ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეს ​კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში კორონავირუსი მეათეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. კლასი 12 დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდა და დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა, სკოლაში კი სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლის დირექტორის, გივი ხალვაშის განცხადებით, სკოლას ინფორმაცია ინფიცირებული მოზარდის მშობელმა მიაწოდა, მოსწავლე იმ დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა. „მშობელმა გვაცნობა, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და სკოლაში ვერ მოვიდოდა. მოგვიანებით მას ვირუსი დაუდასტურდა. ჩვენ მივმართეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ვიმოქმედეთ მათი რეკომენდაციების შესაბამისად. კლასის მთელი შემადგენლობა გადავიდა იზოლაციაში. მათ 12 დღის განმავლობაში გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ. ისინი ისედაც ჰიბრიდული მოდელის მიხედვით სწავლობენ. რაც შეეხება მასწავლებლებს,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 243 თბილისში, 98 იმერეთში, 58 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 243 თბილისში, 98 იმერეთში, 58 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 4 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 240-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 671 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 605 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 917, პისიარტესტით – 6 688. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 3,51 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,41 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის კი – 3,79 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 260 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251 748 გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 341 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 277 პირი. ამასთან, 3 თებერვლის მდგომარეობით,…

მეტი...

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. მოპედი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

“გთხოვთ, ნუ აწევთ ჭიქას და სადღეგრძელოს ნუ იტყვით, გაუმარჯოს საქართველოსო!” – გიორგი ფხაკაძე

ისინი, ვისაც სამედიცინო პირბადე არ გიკეთიათ, გთხოვთ, ნუ აწევთ ჭიქას და სადღეგრძელოს ნუ იტყვით გაუმარჯოს საქართველოსო. ეს სადღეგრძელო არის მაშინ, როცა გიკეთიათ სამედიცინო პირბადე, – ამის შესახებ ექიმი გიორგი ფხაკაძე Facebook-ლაივის მეშვეობით საუბრობს. „ინდოეთში, სადაც არაერთი კონტაქტი მაქვს, მინისტრებს ვიცნობ და ა.შ, 95%-მდე ავიდა პირბადეების გამოყენება. ინდოეთში, რომელიც საერთოდ უკანონო ქვეყანაა, არ იცით ხალხი როგორ ატარებს მანქანას. არეულ ქვეყანაში აიწია 95%-მდე პირბადის გამოყენებამ და ინფექციის გავრცელებამ დაიწია. ჩვენ რა გვჭირს?! სადღეგრძელოს აწევა ხომ გვიყვარს, პირბადის გაკეთება არ გვიყვარს თურმე. როცა საქართველოს სიყვარულზე საუბრობ, არ უნდა ილაპარაკო, უნდა გააკეთო. საქართველოში პატრიოტიზმის გამოხატულება არ არის „დავით გარეჯი…

მეტი...

თემურ წიკლაურს დღეს დაკრძალავენ

საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს დღეს დაკრძალავენ. მას კოჭორში, 14:00 საათზე, შვილის გვერდით დაასაფლავებენ. თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

მეტი...

“საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა, კარგი იქნება, ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან” – გიორგი რურუა

“მთავარი” არხის მეწილე, გიორგი რურუა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მოუწოდებს ორგანიზება გაუწიონ პროტესტს. როგორც რურუა სოციალურ ქსელში წერს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. “საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან,რომ არჩევნები გაყალბდა, კარგი იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან-ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან. საქართველოში ხელოვნურად ჩაგვკეტეს და ამის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. მეგობრებო რას ფიქრობთ ამ იდეაზე? სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ეს არის არ დანებების ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი, (საყვარელი) პოლიტპატიმარი გიორგი რურუა” ,- წერს რურუა.

მეტი...

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტების შემთხვევები დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. „ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის (შემთხვევების რაოდენობა) 196-ს შეადგენს. ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ორი და ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა. გავაგრძელებთ ბრძოლას კომპრომისზე წასვლის გარეშე, ”- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მეტი...

“ეს წელი გამოწვევებით სავსე იქნება, მოლაპარაკებები მთლიანად მხარეებზეა დამოკიდებული” – კელი დეგნანი

ჩემი რეკომენდაცია ყველა პარტიისთვის საქართველოს ინტერესის პირველ ადგილზე დაყენებაა – ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ანაცხადა. კელი დეგნანის თქმით, იმისთვის, რომ მხარეებმა ქართველი ამომრჩევლების პრიორიტეტებზე იმუშაონ, მათ გამოსავალი უნდა იპოვონ. დეგნანის განცხადებით, მოლაპარაკებების მზაობის შემთხვევაში ფასილიტატორები მხარეებს ყველა შესაძლო გზით დაეხმარებიან. “ჩემი რეკომენდაცია ყველა პარტიისთვის არის, რომ საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ, მათ ესმით რა არის ქართველი ამომრჩევლებს პრიორიტეტი, რომელიც სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ჯანდაცვაა. მათ უნდა იპოვონ გზა, რომ მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება, რათა შეძლონ ამ პრიორიტეტებზე მუშაობა, რომელთა წინაშე საქართველო დგას. ეს წელი გამოწვევებით სავსე იქნება, მოლაპარაკებები მთლიანად მხარეებზეა დამოკიდებული, თუ…

მეტი...

“პარლამენტში შესვლა ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც განცხადება დავწერე, მაშინ დავამთავრე ეგ ამბავი” – ზურაბ ჯაფარიძე

საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ, დავამთავრე ეს საკითხი ერთი თვის წინ, როდესაც განცხადება დავწერე და მანდატზე უარი ვთქვი, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს. „მიუხედავდ იმისა, ახლა რას გადაწყვეტენ კობახიძე და თალაკვაძე და ფორმალურად დამტოვებენ თუ არა პარლამენტის წევრად, საბოლოო ჯამში ამ პარლამენტის ამბავი დასრულებულია. ზოგადად, ეს კომისია მგონია, არის მასკარადი, მცდელობა დახატონ, ვითომ კონსტრუქციულები არიან და აძლევენ საშუალებას, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. რაღაც თითქოს ინსტრუმენტს აძლევენ ხელში ოპოზიციას, რომ თითქოს რამე გამოიძიოს.…

მეტი...