მე გარანტიას გაძლევთ, რომ თვითნებურად ვაკის პარკში არანაირი მშენებლობა არ დაიწყება. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ…

მეტი...

„თუ ხელისუფლება სიყრუეს გააგრძელებს, რეაქციას მიიღებს“ – სარესტორნო ბიზნესი სრულ ამოქმედებას ითხოვს

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა, ამჯერად, დაუმორჩილობლობის აქცია გადადეს, ისინი ხელისუფლების მორიგი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან  და რესტორნების სრულად გაიხსნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის რეაქციას აანონსებენ. აღნიშნულ თემაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.      „მთავრობის გადაწყვეტილება იმ უფსკრულის ამოსავსებად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის “ლოქდაუნის” შედეგად შეიქმნა. ეს პროცესი რესტორნების უმრავლესობისთვის ამ ამინდში დიდი სარგებლის მომტანი არაა. ეს გადაწყვეტილება ძალიან მინიმალურია, მაგრამ მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტს, სკოლების გახსნას შეეხება, ამას ერთობლიობაში განვიხილავ, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდ ვითარების მხრივ…

მეტი...

„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი“ – ნიკანორ მელია

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია სასამართლოს მხრიდან მისთვის შეფარდებული 40 000 ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მას ვერც ვერავინ დაიჭერს. “არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე – ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ ამ ფარსში“ – განაცხადა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ის ამ…

მეტი...

“ნახევარი, ან მეტი უნდა იყოს ოპოზიცია, გვექნება კონსულტაციები ამ 2 კვირის განმავლობაში” – მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის კონფიგურაციაზე

რა კონფიგურაციით შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმუშავებს, ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს პარლამენტში მედიასთან ისაუბრა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეგლამენტით ნახევარი ან მეტი უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა წევრების პერსონიფიცირება ახლო მომავალში მოხდება: “ჩვენ გვაქვს ვადა, 2 კვირაში როდესაც იქნება შემდეგი სხდომა უკვე დადგენილებით მიიღებს პარლამენტი, შემდეგ 3 დღის განმავლობაში ხდება კვოტების დადგენა და პერსონიფიცირება, თუ ვინ იქნება. ნახევარი, ან მასზე მეტი უნდა იყოს ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამ 2 კვირის, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, თუ დამატებით ოპოზიციის წარმომადგენელი ან პარტიები გადაწყვეტენ ძალიან კარგი, გვექნება კონსულტაციები. ასეც რომ არ…

მეტი...

პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ძალაში რჩება პირობა – თუ ერთპროცენტიან სიყალბეს და გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოძიების შედეგად ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთადერთი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან არგუმენტად ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც – უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ „დოკუმენტები უკვე გასწორებულია“ და ა.აშ. შეუძლებელია ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან“, – განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა…

მეტი...

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი – ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას პირდებოდნენ.ართმევდნენ ფულს მოქალაქეებს და შემდგომ წყვეტდნენ მათთან კავშირს. ზ.ჩ და ნ.ჯ. მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის…

მეტი...

“ჩვენ დიდი ინტერესით მოვუსმენთ მთავრობის ახალ ამბიციებს” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად.როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, ამ კონტექსტში მისთვის საინტერესოა, როგორც მთავრობის ამბიციები, ასევე, პარლამენტის დღის წესრიგიც. ამ თემაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “მოხარული ვარ, რომ მასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გავმართე. როგორც ვიცით, ეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი კომიტეტია და ეს არის კომიტეტი, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს შეხვედრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად. ჩვენ დიდი ინტერესით მოვუსმენთ მთავრობის ახალ ამბიციებს, ასევე პარლამენტის დღის…

მეტი...

“რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს” – სერგეი ლავროვი

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომლის დასმასაც აპირებთ დღევანდელ მოლაპარაკებებზე. ჩვენ შევეცდებით არ გაგიცრუოთ იმედი ”, – დასძინა მინისტრმა. ცნობისათვის, ჟოზეფ ბორელსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ლავროვთან შეხვედრამდე ბორელი, რომელიც მოსკოვში დღეს ჩავიდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მეტი...

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა, – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. განცხადების მიხედვით,  კვლევის ფარგლებში  შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიებში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოსწორებულია, თუმცა, ვლინდება გარკვეული ტიპის განმეორებითი დარღვევები, რომელთა აღმოსაფხვრელად მათ 1- თვიანი ვადა განესაზღვრათ. „კვლევის ფარგლებში შემოწმდა 11 კომუნალური კომპანიის –  სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „თელავგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს…

მეტი...

“ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივება რუსეთის დესტრუქციული გეგმების რეალური გამოხატულებაა” – ქართული მხარე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, 12 წელზე მეტი ვადით გაახანგრძლივონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის – ზაზა გახელაძის პატიმრობა. აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ…

მეტი...

საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება 7 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნით, ორჯერ გადადებულ შეხვედრას 7 თებერვალს გამართავს. ბორჯღალოსნები პრინციპულ მეტოქეს რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩისთვის ჩვენი გუნდი საგანგებოდ ემზადება, შეხვედრა პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება. საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

მეტი...

ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო მას ე.წ სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა. საქართველოს მოქალაქე გასული წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს.  

მეტი...

„თებერვალში ენერგო სუბსიდირება მოქმედებს“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

„აბსოლიტურად მიგნება იყო სწორი, პროგრამა განხორციელდა და ეს იყო დადებითი, ემსახურებოდა მომხმარებელთა ინტერესს, 5 მილიონამდე მომხმარებელმა მიიღო ეს სუბსიდირება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, მთავრობის მიერ განხორციელებული ენერგო პროგრამის შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით პროგრამა განხორციელდა ოთხ თვეზე და მოიცვა არა მარტო სოციალურად დაუცველი, არამედ საშუალო ფენაც, ენეგოომბუდსმენი ამბობს, რომ სუბსიდირება უნდა შეხებოდა ოთხ თვეს: „ნოემბრის თვეში სუბსიდირება უკვე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რადგანაც ნორმატიული აქტის მიხედვით თებერვლის თვეც უნდა ჩათვლილიყო კომპანია ვალდებული იყო ნოემბერშიც განეხორციელებინა სუბსიდირება, ზოგიერთი კომპანიის აბონენტებისთვის ეს განხორციელდა ნოემბრის თვიდან,“ – განაცხადა ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“…

მეტი...

„გახარიას განცხადება მიაწოდეთ კომედი შოუს და კაი “სკეჩს” გააკეთებენ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„თავისუფალ ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება ლირიკაა, რასაც გახარია აცხადებს სანქციებზე, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განცხადა. ბურჯანაძე ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას და პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოუხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რესტორნები, რომლებიც თვითნებურად გაიხსნებოდნენ, სახელმწიფო დახმარების პროგრამებით ვერ ისარგებლებდნენ. „ეს იყო ძალიან სასაცილო განცხადება, ალბათ იხუმრა პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა,  გახარიას განცხადება მიაწოდეთ „კომედი შოუს“ ბიჭებს და კაი “სკეჩს” გააკეთებენ, როცა თავისუფალ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება მსგავსი განცხადებები, მუქარის სასაცილოა,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

“ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება რომ აბსურდულია ამას დიდი კამათი არ სჭირდება” – ალეკო ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას არ სურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს აბსურდული ბრალდებებით სვამენ ციხეში. “მე არ მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიის თავმჯდომარეებს რაღაც აბსურდული ბრალით, სახელმწიფო გადატრიალების და რაღაც რევოლუციის ბრალით დაატარებენ პროკურატურაში და შემდეგ სვამენ ციხეში – არ მინდა. რა თქმა უნდა, თუ ვინმე დააშავებს, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მაგრამ ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება რომ აბსურდულია, ამას დიდი კამათი არ სჭირდება. ნიკა მელია წარმართავდა შტურმს და ის ცდილობდა პარლამენტის გადატრიალებას?- ესაა ყველაზე…

მეტი...

„თავბრუ დაესხმებოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს, სად რომელი რესტორანი დაეჯარიმებინა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ხელისუფლებას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, დღეს  ვისაუბრებდი იმ გეგმაზე თუ რას ვიზამდით შაბათს და როგორ ჩავატარებდით აქციას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, ბექა ფერაძესთან შეხვედრა დაგეგმილი იყო მთავრობის სხდომის ჩანიშვნამდე. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის ვადებს არ გადმოწევდა აქციები პერმანენტული იქნებოდა: „მათ, რომ ეს ნაბიჯი არ გადმოედგათ გავიხსნებოდით ყველა რესტორანი და თავბრუ დაესხმებოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს, სად რომელი რესტორანი დაეჯარიმებინა და გპირდებით ვერავის დააჯარიმებდნენ, შემოგვიერთდებოდნენ ის რესტორნებიც, რომელიც მანამდე თვითნებურ გახსნაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ…

მეტი...

„დაუმორჩილებლობის აქცია” შაბათს აღარ იქნება“ – „რესტორატორთა ასოციაცია“

“ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ დღეს პირველად „მედიაცენტრ მთავარში“ გავაჟღერებთ, ჩვენ 15 – მდე ვიმუშავებთ, არ იქნება შეღავათი, ეს აქცია განახლდება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “რესტორატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან გარკვეულმა კომპრომისმა გამოიწვია, თუმცა ბიზნესი არ გამორიცხავ, რომ აქციამ რამდნიმე დღით გადაიწიოს: „ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რესტორნებს შაბათს „დაუმორჩილებლობის აქტი“, – როგორც მონათლა მედიამ. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და იქამდე მიტანის სერვისით გააგრძელებს რესტორნები ფუნქციონირებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე დადებითი იმპულსის…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ჰუმანიტარული დახმარება 1150 დევნილ ოჯახს გაუწია

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატმა და აპარატის თანამშრომლებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელონ ჰუმანიტარული დახმარების აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა მოწყვლადი ოჯახებისათვის,“ – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი ფონდის „სოციალური სოლიდარობის“ მეშვეობით, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ხელფასებიდან ყოველთვიურად ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით. „ჰუმანიტარული დახმარება 2021 წლის თებერვლის პირველივე დღეებში  რამდენიმე კომპაქტური  განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა უკვე მიიღეს. 2020 წლის მარტიდან დღემდე აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ჰუმანიტარული დახმარება სულ აღმოუჩინა 1150 ოჯახს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დახმარება…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 734 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 734 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 734 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 87 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 227 თბილისში, 83 იმერეთში, 60 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 227 თბილისში, 83 იმერეთში, 60 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 5 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 808 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 645 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 258-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 4 თებერვალს, კორონავირუსი 583 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი, 19 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 808 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 9 163, „პისიარ“ ტესტით 7 645. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 26 1018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 25 2246  გამოჯანმრთელდა, 3258 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 287 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 პირი.

მეტი...

ცოტნე დადიანის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, დაბარებულია ნიკანორ მელია. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული…

მეტი...

რეგულაციების შემსუბუქების გეგმა – რა შეზღუდვები იხსნება 4 დღეში

მთავრობის ადმინისტრაცია 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბოლო შვიდი დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა ოთხ პროცენტამდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება: ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან  – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით: 1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა; 2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: 1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება…

მეტი...

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე იმერეთში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის კომისიის 5 წევრი დააკავეს

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის კომისიის 5 წევრი დააკავეს. მათ გასულ წლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად განხორციელებას ედავებიან, რის გამოც კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეტი...

“ვხედავ შუქს გვირაბის ბოლოს, კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ” -ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყნის სწრაფი გახსნა შეცდომა იქნება, რადგან კორონავირუსის შემთხვევები ისევ გაიზრდება და კვლავ მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო. „ქვეყნის სწრაფად გახსნა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწრაფად დახურო, როგორც ეს ჩვენმა ზოგიერთმა მეზობელმა გააკეთა, არ გვეხმარება. ვხედავ შუქს გვირაბის ბოლოს. კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ იმ პირობით, რომ უფრო აგრესიული მუტაციები არ გავრცელდება“, – განაცხადა მან. გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 14 თებერვლამდე მოქმედებს. ქვეყანაში სკოლები, ბაღები, სილამაზის სალონები, მუზეუმები და თეატრები დახურულია, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანპორტში კი პირბადის ტარებაა საჭირო.

მეტი...

თბილისის სატელევიზიო ანძა კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფერებში განათდა

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქის ღირშესანიშნაობების მსგავსად, დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდა, – ინფორმაციას თბილისისი მერია აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსოფლიო ამ დღეს, კიბოს წინააღმდეგ ერთიანდება და მისი მიზანი, კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით, ყოველწლიურად, მილიონობით ლეტალური შემთხვევის თავიდან აცილებაა. „კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია – „მე ვარ და მე ვიქნები“. ამ დღის აღნიშნვის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად, ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს.  თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით,…

მეტი...

შსს „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ეხმაურება „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს, სადაც, შსს-ს ცნობით, ითქვა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს ჰკითხა, იყო თუ არა მათ მიერ ოპოზიციური პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდების ავტორად დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ გადაამოწმებდა აღნიშნულ ინფორმაციას და დაზუსტებულ პასუხს მიაწვდიდა. მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდა მთავარი არხის საინფორმაციო…

მეტი...